განაჩენი

სისხლის სამართლის 15.04.2020
საქმის ნომერი
330100120003513865
თარიღი
15.04.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#1/1065-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

15 აპრილი 2020 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე

 

პროკურორი: გ------- გ------

ს/ს საქმე №0-----------

 

ბრალდებული: ს------ ს--–----ე

მამის სახელი: ბ---------

დაბადებული: 1---------–-

პირადი ნომერი:0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–----------------------

პასუხისგებაში მიცემის დრო: 1---------–-

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილი

აღკვეთის ღონისძიების სახე: გირაო

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ს------ ს--–----ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების არსი: ს------ ს--–----ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა სამეწარმეო საქმიანობა ნებართვის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ ქ/პუნქტის შესაბამისად, აზარტული თამაშობებია - თამაშობები, რომელთა შედეგი მთლიანად ან ნაწილობრივ დამოკიდებულია შემთხვევითობაზე. ისინი ტარდება სათამაშო აპარატის, ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით და მათში მონაწილეობა ფულადი მოგების შესაძლებლობას იძლევა. აზარტული თამაშობების (გარდა აზარტული ტურნირისა) ორგანიზება დასაშვებია მხოლოდ სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონში ან/და აზარტულ კლუბში. ამავე კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ყველა სახის აზარტული და მომგებიანი თამაშობები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ტარდება, ,,ლიცენზიებისა და ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მოითხოვს ნებართვას, ხოლო ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-10 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტის შესაბამისად, ,,სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მოსაკრებელი შეადგენს - წელიწადში 50 000 ლარიდან 1 000 000 ლარის ჩათვლით“. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთების დადგენის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის N277-ე დადგენილების ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთი შეადგენს 1 000 000 ლარს. ს------ ს--–----ემ დამატებითი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სათამაშო აპარატების სალონისა და აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვების გარეშე განეხორციელებინა სამეწარმეო საქმიანობა, რათა სახელმწიფო ბიუჯეტში დასახელებული ოდენობის მოსაკრებლის გადასახადისაგან განზრახ აერიდებინა თავი. ამ მიზნით, ს------ ს--–----ემ 2019 წლის ოქტომბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, თბილისში, მ-------------–---–--- მიმდებარე ტერიტორიაზე, ხალხმრავალ ადგილზე, ღია სივრცეში სათანადო ნებართვის გარეშე განათავსა აზარტული თამაშობებისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული აპარატი, რის შედეგადაც იგი ყოველთვიურად იღებდა შემოსავალს. ს------ ს--–----ემ განზრახ აარიდა რა თავი სათამაშო აპარატების სალონისა და აზარტული კლუბის მოწყობისათვის ნებართვების მისაღებად კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო მოსაკრებლის გადახდას და ეწეოდა რა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას, მისი დანაშაულებრივი ქმედებით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები წინასასამართლო სხდომაზე არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმით და ამოღებული სათამაშო აპარატით და ფულადი თანხით, კომპიუტერული ექსპერტიზის N--------- დასკვნით, ს-------------------------------–---------------------------------- წერილით, ს----–--------–------------------------------------------------------------------------------ წერილით, დათვალიერების ოქმებით თანდართულ ინფორმაციასთან ერთად და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ს------ ს--–----ემ ჩაიდინა სამეწარმეო საქმიანობა ნევართვის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით 06 თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას 01-დან 03 წლამდე ვადით.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასამართლოLOთვლის, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ს------ ს--–----ეს ძირითადი სასჯელის სახედ უნდა შეეფარდოს ჯარიმა 5.000(ხუთიათასი) ლარის ოდენობით, მასვე, საქართველოს სისხლის დამატებითი სასჯელის სახით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას ქონება - ერთი ცალი სათამაშო აპარატი და ფულადი თანხა 90(ოთხმოცდაათი) ლარი და 80(ოთხმოცი) თეთრი, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ს------ ს--–----ე (პ№0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5.000(ხუთიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე და 52-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას ქონება - დანაშაულის საგანი - ერთი ცალი სათამაშო აპარატი და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხა 90(ოთხმოცდაათი) ლარი და 80(ოთხმოცი) თეთრი, რომელიც დროებით ინახება ფ----------------------------------------------------------------------------------------–---------------------------–---------- სამმართველოში.

ს------ ს--–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმდეს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე