გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100210020003404652
№2/10-2020
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26.03.2020 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: შ.პ.ს. ,,გ---–-------------“
წარმომადგენელი: გ--------- ჩ-------ე
მოპასუხე: ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტი (მერია)
წარმომადგენელი: ნ---- ჩ----–--ე, გ------- ც---–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოსარჩელის შპს „ გ---–-------------“-ს წარმომადგენელმა მომართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს და მიუთითა , რომ 2019 წლის 13 ივნისს შპს „ გ---–-------------“-ს და ჭიათურის მუნიციპალიტეტს შორის დაიდო ხელშეკრულება N144 რომელიც ითვალისწინებდა რომ შპს „ გ---–-------------“-ს შეესრულებინა ჭიათურის N1 საჯარო სკოლის მიშენების II-ე და III-ე სართულების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება შეადგენდა 135784,77 ლარი მიმწოდებელი ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები განეხორციელებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 91 ( ოთხმოცდათერთმეტი) კალენდალური დღის ვადაში 2019 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით. ამავე ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) კალენდალური დღის ვადაში. 2019 წლის 2 აგვისტოს შპს „ გ---–-------------“ -ს დირექტორმა ჭიათურის მუნიციპალიტეტს მიმართა წერილით საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირებასთან დაკავშირებით, შეთანხმება დაიდო 26 აგვისტოს.
მოსარჩელე განმარტავს, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი ადასტურებს სამუშაოების ფაქტიურ შესრულებას , მოცულობების ათვისება დაფიქსირებულია შესაბამისი აქტებით და დამტკიცებული გეგმა გრაფიკის დაცვით.
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს რომ 2019 წლის 13 დეკემბრის ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის წერილის თანახმად განსაზღვრული სამუშაოების გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის კომპანია დაჯარიმდა, 14393,10 ლარით. ჯარიმის დაკისრების საფუძველი არ არსებობს შემდეგ გარემოებს, რადგან ზედამხედეველს არასოდეს უცნობებია გრაფიკის დარღვევის თაობაზე
მოსარჩელის განმარტებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გეგმა გრაფიკის დაუცველად მიჩნეული სამუშაოების უმეტესობა ვადის სრული დაცვით არის შესრულებული. სამუშაოების მხოლოდ მცირე ნაწილზე ფიქსირდება ვადა გადაცილება რისი თავიდან აცილებაც შპს „ გ---–-------------“-ს არ შეეძლო რადგან სამუშაოების მიმდინარეობის პროცესის დაგეგმილი სამუშაოების შეცვლის აუცილებლობა დადგა დღის წესრიგში, რის გამოც 2019 წლის 2 აგვისტოს კომპანიამ შესაბამისი წერილით მიმართა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას შეთანხმება ცვლილებებთან დაკავშირებით დაიდო 3 სექტემბერს, ფაქტობრივად 24 დღის დაგვიანებით დამტკიცდა კორექტული გეგმა გრაფიკი.
მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე-ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტს (მერია) დაეკისროს შპს „ გ---–-------------ს“ სასარგებლოდ 14393,10 ლარის გადახდა.
1.2.წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს, მოპასუხეს დაეკისროს მათ მიერ გადახდილი სახ. ბაჟი-432 ლარი.
2.მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოპასუხე მიუთითებს, რომ სარჩელს არ ცნობს განმარტავს, რომ მოსარჩელემ დაარღვია N144 ხელშეკრულებაზე დართული გეგმა-გრაფიკი კერძოდ: პუნქტი 13. გაილესოს კედლები ქვიშა ცემენტის ხსნარით 05 სექტემბრიდან 07 სექტემბრამდე, 2 დღე პუნქტი 14. გაილესოს ფერდილები ქვიშა ცემენტის ხსნარით 29 აგვისტოდან 02 სექტემბრამდე, 3 დღე. პუნქტი 20. სამშენებლო ნარჩენების დარტვირთვა და გადაზიდვა 15 კმ-ზე, 05 სექტემბრიდან 09 სექტემბრამდე 04 დღე. პუნქტი 22. ლითონის მოაჯირის დემონტაჟი 08 აგვისტოდან 20 აგვისტომდე, 12 დღე. პუნქტი 23.გასუფთავდეს კედლები ძველი ნალესისაგან 01 აგვისტოდან 04 სექტემბრამდე 34 დღე. პუნქტი 24. ბაქნებიდან ძველი მეთლახის დემონტაჟი 08 აგვისტოდან 04 სექტემბრამდე 27 დღე. პუნქტი 25. მჭიდის მოწყობა ქვიშა ცემენტის ხსნარით სისქით 40მმ 29 აგვისტოდან 04 სექტემბრამდე 6 დღე. პუნქტი 27. გაილესოს კედლები ქვიშა ცემენტის ხსნარით 05 სექტემბრიდან 07 სექტემბრამდე, 02 დღე. პუნქტი 31. კიბის მოაჯირის შეღებვა ანტიკოროზიული საღებავით ორჯერ 12 სექტემბრიდან 13 სექტემბრამდე 01 დღე. პუნქტი 1. გამანაწილებელი ფარი შემყვანზე 40 ამპერიანი ავტომატური ამომრთველით და 20-იანი 04 ცალი, 10-იანი 04 ცალი ავტომატური ამომრთველი 01 აგვისტოდან 12 აგვისტომდე , 11 დღე. სულ ჯამში 102 დღე ( საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის იმერეთის რეგიონის ტექნიკური მენეჯერის ლევან თავხელიძის 2019 წლის 02 დეკემბრის მომართვა.
მოპასუხის პოზიციით მომწოდებლის დაჯარიმება მოხდა გეგმა- გრაფიკით გაწერილ თითოეულ სამუშაოზე ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით და შესაბამისად პირგასამტეხლომ ( ჯარიმამ) შეადგინა 14393,10 ლარი. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არ დარღვეულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები . აქედან გამომდინარე მიგვაჩნია რომ მოსარჩელის მოთხოვნა 14390.10 ლარის ანაზღაურების თაობაზე ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული და მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეზე არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია რომ შ.პ.ს. ,,გ---–-------------“ (ს.ნ.4--------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში, რომლის იურიდიული მისამართია საქართველო ქ.ჭ--------- 9 აპრილის ქ.N1-) რეგისტრაციის თარიღი 01.06.2012 წელი, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არის ზ------ გ--–-–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ.14-15).
- მხარეთა განმარტებები.
3.2.2. დადგენილია, რომ ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შპს „ გ---–-------------“-ს შორის 2019 წლის 13 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №144 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ელექტრონული ტენდერის(№NAT190007805) საშუალებით ჭიათურის N1 საჯარო სკოლის მიშენების II-ე და III-ე სართულების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. კლასიფიკატორის კატეგორიის კოდი-45400000-შენობის დასრულების სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 135784,77 ( ას ოცდათხუთმეტი ათას შვიდას ოთხმოცდაათი ლარი და სამოცდაჩვიდმეტი თეთრი)ლარს.
მიმწოდებელი ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები განეხორციელებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 91 ( ოთხმოცდათერთმეტი) კალენდალური დღის ვადაში 2019 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით. მიმწოდებელი ვალდებული იყო სამუშაოები დაეწყო ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი კალენდარული დღის ვადაში. მიმწოდებელი ასევე ვალდებული იყო სამუშაოები განახორციელოს ხელშეკრულებაზე თანდართული, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ფორმით წარდგენილი სამუშაოების შესრულების გეგმა გრაფიკის მიხედვით.
ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 2019 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ.16-20)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
3.2.3. დადგენილია, რომ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში დაგეგმილი სამუშაოების შეცვლის აუცილებლობის გამო 2019 წლის 2 აგვისტოს საწარმომ წერილით მიმართა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას ხელშეკრულების ცვლილებასთან დაკავშირებით. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებაში განსახორციელებელი ცვლილებების განხილვის მიზნით შექმნილი კომისიის სხდომის 2019 წლის 03 სექტემბრის N144/1 ოქმით და მხარეთა შორის დადებული N1 შეთანხმებით დადგენილია, რომ N144 ხელშეკრულებაში შეიცვალა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და სამუშაოების ღირებულება ნაცვლად 129462,63 ლარისა განისაზღვრა 135 784, 77 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ოქმი (ს.ფ.16-20)
- შეთანხმება N1(ს.ფ.23)
- კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა(ს.ფ.26-33)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
3.2.4. დადგენილია, რომ საწარმოს დირექტორმა ზვიად გ--–-–---–მა მიმართა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერს 2019 წლის 05 სექტემბერს და იმის გამო , რომ შეასრულა გაუთვალისწინებელი სამუშაო მოითხოვა ნებართვა გაუთვალისწინებელი ხარჯებიდან შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 27 სექტემბრის პასუხში მიუთითებს, რომ სამუშაოების და მასალების მოცულობები ფაქტიური მდგომარეობის გამო შეიცვალა მატებით. სამუშაოების ფაქტიური შესრულება დამაკმაყოფილებელია, მოცულობების ათვისება დაფიქსირებულია შესაბამისი აქტებით და დამტკიცებული გეგმა-გრაფიკის დაცვით. ნამეტი მოცულობების ანაზღაურებას გაუთვალისწინებელი ხარჯების გამოყენებით ეთანხმება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმართვა (ს.ფ.34)
- შეთანხმება N1(ს.ფ.23)
- კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა(ს.ფ.26-33)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
3.2.5. საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის ინსპექტირების ანგარიშის დასკვნითი ნაწილის შესაბამისად შესრულებული სამუშაოს ინსპექტირების შედეგად წარმოდგენილ ფორმა N2-ს ეძლევა დადებითი შეფასება. საბოლოოდ 2019 წლის 14 ივნისიდან 03 ოქტომბრამდე შესრულებული სამსაოების განხორციელებისას გამოყენებული საშენი მასალებისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხი , შესაბამისობაში საპროექტო მოთხოვნებთან, მასში მითითებულ მოქმედ ნორმებთან და საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ სტანდარტთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმართვა (ს.ფ.34)
- შეთანხმება N1(ს.ფ.23)
- კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა(ს.ფ.26-33)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
3.2.6. დადგენილია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით (N51 2034, 27.09.2019 წელი) შექმნილი კომისიის მიერ ერთის მხრივ და მეორეს მხრივ შ.პ.ს. ,,გოლდენ ბრო“-ს მიერ შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი იმის თაობაზე, რომ 2019 წლის 24 ოქტომბრის ინსპექტირების ანგარიშის დადებითი დასკვნის საფუძველზე, რომელიც ადასტურებს შესრულებული სამუშაოების მოცულობების და ღირებულების შესაბამისობას ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულთან და სამუშაოების განხორციელებისას გამოყენებული საშენი მასალების და შესრულებული სამუშაოების ხარისხს საპროექტო მოთხოვნებთან და საქართველოს მოქმედ სტანდარტებთან.
მათ შეადგინეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი2019 წლის 13 ივნისს გაფორმებული N144 ხელშეკრულების ფარგლებში. აღნიშნული ხელშეკრულების შესრულებით ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრა 48 280,89 ლარით. მიმწოდებლის მიერ სამუშაოები დასრულებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, შესრულებულია ჯეროვნად და მიმღებ კომისიას შემსრულებელთან პრეტენზია არ გააჩნია.
სამუშაოების შესრულების დროულად და ჯეროვნად შესრულების ფაქტს ადასტურებს მოწმე ვახტანგ დეკანოიძე , რომელიც დამკვეთის მხრიდა ზედამხედველობას უწევდა სამუშაოებს. ასევე ვახტანგ დეკანოიძე ადასტურებს , რომ სამუშაოები დასრულდა 2019 წლის 12 სექტემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღება-ჩაბარების აქტი (ტ.2 ს.ფ. 1-2)
- მოწმე ვახტანგ დეკანოიძე (იხ.ოქმი)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
3.2.7. დადგენილია, რომ 2019 წლის 13 დეკემბერს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა მიმართა მოსარჩელეს წერილით იმის თაობაზე, რომშ.პ.ს. ,,გოლდენ ბრო“ N144 ხელშეკრულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე სამუშაოების გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის დაჯარიმდა 106 დღით, თანხით 14393 ლარითა და 10 თეთრით, შესაბამისად მოხდა ამ თანხის გამოქვითვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოცემული თანხა -14393 ლარით და 10 თეთრი არ იქნა ანაზღაურებული დამკვეთის-მოპასუხის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილი(ტ.1 ს.ფ. 37)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
3.2.8. ხელშეკრულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ხელშეკრულების გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტისა) შესრულებისათვის დამრღვევი ვალდებულია მეორე მხარის მოთხოვნისთანავე გადაუხადოს მას ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1 პროცენტის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ.13-19)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ შ.პ.ს. ,,გ---–-------------“-ს სარჩელი სარჩელი ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს და ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტს(მერია) შ.პ.ს. ,,გ---–-------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 14393 ლარისა და 10 თეთრის გადახდა (შესრულებული სამუშაოსათვის ნარჩენი ანაზღაურება). სასამართლო თვლის, რომ სამუშაოები შესრულებულია სრულად და ჯეროვნად ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე,629-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
6.2.სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
6.3.სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.4დადგენილია, რომ ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შპს „ გ---–-------------“-ს შორის 2019 წლის 13 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №144 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ელექტრონული ტენდერის(№NAT190007805) საშუალებით ჭიათურის N1 საჯარო სკოლის მიშენების II-ე და III-ე სართულების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. კლასიფიკატორის კატეგორიის კოდი-45400000-შენობის დასრულების სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 135784,77 ( ას ოცდათხუთმეტი ათას შვიდას ოთხმოცდაათი ლარი და სამოცდაჩვიდმეტი თეთრი)ლარს.
მიმწოდებელი ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები განეხორციელებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 91 ( ოთხმოცდათერთმეტი) კალენდალური დღის ვადაში 2019 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით.
ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 2019 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით.
6.5.სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.6.დადგენილია, რომ მხარეებს შორის შედგა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით 2019 წლის 13 ივნისს გაფორმებული N144 ხელშეკრულების ფარგლებში. აღნიშნული ხელშეკრულების შესრულებით ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრა 48 280,89 ლარით. მიმწოდებლის მიერ სამუშაოები დასრულებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, შესრულებულია ჯეროვნად და მიმღებ კომისიას შემსრულებელთან პრეტენზია არ გააჩნია.
სამუშაოების შესრულების დროულად და ჯეროვნად შესრულების ფაქტს ადასტურებს მოწმე ვახტანგ დეკანოიძე , რომელიც დამკვეთის მხრიდან ზედამხედველობას უწევდა სამუშაოებს. ასევე ვახტანგ დეკანოიძე ადასტურებს , რომ სამუშაოები დასრულდა 2019 წლის 12 სექტემბერს.
მოპასუხემ არ აანაზღაურა სრულად სამუშაოს ღირებულება, რადგან პირგასამტეხლოს სახით გაუქვითა თანხა-14393 ლარისა და 10 თეთრის ოდენობით.
6.8.სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
6.9.სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
6.10. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
6.7. ხელშეკრულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ხელშეკრულების გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტისა) შესრულებისათვის დამრღვევი ვალდებულია მეორე მხარის მოთხოვნისთანავე გადაუხადოს მას ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1 პროცენტის ოდენობით.
6.11. სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.
6.12.სასამართლო თვლის, რომ ცალსახაა ხელშეკრულების მე-12 მუხლში ნების გამოვლენა პირგასამტეხლოსთან მიმართებაში. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს გაანგარიშების წესს, რადგან გარიგების შინაარსი სრულიად ნათლად წარმოაჩენს იმ ფაქტს, რომ პირგასამტეხლო გამოიანგარიშება მთლიანი შესასრულებელი სამუშაოს ვადა გადაცილებიდან და არა ინდივიდუალური სამუშაოების მიხედვით. ამიტომ მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს გაქვითვა არ შეესაბამება ხელშეკრულებას, მითუმეტეს, რომ არ არსებობს სამუშაოს ხელშეკრულების ვადაში დაუსრულებლობისა და არაჯეროვნად შესრულების ფაქტი.
6.13.საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს, როგორც მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე გათვალისწინება, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან მხოლოდ სამუშაოთა ნაწილის არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. იგი, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას და, მეორე მხრივ, მოვალეს უკვე შესრულებული ვალდებულების ნაწილში აკისრებს პასუხისმგებლობას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტ–რივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (შდრ. სუსგ. #ას-164-160-2016წ, 28.07.2016წ; #ას-581-2019, 31.07.2019წ). მოცემულ საქმეში ინსპექტირების ანგარიში, მერის მიერ გაგზავნილი წერილი და მიღება-ჩაბარების აქტი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ სამუშაოები შესრულებულია ხელშეკრულების ვადაში , ჯეროვნად. მოსარჩელის ქმედებით ზიანის დადგომა ხელშეკრულების ფარგლებში არ არსებობს, მაშასადამე არ არსებობს პირგასამტეხლო და არ არსებობს თანხის გაქვითვის საფუძველი.
6.14.სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის შესაბამისად , ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ზემოთ მითითებული ნორმების შესაბამისად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. შესრულებულია სამუშაოები , ხოლო მოსარჩელეს ანაზღაურება არ მიუღია მთლიანად. აქედან გამომდინარე სასამართლო თვლის , რომ მოპასუხემ უნდა აუნაზღაუროს მთლიანად მოსარჩელეს მის მიერ შესრულებული სამუშაოს თანხა, ე.ი. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 14393 ლარისა და 10 თეთრის ოდენობით(შესრულებული სამუშაოსათვის ნარჩენი ანაზღაურება).
.
7. საპროცესო ხარჯები
7.1.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად.
დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილებულია , ხოლო ბაჟის სახით გადახდილია 432 ლარი. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 431 ლარი და 79 თეთრი. ხოლო 0,21 ლარი უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან , როგორც ზედმეტად გადახდილი.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ.პ.ს. ,,გ---–-------------“-ს სარჩელი ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტის (ს/ნ. 215609544) მიმართ დაკმაყოფილდეს და
ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტს(მერია) შ.პ.ს. ,,გ---–-------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 14393 (თოთხმეტი ათასსამასოთხმოცდაცამეტი) ლარისა და 10(ათი) თეთრის გადახდა.
2. ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტს(მერია) შ.პ.ს. ,,გ---–-------------“-ს (ს.ნ.4--------)-ს სასარგებლოდ დაეკისროს 431 ლარის და 79 თეთრის გადახდა (სახელმწიფო ბაჟი)
3. გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან შ.პ.ს. ,,გ---–-------------“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 21 თეთრი((საგადახდო დავალება N8918515786 გადახდის თარიღი – 09.01.2020 წ; გადამხდელის დასახელება - გ--------- ჩ-------ე; გადასახადის გადამხდელი შ.პ.ს. ,,გ---–-------------“ ს/კ4-------- გადამხდელის ბანკი – სს ”საქართველოს ბანკი“; ბანკის კოდი -TRESGE22; სახაზინო კოდი – 300223150; მიმღები – სახელმწიფო ხაზინა; თანხა - 432 ლარი;).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი