განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/19-20
№027170120002
ხაშურის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12.02.2020 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანი - ანნა მოსიაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - რ-----------–ია
დაცვის მხარე:
ბრალდებული- მ-----–------------- ს----------, დაბადებული 2-.0-.1----–ელს, საქართველოს მოქალაქე პ/ნ 4----------- საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ქ-----–ის რაიონის სოფელ რ----ში
ადვოკატი - მ------------–-–--ლი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-4 ნაწილი.
სხდომის სახე - ღია
განსახილველი საკითხი: ბრალდებულ მ-----– ს----------ს მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა: მ-----– ს---------მა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
მ-----– ს---------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ წონით 212,47 გრამი და ნარკოტიკული საშუალება ნედლი „მარიხუანა“ წონით 211,01 გრამი, რაც 2020 წლის 18 იანვარს საქართველოს შსს ქ-----–ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა ქ-----–ის რაიონის სოფელ რ----ში მდებარე მ-----– ს----------ს საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად.
ე.ი. მ-----– ს---------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-4 ნაწილით.
4.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
მ-----– ს----------ს მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენა გარდა მისივე აღიარებისა, დასტურდება მოწმეების: გ---------------–-–---–ის, თ-------------–--–ის, ი-----–----–----ძის გამოკითხვის ოქმებით, მ-----– ს----------ს საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, ნარკოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზების დასკვნებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
5. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზემდგომი პროკურორის თანხმობით პროკურორ რ-----------–იასა და ბრალდებულ მ-----– ს---------ს შორის, ადვოკატ მ------------–-–--ლის მონაწილეობით.
პროკურორმა რ-----------–იამ 2020 წლის 12 თებერვალს ხაშურის რაიონულ სასამართლოში საქმეზე წინასასამართლო სხდომის გამართვამდე წარმოადგინა შუამდგომლობა და ითხოვა ბრალდებულ მ-----– ს----------ს მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა. პროკურორმა იშუამდგომლა: მ-----– ს---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-4 ნაწილით და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
- მასვე, სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200(ორასი) საათის ვადით.
მასვე, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონის მესამე მუხლის მე-2 პუნქტის და მე-41 ნაწილის შესაბამისად,როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, 6(ექვსი) თვით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 5 წლით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება: ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა რ-----------–იამ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას.
შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდებული მ-----– ს---------- და მისი ადვოკატი მ------------–-–--ლი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მიიჩნევს რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია ბრალდებულის მოტყუებას, იძულებას, დაშინებას
ან/და მუქარას. მას არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებაზე ბრალდებულმა თანხმობა ნებაყოფლობით, დამცველისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა. ამასთან, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული მ-----– ს---------- სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება მას ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებების - დაცვის უფლება; უფლება, უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ; უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის შესახებ.
სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების ან/და ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს. ბრალდებულსა და პროკურორს შორის დადებული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში და რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სამართლებრივი შეფასება:
საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია, ხოლო სასჯელი კანონიერი და სამართლიანი. პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც პროკურორ რ-----------–იას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-216-ე, 258-2-0-ე, 2-8-2-9-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს პროკურორ რ-----------–იასა და ბრალდებულ მ-----– ს---------ს შორის 2020 წლის 12 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმება.
3. მ-----– ს---------- მ-----– ს---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-4 ნაწილით და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
- მასვე, სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
-მ-----– ს---------ს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონის მესამე მუხლის მე-2 პუნქტის და მე-41 ნაწილის შესაბამისად, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, 6(ექვსი) თვით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 5 წლით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება: ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით.
4. კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ მ-----– ს----------ს მიმართ განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულებაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. გაუქმდეს მ-----– ს----------ს მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 იანვრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.
6. ნივთიერი მტკიცებულება: ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ წონით 212,47 გრამი და ნარკოტიკული საშუალება ნედლი „მარიხუანა“ წონით 211,01 გრამი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
8. განაჩენის გასაჩივრების ვადა და წესი:
განაჩენი არ გასაჩივრდება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიიჩნევს, რომ ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, დაშინებით ან მოტყუებით, ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, გ) საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები, დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საპროცესო კანონის არსებითი მოთხოვნა.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე
ნ. გიგიტაშვილი