გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.11.2019
საქმის ნომერი
820310019002906307
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
18.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820310019002906307 (3-26/19)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 ნოემბერი, 2019 წელი. ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე,ნაირა აბაშიძე

მოსარჩელე: შუ---- ა----–-ძე

მოპასუხე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია.

წარმომადგენელი: თო-----------–-ძე

დავის საგანი - განაცდურის ანაზღაურებიდან რეზერვში ჩარიცხვამდე პერიოდის მიუღებელი თანხის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას შუ---- ა----–-ძის სასარგებლოდ დაეკისროს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება N3/ბ-206-2016-ის კანონიერ ძალაში შესვლიდან (2017 წლის 20 ივნისიდან) 2018 წლის 20 ივნისამდე (ხულოს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება N----ის გამოცემამდე) პერიოდის განაცდური ხელფასის ანაზღაურება (810X12=9720) 9720 ლარის ოდენობით.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

შუ---- ა----–-ძემ 2015 წლის 12 ოქტომბერს სარჩელი შეიტანა ხულოს მაგისტრატ სასამართლოში ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2----–-–------------------------- ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და მოპასუხეზე ხელფასის სახით მიუღებელი თანხის ანაზღაურების დაკისრება 2014 წლის 07 ნოემბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

აღნიშნული სასამართლოს 2015 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 04 მაისის გადაწყვეტილებით, შუ---- ა----–-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს ხულოს მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის 2015 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2----–-–--------------------------- ბრძანება. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების აქტის გამოცემა. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა 2015 წლის 10 სექტემბერს მიიღო ბრძანება „შუ---- ა----–-ძის ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვა ანგარიშის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ 2014 წლის 07 ნოემბრიდან. შუ---- ა----–-ძემ კვლავ მიმართა სარჩელით ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 10 სექტემბრის N--- ბრძანების: შუ---- ა----–-ძის ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვა- ანგარიშის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბათილად ცნობა, ხელფასის სახით მიუღებელი განაცდური ანაზღაურების დაკისრება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაზე 2014 წლის 07 ნოემბრიდან, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - ბათილად იქნა ცნობილი ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 12 სექტემბრის N--- ბრძანება, შუ---- ა----–-ძის ხულოს მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს დაევალა გამოეცა ბრძანება სამუშაოზე აღდგენასთან დაკავშირებით. ამასთან ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა 3 თვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების გადახდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, სააპელაციო სასამართლომ კი დაადგინა, რომ მოპასუხეს უნდა აენაზღაურებინა იძულებითი განაცდური გათავისუფლებიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე და დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 20 ივნისს, ვინაიდან უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო მოპასუხის საკასაციო საჩივარი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით 2015 წლის 10 სექტემბრიდან 2017 წლის 20 ივნისამდე განისაზღვრა მიუღებელი შემოსავალი, რომელიც აუნაზღაურა მოპასუხე მხარემ , თუმცა გადაწყვეტილების დანარჩენი პუნქტების შესახებ იმსჯელა 2018 წლის 20 ივნისს, ანუ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 წლის შემდეგ, აღნიშნული ბრძანების მიხედვით, კი ვინაიდან ვერ ხერხდებოდა მისი სამსახურში აღდგენა, ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში. მოსარჩელე მიუთითებს მისი სასამართლოსათვის მიმართვის ინტერესზე და აღნიშნავს, რომ მას უნდა აუნაზღაურდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 2----–-–------------- ხულოს მუნიციპალიტეტის მერის N--- ბრძანების გამოცემამდე განაცდური ხელფასის თანხა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა შესაგებელებითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებებით არ დაეთანხმა სარჩელის მოთხოვნას, მიიჩნევს რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა და ითხოვს დაკმაყოფილებაზე უარის თქმას შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების ( საქმე N----------–- კანონიერ ძალაში შესვლიდან შუ---- ა----–-ძის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვამდე პერიოდში (2018 წლის 20 ივნისი) ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს აღესრულებინა ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება გამომდინარე იქედან, რომ შუ---- ა----–-ძის 2014 წლის 07 ნოემბრიდან ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვა ანგარიშების განყოფილების უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლების შემდგომ, აღნიშნულ თანამდებობაზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოცხადებულ კონკურსის შედეგად ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 25 მაისის N81 ბრძანების შესაბამისად დაინიშნა თამუნა ქედელიძე, რომელიც დღემდე ასრულებს აღნიშნული თანამდებობით გათვალისწინებულ უფლებამოვალეობებს.

ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ „ საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად 2018 წლის 23 თებერვლის N-----10 წერილით მიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს მოძიებულიყო საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობა, რომლის შემდეგაც საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ 2018 წლის 27 თებერვლის N----- წერილით ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისათვის მოწოდებულ იქნა საჯარო სამსახურის სისტემაში არსებული ტოლფასი ვაკანტური თანამდებობა, აღნიშნულზე მერიის მიერ 2018 წლის 4 აპრილის N09/3466, 2018 წლის 11 აპრილის N09/3684, N09/3694, N09/3693, N09/3695,N09/3692, N 09/3685, N09/3690, N09/3684 წერილებით მიემართა შესაბამისი ვაკანტური პოზიციების მქონე საჯარო დაწესებულების შუ---- ა----–-ძის მათ დაწესებულებაში დასაქმების თაობაზე, ზემოაღნიშნულმა ვაკანტური პოზიციების მქონე საჯარო დაწესებულებმა 2----–-–------------–-----------------------–-–-------------–------------------------–-–------------–---------------------------------------------------–-–------------–----------------------------–-–------------–----------- წერილებით სხვადასხვა მიზეზით უარი განაცხადეს შუ---- ა----–-ძის მათ დაწესებულებაში არსებულ ვაკანტურ პოზიციაზე/პოზიციებზე მიღებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან და გამომდინარე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე განხორციელებული პროცედურების შესაბამისად ვერ მოხერხდა შუ---- ა----–-ძისათვის ტოლფასი თანამდებობის თანამდებობის მოძიება. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად შუ---- ა----–-ძეს მიეცა კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში და ჩარიცხულ იქნა მოხელეთა რეზერვში 2 წლის ვადით.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

მოცემულ საქმეზე მესამე პირი არ ყოფილა ჩართული.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. შუ---- ა----–-ძემ 2015 წლის 12 ოქტომბერს სარჩელი აღძრა ხულოს მაგისტრატ

სასამართლოში მოპასუხე ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ შუ---- ა----–-ძის ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 10 სექტემბრის №--- ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის 2014 წლის 07 ნოემბრიდან, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ხელფასის სახით მიუღებელი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს ხულოს მუნიციპალიტეტში მაგისტრი

სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით შუ---- ა----–-ძის სარჩელი

დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ხულოს მუნიციპალიტეტის

გამგებლის 2015 წლის 10 სექტემბრის №--- ბრძანება, შუ---- ა----–-ძის ხულოს

მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშის

განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; დაევალა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს გამოსცეს ბრძანება შუ---- ა----–-ძის სამუშაოზე აღდგენასთან დაკავშირებით; დაევალა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას შუ---- ა----–-ძისათვის 3 თვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების გადახდა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ და შუ---- ა----–-ძემ.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; შუ---- ა----–-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხულოს მაგისტრატი სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის შუ---- ა----–-ძის სასარგებლოდ 3 თვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შუ---- ა----–-ძის სარჩელი იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა; დაეკისრა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას შუ---- ა----–-ძის სასარგებლოდ ხელფასის სახით მიუღებელი განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე; დანარჩენ ნაწილში ხულოს მაგისტრატი სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის განჩინებით ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხულოს მაგისტრატი სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება

- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება.

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის განჩინება

 

4.1.2. 2018 წლის 16 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ შუ---- ა----–-ძის მოთხოვნის საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი და დაეკისრა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას შუ---- ა----–-ძის სასარგებლოდ ხელფასის სახით მიუღებელი განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შუ---- ა----–-ძეზე სრულად იქნა გაცემული მიუღებელი განაცდური მისი გათავისუფლებიდან, 2014 წლის 07 ნოემბრიდან, 2017 წლის 20 ივნისის ჩათვლით, რაც შეეხება სამუშაოზე აღდგენას იმავე თანამდებობაზე, მერიის მიერ არ იქნა შესრულებული, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე 2015 წლის 25 მაისის N81 ბრძანებით დაინიშნა თამუნა ქედელიძე და არ არსებობდა იგივე ან ტოლფასი ვაკანტური თანამდებობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა -განმარტებები

- სააღსრულებო ფურცელი

-2015 წლის 25 მაისის N81 ბრძანება

 

4.1.3. 2018 წლის 23 თებერვალს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საჯარო სამსახურის უფროსის სახელზე გაგზავნილი იქნა N------ წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში დღეის მდგომარეობით არ არსებობს ,,ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინასო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვა -ანგარიშგების განყოფილების „ტოლფასი თანამდებობა, ,,საჯარო სამსახურის შესახებ „საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მოგმართავთ თხოვნით მოძიებული იქნას საჯარო სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობა.

 

საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 27 სექტემბრის N----- მიმართვით ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას გადაეგზავნა აჭარის რეგიონის მასშტაბით მოძიებული ინფორმაცია პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 23 თებერვლის N------ წერილი

-საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 27 სექტემბრის N----- მიმართვა.

 

4.1.4. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წლის 11 აპრილს გაუგზავნა წერილები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ საჯარო დაწესებულებს: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს, ქედის მუნიციპალიტეტის მერიას თხოვნით, მოხდეს მათ დაწესებულებაში შუ---- ა----–-ძის მობილობა, რაზეც ზემოაღნიშნულმა ვაკანტური პოზიციების მქონე საჯარო დაწესებულებმა 2----–-–------------–-----------------------–-–-------------–------------------------–-–------------–---------------------------------------------------–-–------------–----------------------------–-–------------–----------- წერილებით სხვადასხვა მიზეზით უარი განაცხადეს შუ---- ა----–-ძის მათ დაწესებულებაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე მიღებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის წერილები და მიღებული პასუხები.

 

4.1.5. ხულოს მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 20 ივნისი N---- ბრძანებით შუ---- ა----–-ძე ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში 2 წლის ვადით, ამავე ბრძანებით შუ---- ა----–-ძეს მიეცა კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით ექვსი თვის განმავლობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ხულოს მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 20 ივნისი N---- ბრძანება.

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ შუ---- ა----–-ძის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით განსაზღვრულია რა ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები, ასევე რეგულირებული და დაცულია თანამედროვე კაცობრიობის არსებობისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ელემენტი - შრომის უფლება. ამ საერთაშორისო დოკუმენტის 23-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება; ამავე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყოველ ადამიანს აძლევს უფლებას თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლება მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე გათვალისწინებულია რიგი საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითაც; მათ შორის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლით; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1982 წლის C 158 კონვენციის (Termination of Employment Convention) მე-10 მუხლი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ პირს ანიჭებს უფლებას სასამართლოს მიერ მისთვის სამართლიან და ადეკვატურ კომპენსაციაზე, ხოლო 1963 წლის რეკომენდაციის R 118 (Termination Of Employment Recommendation მე-6 პარაგრაფი ითვალისწინებს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლებას მიუღებელ ხელფასზე.

 

7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, სასამართლომ მოცემული დავის ფარგლებში უნდა იმსჯელოს ადმინისტრაციული ორგანოსთვის მოსარჩელესთან დაკავშირებით სამუშაოზე აღუდგენლობით თანხების მიუღებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

 

7.3. სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მითითებული კანონის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურებრივ საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, აგრეთვე ქმედება გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

7.4. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები განსაზღვრულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 118-ე მუხლით, რომლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შუ---- ა----–-ძე უკანონოდ იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან და სასამართლოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმების თაობაზე. ასევე დადგენილია, რომ შუ---- ა----–-ძეს მიეცა გათავისუფლებიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდის განაცდური თანამდებობრივი სარგო. შუ---- ა----–-ძე არ იქნა აღდგენილი სამსახურში იმავე თანამდებობისა და ტოლფასი თანამდებობის არარსებობის გამო. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ მიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით, თუმცა შუ---- ა----–-ძის დასაქმება ვერ მოხერხდა სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე.

 

7.5 ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მე-5 პუნქტის მიხედვით კი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში. ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის ზემოთ მითითებული ნორმა იმპერატიულად ახდენს იმ პროცედურის განსაზღვრას, რაც მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების პირობებში ადმინისტრაციული ორგანოს არა უფლებამოსილება, არამედ ვალდებულებაა. ამასთან კანონმდებლის ნებიდან გამომდინარე უპირველეს ყოვლისა ადმინისტრაციულმა ორგანომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის გათავისუფლებამდე არსებულ თანამდებობაზე აღდგენას, რა დროსაც მართალია უნდა გაითვალისწინოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დროს საჯარო სამსახურში არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა (მაგ.რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირება ან გაზრდა, ამ თანამდებობის სხვა ფუნქციით დატვირთვა და სხვა), თუმცა ასევე არ უნდა შექმნას ხელოვნური ბარიერი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად. ტოლფას თანამდებობად მიიჩნევა უწინდელი თანამდებობის ფუნქციურად იდენტური იმავე იერარქიული დონის თანამდებობა, რომელიც არსებითად არ ცვლის შრომის პირობებს და რომლის განსახორციელებლად საკმარისია ის ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება, რომელსაც ახმარდა უწინდელი სამუშაოს შესრულებისას, ამასთან ახალი თანამდებობა საჯარო მოხელეს არსებითად უნდა უნარჩუნებდეს მატერიალურ და სოციალურ სიკეთეს, რაც გააჩნდა უწინდელ თანამდებობაზე მუშაობისას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში შუ---- ა----–-ძის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და სააღსრულებო ფურცლის წარდგენის მომენტისათვის, არ იყო თავისუფალი ის თანამდებობა, საიდანაც შუ---- ა----–-ძე იქნა გათავისუფლებული და ვერც ტოლფასი თანამდებობა გამოინახა. მერიის წარმომადგენლის განმარტებით, შუ---- ა----–-ძემ უარი განაცხადა სხვა დაბალი რანგის სამსახურში მუშაობის დაწყებაზე. , მერიამ გაატარა ზემო დასახელებული ნორმით გათვალისწინებული ღონისძიებები, მიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს, სხვადასხვა ადმინისტრაციულ დაწესებულებებს შუ---- ა----–-ძის ვაკანტურ თანამდებობაზე მიღებაზე, თუმცა საბოლოოდ შუ---- ა----–-ძე არ იქნა სამსახურში აღდგენილი, ხოლო 2018 წლის 20 ივნისს ხულოს მუნიციპალიტეტის მერის N--- ბრძანების საფუძველზე ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში 2 წლის ვადით და მიეცა კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში.

 

7.6. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 118-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებაა უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის გათავისუფლებამდე არსებულ თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არ არსებობის შემთხვევაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, მაგრამ თუ მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში.

 

დადგენილია, რომ შუ---- ა----–-ძის სამუშაოზე აღდგენა ვერ მოხერხდა, იგი ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში 2 წლის ვადით და მიეცა კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში.

 

შუ---- ა----–-ძე ითხოვს მიუღებელი თანამდებობრივი სარგოს დაკისრებას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან, 2017 წლის 20 ივნისიდან 2018 წლის 20 ივნისამდე, ანუ რეზერვში ჩარიცხვამდე პერიოდის განაცდური ხელფასის ანაზღაურებას (810X12=9720) 9720 ლარის ოდენობით.

 

დადგენილია, რომ შუ---- ა----–-ძემ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინა 2018 წლის 21 თებერვალს. მოხელეთა რეზერვში ჩაირიცხა 2018 წლის 20 ივნისს. ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 810 ლარს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას მხოლოდ ამ პერიოდის განაცდურის ანაზღაურება უნდა დაეკისროს, რაც შეადგენს (810X4=3240) 3240 ლარს.

 

8. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ”ა” და „უ“ ქვეპუნქტების თანახმად, მოსარჩელე, ისევე როგორც მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. შუ---- ა----–-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას შუ---- ა----–-ძის სასარგებლოდ დაეკისროს საქმეზე სააღსრულებო ფურცლის ჩაბარებიდან -2014 წლის 21 თებერვლიდან 2018 წლის 20 ივნისამდე (ხულოს მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–------------- N---- ბრძანების მიღებამდე) პერიოდის განაცდური ხელფასის ანაზღაურება (810X4=3240) 3240 (სამი ათას ორას ორმოცი ) ლარის ოდენობით.

 

3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე