განაჩენი

სისხლის სამართლის 08.04.2020
საქმის ნომერი
240100120003523690
თარიღი
08.04.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №240100120003523690 №1/41

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

08.04.2020 წელი ქ.სენაკი

 

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლევან ნუცუბიძე

სხდომის მდივანი - ლაშა კვაშილავა

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - თ---------------–--------

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: კ-----------

დაბადებული: 14.07.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 2----------

ნასამართლობა: არ მქონე

მცხოვრები: მარტვილის რაიონის სოფელი ლ------------

 

ადვოკატი - ი--–----------–--–---

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი

 

სხდომის სახე -ღია (დისტანციურად)

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

1. მარტვილის რაიონის სოფელ ლ------------ში მცხოვრებ კ-----------ს, უთანხმოება ჰქონდა მამასთან ფ---------------სთან, რის გამოც თავის მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად არის გადასული მარტვილის რაიონის სოფელ ლ------------ში მცხოვრებ მამიდის ა----------ს საცხოვრებელ სახლში. 2020 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 09:15 საათზე, მარტვილის რაიონის სოფელ ლ------------ს გზაზე ფ--------------- მოძრაობდა ფეხით, რა დროსაც მას შემოხვდა საპირისპიროდ მოძრავი კ-----------ს მართვის ქვეშ მყოფი ,,მერსედეს ბენცი’’-ს მარკის სახ. ნომრით TT-3---T- ავტომანქანა, რომელიც წამოვიდა ფ---------------ს მიმართულებით, ფ--------------- იძულებული გახდა გადასულიყო გზიდან, რის შემდეგ მის ხელთ არსებული ძალაყინი ესროლა კ-----------ს ავტომანქანას, რომელსაც დაუზიანდა საქარე მინა. აღნიშნულით განაწყენებული კ----------- გადმოვიდა მისი ავტომანქანიდან და შურისძიების მიზნით ფეხი ჩაარტყა მამას ფ---------------ს, რომელიც წაიქცა მიწაზე და განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ კ----------- წავიდა შემთხვევის ადგილიდან, ხოლო ფ--------------- მისმა მეუღლემ ლ--–--------მ წაიყვანა სახლში. რამოდენიმე წუთში კ----------- დაბრუნდა თავის სახლიდან და ისევ მივიდა ფ---------------ს საცხოვრებელ სახლთან, სადაც იმყოფებოდა მისი მშობლები ფ--------------- და ლ--–--------, რა დროსაც კ-----------სა და მის მშობლებს შორის ეზოში გაგრძელდა კონფლიქტი, ხმაურზე საცხოვრებელი სახლიდან გამოვიდა კ-----------ს და თ------------, რომელიც გამოესარჩლა მშობლებს ფ---------------ს და ლ--–--------ს, აღნიშნულით განაწყენებულმა კ-----------მ ხელი კრა თ------------ს, რის გამოც ეს უკანასკნელი წაიქცა მიწაზე და განიცადა ფიზიკური ტკივილი, ამის შემდეგ კ-----------მ წალდის ტარი ზურგის არეში ერთ ჯერ დაარტყა დედას ლ--–--------ს, რის გამოც ლ--–--------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ბრალდებულმა კ-----------მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ.

 

4. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

სამართლებრივი შეფასება:

5. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა კ-----------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა კ-----------ს ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა დამაჯერებელია და აშკარად უთითებს კ-----------ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

6. კ-----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია: ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და არ არის ნასამართლევი.

 

7. კ-----------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები სასამართლოში არ გამოვლენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება :

8. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

9. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქმეზე დაზარალებულებმა, ფ---------------მ, ლ--–--------მ და თ------------მ განცხადებით მომართეს სასამართლოს და განმარტეს, რომ ბრალდებულს შეურიგდნენ, მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ და გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები.

 

10. ბრალდებულ კ-----------ს მიერ სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

11. კ-----------ს მიმართ სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მას დაენიშნოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა.

 

12. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

13. სასჯელის დანიშვნისას კ-----------ს მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს კანონის აღნიშნული დანაწესი და სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე, მუხლით, სსსკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. კ----------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2. გაუქმდეს მსჯავრდებულ კ-----------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო. გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს განაჩენის აღსრულებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში. აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად გაუქმდეს ბრალდებულის მიერ დაზარალებულების ნებართვის გარეშე მათთან მიახლოების აკრძალვა, ასევე დაზარალებულებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის აკრძალვა.

 

3. კ-----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2020 წლის 16 თებერვლიდან 2020 წლის 18 თებერვლის ჩათვლით.

 

4. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში კ-----------ს ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მართველობის სფეროში მოქმედი სსიპ არასაპატიმრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს.

 

დაევალოს მსჯავრდებულ კ-----------ს სამეგრელო ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

 

5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

5.1 წალდი განადგურდეს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

 

5.2 ძალაყინი დაუბრუნდეს მესაკუთრეს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

 

5.3 ,,მერსედესი’’-ს მარკის სახ. ნომრით TT-3---T- ავტომანქანა დაუბრუნდეს მესაკუთრეს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სენაკის რაიონული სასამართლოს (ქ.სენაკი, რუსთაველის ქუჩა №247) მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან ნუცუბიძე