განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/703-19 (№041091218007)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 მარტი 2020 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი დავით აბაშიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ---–- ტ--------
დაცვის მხარე:
ბრალდებული: გ------- ქ-–-----
მამის სახელი: მ--------
დაბადების თარიღი: 3--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ნასამართლეობა: არ მქონე
მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ტ------–------------
ადვოკატი: გ------- დ---–-–---–-
ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტები; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-4 ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი;
დისპოზიცია: ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით; დიდი ოდენობით მცენარე მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა; ყალბი დოკუმენტის შენახვა, გამოყენების მიზნით;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 9 დეკემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქუთაისში, ნ-----------------ში მდებარე ბინაში, გ------- ქ-–-----მ დაუდგენელ პირთან ერთად ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწია ი-----–--- კ------ საცხოვრებელ სახლში, პისტოლეტისმაგვარი იარაღებით შეიარაღებულები სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თავს დაესხნენ ი-----–--- კ------. მათ ი-----–--- კ------ ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით მოსთხოვეს ფულადი თანხა და ოქროს ნივთები. კერძოდ, ,,ჟგუტით’’ და ,,სკოჩით’’ შეუკრეს ხელები და ფეხები, პისტოლეტისმაგვარი იარაღის და ასევე, უთოს გამოყენების დამუქრებით მოსთხოვეს ფულადი თანხა და ოქროს ნივთები. ყაჩაღობის შედეგად თავდამსხმელებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს ი-----–--- კ------ კუთვნილი ფულადი თანხა 150 ლარის, 15 ევროს (45 ლარის ეკვივალენტი), 1070 ლირის (500 ლარის ეკვივალენტი) და 1000 დოლარის (2650 ლარის ეკვივალენტი) ოდენობით (სულ 3345 ლარის ოდენობით) და 8700 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები. ყაჩაღური თავდასხმის შედეგად ი-----–--- კ------ მიადგა 12045 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
1.2. გ------- ქ-–-----მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ინახავდა გამომშრალ მარიხუანას 212, 25 გრამის ოდენობით, რაც ამოღებულ იქნა 2018 წლის 14 დეკემბერს ქუთაისში, ე-----–---–----------ში მდებარე გ------- ქ-–------ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს.
1.3. გ------- ქ-–----- გამოყენების მიზნით ინახავდა რუსეთის ფედერაციის ყალბ მართვის მოწმობას N7----------- გ------- ქ-–------ სახელზე და მართვის მოწმობის გაცემის ცნობას. რუსეთის ფედერაციის ყალბი მართვის მოწმობა N7----------- გ------- ქ-–------ სახელზე და მართვის მოწმობის გაცემის ცნობა, 2018 წლის 14 დეკემბერს ამოღებული იქნა გ------- ქ-–------ პირადი ჩხრეკის შედეგად.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა ი-----–--- კ------ განმარტა, რომ მუშაობს თურქეთში, 2018 წლის 9 დეკემბერს ბათუმი-ქუთაისის მატარებლით ჩამოვიდა ქუთაისში 12:15 საათზე. სახლამდე იმგზავრა 28 ნომერი სამარშრუტო ტაქსით. სახლის კარი გააღო და ამ დროს ვიღაცამ კრა ხელი, გამოიხედა და დაინახა ორი ნიღბიანი, რომელთაც ,,პისტოლეტები’’ ეკავათ ხელში, ტუჩებზე ხელს იდებდნენ და ანიშნებდნენ ხმა არ ამოეღო. უთხრეს, რომ თვალებში ნუ უყურებდა და რასაც ეტყოდნენ დაეჯერებინა. ხელები და ფეხები შეუკრეს ,,ჟგუტებით’’, წებოვანი ლენტითა და დამაგრძელებლით, მოსთხოვეს ოქრო და ფულადი თანხა. ეკეთა ბეჭედი და ბრილიანტის საყურე, რაც მოხსნეს, ჩანთა გადმოაბრუნეს, რომელშიც ჰქონდა თურქული ფული, რაც მაშინ 550 ლარი მაინც იყო, 15 ევრო, 150 ლარი, ყველაფერი დაყარეს მაგიდაზე, თან იდებდნენ ჯიბეში. თავდამსხმელებს უთხრა, რომ 25 გრამიანი ცეფი ჰქონდა ,,ლოჯში’’, მერე წავიდა ის მეორე და გადაქექა ყველაფერი, შემოვიდა და თქვა, რომ ვერ ნახა, გაუხსნეს ხელ-ფეხი და ერთი წინ დაუდგა მეორე უკან და გაიყვანეს ,,ლოჯში’’. ოქროს ნივთები იქ არ ჰქონდა, თუმცა იფიქრა დროს მოიგებდა და იქნებ თავი დაენებებინათ, თუმცა გ------- ქ-–-----მ მეორეს უთხრა უთო წამოეღო და ჩაერთო. სახლში ყველაფერი გადმოყარეს, ეძებდნენ ნივთებს, ,,ზალაში’’ შეაერთეს უთო, რა დროსაც შეეშინდა და თხოვა, არ დაეწვათ. იძულებული გახდა ეთქვა, რომ ოქრო ჰქონდა ,,ატაპლენიაში’’ პოლიეთილენის პარკში გახვეული. მის თვალწინ ამოიღეს, გახსნეს და ჯიბეში ჩაიდეს ყველაფერი. დამაგრძელებლით დაბორკეს, ტუჩებზე წინდები დააფარეს. თავდამსხმელებს უთხრა, რომ 1000 დოლარი ჰქონდა და იმასაც მისცემდა. ის 1000 დოლარიც წაიღეს. ერთი ,,სკოჩი’’ რომ არ ეყოთ, საოპერაციო სკოჩები დაახვიეს ხელებზე და ფეხებზე, დააწვინეს დივანზე და ასე დატოვეს. ყვიროდა, მაგრამ მეზობლებს ვერ გააგონა ხმა, ამის შემდეგ წვალებით გაითავისუფლა თავი და გავიდა მეზობელთან მ-------- გ------–-–---–----, ასეთ მდგომარეობაში რომ დაინახეს ბავშვებმა, დაიწყეს ყვირილი. მ-------- გ------–-–---–-- მეხუთე სართულზე მცხოვრებ ც---- მ------–-–---–---- დარეკა, რომელმაც ფაქტის შესახებ პოლციას შეატყობინა და პოლიციაც ათ წუთში მივიდა. მასთან სახლში ექსპერტები და ორი გამომძიებელი შევიდა, ლ---- ც---- და ბ----- ე-–----, რომლებმაც დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, შეადგინეს ოქმი, რაზეც მოაწერა ხელი, ამოიღეს ნიმუშები და გადაიღეს ფოტოსურათები. თავდამსხმელებიდან ერთი - გ------- ქ-–----- მაშინვე ამოიცნო, ხოლო მეორე ვერ ამოიცნო. გ------- ქ-–----- ამოიცნო, როდესაც წინ ედგა და „პისტოლეტი“ ეკავა ხელში, თუმცა შეგნებულად არ უთხრა, რადგან მოკვლის შეეშინდა. გ------- ქ-–-----ს იცნობს მამამისისაგან, რომელიც მისი ამხანაგი იყო. როდესაც გ-------ს მამა ფულს ატანდა თურქეთიდან, ხან გ------- ხვდებოდა და ხან მისი მეუღლე, გ------- ქ-–----- მის სახლის კართანაც არის რამდენჯერმე ნამყოფი, თუმცა სახლში არასოდეს შესულა. გ------- ქ-–----- იცნო ხმით და ყველაფრით, ნიღაბი ჰქონდა დიდად ამოჭრილი და კარგად უჩანდა დიდი შავი თვალები, ამასთან გ------- ქ-–-----ს სულ ერთი და იგივე ტანისამოსი ეცვა ხოლმე. თავიდან გ------- ქ-–------ შესახებ პოლიციას არ გაუმხილა, ტყუილად რომ არ დაედო ბრალი. შემდეგ გ-------ს ოჯახში დარეკა და გადაამოწმა ჩამოსული იყო თუ არა. ამის შემდეგ დაწერა საჩივარი, რომ თავდამსხმელი ნამდვილად გ------- ქ-–----- იყო. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სახლიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნივთები, აიღეს ანაბეჭდები და ნიმუშები, მათ შორის ჭურჭლის კარადის სახელურიდან და შამპანურის ბოთლიდან, ვინაიდან შამპანურის ბოთლი მეორე თავდამსხმელმა გამოიღო და შემდეგ გ------- ქ-–-----მ გამოართვა ხელიდან. მიყენებულმა ზიანმა ერთობლიობაში შეადგინა დაახლოებით 12000 ლარი. ზიანის ოდენობა, რაც გამოძიებისას შეფასდა, ეს კიდევ არ იყო სრული ოდენობა.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე მ-------- გ------–-–---–-- განმარტა, რომ ის არის დაზარალებულ ი-----–--- კ------ მეზობელი. 2018 წლის 9 დეკემბერს სახლში სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მათთან შევიდა მისი მეზობელი ი-----–--- კ-----, რომელსაც პირი ჰქონდა აკრული და ხელები ,,სკოჩით’’ შებოჭილი. მოწმის განმარტებით დაზარალებულმა უთხრა, რომ დააყაჩაღეს, წაიღეს ფული და დიდი ოდენობით ოქრო. მან დაურეკა მეზობელ ც---- მ-------–-–---–-, რომელმაც 112-ში განახორციელა ზარი და შეატყობინა ყაჩაღობის შესახებ.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ც---- მ-------–-–---–-- განმარტა, რომ არის დაზარალებულ ი-----–--- კ------ მეზობელი. 2018 წლის 9 დეკემბერს იმყოფებოდა სახლში, როდესაც მეზობელმა მ-------- გ------–-–---–-- დაურეკა და უთხრა, რომ ი-----–--- კ----- დააყაჩაღეს და დაერეკა 112-ში. მისი განმარტებით ზარი განახორციელა და ი-----–--- კ------ საცხოვრებელ სახლში დაახლოებით 20 წუთის შემდეგ მივიდა პოლიცია. ი-----–--- კ----- იყო ძალიან აღელვებული და ამბობდა, რომ ერთ-ერთის ხმა და თვალები ეცნო. ი-----–--- კ----- ასევე იძახდა, რომ თავდამსხმელებმა წაიღეს ფულადი თანხა და ოქროს ნივთები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ლ---- ც----მ განმარტა, რომ 2018 წლის 9 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ყაჩაღობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მის მიერ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, გამოიკითხა დაზარალებული, რომელსაც გააცნო დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, ასევე დაინიშნა ექსპერტიზები. მის მიერ ჩატარდა გ------- ქ-–------ პირადი ჩხრეკა და მოწმის სახით გამოკითხვა, ასევე აღებული იქნა ნიმუშები, დაიკითხნენ მოწმეები. 2018 წლის 12 დეკემბერს განცხადებით მიმართა ი-----–--- კ------, რომელიც გამოკითხა დამატებით. შემთხვევის ადგილის დათვალიერება განხორციელდა ი-----–--- კ------ საცხოვრებელ სახლში, მისი თანდასწრებით, გამომძიებელ ბ----- ე-–----ს მონაწილეობით. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოიღეს ნივთები და აიღეს ანაწმენდები, რაზეც გაკეთდა ხელმოწერები. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე არ არის დაფიქსირებული ბ----- ე-–----ს ხელმოწერა, აღნიშნული ტექნიკური ხარვეზია, ვინაიდან ბ----- ე-–---- მონაწილეობდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ბ----- ე-–----მ განმარტა, რომ 2018 წლის 9 დეკემბერს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე. სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, ასევე გამოიტანა დადგენილება ი-----–--- კ------ათვის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ი-----–--- კ------ აუღო, როგორც დნმ-ის, ასევე დაქტილოსკოპიური ნიმუშები. შემდგომში ჩაატარა გ------- ხ----–---- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, ვანის რაიონის სოფელ ქ-----------–-, დაათვალიერა გ------- ხ----–---- კუთვნილი ავტომობილი და გამოიტანა დადგენილება გ------- ქ-–------ათვის ნარკოლოგიური ტესტის ჩატარების შესახებ. მოწმის განმარტებით შეტყობინების საფუძველზე ლ---- ც----სთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, შემთხვევის ადგილი იყო დაცული, უშუალოდ ბინაში არავინ იმყოფებოდა. ადგილზე გამოძახებული იქნა კინოლოგიის სამსახური და ი-----–--- კ------თან ერთად დაიწყეს შემთხვევის ადგილის დათვალიერება. შემთხვევის ადგილი მდებარეობდა საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე, ბინა იყო ორ ოთახიანი, ბინაში იყო არეულობა, ნივთები იყო გადმოყრილი, როგორც მისაღებში ასევე საძინებელ ოთახში. როგორც ი-----–--- კ------ განმარტა ძირითადი მოქმედებები მისაღებ ოთახში ხდებოდა. დივანზე დადებული იყო დამაგრძელებლები, წებოვანი ლენტები, სამედიცინო ლეიკოპლასტირები და ა.შ. ი-----–--- კ------ მიუთითა ამ ნივთებზე და განაცხადა, რომ აღნიშნული ნივთებით ის იყო შეკრული. დაზარალებულმა ასევე მიუთითა ნივთებზე, რასთანაც თავდამსხმელებს ჰქონდათ შეხება. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა ნივთები და ანაწმენდები, რაც დაილუქა და შესრულდა დამსწრე პირთა ხელმოწერები.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტებმა გ------- ქ----------- და შ--–-- გ---------- დაადასტურეს მათი მონაწილეობა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, საგამოძიებო მოქმედების კანონთან შესაბამ----ბა და ოქმის სისწორე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა კ------------- ბ----------- განმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე 2018 წლის 14 დეკემბერს ჩატარებული აქვს გ------- ქ-–------ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რომლის საფუძველი იყო ინფორმაცია, რომ გ------- ქ-–------ საცხოვრებელ სახლში შესაძლოა ინახებოდეს ი-----–--- კ------ სახლიდან ყაჩაღობის დროს გატაცებული ოქროს სამკაულები და ფულადი თანხა. მოწმის განმარტებით, სახლში დახვდათ გ------- ქ-–------ დედა მ------ ნ-–-------, რომელსაც განემარტა ჩხრეკის საფუძველი, რაზეც განაცხადა თანხმობა. ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მომწვანო ფერის ბალახოვანი ნივთიერება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ზ---------–---- განმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა მიიღო 2018 წლის 14 დეკემბერს განხორციელებულ გ------- ქ-–------ კერძო სახლის ჩხრეკაში, რომელიც მდებარეობს ქუთაისში, ე-----–---–-- ქუჩაზე. მოწმის განმარტებით მას გ------- ქ-–------ დედა მ------ ნ-–------- დახვდა სახლში, რომელსაც განემარტა ჩხრეკის გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობა, რაზეც მ------ ნ-–------- დაეთანხმა. ჩხრეკის მიზანი იყო გ------- ქ-–------ სახლიდან ყაჩაღობის შედეგად წამოღებული ნივთების ამოღება, რაც ამოღებული ვერ იქნა. ჩხრეკის შედეგად სათავსოდან ამოიღეს მხოლოდ ორი კოლოფი მომწვანო მორუხო ფერის ბალახოვანი ნივთიერება, რომელიც დაილუქა გამომძიებლის მიერ. დედის - მ------ ნ-–-------- განმარტებით ეს ნივთიერება ეკუთვნოდა მის შვილს გ------- ქ-–-----ს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა დ------–--------–-- ანალოგიურად აღწერა ფაქტობრივი გარემოებები და დაადასტურა მისი მონაწილეობა 2018 წლის 14 დეკემბერს განხორციელებული გ------- ქ-–------ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას. მანვე დაადასტურა საგამოძიებო მოქმედების კანონთან შესაბამ----ბა და ჩხრეკის ოქმის სისწორე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ქუთაისის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელმა გ-----------–---–-- განმარტა, რომ 2018 წლის 9 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ი-----–--- კ------ მიმართ ყაჩაღურ თავდასხმასთან დაკავშირებით, აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებები, გამოიკითხნენ მოწმეები, დაზარალებულად იქნა ცნობილი ი-----–--- კ-----, დაინიშნა სხვადასხვა სახის ექსპერტიზები და 2019 წლის ივნისის თვეში მიღებულ იქნა ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა იმის თაობაზე, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ჭურჭლის კარადის სახელურის ანაწმენდიდან, ასევე შემთხვევის ადგილზე არსებული შამპანურის ბოთლიდან აღებულ ანაწმენდზე აღმოჩენილ იქნა გ------- ქ-–------ მსგავსი გენეტიკური პროფილი, რის შემდეგაც გამოძიება დაევალა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს, კერძოდ მას. შეკრებილი მტკიცებულების საფუძველზე მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მიღებულ იქნა განჩინება გ------- ქ-–------ დაკავების შესახებ, დაკავება განხორციელდა 2019 წლის 5 ივლისს. შედგა დაკავების ოქმი, ბრალდებულს განემარტა უფლებები და გადაყვანილი იქნა ქუთაისის საქალაქო სამმართველოში. ამის შემდეგ მის მიერ ჩატარდა კიდევ რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება, კერძოდ ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე გამოკითხული იქნა პირი, რომელმაც დარეკა 112-ში. გ------- ქ-–-----ს მის მიერ წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 2731-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, ვინაიდან საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა მარიხუანა, ამავდროულად პირადი ჩხრეკისას რომელიც მანამდე ჩაუტარდა გ------- ქ-–-----ს ამოღებულ იქნა დოკუმენტი, მართვის მოწმობა, რომელიც ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ იყო ყალბი. მოწმის მიერ ასევე მითითებულ საქმეზე დანიშნულ იქნა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, ადვოკატის მონაწილეობით მოხდა რამდენიმე ნივთიერი მტკიცებულების გახსნა და დათვალიერება, დაინიშნა ასევე მიკრონაწილაკური ექსპერტიზა, ამოღებულ იქნა ორგანიზაციებიდან სამეთვალყურეო კამერების ვიდეო ჩანაწერები, აღნიშნული ინფორმაცია შეიცავდა გ------- ხ----–---- ავტომანქანის გადაადგილების მარშრუტს. მოწმის განმარტებით ასევე მოხდა ამ ფირების დათვალიერება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას პატრულ-ინსპექტორმა ი------- მ-------–---–-- განმარტა, რომ 2019 წლის 5 ივლისს ქალაქ ქუთაისში წ----------------------- პოლიციის მეორე განყოფილების და საგანგებო ძალების თანამშრომლებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნა გ------- ქ-–-----, რომელიც გადაყვანილი იქნა ქალაქის სამმართველოში.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე გ------- ხ----–---- განმარტა, რომ გ------- ქ-–----- არის მისი ნათესავი და მასთან ნათელმირონობა აკავშირებს. 2018 წლის 9 დეკემბერს გ------- ქ-–-----სთან ერთად, რომელიც იყო მისი ავტომანქანის საჭესთან, სამშენებლო მასალების შეძენის მიზნით დაახლოებით სამი-ოთხი საათის განმავლობაში გადაადგილდებოდა ქუთაისის ტერიტორიაზე. მისი ავტომანქანის სახელმწიფო ნომერია O------.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ე---------- ბ---------–---–-- განმარტა, რომ არის ბრალდებულ გ------- ქ-–------ მეუღლე. 2018 წლის 9 დეკემბერს დაახლოებით 11:00 საათზე მისი მეუღლე გ------- ხ----–---- გაჰყვა სამშენებლო მასალების შესაძენად, საიდანაც დაბრუნდა დაახლოებით სამ საათზე. მოწმის განმარტებით 2018 წლის 12 თუ 13 დეკემბერს მას დაურეკა ი-----–--- კ------, რომელმაც ჰკითხა გ------- ჩამოსული იყო თუ არა იტალიიდან, აღნიშნულის დადასტურების შემდეგ კი დაემშვიდობა. ი-----–--- კ------ ხმა არ მოეწონა, რადგან მასთან თბილი და კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ნ------------–---–-- განმარტა, რომ არის გ------- ქ-–------ მეგობარი. 2018 წლის 14 დეკემბერს, გ------- ქ-–-----სთან ერთად იმყოფებოდა პრობაციის ეროვნულ ბიუროში - ქუთაისში, ა----–-----–-- ქუჩაზე. როდესაც წამოვიდნენ, ცენტრალურ გზაზე გასვლამდე პოლიციელებმა გადაუკეტეს გზა, გადმოიყვანეს მანქანიდან, ის და ო----- ე----- გადაიყვანეს ქუთაისში, ა----–-----–-- ქუჩაძე მდებარე პოლიციის განყოფილებაში, ხოლო გ------- ქ-–----- წაიყვანეს სხვა განყოფილებაში.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე შ------- ხ----–---- განმარტა, რომ 2018 წლის 9 დეკემბერს მისი მეუღლე გ------- ხ----–--- ბიძასთან ერთად წავიდა ქუთაისში, თუმცა ბიძას თავისი საქმე ჰქონდა და ვინაიდან მის მეუღლეს მართვის მოწმობა არ აქვს, გ------- ქ-–----- გაყვა სამშენებლო მასალების შესაძენად. გ------- ხ----–--- საღამოს დაბრუნდა და სამშენებლო მასალები მიიტანა სახლში. როგორც მისთვის ცნობილია გ------- ხ----–--- და გ------- ქ-–----- გადაადგილდებოდნენ ქალაქში, მათ შორის ნ----- და ჭ--------- ქუჩაზე.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებულმა გ------- ქ-–-----მ განმარტა, რომ წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება. 2018 წლის 4 დეკემბერს დაბრუნდა იტალიიდან. 2018 წლის 9 დეკემბერს დაურეკა მეგობარმა გ------- ხ----–----, რომელსაც რემონტი ჰქონდა და სთხოვა მასალების შესაძენად გაყოლა. გ-------ს მართვის მოწმობა არ აქვს და მისი ავტომანქანის საჭესთან, რომლის სახელმწიფო ნომერია O------, თავად დაჯდა. დაღამებული არ იყო, რომ დაბრუნდა სახლში. 2018 წლის 14 დეკემბერს ნ------------–---–- გაჰყვა პრობაციის ბიუროში, მათთან ერთად იყო ო-----ი ე-----ც. როდესაც პრობაცის ბიუროდან წამოვიდნენ, დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა და გადასვეს სხვა ავტომანქანაში. ეს იყო ნ----- პოლიციის უფროსი ბ-–----–---–- და მეორეს სახელი არ ახსოვს. მანქანაში გაჩხრიკეს, წაიღეს მისი პირადი ნივთები და წაიყვანეს პოლიციის მეორე განყოფილებაში, სადაც ჰკითხეს თუ იცნობდა ი-----–--- კ------ და რატომ დააყაჩაღა, აჩვენეს ავტომანქანის სურათი, სადაც ჩანდა თავად და გ------- ხ----–---. აბრალებდნენ, რომ მან და გ------- ხ----–---- დააყაჩაღეს ი-----–--- კ-----. პოლიციელებს აღნიშნული არ დაუდასტურა და განუმარტა, რომ ,,ი----- დახმარებით ბავშვებს პურს აჭმევდა და მას როგორ დააყაჩაღებდა’’. უთხრეს, რომ ეღიარებინა დანაშაულის ჩადენა და სამ წელს რეალურს მისცემდნენ და საპრცესოს გაფორმებაში დაეხმარებოდნენ. თხოვდნენ ეღიარებინა ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი. პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ დაკავებული დილის ექვს საათამდე. ვინაიდან მისი მეგობრის მეუღლე შ------- ხ----–---ც განყოფილებაში ჰყავდათ, გამომძიებელს უთხრა, რომ თუ შ-------ს გაუშვებდნენ დანაშაულის ჩადენას აღიარებდა, რაზეც ლ---- ც----მ განუმარტა, რომ მხოლოდ აღიარება არაფერს ნიშნავდა და რაიმე ნივთი უნდა მიეცა. ამის შემდეგ პოლიციელები წავიდნენ მის სახლში. რაღაც ლუქებზე ხელს აწერინებდნენ, თუმცა ყურადღებას არაფერს აქცევდა, რადგან მთავარი იყო შ------- ხ----–--- გაეშვათ. აუღეს ანაბეჭდები და ნიმუშები, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დასადგენად გადაიყვანეს შესამოწმებლად. ამასთან გარდა იმისა, რომ შემდეგ აუღეს ნერწყვის ნიმუში, თანამშრომლების მოთხოვნით ერთჯერად ჭიქაში ,,ჩაანერწყვა’’. რაც შეეხება მართვის მოწმობას, იყიდა ინტერნეტით, კერძოდ თანხის გადარიცხვის შემდეგ, რუსეთიდან გადმოუგზავნეს მართვის მოწმობა, რომელსაც მოყვებოდა საბუთი, რომ არ იყო ყალბი. აღნიშნული მართვის მოწმობით დადიოდა, რამდენჯერმე პატრულის თანამშრომლებმაც გააჩერეს და მართვის მოწმობა წარუდგინა. რაც შეეხება მარიხუანას, არ არის გამორიცხული, რომ სახლში ჰქონოდა, ვინაიდან მომხმარებელია, თუმცა თანამშრომლებმა რა ამოიღეს და რა ოდენობის არ იცის. ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ ქუთაისში, ნ----- ქუჩის ბოლოში არის ერთი სამშენებლო მაღაზია, სადაც მივიდნენ მასალების შესაძენად, ავტომანქანიდან გ------- ხ----–--- გადადიოდა და რას ყიდულობდა არ იცის. მანვე განმარტა, რომ ი-----–--- კ------ მამამისისაგან გამოგზავნილი თანხის გამოსართმევად დახვდა ორჯერ, ხოლო ერთხელ მის საცხოვრებელ ბინასთანაც მივიდა, სახლში კი არასოდეს შესულა.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით - 2018 წლის 9 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში გამოძიება დაიწყო მასზედ, რომ შუადღის საათებში ორი ჯერჯერობით დაუდგენელი პირი ყაჩაღურად თავს დაესხა ქუთაისში ნ----- ქ-------------ში მცხოვრებ ი-----–--- კ------, რომლის საცხოვრებელი ბინიდან აშკარად გაიტაცეს ფულად თანხა და ოქროს ნივთები.
2018 წლის 9 დეკემბერს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად - შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქალაქ ქუთაისში ნ----- ქ-------------ში განთავსებულ ი-----–--- კ------ საცხოვრებელ სახლში. შემთხვევის ადგილზე შევდივართ ლითონის ერთ ფრთიანი კარებით, რომლის ოქროსფერი მოძრავი სახელური ექსპერტ-კრიმინალისტის მიერ დამუშავდა და შიდა და გარე სახელურებიდან ამოღებული იქნა ანაწმენდები, რაც დაილუქა ერთ პაკეტად. შესასვლელი კარებიდან ერთ მეტრში მარცხენა კედელზე განთავსებულია ხის ორფრთიანი კარები, რომელიც არის მიხურულ მდგომარეობაში, აღნიშნული კარების გაღების შემდეგ იქ აღმოჩნდა ტანსაცმლის საკიდი კარადა, აღნიშნული კარადის გვერდით განთავსებულია საძინებელი ოთახი, რომელსაც აქვს ერთ ფრთიანი კარები, ოთახში განთავსებულია ხის კარადა, რომლის კარებები არის ღია მდგომარეობაში, კარადის წინ არის ხის საწოლი, მატრასი არის გადაგდებული საწოლის გვერდით. საძინებელი ოთახიდან შევდივართ იქვე განთავსებულ სასტუმრო ოთახში, სადაც შესასვლელ კარებთან განთავსებულია ჭურჭლის შემინული კარადა, რომლის უჯრის კარები არის ღია მდგომარეობაში, იქვე კარებთან ალაგია მოწითალო ფერის მუყაოს ყუთებში ჩალაგებული ჭურჭელი. კარადის გვერდით კედელზე დამონტაჟებულია ხის ორფრთიანი ფანჯარა, ფანჯარას შიდა მხარეს აქვს ლითონის კონსტრუქციის ორფრთიანი გისოსი. ფანჯარის ქვემოთ კედელზე დამონტაჟებულია ლითონის კონსტრუქციის ძველებური გამათბობელი. აღნიშნულ გამათბობელზე მიუთითა ი-----–--- კ------ და განმარტა, რომ გამათბობელსა და კედელს შორის არსებულ ადგილში ქონდა ჩატენილი მისი კუთვნილი ფულადი თანხა და ოქროს ნივთები. ლითონის გამათბობლის წინ დგას თეთრი ფერის დივანი, რომლის ქვედა ნაწილში ყრია წებოვანი ლენტები, ელექტრო სადენები და პლასტმასის ე.წ. ჟგუტები. ი-----–--- კ------ განმარტებით დივანზე დააბეს თავდამსხმელებმა. დივანის წინა მხრიდან ამოღებული იქნა ორი ცალი პლასტმასის ე.წ. ჟგუტი, რომლიდანაც ერთი ცალი არის გაჭრილ მდგომარეობაში, ხოლო მეორე არის შეკრული, მოყვითალო ფერის წებოვანი ლენტი, ე.წ. სკოჩი და თეთრი ფერის დამაგრძელებელი. სამივე ნივთი დაილუქა ერთ პაკეტად. დივნიდან ასევე ამოღებული იქნა მოყვითალო ფერის წებოვანი ლენტი ე.წ. სკოჩი ნაცრისფერი ნაჭრით, რომელიც ი-----–--- კ------ განმარტებით ჰქონდა პირში ჩაჩრილი. ამავე დივანიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი თეთრი ფერის დამაგრძელებელი მასზე შებმული მოყვითალო ფერის სამედიცინო ლეიკოპლასტირით და მოყვითალო ფერის წევბოვანი ლენტით. დივნის წინ მაგიდაზე ყრია სხვადასხვა ნივთები, მათ შორის ერთი ცალი ხისტარიანი სამზარეულოს დანა, რაც დაილუქა ბიოლოგიურ პაკეტში. მაგიდის ქვემოთ იატაკიდან ამოღებული იქნა უთო წარწერით ,,PHILIPS’’, რომელითაც ი-----–--- კ------ განმარტებით ემუქრებოდნენ თავდამსხმელები. მაგიდაზე დევს შესასვლელი კარების ლითონის გასაღების შეკვრა, რომლიდანაც აღებული იქნა ანაწმენდები და საკონტროლო ნიმუშთან ერთად დაილუქა ერთ პაკეტად. აღნიშნულ მაგიდაზე დევს ერთი ბოთლი შამპანური, რაზეც ი-----–--- კ------ განმარტა, რომ ერთ-ერთი დამნაშავე ცდილობდა მის გახსნას. ბოთლიდან ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ მოხდა ანაწმენდების აღება, რომელიც დაილუქა ერთ პაკეტად. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა ი-----–--- კ------ კუთვნილი თეთრი ფერის ელჯის ფირმის მობილური ტელეფონიდან ანაწმენდები, რომელიც საკონტროლო ნიმუშებთან ერთად დაილუქა ერთ პაკეტად. სასტუმრო ოთახიდან ამოღებული იქნა ი-----–--- კ------ შავი ფერის თხელი დუტის ქურთუკი, რომელიც მას ეცვა თავდასხმისას. სასტუმრო ოთახში განთავსებული ,,ტუმბოჩკების’’ სახელურიდან აღებული იქნა ანაწმენდები, რომელიც დაილუქა ერთ პაკეტად საკონტროლო ნიმუშთან ერთად. სასტუმრო ოთახიდან ამოღებული პატარა ზომის დანა, დაილუქა ერთ პაკეტად. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მისაღებ ოთახში მდგარი ჭურჭლის კარადის სახელურიდან აღებული იქნა ანაწმენდი, რომელიც დაილუქა ერთ პაკეტად. სასტუმრო ოთახიდან ამოღებული ოქროს ყელსაბამის მოსათავსებელი იისფერი კოლოფი დაილუქა ერთ პაკეტად. სამზარეულოს ოთახში განთავსებული გაზქურის ქვემოთ მდგარი უჯრის სახელურიდან აღებული ანაწმენდი დაილუქა ერთ პაკეტად საკონტროლო ნიმუშთან ერთად. ასევე ამოღებული იქნა სამზარეულოს კარადის უჯრის სახელურიდან ანაწმენდი, რომელიც დაილუქა ერთ პაკეტად. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სასტუმრო ოთახში მდგარი პატარა ზომის შუშის მაგიდის ზედაპირიდან აღებული იქნა ხელის ერთი კვალი, ასევე ლოჯის ფანჯრის შიდა ზედაპირიდან აღებული იქნა ხელის ორი კვალი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სულ ამოღებული იქნა ხელის სამი კვალი, რომელიც დაილუქა ერთ პაკეტად.
სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად - 09.12.2018 წ. 23:59 სთ - 10.12.2018 წ. 00:14 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ი-----–--- კ------ სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკთხულმა ექსპერტმა შ----- თ--------.
ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უფროსის, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის გ------- ბ-–----–---–-ს სახელზე, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ რ----- ნ-–-------- მიერ შედგენილი პატაკის თანახმად - 2018 წლის 09 დეკემბერს ქ. ქუთაისში ნ----- ქ-------------ში მცხოვრები ი-----–--- კ------ მიმართ განხორციელებული ყაჩაღობის ფაქტი უნდა ჩაედინათ ქ. ქუთაისში ე-----–---–-- ქ---------–- მცხოვრებ 1--- წელს დაბადებულ გ------- მ--------ს ძე ქ-–-----ს, რომელიც უნდა მოძრაობდეს ქუთაისში დ. ა----–-----–-- გამზირზე ფეხით და თან უნდა ჰქონდეს დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ფულადი თანხა, ოქროს ნივთები და ასევე უნდა ეცვას ის ტანსაცმელი, რაც ეცვა დანაშაულის ჩადენისას. ასევე მის საცხოვრებელ სახლში უნდა ინახავდეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ფულად თანხას, ოქროს ნივთებს, ასევე სხვა კანონსაწინააღმდეგო ნივთებს. აღნიშნული ყაჩაღობის ფაქტი გ------- ქ-–-----სთან ერთად უნდა ჩაედინა ქ. ქუთაისში თ---–---------------ში მცხოვრებ 1--- წელს დაბადებულ გ------- ხ----–----, რომელიც დანაშაულებრივად მოპოვებულ ნივთებს უნდა ინახავდეს თავის საცხოვრებელ სახლში და დამხმარე სათავსოებში, ვანის რაიონის სოფელ ქ-------------- და ქუთაიში, თ---–---------------ში.
2018 წლის 14 დეკემბრის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად - გ------- ქ-–------ პირადი ჩხრეკის შედეგად, ჯინსის შარვლის უკანა ჯიბიდან ამოღებული იქნა ტყავის საფულე მასში მოთავსებული ორი ცალი 100 ლარიანი კუპიურა, სულ 200 ლარი, ორი ცალი ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, ერთი ცალი ბენზინგასამართ სადგურ გალფის ბარათი, გ------- ქ-–------ სუბოქსინის პროგრამაზე რეგისტრაციის ბარათი, ერთი ცალი რუსულენოვანი გ------- ქ-–------ სახელზე გაცემული მართვის მოწმობა, ასევე რუსულენოვანი ე.წ. მართვის მოწმობის ძირი, ერთი ცალი გაუხსნელი ინსულინის შპრიცი, ერთი ცალი შუშა პატარა ზომის, მასში მოთავსებული სითხით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მ------ ჯ----- დაადასტურა მისი მონაწილეობა გ------- ქ-–------ პირადი ჩხრეკისას, საგამოძიებო მოქმედების კანონთან შესაბამ----ბა და ოქმის სისწორე.
N8----- დასკვნის თანახმად - გ------- ქ-–-----ს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება - ბუპრენორფინის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანას) მოხმარების ფაქტი.
2018 წლის 15 დეკემბრის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად - ქუთაისში, ო------–-–---–------------ში განთავსებულ საექსპერტო კრიმინალისტიკური ექსპერტიზის შენობაში ექსპერტ კრიმინალისტის ო----- ხ------------ მიერ მოხდა გ------- ქ-–------ათვის ანაწმენდის აღება. ექსპერტ კრიმინალისტის მიერ სპეციალური ჩხირი მოთავსებული იქნა გ------- ქ-–------ პირის ღრუში, რის შემდეგაც ის მოთავსებული იქნა სპეციალურ მუყაოს კონტეინერში და დაილუქა ბიოლოგიურ პაკეტში.
2018 წლის 15 დეკემბრის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად - ქუთაისში, ო------–-–---–------------ში განთავსებულ საექსპერტო კრიმინალისტიკური ექსპერტიზის შენობაში ექსპერტ კრიმინალისტის ო----- ხ------------ მიერ მოხდა გ------- ქ-–------ათვის ხელის კვალის ნაღჭის აღება. ექსპერტ კრიმინალისტის მიერ სპეციალური საღებავი წასმულ იქნა სპეციალურ გორგოლაჭზე, რომლითაც აღნიშნული შავი ფერის საღებავი გადატანილი იქნა გ------- ქ-–------ ორივე ხელის გულებზე და თითებზე, რის შემდეგაც გ------- ქ-–------ საღებავიანი ხელები გადატანილი იქნა დაქტილო ბარათზე ორივე მხარეს, რის შემდეგაც დაქტილო ბარათზე გაკეთებული იქნა შესაბამისი ხელმოწერა.
ნიმუშის აღების ოქმების სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტ-კრიმინალისტმა ო----- ხ------------.
2018 წლის 14 დეკემბრის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად - გ------- ქ-–------ დედის მ------ ნ-–-------- საცხოვრებელი სახლის საკუჭნაო ოთახში კარადაზე დადებული ლეიბიდან ამოღებული იქნა მუყაოს ორ ცალ კოლოფში მოთავსებული მომწვანო-მორუხო ფერის ბალახოვანი ნივთიერება.
ქიმიური ექსპერტიზის N4----- დასკვნის თანახმად - გ------- ქ-–------ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული (ობ. N-) მომწვანო-მოყავისფრო ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე, გამომშრალი მცენარეული მასა, წონით - 212,25 გრამი, მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას.
ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ------- ჭ--–----.
ტექნიკური ექსპერტიზის N2------- დასკვნის თანახმად - ექსპერტიზაზე გამოსკვლევად წარმოდგენილი, რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა N7-----------, შევსებული გ------- ქ-–------ სახელზე არ არის დამზადებული სტამბური წესით, არ შეესაბამება ანალოგიური სახის მქონე ნამდვილ დოკუმენტს. ის დამზადებულია კუსტარულად, სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ცნობა (С П Р А В К А) შესრულებულია სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით, ცნობაზე არსებული ბეჭდის და შტამპის ანაბეჭდების გამოსახულებები ასევე შესრულებულია ფერადსამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით, ხოლო ხელმოწერა შესრულებულია საწერი საშუალების გამოყენებით.
ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა რ--------- ხ---------მ---–----–-–---–--.
2019 წლის 1 ივლისის დათვალიერების ოქმის თანახმად - ქუთაისის საქალაქო სამმართველოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის N041091218007 საქმის წარმოების ელექტორნული სისტემიდან გადმოწერილი იქნა სისტემაში ატვირთული, გამოძიებისათვის საინტერესო, მითითებულ საქმეზე, მოსამართლის შესაბამისი განჩინების საფუძველზე სხვადასხვა ორგანიზაციებიდან და დაწესებულებებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების შესახებ, კერძოდ შპს ,,ფ---------------’’ გამოთხოვილი იფნრომაცია 11:32 საათიდან - 11:34 საათამდე დროის მონაკვეთში, შპს ,,პ--’’ აფთიაქიდან გამოთხოვილი ჩანაწერი 11:33 საათიდან და 14:59 საათამდე დროის მონაკვეთში, შპს ,,რ------------------’’ გამოთხოვილი ჩანაწერი 12:51 საათიდან 12:57 საათამდე დროის მონაკვეთში, შპს ,,რ------------–--’’ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი 12:56 საათის მონაკვეთიდან, ზოომაღაზიის ჩანაწერი 14:47 საათის დროის მონაკვეთში, რომელზეც ასახულია გ------- ხ----–---- კუთვნილი ,,მიცუბიში პაჯეროს’’ მარკის სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების მარშრუტები.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა აღნიშნული ვიდეო-ჩანაწერები.
ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად - 2019 წლის 5 ივლისს 10:56 საათზე ქ. ქუთაისში წ----------------------- N--ში განთავსებული საცხოვრებელი სახლის წინამდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა გ------- მ--------ს ძე ქ-–-----.
ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად - პაკეტში, წარწერით: ,,...შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული შამპანურის ბოთლის ანაწმენდი...’’ მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული ბიომასალის (ობ. N4) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის გ------- ქ-–-----ს (ობ. N31, პაკეტი, წარწერით: ,,...გ------- ქ-–------აგან აღებული ანაწმენდი...’’), მინორულ წილში ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დანარჩენ შესადარებელ პირთა (ობ. N28-30,32) გენეტიკური თანამონაწილეობა, არ ვლინდება).
- პაკეტში, წარწერით: ,,...შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მისაღებ ოთახში მდგარი ჭურჭლის კარადის სახელურიდან აღებული ანაწმენდი...’’’ მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული ბიომასალის (ობ. N7) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ------- ქ-–-----ს (ობ. N31).
ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ნ---- კ--–------.
სასამართლო უთითებს, რომ საქმეში არსებული ბრალდებისა და დაცვის მხარის სხვა მტკიცებულებები ბრალდებულ გ------- ქ-–------ მიმართ წარდგენილი ბრალდებების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას არ შეაჩერებს.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით კრიმინალიზებულია ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. აღნიშნული დანაშაული ერთდროულად ხელყოფს, როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩადენის ხერხს, რაც გულისხმობს ნივთის დაუფლების მიზნით თავდასხმას სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით ან ძალადობის გამოყენების მუქარით. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა აქტიური მოქმედებით - სხვადასხვა ფორმით თავდასხმით შეიძლება იქნეს ჩადენილი. ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. ყაჩაღობისას ადგილი აქვს მოძრავი ნივთის დაუფლების მიზნით ადამიანზე თავდასხმას, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა, რასაც შესაძლებელია შედეგად მოჰყვეს თავდასხმის ობიექტის ფიზიკური დაზიანება ან/და შიშით გამოწვეული ფსიქიკური ტრავმა. თავდასხმა წარმოადგენს ადამიანის მიმართ განხორციელებული უეცარ, ხშირად ძალადობაში გამოხატულ აგრესიულ აქტს, რომელსაც გააჩნია მოულოდნელობის ეფექტი და მიმართულია დაზარალებულის ფიზიკური თუ ფსიქიკური პარალიზებისაკენ, რათა ამ უკანასკნელმა გაათვითცნობიეროს მისი სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობისაკენ მომდინარე იმწუთიერი და რეალური საფრთხის არსებობა. მოცემული დანაშაულის შემადგენლობის არსებობისათვის აუცილებელია, რომ დაზარალებულის მიმართ გამოყენებული ძალადობა ან ძალადობის გამოყენების მუქარა, ამ უკანასკნელის მიერ აღქმულ იქნეს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისაკენ მომდინარე რეალურ, განხორციელებად საფრთხედ, რომლის მიზანია დაზარალებულის ნების პარალიზებით, წინააღმდეგობის გადალახვის გზით დაეუფლოს მატერიალურ სიკეთეს. ყაჩაღობა, შესაძლოა ჩადენილ იქნეს ფიზიკური ძალადობის გარეშეც. კერძოდ, ადამიანზე თავდასხმისას გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ფსიქიკური იძულება, გამოხატული, როგორც სიტყვიერად სიცოცხლის მოსპობის ან/და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, ასევე უსიტყვოდ, ცივი თუ ცეცხლსასროლი იარაღის, ან იარაღად გამოყენებული სხვა ნივთის დემონსტრირებაში, რათა ასეთი მუქარა, დაზარალებულის მხრიდან აღქმულ იქნეს ობიექტურად რეალიზებად საფრთხედ. სუბიექტური მხრივ, ყაჩაღობა გამოიხატება პირდაპირ განზრახვაში, რადგან დამნაშავეს შეცნობილი აქვს მისი მოქმედების საზოგადოებრივად საშიში ხასიათი, მოსალოდნელი შედეგი და სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს სხვის მოძრავ ნივთს. მაკვალიფიცირებელი გარემოებებია ქმედების ჩადენა ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.
სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- ქ-–-----მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულ ი-----–--- კ------ ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 9 დეკემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, მაშინ როდესაც ის დაბრუნდა მის საცხოვრებელ სახლში, ბინაში უკანონოდ შეიჭრა ორი პიროვნება, მიუხედავად იმისა, რომ სახეზე ეკეთათ ნიღბები, ერთი-ერთი მათგანი ამოიცნო, რომ იყო გ------- ქ-–-----. დაზარალებულმა განმარტა, რომ გ------- ქ-–----- ამოიცნო ხმით, დიდი შავი თვალებითა და ჩაცმულობით, ვინაიდან გ------- ქ-–----- თითქმის ერთსა და იმავე ტანისამოსს ატარებდა. დაზარალებულის განმარტებით თავდამსხმელებს ხელში ეჭირათ პისტოლეტისმაგვარი იარაღი, ასევე სახლში არსებული უთოს გამოყენებით, რომელიც შეაერთეს დენის წყაროში, მოსთხოვეს ფულადი თანხა და ოქროს ნივთები. დაზარალებულის განმარტებით მას თავდამსხმელებმა ,,ჟგუტის’’, ,,დამაგრძელებლისა’’ და წებოვანი ლენტის გამოყენებით შუკრეს ხელები და ფეხები. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომელიც სრულ შესაბამ----ბაშია დაზარალებულ ი-----–--- კ------ მიერ აღწერილ ფატობრივ გარემოებებთან, კერძოდ დასკნის თანახმად - 09.12.2018 წ. 23:59 სთ - 10.12.2018 წ. 00:14 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ი-----–--- კ------ სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- თ--------. სასამართლო აღიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებები და მათი ლოკალიზაცია სრულ შესაბამ----ბაშია დაზარალებულის მიერ აღწერილ ფაქტობრივ გარემობებთან.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა ნივთები, რაც დაილუქა კანონით დადგენილი წესით და ასევე ამოღებული იქნა ანაწმენდები, რომლის დალუქვაც მოხდა კანონის შესაბამისად. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე პირებმა, კერძოდ: დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლებმა ლ---- ც----მ, ბ----- ე-–----მ, ექსპერტებმა გ------- ქ-----------, შ--–-- გ---------- და დაზარალებულმა ი-----–--- კ------. საქმეში ასევე წარმოდგენილია ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლის თანახმად - პაკეტში, წარწერით: ,,...შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული შამპანურის ბოთლის ანაწმენდი...’’ მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული ბიომასალის (ობ. N4) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის გ------- ქ-–-----ს (ობ. N31, პაკეტი, წარწერით: ,,...გ------- ქ-–------აგან აღებული ანაწმენდი...’’), მინორულ წილში ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დანარჩენ შესადარებელ პირთა (ობ. N28-30,32) გენეტიკური თანამონაწილეობა, არ ვლინდება); პაკეტში, წარწერით: ,,...შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მისაღებ ოთახში მდგარი ჭურჭლის კარადის სახელურიდან აღებული ანაწმენდი...’’’ მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული ბიომასალის (ობ. N7) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ------- ქ-–-----ს (ობ. N31). აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითულმა ექსპერტმა ნ---- კ--–------.
მხარეთა შორის სადავო არ არის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2018 წლის 9 დეკემბერს გ------- ქ-–----- გადაადგილდებოდა გ------- ხ----–---- ,,MITSUBISHI’’ მარკის ,,PAJERO IO’’ მოდელის ავტომანქანით, სახ. ნომრით O--------.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა სხვადასხვა ობიექტების სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერები, რომელთა გამოკვლევით დადგინდა, რომ გ------- ქ-–----- 2018 წლის 9 დეკემბერს ,,MITSUBISHI’’ მარკის ,,PAJERO IO’’ მოდელის ავტომანქანით, სახ. ნომრით O-------- გადაადგილდება ქუთაიში, კ--------- ქუჩაზე, შემდეგ ს---–--------------–-- ქუჩის მიმართულებით, 12:56 საათზე კი ავტომანქანა ფიქსირდება ნ----- ქუჩაზე, კერძოდ ი-----–--- კ------ საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ.
სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულ გ------- ქ-–------ ვერსიას თითქოს ის და გ------- ხ----–--- ქუთაისში, ნ----- ქუჩაზე იმყოფებოდნენ სამშენებლო მასალების შესაძენად, ვინაიდან საქმეში დაცვის მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი არცერთი სარწმუნო მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ აღნიშნული ვერსია სასამართლომ დამაჯერებლად მიიჩნიოს და არ გაიზიაროს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც თანხვედრაშია ერთმანეთთან.
რაც შეეხება დაცვის მხარის მოწმე გ------- ხ----–---- ჩვენებას, რომელიც იმავე ვერსიას ავითარებს, თითქოს ქუთაისში, ნ----- ქუჩაზე გ------- ქ-–-----სთან ერთად იმყოფებოდა სამშენებლო მასალების შესაძენად, სასამართლო არასარწმუნოდ მიიჩნევს, ვინაიდან ბრალდებული და მოწმე ახლო მეგობრები და ნათესავები არიან, შესაბამისად მოწმე დაინტერესებულია სისხლის სამართლის საქმის შედეგით, ამასთან ვერც გ------- ხ----–---- მიუთითა ისეთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოება, რაც დაარწმუნებდა სასამართლოს მოწმისა და ბრალდებულის ჩვენებების სისწორეში.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის მიერ მითითებულ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა არასარწმუნო და არადამაჯერებელია, თუმცა დაცვის მხარე კონკრეტულად ვერ ხსნის აღნიშნული დასკვნის არასარწმუნოდ მიჩნევის საფუძველს. სასამართლო უთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ 2018 წლის 13 დეკემბერს ექსპერტიზაზე წარდგენილია შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ობიექტები, შესაბამისი ლუქითა და ხელმოწერებით. გ------- ქ-–------აგან ნერწყვის ნიმუშის აღება კი მოხდა 2018 წლის 15 დეკემბერს და შესადარებელი ობიექტები ექსპერტიზაზე გადაიგზავნა 2018 წლის 17 დეკემბერს. სასამართლოში არ არის წარმოდგენილი და გამოკვლეული რაიმე მტკიცებულება, რაც აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი შეიძლება გახდეს.
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ როგორც დაზარალებულმა ი-----–--- კ------, ასევე ბრალდებულმა გ------- ქ-–-----მ დაადასტურეს, რომ გ------- ქ-–----- მიუხედავად იმისა, რომ ი-----–--- კ------ საცხოვრებელ ბინასთან ნამყოფია ფულადი თანხის გამოსართმევად, ის მის ბინაში არასდროს შესულა.
სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მითითებას იმის თაობაზე, რომ ი-----–--- კ----- დაინტერესებული პირია, მისი ჩვენება არასარწმუნო და არადამაჯერებელია, ვინაიდან მან გ------- ქ-–------ თაობაზე გამოძიებას რამდენიმე დღის შემდეგ მიაწოდა ინფორაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა ი-----–--- კ------ დამაჯერებლად განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელებიდან ამოიცნო გ------- ქ-–-----, გამოძიებას პირველივე დღეს მასთან დაკავშირებით არ მიაწოდა ინფორმაცია, ვინაიდან თავად არ ეპარებოდა ეჭვი, მაგრამ სურდა გადაემოწმებინა და ტყუილად არ დაედო ბრალი ვინმესთვის. მას შემდეგ, რაც მეორე ან მესამე დღეს ტელეფონით ესაუბრა ბრალდებულის მეუღლეს და შეიტყო, რომ გ------- ქ-–----- ჩამოსული იყო საქართველოში, წავიდა პოლიციაში და მიაწოდა ინფორმაცია, რომ ნამდვილად გ------- ქ-–----- იყო თავმდამსხმელი.
ამასთან, სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს სხდომაზე დაიკითხული მოწმე ც---- მ-------–-–---–-- ჩვენებაზე, რომელიც არის დაზარალებულის მეზობელი და ი-----–--- კ------თან კომუნიკაცია ჰქონდა შემთხვევიდან მცირე დროში, რომელმაც განმარტა, რომ ი-----–--- კ----- იყო ძალიან აღელვებული და ამბობდა, რომ თავდამსხმელთაგან ერთ-ერთის ხმა და თვალები ეცნო.
სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ანალიზი იძლევა საშუალებას სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცეს გ------- ქ-–------ თითოეულ მოქმედებას, რის საფუძველზეც სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ქმედების ყაჩაღობად დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელი შემადგენლობის ყველა ელემენტი, კერძოდ - მოულოდნელი თავდასხმა ი-----–--- კ------ მიმართ; დაზარალებულის მხრიდან მისი ჯანმრთელობასა და სიცოცხლისათვის ზიანის მიყენების იმწუთიერი საფრთხის რეალურად აღქმა, იარაღის დემონსტრირებით, უთოს დენის წყაროში შეერთებით, ხელებისა და ფეხების შებოჭვით, ქონების დაუფლების გაადვილების მიზნით ი-----–--- კ------ ნების პარალიზება, რათა შეესრულებინა თავდამსხმელების მითითებანი, რაც გამოიხატა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თანხისა და ოქროს ნივთების გადაცემის მოთხოვნასა და დაუფლებაში.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 9 დეკემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქუთაისში, ნ-----------------ში მდებარე ბინაში, გ------- ქ-–-----მ დაუდგენელ პირთან ერთად ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწია ი-----–--- კ------ საცხოვრებელ სახლში, პისტოლეტისმაგვარი იარაღებით შეიარაღებულები სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თავს დაესხნენ ი-----–--- კ------. მათ ი-----–--- კ------ ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით მოსთხოვეს ფულადი თანხა და ოქროს ნივთები. კერძოდ, ,,ჟგუტით’’ და ,,სკოჩით’’ შეუკრეს ხელები და ფეხები, პისტოლეტისმაგვარი იარაღის და ასევე, უთოს გამოყენების დამუქრებით მოსთხოვეს ფულადი თანხა და ოქროს ნივთები.
რაც შეხება ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას, ქმედების ჩადენას დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა ი-----–--- კ------ განმარტა, რომ თავდამსხმელებმა წაიღეს ბეჭედი და ბრილიანტის საყურეები, რომლებიც ეკეთა იმ დროს, ფულადი თანხა 100 დოლარი, 15 ევრო და 1070 თურქული ლირა (მაშინ 550 ლარის ექვივალენტი), რომელიც ედო ჩანთაში, ასევე 900 დოლარი, 6 ბეჭედი, ორი საყურე, გულის დიდი ცეფი თავის კულონით და მაჯის ცეფი, მანვე აღნიშნა, რომ გამოძიებისას მიაწოდა ინფორმაცია ფულადი თანხისა და ნივთების მინიმალურ ღირებულებასთან დაკავშირებით, რამაც დაახლოებით შეადგინა 12000 ლარი. დაზარალებულის აღნიშნული ჩვენება ასევე დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების მ-------- გ------–-–---–-- და ც---- მ-------–-–---–-- ჩვენებებით, რომელთაც ი-----–--- კ------ განუმარტა, რომ თავდამსხმელებმა წაიღეს ფულადი თანხა და ოქროს ნივთები. სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებელი ლ---- ც----, რომელმაც შემთხვევიდან რამდენიმე საათში გამოკითხა ი-----–--- კ----- და მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ასახა გამოკითხვის ოქმში, სადაც მითითებულია ფულადი თანხისა და ოქროს ნივთების დეტალური ჩამონათვალი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- ქ-–-----მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით კრიმინალიზებულია ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია ოფიციალური დოკუმენტების ბრუნვის კანონით დადგენილი წესი. დანაშაულის საგანია პირადობის მოწმობა ან სხვა ოფიციალური დოკუმენტი, ბეჭედი, შტამპი ან ბლანკი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებაში, შეძენაში, შენახვაში გასაღების ან გამოყენების მიზნით; ბ) ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის გასაღებაში; გ) ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის გამოყენებაში. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისთვის მნიშვნელოვანია პირმა იცოდეს, რომ ოფიციალური დოკუმენტი, რასაც ის იყენებს არის ყალბი. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და იგი დამთავრებულად ითვლება კანონში მითითებული ნებისმიერი მოქმედების ჩადენისთანავე. რაც შეეხება ქმედების სუბიექტურ შემადგენლობას, ამ ქმედების ჩადენა შესაძლებელია პირდაპირი განზრახვით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ გ------- ქ-–-----მ 2018 წლის 13 მაისს გამოყენების მიზნით დაამზადა რუსეთის ფედერაციის ყალბი მართვის მოწმობა N7----------- გ------- ქ-–------ სახელზე და მართვის მოწმობის გაცემის ცნობა. საქმეში წარმოდგენილი იმავე მტკიცებულებებით კი დასტურდება, რომ გ------- ქ-–-----მ გამოყენების მიზნით შეინახა რუსეთის ფედერაციის ყალბი მართვის მოწმობა N7----------- გ------- ქ-–------ სახელზე და მართვის მოწმობის გაცემის ცნობა.
საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 14 დეკემბრის პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ გ------- ქ-–------ პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ერთი ცალი რუსულენოვანი გ------- ქ-–------ სახელზე გაცემული მართვის მოწმობა, ასევე რუსულენოვანი ე.წ. მართვის მოწმობის ძირი. აღნიშნული ჩხრეკის ოქმის კანონთან შესაბამ----ბა და სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ---- ც----მ და მ------ ჯ-----. საქმეში წარმოდგენილი ტექნიკური ექსპერტიზის N2------- დასკვნის თანახმად - ექსპერტიზაზე გამოსკვლევად წარმოდგენილი, რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა N7-----------, შევსებული გ------- ქ-–------ სახელზე არ არის დამზადებული სტამბური წესით, არ შეესაბამება ანალოგიური სახის მქონე ნამდვილ დოკუმენტს. ის დამზადებულია კუსტარულად, სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ცნობა (С П Р А В К А) შესრულებულია სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით, ცნობაზე არსებული ბეჭდის და შტამპის ანაბეჭდების გამოსახულებები ასევე შესრულებულია ფერადსამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით, ხოლო ხელმოწერა შესრულებულია საწერი საშუალების გამოყენებით. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა რ--------- ხ---------მ---–----–-–---–--. სასამართლო უთითებს, რომ მართვის მოწმობა N7----------- გაცემულია გ------- ქ-–------ სახელზე და მასზე დატანილია მისი ფოტო-სურათი, შესაბამისად მისი გამოყენების შესაძლებლობა მხოლოდ გ------- ქ-–-----ს გააჩნდა. ამასთან თავად ბრალდებულიც უთითებს, რომ აღნიშნული მართვის მოწმობით სარგებლობდა და არაერთხელ წარუდგინა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. ამასთან მისივე ჩვენებით დასტურდება, რომ მართვის მოწმობა მას არ მიუღია კანონით დადგენილი წესით.
საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების, მათი ანალიზისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულ გ------- ქ-–------ ქმედება სრულად მოიცავს საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ყველა აუცილებელ ელემენტს. შესაბამისად სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- ქ-–----- გამოყენების მიზნით ინახავდა რუსეთის ფედერაციის ყალბი მართვის მოწმობას N7----------- გ------- ქ-–------ სახელზე და მართვის მოწმობის გაცემის ცნობას, რაც 2018 წლის 14 დეკემბერს ამოღებული იქნა გ------- ქ-–------ პირადი ჩხრეკის შედეგად.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით კრიმინალიზებულია მარიხუანას დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების (გამომშრალი მარიხუანა) უკანონოდ შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების (გამომშრალი მარიხუანა) უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების (გამომშრალი მარიხუანა) ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 14 დეკემბრის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ გ------- ქ-–------ დედის მ------ ნ-–-------- საცხოვრებელი სახლის საკუჭნაო ოთახში კარადაზე დადებული ლეიბიდან ამოღებული იქნა მუყაოს ორ ცალ კოლოფში მოთავსებული მომწვანო-მორუხო ფერის ბალახოვანი ნივთიერება. საქმეში წარმოდგენილი ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გ------- ქ-–------ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული (ობ. N7) მომწვანო-მოყავისფრო ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე, გამომშრალი მცენარეული მასა, წონით - 212,25 გრამი, მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას. საქმეში ასევე წარმოდგენილია ნარკოლოგიური შემოწმების N8----- დასკვნა რომლითაც დასტურდება, რომ გ------- ქ-–-----ს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება - ბუპრენორფინის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანას) მოხმარების ფაქტი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გ------- ქ-–----- ადასტურებს, რომ ის მარიხუანის მომხმარებელია და შესაძლოა მას აღნიშნული ნივთიერება ჰქონდა კიდეც. ამასთან სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ჩხრეკაში მონაწილე ზ---------–---- და დ------–--------–-- განმარტეს, რომ ბრალდებულის დედამ დაადასტურა, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერება ეკუთვნოდა გ------- ქ-–-----ს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- ქ-–-----მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ინახავდა გამომშრალ მარიხუანას 212, 25 გრამის ოდენობით, რაც ამოღებულ იქნა 2018 წლის 14 დეკემბერს ქუთაისში, ე-----–---–----------ში მდებარე გ------- ქ-–------ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობა, თითოეული მტკიცებულების თანხვედრა და კავშირი სხვა მტკიცებულებებთან, სასამართლოს შეფასებით წარმოადგენს საკმარის საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტისათვის, ამ სტანდარტის შესაბამისად სასამართლომ დაადგინა, რომ გ------- ქ-–-----მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით; მანვე ჩაიდინა, დიდი ოდენობით მცენარე მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-4 ნაწილით; მანვე ჩაიდინა, ყალბი დოკუმენტის შენახვა, გამოყენების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის დადგენის შემდეგ აუცილებელია ადეკვატური და დანაშაულის თანაზომიერი სასჯელის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ გ------- ქ-–------ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას და აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც, თავიდან იქნება აცილებული დანაშაულის შემდგომი ფაქტები და უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ასევე მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია. ამდენად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე გ------- ქ-–-----ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 9 (ცხრა) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, საზოგადოებრივი საშიშროების, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის ნიმუში, კარების შიდა და გარე სახელურებიდან ამოღებული ანაწმენდები, ორი ცალი პლასტმასის ჟგუტი, წებოვანი ლენტი, დამაგრძელებელი, წებოვანი ლენტი ნაცრისფერი ნაჭრით, ტრაინიკი დამაგრძელებელი მასზე შებმული სამედიცინო ლეიკოპლასტირით და წებოვანი ლენტით, გასაღებიდან აღებული ანაწმენდები საკონტროლო ნიმუშთან ერთად, შამპანურის ბოთლიდან აღებული ანაწმენდები, ელჯის ფირმის მობილური ტელეფონიდან აღებული ანაწმენდები საკონტროლო ნიმუშთან ერთად, ტუმბოების სახელურიდან აღებული ანაწმენდები საკონტროლო ნიმუშთან ერთად, ჭურჭლის კარადის სახელურიდან აღებული ანაწმენდი, უჯრის სახელურიდან აღებული ანაწმენდი, სამზარეულოს კარადის უჯრის სახელურიდან აღებული ანაწმენდი, ი-----–--- კ------ ნერწყვის ნიმუში, გ------- ქ-–------ ნერწყვის ნიმუში, გ------- ქ-–------ პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ინსულინის შპრიცი, ერთი ცალი შუშა მასში მოთავსებული სითხით, გ------- ხ----–---- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული მომწვანო-მორუხო ფერის მცენარეული მასა, მომწვანო-მორუხო ფერის მცენარეული მასა ღეროებით, გ------- ქ-–------ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული მომწვანო-მორუხო ფერის ბალახოვანი ნივთიერება, გ------- ხ----–---- საცხოვრებელი სახლის (ქუთაისი) ჩხრეკის დროს ამოღებული მომწვანო-მორუხო ფერის მცენარეული მასა, პლასტმასის კონტეინერში მოთავსებული მორუხო-მომწვანო ფერის მცენარეული მასა, ნ------------–---–-- ნერწყვის ნიმუში, ო----- ე------ ნერწყვის ნიმუში, გ------- ხ----–---- ნერწყვის ნიმუში, 1 ცალი რუსულენოვანი მართვის მოწმობა და პირი - განადგურდეს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული უთო, სამზარეულოს დანა, პატარა ზომის დანა, ოქროს მოსათავსებელი კოლოფი, ი-----–--- კ------ ქურთუკი, გ------- ქ-–------ პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ტყავის საფულე, მასში მოთავსებული 2 ცალი 100 ლარიანი კუპიურა, გალფის ბარათი, სუბოქსინის პროგრამაზე რეგისტრაციის მოწმობა, გ------- ქ-–------აგან ამოღებული ტანსაცმელი: კაპიუშონიანი მოსაცმელი, დუტის ჟილეტი, სპორტული ფეხსაცმელი, გ------- ხ----–---- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა, გ------- ხ----–---- საცხოვრებელი სახლის (ქუთაისი) ჩხრეკის დროს ამოღებულ მუყაოს ყუთი, მასში არსებული სამკაულები, გ------- ხ----–----გან ამოღებული ტანსაცმელი, ნ------------–---–--გან ამოღებული ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მესაკუთრეებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;
შუშის მაგიდის ზედაპირიდან აღებული ხელის კვალი, ფანჯრის ზედაპირიდან აღებული ხელის ორი კვალი, დისკი მასზე ჩაწერილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოებით, ი-----–--- კ------ ხელის კვლები, დისკები შპს „მ–------–----------“ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერით, დისკები სს „მ------------“ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერით, დისკები მასზე ჩაწერილი შპს „გ------------“ ჩანაწერით, დისკები შპს „ზ----------“ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერით, დისკები შპს „ა---------------“ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერით, დისკები შპს „ს-----------–----------------“ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერით, დისკები „მ--------------–--“ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერით, დისკები სს „ვ-----–------------“ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერით, დისკები „ვ-----–---------------------–------“ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერით, დისკები შპს „პ-- ფარმას“ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერით, დისკები შპს „ა---------------“ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერით, დისკები შპს „ფ------------“ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერით, დისკები მაღაზია „მ--------“ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერით, დისკები მაღაზია მ-----------ის სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერით, დისკები შპს „რ------------–------------“ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებით, დისკები ზოომაღაზიის სამეთვაყურეო კამერების ჩანაწერებით, დისკები შპს „პ-- ფარმას“ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერით, დისკები შპს დეილის „ს------“ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერით, დისკები სს „მი-----------------------–--“ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერით, დისკი მასზე გადმოწერილი ავტომანქანის გადაადგილების ამსახველი კადრებით, დისკი მასზე ჩაწერილი სსიპ „112“-ის ჩანაწერით - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------- ქ-–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-4 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით პირველი ნაწილით - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გ------- ქ-–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
გ------- ქ-–------ მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
გ------- ქ-–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2019 წლის 5 ივლისიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის ნიმუში, კარების შიდა და გარე სახელურებიდან ამოღებული ანაწმენდები, ორი ცალი პლასტმასის ჟგუტი, წებოვანი ლენტი, დამაგრძელებელი, წებოვანი ლენტი ნაცრისფერი ნაჭრით, ტრაინიკი დამაგრძელებელი მასზე შებმული სამედიცინო ლეიკოპლასტირით და წებოვანი ლენტით, გასაღებიდან აღებული ანაწმენდები საკონტროლო ნიმუშთან ერთად, შამპანურის ბოთლიდან აღებული ანაწმენდები, ელჯის ფირმის მობილური ტელეფონიდან აღებული ანაწმენდები საკონტროლო ნიმუშთან ერთად, ტუმბოების სახელურიდან აღებული ანაწმენდები საკონტროლო ნიმუშთან ერთად, ჭურჭლის კარადის სახელურიდან აღებული ანაწმენდი, უჯრის სახელურიდან აღებული ანაწმენდი, სამზარეულოს კარადის უჯრის სახელურიდან აღებული ანაწმენდი, ი-----–--- კ------ ნერწყვის ნიმუში, გ------- ქ-–------ ნერწყვის ნიმუში, გ------- ქ-–------ პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ინსულინის შპრიცი, ერთი ცალი შუშა მასში მოთავსებული სითხით, გ------- ხ----–---- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული მომწვანო-მორუხო ფერის მცენარეული მასა, მომწვანო-მორუხო ფერის მცენარეული მასა ღეროებით, გ------- ქ-–------ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული მომწვანო-მორუხო ფერის ბალახოვანი ნივთიერება, გ------- ხ----–---- საცხოვრებელი სახლის (ქუთაისი) ჩხრეკის დროს ამოღებული მომწვანო-მორუხო ფერის მცენარეული მასა, პლასტმასის კონტეინერში მოთავსებული მორუხო-მომწვანო ფერის მცენარეული მასა, ნ------------–---–-- ნერწყვის ნიმუში, ო----- ე------ ნერწყვის ნიმუში, გ------- ხ----–---- ნერწყვის ნიმუში, 1 ცალი რუსულენოვანი მართვის მოწმობა და პირი - განადგურდეს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული უთო, სამზარეულოს დანა, პატარა ზომის დანა, ოქროს მოსათავსებელი კოლოფი, ი-----–--- კ------ ქურთუკი, გ------- ქ-–------ პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ტყავის საფულე, მასში მოთავსებული 2 ცალი 100 ლარიანი კუპიურა, გალფის ბარათი, სუბოქსინის პროგრამაზე რეგისტრაციის მოწმობა, გ------- ქ-–------აგან ამოღებული ტანსაცმელი: კაპიუშონიანი მოსაცმელი, დუტის ჟილეტი, სპორტული ფეხსაცმელი, გ------- ხ----–---- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა, გ------- ხ----–---- საცხოვრებელი სახლის (ქუთაისი) ჩხრეკის დროს ამოღებულ მუყაოს ყუთი, მასში არსებული სამკაულები, გ------- ხ----–----გან ამოღებული ტანსაცმელი, ნ------------–---–--გან ამოღებული ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მესაკუთრეებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;
შუშის მაგიდის ზედაპირიდან აღებული ხელის კვალი, ფანჯრის ზედაპირიდან აღებული ხელის ორი კვალი, დისკი მასზე ჩაწერილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოებით, ი-----–--- კ------ ხელის კვლები, დისკები შპს „მ–------–----------“ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერით, დისკები სს „მ------------“ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერით, დისკები მასზე ჩაწერილი შპს „გ------------“ ჩანაწერით, დისკები შპს „ზ----------“ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერით, დისკები შპს „ა---------------“ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერით, დისკები შპს „ს-----------–----------------“ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერით, დისკები „მ--------------–--“ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერით, დისკები სს „ვ-----–------------“ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერით, დისკები „ვ-----–---------------------–------“ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერით, დისკები შპს „პ-- ფარმას“ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერით, დისკები შპს „ა---------------“ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერით, დისკები შპს „ფ------------“ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერით, დისკები მაღაზია „მ--------“ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერით, დისკები მაღაზია მ-----------ის სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერით, დისკები შპს „რ------------–------------“ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებით, დისკები ზოომაღაზიის სამეთვაყურეო კამერების ჩანაწერებით, დისკები შპს „პ-- ფარმას“ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერით, დისკები შპს დეილის „ს------“ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერით, დისკები სს „მი-----------------------–--“ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერით, დისკი მასზე გადმოწერილი ავტომანქანის გადაადგილების ამსახველი კადრებით, დისკი მასზე ჩაწერილი სსიპ „112“-ის ჩანაწერით - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური