განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 1/36-20
(გამოძ. N027050220001)
ხაშურის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28.02.2020 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანი - ანნა მოსიაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი -ბ----------------–--ლი
დაცვის მხარე:
ბრალდებული -ჰ----–----------------------–--ლი, დაბადებული 0--0--1--- წელს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N 4----------, უმაღლესი განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: ქ.ქ----ლი, სოფ.ზ---------------თი.
ადვოკატი: მ------------–-–--ლი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
სხდომის სახე: ღია
განსახილველი საკითხი: ბრალდებულ ჰ----–-------–--ლის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.საპროცესო შეთანხმების არსი:
ჰ----–-------–--ლმა ჩაიდინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ჰ----–-------–--ლმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა საბრძოლო მასალა. 2020 წლის 06 თებერვალს შსს ქ----ლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაჩხრეკილი იქნა ჰ----–-------–--ლის საცხოვრებელი სახლი და დამხმარე სათავსოები, მდებარე ქ----ლის რაიონის სოფელ ზ---------------თში, რა დროსაც ამოღებული იქნა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული საბრძოლო მასალა : 3 ცალი ნაგანის სისტემის რევოლვერებისათვის განკუთვნილი 7,62 მმ კალიბრის ვაზნა, 5 ცალი რევოლვერების დიდი ჯგუფისათვის განკუთვნილი ვაზნა, 3 ცალი პისტოლეტების დიდი ჯგუფისათვის განკუთვნილი ვაზნა და 1- ცალი კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისათვის განკუთვნილი ვაზნა.
ე.ი. ჰ----–-------–--ლმა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1 ჰ----–-------–--ლის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენა, გარდა მისივე აღიარებისა დასტურდება მოწმეების: გ------------–-ძის, ლ-–------------ძის, ა------------ძის გამოკითხვის ოქმებით, ჰ----–-------–--ლის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის ოქმით, ამოღებული საბრძოლო მასალით, ბალისტიკური ექსპერტიზის N 1--- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
ადვოკატთან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზემდგომი პროკურორის თანხმობით პროკურორ ბ----------------–--ლსა და ბრალდებულ ჰ----–-------–--ლს შორის, ადვოკატ მ------------–-–--ლის მონაწილეობით.
პროკურორმა ბ----------------–--ლმა 2020 წლის 28 თებერვალს, სასამართლოში ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე წარმოადგინა შუამდგომლობა და ითხოვა ბრალდებულ ჰ----–-------–--ლის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა. პროკურორმა იშუამდგომლა: ჰ----–-------–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით შეეფარდოს ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდებული ჰ----–-------–--ლი და მისი ადვოკატი მ------------–-–--ლი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მიიჩნევს რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია ბრალდებულის მოტყუებას, იძულებას, დაშინებას ან/და მუქარას. მას არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებაზე ბრალდებულმა თანხმობა ნებაყოფლობით, დამცველისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა. ამასთან, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული ჰ----–-------–--ლი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება მას ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებების - დაცვის უფლება; უფლება, უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ; უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის შესახებ
სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების ან ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს. ბრალდებულსა და პროკურორს შორის დადებული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში და რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
4. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია, ხოლო სასჯელი კანონიერი და სამართლიანი. პროკურორის მიერ ფაქტობრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორის ბ----------------–--ლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-216-ე, 258-ე-260-ე, 268-269-ე, 271- 274-ე და 277-279-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს პროკურორ ბ----------------–--ლსა და ბრალდებულ ჰ----–-------–--ლს შორის 2020 წლის 28 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმება.
3. ჰ----–-------–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით შეეფარდოს ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
4. ნივთიერი მტკიცებულება,- 3 ცალი ნაგანის სისტემის რევოლვერებისათვის განკუთვნილი 7,62 მმ კალიბრის ვაზნა, 5 ცალი რევოლვერების დიდი ჯგუფისათვის განკუთვნილი ვაზნა, 3 ცალი პისტოლეტების დიდი ჯგუფისათვის განკუთვნილი ვაზნა და 1 ცალი კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისათვის განკუთვნილი ვაზნა, -საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი არ გასაჩივრდება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით, ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, გ) საპროცესო შეთანხმება დაიდო ისე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალიწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა, დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილი