განაჩენი

სისხლის სამართლის 25.02.2020
საქმის ნომერი
330100119003378774
თარიღი
25.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/6261-19

#------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ანა სოსელიას მდივნობით

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ც-------–---–---ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - შ-----------–---–ი, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ივ------------------------;

 

ადვოკატი - ვ----------------–---–ი,კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. (სისტემატიური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი) - გამართლდა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. (2019 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდი) - გამართლდა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, (2019 წლის 21 ნოემბრის ეპიზოდი)

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი.

სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით, შ-----------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. (სისტემატიური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი).

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

შ-----------–---–ი წლების განმავლობაში, თანაცხოვრების პერიოდში, მათ შორის არასრულწლოვნის თანდასწრებით, 2019 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით, თბილისში, ივ-------------------------ში შ-----------–---–ი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დედას, ე-–------------ს ლანძღავდა, აგინებდა, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით სისტემატიურად მიმართავდა დამამცირებელი სიტყვებით, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას და მიადგა მორალური სახის ზიანი.

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით, შ-----------–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

წლების გამავლობაში ასევე 2019 წლის ოქტომბრის ბოლოს და 2019 წლის 21 ნოემბერს, თბილისში, ივ-------------------------ში შ-----------–---–ი სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა დედას ე-–------------ს. კერძოდ: დაემუქრა რომ არ აცოცხლებდა, გაგუდავდა გაზის გამოყენებით და მოკლავდა. მუქარის შედეგად ე-–------------ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში და მიადგა მორალური სახის ზიანი.

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით, შ-----------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. (2019 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდი)

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის ოქტომბრის ბოლოს, თბილისში, ივ-------------------------ში შ-----------–---–მა არასრულწლოვანი შვილიშვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას ე-–------------ს, კერძოდ: დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით, შ-----------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. (2019 წლის 21 ნოემბრის ეპიზოდი)

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 21 ნოემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, თბილისში, ივ-------------------------ში შ-----------–---–მა არასრულწლოვანი შვილიშვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას ე-–------------ს, კერძოდ: დაარტყა ხელები და ფეხები სხეულის სხვადასხვა არეში, მიარტყმევინა კედელზე თავი, სცემა უმოწყალოდ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ შ-----------–---–ი წარდგენილი ბრალდების ნაწილში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (სისტემატიური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში (ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2019 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდი), უდანაშაულოდ ცნო, რადგან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა მის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

სასამართლოს დადგენილად მიიჩნია, რომ შ-----------–---–მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 21 ნოემბერს, თბილისში, ივ-------------------------ში შ-----------–---–ი სიცოცხლის მოსპობითა დაემუქრა დედას ე-–------------ს. მუქარის შედეგად ე-–------------ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში და მიადგა მორალური სახის ზიანი.

 

ასევე შ-----------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. (2019 წლის 21 ნოემბრის ეპიზოდი)

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 21 ნოემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, თბილისში, ივ-------------------------ში შ-----------–---–მა არასრულწლოვანი შვილიშვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას ე-–------------ს, კერძოდ: დაარტყა ხელები და ფეხები სხეულის სხვადასხვა არეში, მიარტყმევინა კედელზე თავი, სცემა უმოწყალოდ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

საქმეში წარმოდგენილი მოწმე ს-------------ის ჩვენების თანახმად მუშაობს შ--------------–-------–-–---------------------------–---------------------------–ოში პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. 2019 წლის 21 ნოემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას მის მეწყვილესთან ი-----–-----------ესთან ერთად, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის შესახებ. შემთხვევის ადგილზე დახვდათ გამოძახების ინიციატორი 1----–--–ს დაბადებული ე-–------------, რომელიც იყო ძლიერ აღელვებული და ტიროდა. მისი განმარტებით ოჯახური კონფლიქტისას შვილმა შ-----------–---–მა მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ცემა მუშტებით თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში, ასევე ხელი წაუჭირა ყელში და ცდილობდა მის გაგუდვას. ე-–------------ს ვიზუალურად სხეულის ხილულ ადგილებზე, კერძოდ კიდურებზე და ყელზე აღენიშნებოდა დაზიანებები შეწითლებისა და ნაკაწრების სახით. აღნიშნულზე ე-–------------მ მათ განუმარტა, რომ მისმა შვილმა შ-----------–---–მა მიაყენა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ე-–------------ს გაეწია სამედიცინო დახმარება. შ-----------–---–ი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით და გამოიცა მის მიმართ შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით.

 

ანალოგიური დაადასტურა მოწმე ი-----–-----------ემ.

 

დაზარალებულ ე-–------------ს ჩვენების თანახმად, ბრალდებული შ-----------–---–ი არის მისი შვილი. 2019 წლის 21 ნოემბერს იმყოფებოდა სახლში, როდესაც მასთან მივიდა ნასვამ მდგომარეობაშ მყოფი შ-----------–---–ი და უმიზეზოდ დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რის გამოც მისცა მას შენიშვნა. აღნიშნულზე შ-----------–---–ი გაღიზიანდა და დაუწყო ცემა, ურტყავდა ხელებისა და ფეხების გამოყენებით სხეულის სხვადასხვა ადგილებში, რა დროსაც ყველა შემთხვევაში განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და მიიღო დაზიანებები. ამ ფაქტს ესწრებოდნენ მისი მცირეწლოვანი შვილიშვილები, რომლებიც ჩავარდნენ ისტერიკაში. ის სთხოვდა ბრალდებულს გაჩერებულიყო, მაგრამ შ-----------–---–ი კვლავ განაგრძობდა მის ცემას და ასევე სწვდა მას ყელში ორივე ხელით და ცდილობდა მის გაგუდვას. შ-----------–---–ი უყვიროდა, რომ მოკლავდა მას, რის გამოც გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში. ყვიროდა ითხოვდა შველას, გონებას კარგავდა ჰაერის უკმარისობის გამო, რა დროსაც შ-----მ თავი მიარტყმევინა იატაკზე, აღნიშნულის შემდგომ შეძლო თავის დაღწევა შვილისგან, გაიქცა მაგრამ ბრალდებული მას დაეწია და ეზოში განაგრძო მისი ცემა. კვლავ გაიქცა ქუჩის მიმართულებით, რა დროსაც გამოიძახა საპატრულო პოლიცია. ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, მან მოუყვა მომხდარი ფაქტის შესახებ, გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარების ჯგუფი, იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში. აღნიშნული ძალადობის ფაქტს კი შეესწრნენ მისი შვილი გ-------------–---–ი, მცირეწლოვანი 9 წლის ა---------------–---–- და მათი მეზობელი ა-------------–---–ი. გარდა ამისა, შ-----------–---–ის მხრიდან მის მიმართ დაახლოებით 15 წლის მანძილზე სისტემატიურად ხორციელდებოდა ძალადობა, რის გამოც განიცდიდა ძლიერ სულიერ ტანჯვას. ასევე 5 წლის წინ ისე სცემა შ-----------–---–მა, ისე, რომ მიიღო ტვინის შერყევა და დასჭირდა საავადმყოფოში მკურნალობა. 2019 წლის ოქტომბრის თვის ბოლოს მის მიმართ შ-----------–---–მა განახორციელა ძალადობა, კერძოდ, სახეში შეაფურთხა, მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა და ასევე სახეში გაარტყა ხელი, ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში. შ-----------–---–ი მას ემუქრებოდა, რომ „გაზით გაგუდავდა და ვერავინ მიხვდებოდა, რომ მან მოკლა.“ ასევე შ-----------–---–ის მხრიდან, მის მიმართ ხშირად ხორციელდებოდა, სიცოცხლის მოსპობის მუქარა კერძოდ: იმ შემთხვევაში თუ ძალადობის შესახებ ის სამართალდამცავ ორგანოებს შეატყობინებდა მოკლავდა მას. შ-----------–---–ი მასზე ძალადობდა როგორც ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, ასევე ეკონომიკურადაც, აძალებდა მას რომ გაეყიდა ბინა და ფული მიეცა მისთვის. თვლის, რომ შ-----------–---–ი გააგრძელებს მის მიმართ ძალადობას და მუქარას.

 

მოწმე ა-------------–---–ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ ცხოვრობს ბრალდებულისა და დაზარალებულის მეზობლად. 2019 წლის 21 ნოემბერს იმყოფებოდა სახლში, ისვენებდა, როდესაც დაახლოებით ოთხ საათზე შემოესმა ხმაური. ეზოში ჩავიდა და ნახა, რომ ერთმანეთში კამათობდნენ ე-–------------ და მისი შვილი შ------------ა. მათ შორის მხოლოდ სიტყვიერ კამათს ჰქონდა ადგილი, მუქარას ან ფიზიკური ძალადობის ფაქტს არც 2019 წლის 21 ნოემბერს და არც სხვა დროს არ შესწრებია. ის შეეცადა კონფლიქტის განეიტრალებას და შ-----------–---–ი განარიდა სიტუაციას. აღნიშნულის შემდგომ შეიტყო რომ ადგილზე მისული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელმაც ე-–------------ გადაიყვანა საავადმყოფოში, ხოლო შ-----------–---–ი დაკავებული იქნა პოლიციის მიერ.

 

თ-------------ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ მუშაობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში უფროსი ექიმის პოზიციაზე. 2019 წლის 21 ნოემბერს მან და უმცროსმა ექიმმა თ----------------–-–---–მა მიიღეს გამოძახება. ადგილზე მისვლისას დახვდათ მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც მივიდა მათთან და სთხოვა დამხარება. ბავშვს თან მიჰყვა ე-–------------, რომელმაც განაცხადა რომ იყო ნაცემი შვილის მიერ. გასინჯვისას აღენიშნებოდა ძლიერი ტკივილი მხრის არეში და გადმოცემით ჰქონდა გონების კარგვის ეპიზოდიც. ე-–------------ იყო აღელვებული და მოხდა მისი ჰოსპიტალში გადაყვანა.

 

2019 წლის 21 ნოემბრის N------- შეტყობინებით დასტურდება, რომ შ------------–---------------–---–ი, დაბადებული 1--------- წელს, მცხოვრები თბილისში, ივ-------------------------ში დაკავებულ იქნა მისი დედის ე-–------------ს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე.(ს.ფ. 2).

 

2019 წლის 21 ნოემბრის ი-----–-----------ის პატაკით დასტურდება, რომ გამოცხადდა მეწყვილესთან ერთად გამოძახების ადგილას, რა დროსაც გადმოცემული იყო, რომ ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს. ადგილზე დახვდათ ე-–------------, რომელმაც განაცხადა, რომ მისმა შვილმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ოჯახური კონფლიქტის დროს. (ს.ფ. 3)

 

2019 წლის 21 ნოემბრის ალკო-ტესტით შემოწმების ოქმის თანახმად, შ-----------–---–ს დაუდგინდა სიმთვრალე. (ს.ფ. 14)

 

2019 წლის 22 ნოემბრის ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, გადმოცემით ავადმყოფს ე-–------------ს მიღებული აქვს ტრავმები (მარჯვენა მაჯა, მარჯვენა მხარი, თავის არეში), მარცხენა წინამხრის არეში აღენიშნება დაჟეჟილობა (ს.ფ. 113-114)

 

2019 წლის 21 ნოემბრის შემაკავებელი ორდერის N------ თანახმად, შ-----------–---–ს განხორციელებული ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიური ძალადობის გამო აეკრძალა მსხვერპლთან მიახლოება, ასევე აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. (ს.ფ. 150-158)

 

დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი იქნა დაზარალებულ ე-–------------ს ხელწერილი, რომლის მიხედვითაც შ-----------–---–ის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია და თანახმაა გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათი.

 

ბრალდებულმა შ-----------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო თავი დამნაშავედ და სასამართლოს მოახსენა, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.

 

სასამართლომ შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და მათი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი ერთობლიობის კუთხით, მიიჩნია, რომ სისტემატიური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდში, ასევე 2019 წლის ოქტომბრის თვის ბოლოს ძალადობის ეპიზოდთან მიმართებაში, ასევე მუქარის ნაწილს, რომელიც შეეხება 2019 წლის ოქტომბრის ბოლოს - საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, ბრალდებულის ბრალეულობის დასადასტურებლად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისტემატიური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდთან, ასევე 2019 წლის ოქტომბრის თვის ბოლოს ძალადობის ეპიზოდთან და მუქარის ეპიზოდთან მიმართებაში, რომელიც ეხება 2019 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდს, ბრალდების მხარის მიერ შ-----------–---–ის მიმართ არ ყოფილა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებდა. სისხლის სამართლის საქმეში შ-----------–---–ის მიმართ ამ ეპიზოდებთან მიმართებით წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც არის დაზარალებულ ე-–------------ს ჩვენება, სასამართლოს სურს ყურადღება გაამახვილოს დაზარალებულის ჩვენების ამ ნაწილზე და აღნიშნავს: - დაზარალებულ ე-–------------ს ჩვენების სინამდვილეში რომელიც ასახავს სისტემატიური შეურაცხყოფის და დამცირების, ასევე 2019 წლის ოქტომბრის თვის ძალადობის და მუქარის ფაქტებს - სასამართლოს ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს, თუმცა აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, არც ერთი პირდაპირი სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა შ-----------–---–ის მიერ ე-–------------ს მიმართ ძალადობის, სისტემატიური შეურაცხყოფის და დამცირების, ასევე მუქარის (რომელიც შეეხება 2019 წლის ოქტომბრის თვეს) ჩადენის ფაქტს. ამ ქმედების დამადასტურებელი არცერთი პირდაპირი ან ირიბი ხასიათის მტკიცებულებაც კი არ ყოფილა წარმოდგენილი სასამართლოში, პირიქით, საქმეში წარმოდგენილი უდავოდ მიჩნეული მოწმე ა-------------–---–ის ჩვენების თანახმად დასტურდება, რომ ის ცხოვრობს დაზარალებულის და ბრალდებულის მეზობლად და შ-----------–---–ის მხრიდან ე-–------------ს მიმართ მუქარას ან ფიზიკური ძალადობის ფაქტს არასდროს შესწრებია, მხოლოდ შეესწრო სიტყვიერ შეკამათებას 2019 წლის 21 ნოემბერს. რაც შეეხება ბრალდებულ შ-----------–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე ბრალად წარდგენილ ქმედებათა აღიარების ფაქტს, სასამართლო მიუთითებს, რომ მას არ მიუცია სასამართლოსთვის ჩვენება, რომელშიც დეტალურად აღწერდა მომხდარ ფაქტებს, მართალია მან უდაოდ მიიჩნია საქმეში არსებული მტკიცებულებები, თუმცა ამავდროულად აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმეში გაზვიადებულად იყოს აღწერილი ფაქტები.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ შ-----------–---–ის მიმართ არ არსებობს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

შესაბამისად გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული შ-----------–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატიური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის ოქტომბრის თვის ძალადობის ეპიზოდში) წარდგენილ ბრალდებაში, ასევე ბრალდების ნაწილში, რომელიც შეეხება 2019 წლის ოქტომბრის თვის მუქარის ეპიზოდს - საქართველოს სსკ-ის 111 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

რაც შეეხება 2019 წლის 21 ნოემბრის ძალადობის და მუქარის ეპიზოდებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ე-–------------ს და მოწმეების: ს-------------ის, ი-----–-----------ის, ა-------------–---–ის, თ-------------ის ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს და არ წარმოშობს კითხვებს მათი ჩვენებების სანდოობასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაციები თანხვედრაშია ერთმანეთთან და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ხსენებული ჩვენებები ასევე შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან, კერძოდ: 2019 წლის 21 ნოემბრის N------- შეტყობინებასთან (რომლითაც დასტურდება, რომ დაკავებული იქნა შ-----------–---–ი, რომელმაც განახორციელა ძალადობა დედის ე-–------------ს მიმართ), 2019 წლის 21 ნოემბრის ი-----–-----------ის პატაკთან (რომლის მიხედვითაც როდესაც ი-----–-----------ე გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე მეწყვილესთან ერთად, დახვდათ ე-–------------, რომელიც განმარტავდა, რომ მისმა შვილმა განახორციელა მის მიმართ ძალადობა), შემაკავებელი ორდერთან (რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებულ შ-----------–---–ს დედის ე-–------------ს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური, ეკონომიური და ფიზიკური ძალადობის განხორციელების გამო აეკრძალა მასთან, ასევე მის საცხოვრებელ სახლთან და სამუშაო ადგილთან მიახლოება და ყოველგვარი კომუნიკაცია), ასევე 2019 წლის 21 ნოემბრის ალკო-ტესტით შემოწმების ოქმთან (რომლის მიხედვითაც შ-----------–---–ს დაუდგინდა სიმთვრალე), 2019 წლის 22 ნოემბრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობასთან, რომლის მიხედვითაც ე-–------------ს გადმოცემით მიღებული აქვს ტრავმები (მარჯვენა მაჯა, მარჯვენა მხარი, თავის არეში), მარცხენა წინამხრის არეში აღენიშნება დაჟეჟილობა. აღნიშნული მტკიცებულებები უდავოდ იქნა მიჩნეული და ისინი არ გამოკვლეულა საქმის არსებითი განხილვისას, თუმცა სასამართლო, გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელ, მტკიცებულებათა ერთობლიობის ჭრილში, ითვალისწინებს ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს. დაზარალებულმა ე-–------------მ განმარტა, რომ 2019 წლის 21 ნოემბერს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა შ-----------–---–მა, დაუწყო ცემა, ურტყამდა ხელების და ფეხებს სხეულის სხვადასხვა ადგილებში, რა დროსაც ყველა შემთხვევაში განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და მიიღო დაზიანებები. აღნიშნულ ფაქტს ესწრებოდა მისი მცირეწლოვანი შვილიშვილი, რომელიც იყო აღელვებული. ასევე შ-----------–---–ი სწვდა ყელში ორივე ხელით და ცდილობდა გაგუდვას, თან უყვიროდა, რომ მოკლავდა, რის გამოც გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში. მან გონებაც დაკარგა ჰაერის უკმარისობის გამო, რა დროსაც შ-----მ მას თავი მიარტყმევინა იატაკზე. შ-----------–---–ს და ე-–------------ს შორის კონფლიქტის ფაქტი დაადასტურა ასევე მოწმე ა-------------–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ შეესწრო სიტყვიერ კონფლიქტს შ-----------–---–ს და ე-–------------ს შორის და შ-----------–---–ი სიტუაციის განმუხტვის მიზნით განარიდა კონფლიქტს. გარდა ამისა, მოწმეების ს-------------ის და ი-----–-----------ის ჩვენებების თანახმად, როდესაც გამოცხადნენ შემთხვევის ადგილზე დახვდათ ე-–------------, რომელიც იყო ძალიან აღელვებული და ტიროდა. დაზარალებული განმარტავდა, რომ მისმა შვილმა შ-----------–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ს-------------ის და ი-----–-----------ის განმარტებით ე-–------------ს ვიზუალურად სხეულის ხილულ ადგილებზე, კერძოდ კიდურებზე და ყელზე აღენიშნებოდა დაზიანებები შეწითლებისა და ნაკაწრების სახით. ასევე მოწმე თ-------------ის (სასწრაფო დახმარების ექიმის) ჩვენების თანახმად, როდესაც გამოცხადდა გამოძახებაზე, მათ შეხვდათ ბავშვი, რომელმაც დახმარება ითხოვა, მას მოჰყვებოდა ე-–------------. ე-–------------ს გასინჯვისას აღენიშნებოდა ძლიერი ტკივილი მხრის არეში და გადმოცემით ჰქონდა გონების კარგვის ეპიზოდიც. ე-–------------ იყო აღელვებული და მოხდა მისი ჰოსპიტალში გადაყვანა.

 

სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივი თვალსაზრისით, საკმარისია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით (2019 წლის 21 ნოემბრის ეპიზოდი) და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (2019 წლის 21 ნოემბრის ეპიზოდი) ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიჩნევისათვის.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უზრუნველყო დაედასტურებინა, შ-----------–---–ის მიერ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და მუქარის განხორციელების ფაქტი.

 

ე-–------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის შესაფასებლად, სასამართლო დაეყრდნო როგორც ობიექტურ, ასევე სუბიექტურ კრიტერიუმებს. კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაზარალებულის სხეულზე, კერძოდ, კიდურებზე და ყელზე არსებული დაზიანებები შეწითლებისა და ნაკაწრების სახით. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმებს, სასამართლომ ყურადღება მიაქცია დაზარალებულის ჩვენებას, რითაც დადასტურებულია, რომ მან ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამდენად, დაზიანების ლოკაციის და მსხვერპლის დანაშაულის შემდგომი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ე-–------------სთვის მიყენებულმა დაზიანებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი. გარდა ამისა მოწმე თ-------------ის განმარტებით, როდესაც გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე ე-–------------ უჩიოდა ტკივილს წინა მხრის მიდამოში, იყო ძლიერ აღელვებული და საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია.

 

რაც შეეხება მუქარის ეპიზოდს, სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ შ-----------–---–მა საკუთარი ოჯახის წევრის - დედის მიმართ ჩაიდინა მუქარა, ვინაიდან დაზარალებულმა ე-–------------მ განმარტა, რომ შ-----------–---–მა წაუჭირა მას ყელში ხელი, რა დროსაც ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის თაობაზეც ასევე განუცხადა შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია შ-----------–---–ის მიერ ე-–-----------ს მიმართ ფიზიკური ძალადობის და მუქარის განხორციელების ფაქტი (2019 წლის 21 ნოემბრის ეპიზოდთან მიმართბაში).

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ მათი ერთობლიობა არ ქმნის საკმარის საფუძველს ბრალდებულ შ-----------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატიური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი), ასევე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდი) და მუქარის ნაწილში (2019 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობისთვის. წარდგენილი ბრალი არ ემყარება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას“. კერძოდ: საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, მათ შორის არც მოწმეთა ჩვენებები და არც წერილობითი მტკიცებულებები, გარდა დაზარალებულ ე-–------------ს მიერ მიწოდებული ინფორმაციისა, არ მიუთითებს აღნიშნულზე.

 

ამდენად, ბრალდება ემყარება მხოლოდ ერთ პირდაპირ მტკიცებულებას - დაზარალებულ ე-–------------ს ჩვენებას, რომელიც თავის მხრივ სისტემატიური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდთან მიმართებით არის ზოგადი და არ მიუთითებს დაახლოებით როდის და რა ვითარებებში ხდებოდა შ-----------–---–ის მხრიდან ე-–------------ს მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, ამავდროულად არ არის მითითებული რა პერიოდებში და რა ვითარებებში ესწრებოდა ამას არასრულწლოვანი, რაც შეეხება 2019 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდს მუქარისა და ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, აღნიშნულზეც ასევე საქმეშია მხოლოდ დაზარალებულის ინფორმაცია, რომელიც მან განაცხადა ნოემბრის თვეში, სხვა სახის რაიმე დამადასტურებელი ინფორმაცია ამ ფაქტებთან დაკავშირებით საქმეში არ მოიპოვება, შესაბამისად სახეზე არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა (მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება), მხოლოდ ერთი მტკიცებულება კი არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებით სტანდარტს. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა მითითებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში (მაგ. საქმე №561აპ-15, 28/04/2016წ).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შ-----------–---–ის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდთან, ასევე 2019 წლის ოქტომბრის თვის ძალადობის ეპიზოდთან და მუქარის ნაწილთან (2019 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდი) დაკავშირებით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უტყუარობის სტანდარტი გულისხმობს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობას, არამედ უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. მტკიცებულების გამოკვლევით მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი”.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ ,,არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს’’.

 

ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’;

 

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

ამრიგად, სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობის კუთხით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულ შ-----------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატიური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი), ასევე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ( 2019 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდი) და მუქარის ნაწილში (2019 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდი) ჩადენაში, რის გამოც ბრალდებული ბრალდების ამ ნაწილში უნდა გამართლდეს.

 

რაც შეეხება 2019 წლის 21 ნოემბრის ფიზიკური ძალადობის და მუქარის ეპიზოდს, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ოჯახში ჩადენილი ძალადობა ერთ-ერთი გავრცელებული და სპეციფიკური დანაშაულის ფორმაა. ამგვარი დანაშაული მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ფიქსირდება და მოიცავს საზოგადოების ყველა ფენას. ოჯახურ დანაშაულთან ბრძოლის სისტემის სრულყოფისათვის აუცილებელია, რომ ოჯახში არსებული ძალადობა განიხილებოდეს ერთ-ერთ რთულ და საშიშ მოვლენად, რადგან ამ სახის დანაშაული ხელყოფს როგორც ადამიანის ღირსებასა და ჯანმრთელობას, ისე მის სიცოცხლესაც.

საქართველოს კონსტიტუცია სხვა ძირითად უფლებათა შორის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას განიხილავს. სწორედ ოჯახური ძალადობა შესაძლოა მიჩნულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციით დაცული ადამიანის უფლებათა დარღვევად. ,,ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია, განურჩევლად კანისა, ფერისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”. შესაბამისად, ოჯახური ძალადობა უნდა განვიხილოთ, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ კონსტიტუციური უფლებების ხელყოფად და დარღვევად.

 

ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. სასამართლო განმარტავს, რომ ფიზიკურ ძალადობად ითვლება ერთი ადამიანის მიერ მეორის ცემა, წამება, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ე.ი. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას. სუბიექტური მხრივ განზრახი დანაშაულია და ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს. აღნიშნული დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს, დანაშაული ჩადენილი არასრუწლოვანის თანადსწრებით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის, რომლის სუბიექტიცაა ოჯახის ერთი წევრი, რომელიც ძალადობს და ფიზიკური და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ოჯახის მეორე წევრს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ შ-----------–---–ი არის ე-–------------ს შვილი. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად დედა წარმოადგენს ოჯახის წევრს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება - მუქარა წარმოადგენს მატერიალურ (შედეგიან) დანაშაულს და ის დამთავრებულია მაშინ, როცა დაზარალებულს გაუჩნდება მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ე-–------------ს გაუჩნდა საფუძვლიანი შიში, ვინაიდან შ-----------–---–ი იყო აგრესიული და არაადეკვატური, რომელიც ყელში ხელებს უჭერდა და ახრჩობდა მას, ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც მან დაკარგა გონება წამიერად.

 

მსხვერპლის შიშის საფუძვლიანობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური კრიტერიუმით და მიაჩნია, რომ ჩვეულებრივი ფსიქიკის ადამიანი (და არა ძალიან მშიშარა ან, პირიქით, ძალიან გულადი) შ-----------–---–ის მუქარას ჩათვლიდა რეალურად. მუქარის შეფასებისას სასამართლო მხედველობაში იღებს შ-----------–---–ის პიროვნებას (იგი არის ნასვამ მდგომარეობაში, არის აგრესიული, ვერ აკონტროლებს რისხვას, რომელიც მიმართულია მისივე დედის მიმართ), მის ურთიერთდამოკიდებულებას ე-–------------სთან, მუქარის გამოხატვის ხერხს.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულების - ოჯახში ძალადობის (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით; მუქარის, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის მუქარის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) შემადგენლობის ყველა ნიშანი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

შ-----------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, ხოლო დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ შ-----------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც შ-----------–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 200-იდან 400 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, საქართველოს სსკ-ის 11.151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 170-იდან 200 საათამდე, გამასწორებელ სამუშაოს 2 წლამდე, თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.

 

სასამართლო საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.

 

სასამართლომ აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება რამდენად გულწრფელია ბრალდებულ შ-----------–---–ის სინანული წარდგენილი ბრალდების მიმართ და ხომ არ არის ზემოქმედება მომხდარი მსხვერპლზე თავად ბრალდებულის ან მათივე ოჯახის წევრების მხრიდან (სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილია დაზარალებულ ე-–------------ს ხელწერილი, რომლის მიხედვითაც მისი შვილის შ-----------–---–ის მიმართ არ გააჩნია არანაირი პრეტენზია, თანახმაა მის მიმართ გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავათი, ასევე მას ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილი ს---------–---–ი, რომელსაც მუდმივად სჭირდება მეთვალყურეობა). სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დაადასტურა, რომ აღაირებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, აღარ განმეორდება მსგავსი, კონფლიქტი ამოწურულია, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

 

იმისათვის, რომ დამნაშავე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, შ-----------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი, რომელსაც მუდმივი მეთვალყურეობა ესაჭიროება, ამასთან მას რაიმე აშკარად გამოხატული დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, შესაბამისად სასამართლო შ-----------–---–ს დაუნიშნავს სასჯელს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაეთვლება პირობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

შ-----------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატიური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

შ-----------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოქტომბრის თვის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

შ-----------–---–ის ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 21 ნოემბრის თვის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

შ-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 21 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით საბოლოოდ შ-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

მსჯავრდებულ შ-----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა. შ-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 21 ნოემბრიდან 2019 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულ შ-----------–---–ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე დართული ნივთები და საგნები:

 

სსიპ 112-ის სამსახურიდან გადმოგზავნილი აუდიო ჩანაწერი, ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც დალუქული სახით ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ელენე გოგუაძე