განაჩენი

სისხლის სამართლის 30.04.2020
საქმის ნომერი
140100120003558043
თარიღი
30.04.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/158-20 (011290220002)

საქმე 140100120003558043

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 აპრილი, 2020 წელი ქ. გორი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - მანანა შოთაშვილი

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ------- კ------–---–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ზ----- ს----------- (დაბადებული 1----–-–----------------, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გ--------------–-----------–-, მცხოვრები: გ---------–-----–-------------)

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 126-ე მუხლისა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილები (ბრალდების სამი ეპიზოდი)

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბრალდების არსი:

 

1.1. 2020 წლის იანვარში, გ----–-----–-----–-----------ში ზ----- ს----------მა უმიზეზოდ, ხელ-ფეხით სცემა მ------ უ-----–---–ს სახესა და თავში, ხოლო შემდეგ დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, თუ აღნიშნულის შესახებ პოლიციაში განაცხადებდა. შედეგად, მ------ უ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

1.2. 2020 წლის 23 თებერვალს, ამავე მისამართზე, საღამოს, ზ----- ს----------მა კვლავ უმიზეზოდ, ხელ-ფეხით სცემა მ------ უ-----–---–ს სახესა და თავში, რის შედეგად მ------ უ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად. ამის შემდეგ ზ----- ს----------- მ------ უ-----–---–სა და მის მეუღლეს - ვ----– თ--------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თუ აღნიშნულის შესახებ პოლიციაში განაცხადებდნენ, რის შედეგად დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

1.3. 2020 წლის 29 თებერვალს, 13:30 საათზე, ამავე ბინაში, მთვრალმა ზ----- ს----------მა ფეხით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ვ----– თ--------ს, ასევე - ხელი დაარტყა შუბლში, რის შედეგად ვ----– თ--------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად. ამავე დროს ზ----- ს----------- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ვ----– თ--------სა და მ------ უ-----–---–ს, თუ აღნიშნულის შესახებ პოლიციაში განაცხადებდნენ, რის შედეგად დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ასევე - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ზ----- ს----------მა აღიარა მხოლოდ 2020 წლის 23 თებერვლის ეპიზოდის ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;

 

3.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ზ----- ს-----------ს მიერ 2020 წლის იანვარს მ------ უ-----–---–ის ცემა და მუქარა. სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ბრალდების ამ ნაწილში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი მტკიცებულება - დაზარალებულის ჩვენება, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ამდენად, ბრალდების ამ ეპიზოდში ზ----- ს----------- უნდა გამართლდეს;

 

3.3. რაც შეეხება 2020 წლის 23 და 29 თებერვლის ბრალდების ეპიზოდებს, აღნიშნული უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული მ------ უ-----–---–ის, ვ----– თ-------ის, ი---– მ--–------ის, მ------ ა-----ისა და სხვათა გამოკითხვის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, შემაკავებელი ორდერით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით. ამასთან, 23 თებერვალს ჩადენილ დანაშაულს აღიარებს ბრალდებულიც.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ზ----- ს-----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი ნაწილობრივ აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ზ----- ს-----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის ნაწილობრივ აღიარებასა და მტკიცებულებების უდავოდ ცნობას. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედების ჩადენის გარემოებებს - დროის მოკლე პერიოდში ძალადობრივი დანაშაულის ორი ეპიზოდის ჩადენას, მიყენებული დაზიანებების ხასიათსა და რაოდენობას, რის შემდეგაც იგი ემუქრებოდა დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობით, თუ აღნიშნულის შესახებ პოლიციაში განაცხადებდნენ. გარდა ამისა, ზ----- ს----------- დაზარალებულებს სცემდა, ფაქტობრივად, უმიზეზოდ;

 

5.2. ყოველივე აღნიშნულის გამო სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად აუცილებელია ზ----- ს-----------ს საზოგადოებისაგან იზოლაცია. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დანიშნული სასჯელი განსაზღვროს პირობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზ----- ს----------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

 

ზ----- ს----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 126-ე მუხლის 1 ნაწილით, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ბრალდების ორი ეპიზოდი) და მიესაჯოს:

 

- სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 23 თებერვლის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 29 თებერვლის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 23 თებერვლის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 29 თებერვლის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით ზ----- ს----------ს საბოლოოდ განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

მსჯავრდებულ ზ----- ს----------ს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2020 წლის 29 თებერვლიდან;

 

ნივთიერი მტკიცებულება - მინისა და ხის ნატეხები - განადგურდეს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი