განაჩენი

სისხლის სამართლის 23.04.2020
საქმის ნომერი
130100119002937944
დავის ტიპი
273
თარიღი
23.04.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/58-2019

№027230319002

ხაშურის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10.04. 2019 წელი ქ. ხაშური

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს

 

მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ--------ძე

დაცვის მხარე:

ბრალდებული გ------------------------------–--ლი, საქართველოს მოქალაქე პ/ნ 0----------, დაბადებული 1995 წლის 19 დეკემბერს, უმაღლესი განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები ქ.თ---–--ში, ი.პეტრიწის ქ.N17, ბინა N19.

ადვოკატი - ქ--------------ვი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილი.

 

სხდომის სახე - ღია

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ გ----------------–--ლის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა: გ----------------–--ლმა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვა. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

გ----------------–--ლმა უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ „მარიხუანას“, რაც 2019 წლის 23 მარტს, საქართველოს შსს ქ-----–ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა მისი მართვის ქვეშ მყოფი „F----------“-ს მარკის სახ.N C------ ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად გ----------------–--ლის მიერ უკანონოდ შეძენილი და უკანონოდ შენახული ნარკოტიკული ნივთიერება წარმოადგენს -გამომშრალ მარიხუანას, წონით -36 032 გრამს.

1.2. ე.ი. გ----------------–--ლმა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. გ----------------–--ლის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა გარდა მისივე აღიარებისა, დასტურდება მოწმეების: კ--------------------ას, გიორგი ბიგანიშვილის, აკაკი სანდოძის, თემურ ზეინკლიშვილის, გივი გოდერძიშვილის გამოკითხვის ოქმებით, გ----------------–--ლის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, ქიმიური ექსპერტიზის 2019 წლის 25 მარტის N 7/სქ დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

3.საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზემდგომი პროკურორის თანხმობით პროკურორ თ--------ძესა და ბრალდებულ გ----------------–--ლს შორის, ადვოკატ ქ----------------ის მონაწილეობით.

 

პროკურორმა თ--------ძემ 2019 წლის 10 აპრილს ხაშურის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე წარმოადგინა შუამდგომლობა და ითხოვა ბრალდებულ გ----------------–--ლის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა. პროკურორმა იშუამდგომლა: გ----------------–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდოს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონის მესამე მუხლის მე-2 პუნქტის და მე-41 ნაწილის შესაბამისად, არ ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 5 წლით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება: ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით.

 

შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდებული გ----------------–--ლი და მისი ადვოკატი ქ--------------ვი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მიიჩნევს რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია ბრალდებულის მოტყუებას, იძულებას, დაშინებას ან/და მუქარას. მას არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებაზე ბრალდებულმა თანხმობა ნებაყოფლობით, დამცველისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა.

 

ამასთან, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსსა და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.

 

სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული გ----------------–--ლი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება მას ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებების - დაცვის უფლება; უფლება, უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ; უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის შესახებ.

 

სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების ან/და ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს. ბრალდებულსა და პროკურორს შორის დადებული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში და რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია, ხოლო სასჯელი კანონიერი და სამართლიანი. პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც პროკურორ თ--------ძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-216-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. დამტკიცდეს პროკურორ თ--------ძესა და ბრალდებულ გ----------------–--ლს შორის 2019 წლის 10 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება.

3. გ----------------–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონის საფუძველზე 5(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება: ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით. ამავე კანონის მესამე მუხლის მე-2 პუნქტის და მე-41 ნაწილის შესაბამისად, არ ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

4. ნივთიერი მტკიცებულება: ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“ წონით -36, 032 გრამი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენის გასაჩივრების ვადა და წესი:

 

განაჩენი არ გასაჩივრდება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს თ---–--ის სააპელაციო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიიჩნევს, რომ ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, დაშინებით ან მოტყუებით, ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, გ) საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები, დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საპროცესო კანონის არსებითი მოთხოვნა.

 

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე

ნ. გიგიტაშვილი