გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.03.2020
საქმის ნომერი
330210120003401060
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
05.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2-------

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თ----------

სხდომის მდივანი - ნ----------–----

მოსარჩელე - სს ,,თ-----------“

წარმომადგენელი - გ---–ა ტ-----–---–-

მოპასუხე - ლამარა დ----------ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

დაეკისროს მოპასუხე ლ-----ა დ----------ს:

1.1. 2016 წლის 6 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 500.55 ლარის ოდენობით (ძირი თანხა - 350.55 ლარი, პირგასამტეხლო - 150 ლარი)გადახდა ;

 

1.2. 2016 წლის 6 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 350,55 ლარზე, 2019 წლის 23 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.27%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 0.94 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს - 150 ლარისა;

 

1.3. 2017 წლის 14 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1088.48 ლარის ოდენობით (ძირი თანხა 938.48 ლარი, პირგასამტეხლო - 150 ლარი) გადახდა;

 

1.4. 2017 წლის 14 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 938.48 ლარზე, 2019 წლის 23 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.27%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 2.53 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს - 150 ლარისა;

 

1.5. 2018 წლის 14 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1802.57 ლარის ოდენობით (ძირი თანხა 847.89 ლარი, სარგებელი - 704,68 ლარი, პირგასამტეხლო - 250 ლარი) გადახდა;

 

1.6. 2018 წლის 14 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 847.89 ლარზე, 2019 წლის 23 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 48% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 33.91 ლარს;

 

1.7. 2018 წლის 14 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 847.89 ლარზე, 2019 წლის 23 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.27%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 2.28 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს - 250 ლარისა;

 

1.8. 2017 წლის 6 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 761.77 ლარის ოდენობით (ძირი თანხა 408,05 ლარი, სარგებელი - 253.72 ლარი, პირგასამტეხლო - 100 ლარი) გადახდა;

 

1.9. 2017 წლის 6 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 408.05 ლარზე, 2019 წლის 23 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 12.24 ლარს;

 

1.10. 2017 წლის 6 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 408.05 ლარზე, 2019 წლის 23 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.27%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 1.10 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს - 100 ლარისა;

 

1.11. 2018 წლის 03 იანვრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1982.5 ლარის ოდენობით (ძირი თანხაა 1043.70 ლარი, სარგებელი - 588.80 ლარი, პირგასამტეხლო - 350 ლარი) გადახდა;

 

1.12. 2018 წლის 03 იანვრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1043.70 ლარზე, 2019 წლის 23 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 31.31 ლარს;

 

1.13. 2018 წლის 03 იანვრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1043.70 ლარზე, 2019 წლის 23 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.27%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 2.81 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს - 350 ლარისა;

 

( მოსარჩელე მხარემ 2020 წლის 25 თებერვლის სასამართლო სხდომაზე გაიხმო სარჩელი ნაწილობრივ - პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, ყველა საკრედიტო ხელშეკრულების გათვალისწინებით, სულ 500 ლარის ოდენობით)

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელის განმარტებით, სხვადასხვა დროს მოპასუხესთან დაიდო რამოდენომე საკრედიტო ხელშეკრულება, რომელთა პირობები კრედიტის გადახდის შესახებ მოპასუხის მიერ დაღღვეულ იქინა, რის გამოც, მას ეროიცხება საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანება - ძირითადი თანხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს გათვალისწინებით.

 

მოსარჩელე ითხოვს, ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხისა და ფიქსირებული პირგასამტეხლოს ასევე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიურად დარიცხული პირგასამტეხლოს მოპასუხისთვის დაკისრებას. ასევე, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, დავალიანების ძირი თანხის, სარგებლის, ფიქსირებული პირგასამტეხლოს, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიურად დარიცხული სარგებლისა და პირგასამტეხლოს მოპასუხისთვის დაკისრებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ყველა საკრედიტო ხელშეკრულებასთან მიმართებაში მხოლოდ ძირი თანხის ნაწილში. რაც შეეხება სარგებელსა და პირგასამტეხლოს, აღნიშნულ ნაწილში მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 6 ოქტომბერს მოსარჩელესა და ლ-----ა დ----------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 1487.36 ლარის ოდენობით. კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 739 დღით, ყოველთვიური გადასახდელი 63.55 ლარით, პირგასამტეხლო 0.5%-ით და ფიქსირებული 20 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მოპასუხის მიერ 2018 წლის 22 მაისს, დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატა სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევაში, რის გამოც მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2016 წლის 6 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2019 წლის 23 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 500.55 ლარს (ძირი - 350.55 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო -150 ლარი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 2016 წლის 6 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.2. 2017 წლის 14 აგვისტოს მოსარჩელესა და ლ-----ა დ----------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 1258,36 ლარის ოდენობით. კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 741 დღით, ყოველთვიური გადასახდელი 53.97 ლარით, პირგასამტეხლო 0.5%-ით და ფიქსირებული 20 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მოპასუხის მიერ 2018 წლის 26 თებერვალს, დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატა სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევაში, რის გამოც მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2017 წლის 14 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2019 წლის 23 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 1088.48 ლარს (ძირი - 938.48 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 150 ლარი).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 2017 წლის 14 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.3. 2018 წლის 14 თებერვალს მოსარჩელესა და ლ-----ა დ----------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი 850 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 3012 დღით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 48%-ით კრედიტის სავაჭრო ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 48%-ით კრედიტის სს ,,თ-----------ს“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 0%-ით ორმოცდათხუთმეტ დღიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან არაუგვიანეს 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ის, ათვისებულ საკრედიტო ლიმიტზე გადასახდელი სარგებლის და ჯარიმების გადახდით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველი ვაგადაცილებული დღისთვის 1 ლარი და დავალიანების 1.5%.

 

მოპასუხემ დაარღვია 2018 წლის 14 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და 2019 წლის 23 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება - 1802.57 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 847.89 ლარი, სარგებელი - 704.68 ლარი და შემცირებული პირგასამტეხლო - 250 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 2018 წლის 14 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება;

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.4 2017 წლის 6 ოქტომბერს მოსარჩელესა და ლ-----ა დ----------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი 500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 3143 დღით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით კრედიტის სავაჭრო ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს ,,თ-----------ს“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 0%-ით ორმოცდათხუთმეტ დღიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან არაუგვიანეს 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ის, ათვისებულ საკრედიტო ლიმიტზე გადასახდელი სარგებლის და ჯარიმების გადახდით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველი ვაგადაცილებული დღისთვის 1 ლარი და დავალიანების 1.5%.

 

მოპასუხემ დაარღვია 2017 წლის 6 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და 2019 წლის 23 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება - 761.77 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 408.05 ლარი, სარგებელი - 253.72 ლარი და შემცირებული პირგასამტეხლო - 100 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 2017 წლის 6 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება;

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.5. 2018 წლის 03 იანვარს მოსარჩელესა და ლ-----ა დ----------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი 1100 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 3054 დღით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს ,,თ-----------ს“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 0%-ით ორმოცდათხუთმეტ დღიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან არაუგვიანეს 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ის, ათვისებულ საკრედიტო ლიმიტზე გადასახდელი სარგებლის და ჯარიმების გადახდით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველი ვაგადაცილებული დღისთვის 1 ლარი და დავალიანების 1%.

 

მოპასუხემ დაარღვია 2018 წლის 03 იანვრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და 2019 წლის 23 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება - 1982.5 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 1043.70 ლარი, სარგებელი - 588.80 ლარი და შემცირებული პირგასამტეხლო - 350 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 2018 წლის 3 იანვრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება;

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.6. მოპასუხემ არ შეასრულა მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო კრედიტისა და საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, კერძოდ არ გადაუხადა თანხა მოსარჩელეს გრაფიკის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ ძირითადი თანხისა და სარგებლის ნაწილში სრულად, ხოლო პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316--ე317-ე, 867-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, მუხლები.

 

6.სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

განსახილველ შემთხვევაში მოვალემ ლ-----ა დ----------მა სარჩელი ძირითადი თანხის ნაწილში, ყველა საკრედიტო ხელშეკრულებასთან მიმართებაში, ცნო სრულად. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებულ იქნა საპროცენტო სარგებელი, რომელიც ინდივიდუალური იყო ყველა ხელშეკრულებისათვის. უდავოა ის გარემოებაც, რომ მოპასუხე დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულების პირობები, რის გამოც სარჩელი მოპასუხისთვის საპროცენტო სარგებლის დაკისრების თაობაზე, იმ ოდენობით რაც მითითებულია სასარჩელო მოთხოვნაში, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისათვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელი არ მიუთია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ვალდებულების სრულ შესრულებამდე წლიური სარგებლის დაკისრებას 2018 წლის 14 თებერვლის, 2017 წლის 6 ოქტომბრის და 2018 წლის 03 იანვრის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნებისმიერ მსეხებელთან, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს, ხოლო საპროცენტო განაკვეთი არის კრედიტის ფასი. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილშიც სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულებისდარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015, 26/01/2018წ. №ას-1441-1361-2017).

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მართალია, სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწულ შეთანხმებას უკავშირებს, თუმცა, იგი არ წარმოდგენს აბსოლუტურ დათქმას და მოვალის შესაგებლის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა (იხ.უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Nას-914-864-2015).

 

განსახილველ შემთხვევაში, სს ,,თ-----------ა“ და ლ-----ა დ----------ს შორის დადებული ხუთივე საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია პირგასამტეხლო შემდეგი ოდენობებით:

 

1) 2016 წლის 6 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 150 ლარი. ასევე, ყოველდღიურად 0.94 ლარი მაგრამ არაუმეტეს 150 ლარისა, 2019 წლის 23 დეკემბრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, რაც წარმოადგენს კრედიტის ძირითადი თანხის და ვადაგადაცილებული პროცენტის დღიურ 0,27 %-ს;

2) 2017 წლის 14 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 150 ლარი. ასევე, ყოველდღიურად 2.53 ლარი მაგრამ არაუმეტეს 150 ლარისა, 2019 წლის 23 დეკემბრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, რაც წარმოადგენს კრედიტის ძირითადი თანხის და ვადაგადაცილებული პროცენტის დღიურ 0,27 %-ს;

3) 2018 წლის 14 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 250 ლარი. ასევე, ყოველდღიურად 2.28 ლარი მაგრამ არაუმეტეს 250 ლარისა, 2019 წლის 23 დეკემბრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, რაც წარმოადგენს კრედიტის ძირითადი თანხის და ვადაგადაცილებული პროცენტის დღიურ 0,27 %-ს;

4) 2017 წლის 6 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 100 ლარი. ასევე, ყოველდღიურად 1.10 ლარი მაგრამ არაუმეტეს 100 ლარისა, 2019 წლის 23 დეკემბრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, რაც წარმოადგენს კრედიტის ძირითადი თანხის და ვადაგადაცილებული პროცენტის დღიურ 0,27 %-ს;

5) 2018 წლის 3 იანვრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 350 ლარი. ასევე, ყოველდღიურად 2.81 ლარი მაგრამ არაუმეტეს 350 ლარისა, 2019 წლის 23 დეკემბრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, რაც წარმოადგენს კრედიტის ძირითადი თანხის და ვადაგადაცილებული პროცენტის დღიურ 0,27 %-ს;

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო კრედიტისა და საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი, რადგან მისი ოდენობა, თითქმის ყველა საკრედიტო ხელშეკრულებასთან მიმართებით უახლოვდება ძირითად თანხასა და სარგებელს, რის გამოც, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, კერძოდ 2016 წლის 6 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 150 ლარი უნდა შემცირდეს 30 ლარამდე; 2017 წლის 14 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 150 ლარი უნდა შემცირდეს 50 ლარამდე; 2018 წლის 14 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 250 ლარი, უნდა შემცირდეს 30 ლარამდე; 2017 წლის 6 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 100 ლარი, უნდა შემცირდეს 20 ლარამდე; 2018 წლის 3 იანვრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 350 ლარი, უნდა შემცირდეს 50 ლარამდე.

 

გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიერ ვალდებულების სრულ შესრულებამდე წლიური სარგებლის გადახდის თაობაზე, 2017 წლის 6 ოქტომბრის, 2017 წლის 14 აგვისტოსა და 2018 წლის 3 იანვრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სრულად დაკმაყოფილდა. რაც შეეხება, მოსარჩელის მოთხოვნას, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებიდან და ასევე, 2016 წლის 6 ოქტომბრისა და 2017 წლის 14 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, სასამართლოს მიაჩნია, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიერ მოპასუხეზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ მიჩნევის პირობებში, სამომავლო პირგასამტეხლოს განსაზღვრა საფუძველს მიკლებულია. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა სამომავლო პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. უზრუნველყოფის ღონისძიებები:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 იანვრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ, უნდა დარჩეს ძალაში.

 

8.სასამართლო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და, ამასთან მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში, მოპასუხე ლ-----ა დ----------ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სს ,,თ-----------ს“ მიერ გადახდილი სახ. ბაჟიდან 173,57 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის, ასევე აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარისა და იურიდიული მომსახურების ხარჯის 212, 63 ლარის გადახდა. ხოლო მოსარჩელეს, მის მიერ სარჩელის ნაწილობრივ გამოხმობისა და მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის პროპორციულად უნდა დაუბრუნდს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟიდან 327,73 ლარიდან 122.64 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 53-ე, 1991, 243-244-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, 2591 მუხლის პირველი ნაწილით, 369-ე მუხლით,გადაწყვიტა:

 

1. სს ,,თ-----------ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. ლ-----ა დ----------ს სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 6 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის - 380,55 ლარის (ძირი - 350,55 ლარი, პირგასამტეხლო - 30 ლარი) გადახდა;

 

1.2. ლ-----ა დ----------ს სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 14 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის - 988,48 ლარის (ძირი - 938,48 ლარი, პირგასამტეხლო - 50 ლარი) გადახდა;

 

1.3. ლ-----ა დ----------ს სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 14 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის - 1582,57 ლარის (ძირი - 847,89 ლარი, სარგებელი - 704,68 ლარი და პირგასამტეხლო - 30 ლარი) გადახდა;

 

1.4. ლ-----ა დ----------ს სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 14 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 847,89 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 48% სარგებლის გადახდა 2019 წლის 23 დეკემბრიდან, რაც ყოველთვიურად შეადგენს 33,91 ლარს;

 

1.5. ლ-----ა დ----------ს სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 6 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის - 681,77 ლარის (ძირი - 408,05 ლარი, სარგებელი - 253,72 ლარი და პირგასამტეხლო - 20 ლარი) გადახდა;

 

1.6. ლ-----ა დ----------ს სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 6 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 408,05 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა 2019 წლის 23 დეკემბრიდან, რაც ყოველთვიურად შეადგენს 12,24 ლარს;

 

1.7. ლ-----ა დ----------ს სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 3 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის - 1682,5 ლარის (ძირი - 1043,70 ლარი, სარგებელი - 588,80 ლარი და პირგასამტეხლო - 50 ლარი) გადახდა;

 

1.8. ლ-----ა დ----------ს სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 3 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 1043,70 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა 2019 წლის 23 დეკემბრიდან, რაც ყოველთვიურად შეადგენს 31,31 ლარს;

 

2. ლ-----ა დ----------ს სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს სახ.ბაჟის 173,57 ლარის და უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის გადახდა; მასვე დაეკისროს აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარისა და იურიდიული მომსახურების ხარჯის - 212,63 ლარის გადახდა;

3. სს ”თ-----------” (ს/ნ: 204854595), სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან უკან დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 30 დეკემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 327,73 ლარიდან 122,64 ლარი;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გაადწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგარძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე

თ----------