განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-241-2018
(038241118001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 თებერვალი, 2019 წელი ხ-–----ი
ხ-–----ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლ--–----------–--ლი
სხდომის მდივანი - რ--------------------–-–--ლი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ბ----------------–--ლი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ--------–----ძე, დაბადებული 198- წლის 2------სს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრაციის მისამართი: ხ-–----ი, გ-------–----------ის ქუჩის №1-, ფაქტობრივად მცხოვრები ხ-–----ში, ბ-------ის ქუჩის №1--ში
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
გ--------–----ძემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ--------–----ძემ 2018 წლის 23 ნოემბერს, ხ-–----ში, ბ-------ის ქუჩის №1--ში, სადაც იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ჩაიდინა ძალადობა მეუღლის - მ-------------ის მიმართ, კერძოდ: მათთან სტუმრად მყოფი პირების თანდასწრებით მ-------------ეს თავის არეში დაარტყა ხელი; მოგვიანებით, როდესაც მეუღლეები სახლში დარჩნენ მარტო, გ--------–----ძემ მეუღლეს - მ-------------ეს თავის არეში კვლავ დაარტყა ხელი. ჩადენილი ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ გ--------–----ძემ ჩაიდინა ის დანაშაულებრივი ქმედება, რაც ბრალად ერაცხება, ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს (საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ): მოწმეთა დაკითხვის ოქმები, ბრალდებულის აღიარება, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტის №0-------- დასკვნა.
3. სამართლებრივი შეფასება:
ერთობლიობა იმ მტკიცებულებებისა, რაც საქმეშია წარმოდგენილი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გ--------–----ძემ თავისი მეუღლის, მ-------------ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ--------–----ძისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს, ინანიებს; დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს, არ არის დაინტერესებული მისი მკაცრად დასჯით და აღნიშნავს, რომ გ--------–----ძე დასაქმებულია, მატერიალურად ეხმარება ოჯახს. აღნიშვნის ღირსია ის გარემოებაც, რომ გ--------–----ძის მხრიდან, მას შემდეგ რაც იგი გათავისუფლდა პატიმრობიდან (26.11.2018), კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. იგი არ არის ნასამართლევი, არასოდეს ყოფილა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული, მის მიმართ არ ყოფილა გამოცემული შემაკავებელი ან დამცავი ორდერი.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
გ--------–----ძეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რადგან სასამართლოს მიაჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, ასეთი სასჯელის პირობებშიც შესაძლებელია, მიღწეულ იქნეს სასჯელის მიზანი, რაც გულისხმობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
მობილური ტელეფონი, რომლის ამოღებაც პირადი ჩხრეკის შედეგად მოხდა გ--------–----ძისგან, გამოძიების ეტაპზევე დაუბრუნდა გ--------–----ძეს. სათანადო ხელწერილი ერთვის საქმეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 293-ე მუხლების გამოყენებით, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ--------–----ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 110 (ასათი) საათის ვადით;
სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გ--------–----ძეს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს 2018 წლის 24 ნოემბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა და საბოლოოდ სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 95 (ოთხმოცდათხუთმეტი) საათის ვადით.
გ--------–----ძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს; გირაოს სახით შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;
დანიშნული სასჯელის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილის, გ-------–----------ის ქუჩა №7ა) ხ-–----ის რაიონული სასამართლოს (ხ-–----ი, მერაბ კოსტავას ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე
ლ--–----------–--ლი