განაჩენი

სისხლის სამართლის 04.03.2020
საქმის ნომერი
330100118002340974
თარიღი
04.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/924-18 (№0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 მარტი 2-2- წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა

და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნინო ნაჭყებია

სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ლ---–-----–-–--–-–---–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - მ-----–------–--------------–---–------ - დაბადებული 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–-----------–-----------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----------–-----------------–-------–-------------ში

 

ადვოკატები - ი------------–---, მ--–-------------–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „-----–------------------- იძულებით აუქციონზე 30 300 (ოცდაათიათას სამასი) ლარად შეიძინა ქ. თ---–-----------–-----------------–-------–-------------ში მდებარე მთლიანი საცხოვრებელი სახლის 1/2 ნაწილი (ს/კ 0-.2-.0-.0--.0--), დარჩენილი ნაწილის მესაკუთრეებად დარჩნენ მ-----–---–------ და ნ---------–----------ე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--2 წლის 6 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გაუქმდა საზიარო უფლება შპს „-----–------------------ და თანამესაკუთრეებს - მ-----–---–------ს, ნ---------–----------ეს შორის, ნატურით გაიყო უძრავი ქონება, მდებარე აღნიშნულ მისამართზე და შპს „-----–------------------ ცნობილი იქნა საცხოვრებელი სახლის პირველი სართულიდან 91,99 კვ.მ., ნახევრადსარდაფიდან 57,64 კვ.მ. მესაკუთრედ. შპს „-----–------------------- ვერ განახორციელა თავისი უფლება სასამართლოს მიერ მიკუთვნებულ რეალურ წილზე, ვინაიდან თანამესაკუთრეები არ ათავისუფლებდნენ აღნიშნულ ფართობს.

 

2--4 წლის 4 მარტს, აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილების საფუძველზე, განხორციელდა სადავო ფართობიდან მ-----–---–-----ისა და ნ---------–----------ის გამოსახლება, თუმცა იმავე დღეს, დაახლოებით 19:00 საათზე მ-----–---–------ უკანონოდ შეიჭრა და დაიკავა აღნიშნულ მისამართზე მდებარე შპს „თ---–----------------ის“ კუთვნილი პირველი სართულიდან - 91,99 კვ.მ. და ნახევრადსარდაფის სართულიდან 57, 64 კვ.მ. მ-----–---–-----ის უკანონო ქმედებით შპს „-----–------------------ შეეზღუდა საკუთრების უფლების განხორციელება, რითაც მას მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, 2--0 წლის 19 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სააღსრულებო ფურცელი და საქმეში არსებული სხვა მასალები.) ერთობლიობა მ-----–---–-----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული იქნა ყველა წერილობითი მტკიცებულება და დაიკითხა როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის მოწმეები, რომელთაც დაადასტურეს როგორც გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებული ინფორმაცია, ისე მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე, თუმცა შემდეგში დაცვის მხარის მიერ ყველა მტკიცებულება მიჩნეული იქნა არასადავო მტკიცებულებებად, რომელთაც საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, აქვთ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლში აღნიშნულია, არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ან სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.

 

საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლით კრიმინალიზებულია ბინაში ან ხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, უკანონო ჩხრეკა ან სხვა ქმედება, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელის ხელშეუხებლობას.

 

ზ/აღნიშნული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა ითვალისწინებს ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლას, უკანონო ჩხრეკას ან სხვა ქმედებას, რომელიც არღვევს მფლობელის ნების ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას. უკანონო შესვლად ჩაითვლება სხვა პირის ბინასა და სხვა მფლობელობაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოჩენა და ყოფნა. შესვლა უკანონოა იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩადენილია კანონმდებლობის დარღვევით. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დასადგენად აუცილებელია ზუსტად და ნათლად იყოს გამოხატული ბინის მეპატრონის ნება მასში სხვა პირის არასასურველი ყოფნის შესახებ.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ-----–---–------მ ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლა, რომელმაც დაარღვია ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

3.1. მ-----–---–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

3.2. მ-----–---–------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს მ-----–---–-----ის ასაკსა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას, აგრეთვე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარებასა და მონანიებას და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მ-----–---–-----ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად 2--- (ორი ათასი) ლარის ოდენობით ჯარიმის გამოყენება იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, ამასთან სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2--- წლის 24 ივნისის კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ის ბრალდებული/მსჯავრდებული ქალი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არის 65 წლის ან 65 წელზე მეტი ასაკის, თუ მან ჩაიდინა საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული, გარდა გამონაკლისი მუხლებისა, რომელთა შორისაც არ არის საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილი. ამ კანონის მე-2 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად სასჯელზე, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ-----–---–------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება - 1 (ერთი) ცალი ლაზერული დისკი (ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ნაჭყებია