განაჩენი

სისხლის სამართლის 08.05.2019
საქმის ნომერი
130100119002841910
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
08.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 1/21-2019

(038100119002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

8 მაისი, 2019 წელი ხ-–----ი

 

ხ-–----ის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ლ--–----------–--ლი

სხდომის მდივანი - რ--------------------–-–--ლი

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ბ----------------–--ლი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - მ--------------–-–--ლი, დაბადებული 199- წლის 5-------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, რეგისტრირებული ხ-–----ში, რ---------–ის ქუჩის N3--–-, ფაქტობრივად მცხოვრები თ---–--ში, ტ----–---–ის ქუჩის N1--–-

 

ადვოკატი - რონა ბუბუტეიშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი

 

სხდომის სახე - საჯარო

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

მ--------------–-–--ლმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 10 იანვარს, ქალაქ ხ-–----ში, რ---------–ის ქუჩის N3--–- მდებარე საცხოვრებელ სახლში მ--------------–-–--ლმა ჩაიდინა ძალადობა, კერძოდ, თავის მამას, ს--------------–-–--ლს რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავისა და გულმკერდის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მ--------------–-–--ლის ქმედება აღკვეთილ იქნა მათთან სტუმრად მყოფი დავით ჭიღლაძის მიერ.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მ--------------–-–--ლმა ჩაიდინა ის დანაშაულებრივი ქმედება, რაც ბრალად ერაცხება, ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს (საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ): დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტის №0-------- დასკვნა, ბრალდებულის აღიარება.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

ერთობლიობა იმ მტკიცებულებებისა, რაც საქმეშია წარმოდგენილი და რომელთა შეფასებაც სასამართლოს მიერ მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ მ--------------–-–--ლმა თავისი მამის, ს--------------–-–--ლის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ--------------–-–--ლისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს, ინანიებს; დაზარალებული შეურიგდა - ითხოვს, ბრალდებულზე გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები. აქვე მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მ--------------–-–--ლი წარსულში მსჯავრდებული იყო ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის ჩადენისათვის; თუმცაღა მისი ნასამართლობა მოცემული მომენტისთვის გაქარწყლებულია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მ--------------–-–--ლს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაითვლება პირობითად - სასამართლოს მიაჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, ბრალდებულის საზოგადოებისაგან იზოლირების გარეშეც შესაძლებელია, მიღწეულ იქნეს სასჯელის მიზანი, რაც გულისხმობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას; მოცემული სასჯელით შესაძლებელია, ბრალდებულმა მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და, ასევე მოხდეს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის კომპენსირებაც.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 293-ე მუხლების გამოყენებით სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ--------------–-–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაშიც ჩაეთვალოს 2019 წლის 10 იანვრიდან 5-------ის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა;

 

დანიშნული სასჯელი (ერთი წლისა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

გამოსაცდელი ვადის პერიოდში კონტროლის განხორციელება მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს;

 

მ--------------–-–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს;

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თ---–--ი, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა №7ა) ხ-–----ის რაიონული სასამართლოს (ხ-–----ი, მერაბ კოსტავას ქუჩა №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე

ლ--–----------–--ლი