განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100120003505927
საქმე №1/123-20
გორის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 მარტი, 2020 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - მ-----– ბ-----–---–-ს,ადვოკატ - ს-------- ვ------–-–---–ის,ბრალდებულ - ბ----- ც-------–---–ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №082061219002 საქმე ბ----- ხ----- ძე ც-------–---–ის მიმართ, (პირადი №------------- დაბადებულის 1----–-–--------------- საქართველოს მოქალაქის, დასაოჯახებლის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არ მქონის, მცხოვრების: ქარელის რაიონის სოფელ დ----ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით;-
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბ----- ც-------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა. მანვე ჩაიდანა, სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე ჩაიდინა, ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 06 დეკემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქარელის რაიონის სოფელ დ----ში მდებარე ხ---ა ც-------–---–ის საცხოვრებელ სახლში, ბ----- ც-------–---–მა შელაპარაკებისას შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, თანნაქონი ნაჯახის ორჯერ დარტყმით გულმკერდის და კისრის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა ვ--–---- ჭი--–--ას, რის შედეგადაც ვ--–---- ჭი--–--ა ადგილზე გარდაიცვალა. ამავე დროს, ბ----- ც-------–---–მა თანნაქონი დანა მკერდის არეში ერთხელ დაარტყა ა---------– გ----–-ას, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო ბ----- ც-------–---–ი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
2019 წლის 07 დეკემბერს, დილის საათებში, ბ----- ც-------–---–ი მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შევიდა ქარელის რაიონის სოფელ დ----ში მდებარე ვ----– ტ-------–---–ის საცხოვრებელ სახლში, რითაც დაარღვია ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა.
წინასასამართლო სხდომაზე, ასევე საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა ბ----- ც-------–---–მა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და წარმოდგენილი მტკიცებულებები სადაოდ არ გაუხდია.
სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა, ხოლო დაცვის მხარეს წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
ბ----- ც-------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით - ფოტოცხრილით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ფსიქოლოგიური-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვით, ნიმუშის აღების ოქმით, ამოღების ოქმით, ა---------– გვ--–-----ან ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ოქმით და თანდარული ჩანაწერით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებით და გამოთხოვილი ინფორმაციით, ბ----- ც-------–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ჩხრეკის ოქმებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო ბ----- ც-------–---–ის ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. კერძოდ, ბრალდებულის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება ბ----- ც-------–---–ს არ გააჩნია.
სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებების სიმძიმეს, იმ გარემოებას, რომ ბ----- ც-------–---–ის მიერ ჩადენილია განზრახი კატეგორიის სამი დამოუკიდებელი დანაშაული, რომელთაგან ერთი მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. სასამართლო მხედველობაში იღებს აღნიშნული დანაშაულის ჩადენის ხერხს, მოტივს, ბ----- ც-------–---–ის ქცევას მას შემდეგ, რაც მან სიცოცხლე მოუსპო დაზარალებულს და მიაჩნია, რომ წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების (არ არის ნასამართლევი) და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მან აღიარა წარდგენილი ბრალდება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ბ----- ც-------–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ----- ც-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ბ----- ც-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.
2. ბ----- ც-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
3. ბ----- ც-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 08 დეკემბრიდან.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ყავისფერი საფულე და მასში მოთავსებული ვ--–---- ჭი--–--ას პირადობის მოწმობა, 2 ცალი 1 ლარიანი მონეტა, 1 ცალი 5 ლარიანი კუპიურა, 1 ცალი მეტრომანის ბარათი; 1 ცალი ბავშვის ფოტოსურათი; ორი თეთრი ფერის „აიფონის“ მოდელის ტელეფონი, შავი ფერის „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ფინჯანი, ჭიქები და ჩანგლები, საფერფლე, ზეწარი და ბალიშის პირი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ვ--–---- ჭი--–--ას პირადი ნივთები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს და დაზარალებულის უფლებამონაცვლეს;
მომწვანო ფერის მცენარეული მასა, სისხლის ლაქები, ცული, დანები და დანის პირი, მინის ნამსხვრევები, საფერფლეში მოთავსებული ნამწვავები, ანაწმენდის ნიმუშები, თმის ნიმუშები, ფრჩხილის ნიმუშები, ხელის ანაბეჭდები, სისხლის ნიმუშები, ნერწყვის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს, ხოლო ვიდეო-ჩანაწერი ერთ ლაზერულ დისკზე და შპს „ვიონი-საქართველოდან“ გამოთხოვილი დეტალური ამონაწერი ერთ ლაზერულ დისკზე - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შალვა კაკაურიძე