განაჩენი

სისხლის სამართლის 24.07.2019
საქმის ნომერი
130100119003077431
დავის ტიპი
126
თარიღი
24.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 1-122-2019

(038020619002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 ივლისი, 2019 წელი ხ-–----ი

ხ-–----ის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ლ--–----------–--ლი

 

სხდომის მდივანი - ნ-----–----ძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ბ----------------–--ლი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გ----------–----–-ძე, დაბადებული 198- წლის 0-----------ლს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, რეგისტრირებული ხ-–----ში, თ-----------------–ის ქუჩის N3--–-, ფაქტობრივად მცხოვრები ხ-–----ში, ქ--------ს ქუჩის N2-–-

 

ადვოკატი - დ---------–-----–--ლი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

გ----------–----–-ძემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 2 ივნისს, ხ-–----ში, ქ--------ს ქუჩის N2-–- მდებარე საცხოვრებელ სახლში გ----------–----–-ძემ, არასრულწლოვანი შვილების ლ--–- და ა--------- ფ–----–-----ის თანდასწრებით, თავისი ორსული მეუღლის, მ------------–-ძის მიმართ ჩაიდინა ძალადობა - სახის არეში ორჯერ დაარტყა მუშტი და ყელის არეში წაუჭირა ხელი; შედეგად მ------------–-ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ გ----------–----–-ძემ ჩაიდინა ის დანაშაულებრივი ქმედება, რაც ბრალად ერაცხება, ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს (საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ): მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი, ბრალდებულის აღიარება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დაზარალებულის ორსულობასთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტაცია, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის N0-------- დასკვნა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

ერთობლიობა იმ მტკიცებულებებისა, რაც საქმეშია წარმოდგენილი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გ----------–----–-ძემ თავისი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ორსული მეუღლის - მ------------–-ძის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ----------–----–-ძისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს, ინანიებს; დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილია განცხადება, რომლის მიხედვითაც დაზარალებულს ბრალდებულის მიმართ არ გააჩნია პრეტენზიები, რაც სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვის დროსაც დადასტურდა; თუმცაღა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ოჯახში ძალადობა არასრულწლოვანის თანდასწრებით, რაც მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანსაც წარმოადგენს, თავისი არსიდან გამომდინარე, ქმედების კიდევ უფრო მძიმე შედეგზე მიუთითებს.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

გ----------–----–-ძეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვლება პირობითად, რადგან სასამართლოს მიაჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, ბრალდებულის საზოგადოებისაგან იზოლირების გარეშეც შესაძლებელია, მიღწეულ იქნეს სასჯელის მიზანი, რაც გულისხმობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მოცემული სასჯელით შესაძლებელია, ბრალდებულმა მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 293-ე მუხლების გამოყენებით, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ----------–----–-ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაშიც ჩაეთვალოს 2019 წლის 2 ივნისიდან 14 ივნისის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობის ყოფნის ვადა;

 

დანიშნული სასჯელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

გამოსაცდელი ვადის პერიოდში კონტროლის განხორციელება მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს;

 

გ----------–----–-ძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს; გირაოს სახით შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა (3000 ლარი) დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა №7ა) ხ-–----ის რაიონული სასამართლოს (ხ-–----ი, მერაბ კოსტავას ქუჩა №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე

ლ--–----------–--ლი