განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 1/167-2018
(გამო N027190618001)
ხაშურის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 თებერვალი, 2019 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი ბ----------------–--ლი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - დ---------–------–-–--–-ძე, დაბადებული 1994 წლის 29 იანვარს, პ/ნ 4----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობა გაქარწყლებული, მცხოვრები ქ-----–ის რაიონის სოფელ ბ----სში.
ადვოკატი: ი--------------ვი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე: ღია
განსახილველი საკითხი: ბრალდებულ დ------–-–--–-ძის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.საპროცესო შეთანხმების არსი:
დ------–-–--–-ძემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 18-19 ივნისს, ღამის საათებში, ქ-----–ის რაიონის სოფელ ბ----სში მდებარე ა-----–-------–-–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ალკოჰოლური სასმლის მიღების დროს წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, დ------–-–--–-ძემ მუცელის არეში დანის დარტყმის გზით, სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა ა-–---------------–---ძეს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.
ე.ი. დ------–-–--–-ძემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
დ------–-–--–-ძის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენა, გარდა მისივე აღიარებითი ჩვენებისა დასტურდება მოწმეების: გ------------------–---–ის, ც---------–---–ის, გ--–--–-–--–--ის, ი-----–---------–---–ის, დავით ა------–---–--, ა-----–-------–-–---–ის, მალხაზ ა------–---–--, ი----- ა------–---–--, თამაზ გ--–-–---–-- გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ ა-–---------------–---ძის გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულებებით (დ------–-–--–-ძის ტანსაცმელი, ა-–---------------–---ძის ტანსაცმელი, დანა), საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
ადვოკატთან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზემდგომი პროკურორის თანხმობით პროკურორ ბ-----------------–---–სა და ბრალდებულ დ------–-–--–-ძეს შორის, ადვოკატ ი--------------ვის მონაწილეობით.
პროკურორმა ბ----------------–--ლმა 2019 წლის 07 თებერვალს, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე წარმოადგინა შუამდგომლობა და ითხოვა ბრალდებულ დ------–-–--–-ძის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა. კერძოდ, პროკურორმა იშუამდგომლა: ბრალდებული დ------–-–--–-ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 05(ხუთი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 01(ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი 03(სამი) წელი და 06 (ექვსი) თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 03 (სამი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდებული დ------–-–--–-ძე და მისი ადვოკატი ი--------------ვი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მიიჩნევს რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია ბრალდებულის მოტყუებას, იძულებას, დაშინებას ან/და მუქარას. მას არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებაზე ბრალდებულმა თანხმობა ნებაყოფლობით, დამცველისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა. ამასთან, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული დ------–-–--–-ძე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება მას ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებების - დაცვის უფლება; უფლება, უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შეახებ; უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის შესახებ.
სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების ან ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს. ბრალდებულსა და პროკურორს შორის დადებული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში და რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
4. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს საქმის მასალებისა და დ------–-–--–-ძის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია, ხოლო სასჯელი კანონიერი და სამართლიანი. პროკურორის მიერ ფაქტობრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორის, ბ----------------–--ლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-216-ე, 258-ე-260-ე, 268-269-ე, 271- 274-ე და 277-279-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2.დამტკიცდეს პროკურორ ბ----------------–--ლსა და ბრალდებულ დ------–-–--–-ძეს შორის 2019 წლის 07 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმება;
3. დ------–-–--–-ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 05(ხუთი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 01(ერთი)წელი და 06 (ექვსი) თვე განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი 03(სამი) წელი და 06 (ექვსი) თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 03(სამი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
4.სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დ------–-–--–-ძეს დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან, 2019 წლის 07 თებერვლიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 19 ივნისიდან, 2018 წლის 05 სექტემბრის ჩათვლით.
5. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ დ------–-–--–-ძის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. გაუქმდეს დ------–-–--–-ძის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 სექტემბრის საოქმო განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.
7. ნივთიერი მტკიცებულება,- დაზარალებულ ა-–---------------–---ძის და მსჯავრდებულ დ------–-–--–-ძის ტანსაცმელი რაც ინახება შსს ქ-----–ის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათვე.
მოსაკეცი დანა, სისხლის ნიმუშები და ანაწმენდები, რაც ინახება შსს ქ-----–ის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
8. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
9. განაჩენი არ გასაჩივრდება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით, ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, გ) საპროცესო შეთანხმება დაიდო ისე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალიწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა, დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე
ნ.გიგიტაშვილი