განაჩენი

სისხლის სამართლის 01.08.2019
საქმის ნომერი
130100119003127015
დავის ტიპი
265 1
თარიღი
01.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/140-2019

№038310719002

ხ-–----ის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

01.08.2019 წელი ქ. ხ-–----ი

 

ხ-–----ის რაიონული სასამართლოს

 

მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი

 

სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ბ----------------–--ლი

დაცვის მხარე:

ბრალდებული დ-------------------–--–---–--ლი, საქართველოს მოქალაქე პ/ნ 5----------, დაბადებული 29.09.2000 წელს, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ხ-–----ის რაიონის სოფელ ბ----ში.

ადვოკატი - მარუიამ ინდუაშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილი

სხდომის სახე - ღია

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ დ-------–--–---–--ლის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა: დ-------–--–---–--ლმა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

დ-------–--–---–--ლმა უკანონოდ დათესა და მოიყვანა ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ შემცველი მცენარე კანაფი, რომლის კულტივირებას ახდენდა პერიოდულად. 2019 წლის 09 ივნისს, ხ-–----ის რაიონის სოფელ ბ----ში, შსს ხ-–----ის რაიონის თანამშრომლების მიერ გაჩხრეკილი იქნა დ-------–--–---–--ლის საცხოვრებელი სახლი და დამხმარე სათავსოები, რა დროსაც ამოღებული იქნა მის მიერ უკანონოდ დათესილი და მოყვანილი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი, წონით 106.0 გრამი.

ე.ი. დ-------–--–---–--ლმა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. დ-------–--–---–--ლის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა გარდა მისივე აღიარებისა, დასტურდება მოწმეების: ს--------–--–---–--ლის, მ--–-----------ძის, ა------–-----–--ლის გამოკითხვის ოქმებით, დ-------–--–---–--ლის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის ოქმით, ქიმიური და ბოტანიკური ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარით და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობით.

 

3.საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზემდგომი პროკურორის თანხმობით პროკურორ ბ----------------–--ლსა და ბრალდებულ დ-------–--–---–--ლს შორის, ადვოკატ მარიამ ინდუაშვილის მონაწილეობით.

 

პროკურორმა ბ----------------–--ლმა 2019 წლის 31 ივლისს სასამართლოში ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე წარმოადგინა შუამდგომლობა და ითხოვა ბრალდებულ დ-------–--–---–--ლის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა. პროკურორმა იშუამდგომლა: დ-------–--–---–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით შეეფარდოს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონის შესაბამისად, 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 5 წლით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდებული დ-------–--–---–--ლი და მისი ადვოკატი მარიამ ინდუაშვილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მიიჩნევს რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია ბრალდებულის მოტყუებას, იძულებას, დაშინებას ან/და მუქარას. მას არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებაზე ბრალდებულმა თანხმობა ნებაყოფლობით, დამცველისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა. ამასთან, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსსა და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.

 

სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული დ-------–--–---–--ლი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება მას ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებების - დაცვის უფლება; უფლება, უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ; უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის შესახებ.

 

სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების ან/და ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს. ბრალდებულსა და პროკურორს შორის დადებული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში და რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია, ხოლო სასჯელი კანონიერი და სამართლიანი. პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც პროკურორ ბ----------------–--ლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-216-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. დამტკიცდეს პროკურორ ბ----------------–--ლსა და ბრალდებულ დ-------–--–---–--ლს შორის 2019 წლის 31 ივლისს დადებული საპროცესო შეთანხმება.

3. დ-------–--–---–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ შეეფარდოს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.

მასვე ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონის შესაბამისად, 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 5 წლით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

4. ნივთიერი მტკიცებულება,- ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი, წონით 106.0 გრამი, სქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენის გასაჩივრების ვადა და წესი:

 

განაჩენი არ გასაჩივრდება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიიჩნევს, რომ ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, დაშინებით ან მოტყუებით, ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, გ) საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები, დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საპროცესო კანონის არსებითი მოთხოვნები.

 

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე

ნ. გიგიტაშვილი