განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-162-19
(038080819001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 ოქტომბერი, 2019 წელი ხ-–----ი
ხ-–----ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლ--–----------–--ლი
სხდომის მდივანი - ნ-----–----ძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ბ----------------–--ლი
დაცვის მხარე:
ადვოკატი - კ------------–-----ძე
ბრალდებული - დ-------------ძე, დაბადებული 198- წლის 2---------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ხ-–----ში, გ--–---------------ის ქუჩის №6--–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტები
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
დ-------------ძემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 8 აგვისტოს, ხ-–----ში, გ--–---------------ის ქუჩის №6--–- დ-------------ძემ ჩაიდინა ძალადობა ოჯახის წევრების მიმართ; კერძოდ, ღამის საათებში მთვრალ მდგომარეობაში მივიდა სახლში, სადაც თავის მშობლებს - ა---------– და დ------ კ--------ებს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა: დ------ კ--------ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და სხეულის სხვა მიდამოებში; კონფლიქტში ჩაერია ა---------– კ--------, რომელსაც დ-------------ძემ სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი. მომხდარს შეესწრო ა---------– და დ------ კ--------ების არასრულწლოვანი შვილიშვილი ა----- კ--------. დ-------------ძის ქმედებით დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ დ-------------ძემ ჩაიდინა ის დანაშაულებრივი ქმედება, რაც ბრალად ერაცხება, ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს (საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ): მოწმეთა დაკითხვის ოქმები, ბრალდებულის აღიარება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტის №№0--------, 0-------- დასკვნები.
3. სამართლებრივი შეფასება:
ერთობლიობა იმ მტკიცებულებებისა, რაც საქმეშია წარმოდგენილი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ დ-------------ძემ თავისი მშობლების, ა---------– და დ------ კ--------ების მიმართ, მათი არასრულწლოვანი შვილიშვილის თანდასწრებით, ჩაიდინა ძალადობა, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
დ-------------ძისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს, ინანიებს; მას შემდეგ, რაც გათავისუფლდა პატიმრობიდან (15.08.2019), მის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია; არ არის ნასამართლევი, არასოდეს ყოფილა ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული; როგორც დაზარალებულთა წერილობითი განცხადებიდან ირკვევა, შეურიგდნენ შვილს (ბრალდებულს), აპატიეს ჩადენილი, მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ. დაზარალებულები იმასაც უთითებენ, რომ სხვა დროს შვილის მხრიდან მათ მიმართ ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია; თუმცაღა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ოჯახში ძალადობა არასრულწლოვანის თანდასწრებით, რაც მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანსაც წარმოადგენს, თავისი არსიდან გამომდინარე, ქმედების კიდევ უფრო მძიმე შედეგზე მიუთითებს. ასევე მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ დ-------------ძემ მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ჩაიდინა დანაშაული.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
დ-------------ძეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რაც, იმის გათვალისწინებით, რომ იგი აღიარებს ჩადენილს, ინანიებს, შეურიგდა დაზარალებულებს, უნდა ჩაითვალოს პირობითად - სასამართლოს მიაჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, საზოგადოებისაგან იზოლირების გარეშეც შესაძლებელია, ბრალდებულმა მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და, ამასთან, მიღწეულ იქნეს სასჯელის მიზანი, რაც გულისხმობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 293-ე მუხლების გამოყენებით, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ-------------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაშიც ჩაეთვალოს 2019 წლის 8 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა.
დანიშნული სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
დ-------------ძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს; ა---------– კვინიკაძის (პ/ნ 5----------) სახელზე რეგისტრირებულ 25000 ლარად შეფასებულ უძრავ ქონებას (ს/კ 6-----------), მდებარეს ხ-–----ში, გ--–---------------ის ქუჩის №6--–-, რაც დაყადაღებულია, დ-------------ძის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებული გირაოს თანხის 3000 ლარის ნაწილში, მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა №7ა) ხ-–----ის რაიონული სასამართლოს (ხ-–----ი, მერაბ კოსტავას ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე
ლ--–----------–--ლი