განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020211417700045610
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1050-2017 28 ნოემბერი, 2017 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები თამარ სვანიძე
ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - ქ. ფ------------–----–------ი
წარმომადგენელი - ი-------------ა, შორენა წაბრია
მოწინააღმდეგე მხარე - ვ-–--------------------ე
მესამე პირი - შპს ჯ-------–------------–-- კ------ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ვ-–--------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ქ.ფ------------–----–------ის მერიას ვ-–--------------------ის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის 40155 ლარის ანაზღაურება. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. თვითმმართველ ქალაქ ფოთსა და შპს ჯ-------–------------–-- კ------ის შორის დადებული 2013 წლის 04 ნოემბერის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №208 ხელშეკრულების შესაბამისად, შესყიდვით განსაზღვრულ ობიექტს წარმოადგენდა ქ.ფოთში, დ-----------–----ლის ქუჩაზე №№4, 16 და 21 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის (ფასადების მოპირკეთება და მანსარდის მოწყობა) სამუშაოების შესყიდვა. 2.2. შპს აუდიტორული ფირმა გაბი აუდიტის მიერ 2016 წლის 15 სექტემბერს გაცემული Nფ/45 დასკვნის თანახმად, ქ.ფოთში, დ-----------–----ლის ქ.N16-ში მდებარე საცხოვრებელი შენობის მანსარდის დაშენების პერიოდში ატმოსფერული ნალექების მიერ დაზიანებულ ვ-–--------------------ის ბინაზე მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 40155.5 ლარი. 2.3. ქალაქ ფ------------–----–------ის მერიის 2016 წლის 11 ოქტომბრის N1-08/2819 წერილით ვ-–--------------------ეს ეცნობა, რომ შპს აუდიტორული ფირმა გაბი-აუდიტის 2016 წლის 15 სექტემბრის Nფ/45 დასკვნა არ წარმოშობს ქალაქ ფ------------–----–------ისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. სხვა რაიმე კონკრეტული მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ქ.ფ------------–----–------ის მხრიდან ზიანის მიყენების ფაქტს, წარმოდგენილი არ არის. ამდენად მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე ვერ დაკმაყოფილდება. 2.4. ქ.ფოთში, დ-----------–----ლის ქ.N16-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობასა და შპს ჯ-------–------------–-- კ------ის შორის 2015 წლის 30 მარტს დადებული შეთანხმების შესაბამისად, კ------ია სამუშაოების დროს ამხანაგობის წევრების საკუთრებაზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ან დაზიანებული ქონების პირვანდელი მდგომარეობით აღდგენას უზრუნველყოფს სამშენებლო სამუშაოების დასრულების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. საქართველოს ზაკ-ის მე-2 მუხლის ”ზ” ქ/პუნქტის თანხმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება. ადმინისტრაციული ორგანო ხელშეკრულების დადებისას ვერ იმოქმედებს კერძო პირებისათვის დამახასიათებელი კერძო ავტონომიის თავისუფლებით, რამდენადაც მისი საქმიანობა მიმართულია საჯარო უფლებამოსილებების განსახორციელებლად და მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში. ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნას ემსახურება ადმინისტრაციული ხელშეკრულების ცნების ლეგალურ დეფინიციაში მოცემული ელემენტი: ”საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით”. ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას სხვა სახის ხელშეკრულებისაგან მიჯნავს ხელშეკრულების საგანი. საქართველოს სკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. საქმის მასალები და მათი ანალიზი ცხადჰყოფს, რომ ვ-–--------------------ის საცხოვრებელი ბინა დაზიანდა შპს ჯ-------–------------–-- კ------ის მიერ ჩატარებული სამუშაოებიდან გამომდინარე, ვ-–--------------------ის ბინაზე მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 40155.5 ლარი, რაც სასამართლომ მიიჩნია გონივრულ ოდენობად. აღნიშნული აძლევს საფუძველს ფ------------–----–------ის მერიას (შესაბამისი ნების გამოვლენის პირობებში) რეგრესის წესით მოეთხოვა შპს ჯ-------–------------–-- კ------ისათვის მასზე დაკისრებული თანხების გადახდა (ანაზღაურება).
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა ქ. ფ------------–----–------მა: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. მოსარჩელე თავად მიუთითებს, რომ ზიანის მიადგა შპს ჯ-------–------------–-- კ------ის მიერ განხორციელებული სამუშაოების შესრულების შედეგად, ამასთანავე, სარჩელს თან ერთვის 2015 წლის 30 მარტის შეთანხმება, რომლითაც შპს ჯ-------–------------–-- კ------იმ აიღო ვალდებულება 2013 წლის 4 ნოემბრის №208 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დროს ამხანაგობის წევრების საკუთრებაზე მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს ან აღადგენს დაზიანებულ ქონებას პირვანდელი მდგომარეობით. გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, შპს ჯ-------–------------–-- კ------იაა ვალდებული აუნაზღაუროს მოსარჩელეს მიყენებული ზიანი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ ვლადიმერ გობრიძემ სარჩელი აღძრა ქ. ფ------------–----–------ის წინააღმდეგ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება. 4.2. მოსარჩელეს ქ. ფოთში, დ-----------–----ლის ქ. №16-ში ეკუთვნის ბ. №12. 4.3. აღნიშნულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე, ქ. ფ------------–----–------თან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა შპს ჯ-------–------------–-- კ------ი. 4.4. ამ სამუშაოების შედეგად მოსარჩელის კუთვნილი ბინა დაზიანდა. 4.5. შპს გაბი აუდიტის დასკვნის თანახმად, ზემოხსენებული ბინის აღსადგენად საჭიროა 40155,5 ლარის სამუშაოს ჩატარება. 4.6. ეს საქმე საქალაქო სასამართლომ განიხილა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინებით იგი განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას გადმოეცა. სამართლებრივი დასაბუთება 4.7. პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. 4.7.1. როგორც აღინიშნა, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილა. 4.7.2. როგორც საქმის მომზადების, ასევე მისი არსებითად განხილვის ეტაპზე არ გარკვეულა ის საკითხები, რომლებიც საქმის არსებითად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია. 4.7.3. კერძოდ, გამოკვლეული არ იქნა ის ფაქტობრივი გარემოებები, თუ რა სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა მოსარჩელესთან აპელანტი; იყო თუ არა იგი ამხანაგობის წევრი; ასრულებდა სამუშაოს ხელშეკრულების, თუ დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე. 4.7.4. სწორედ ამ საკითხების გამოკვლევაზე არის დამოკიდებული ვ-–--------------------ის სარჩელზე აპელანტის სათანადო მოპასუხედ ყოფნის საკითხი. 4.7.5. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი და გამოკვლეული არ არის, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს. 4.8. პალატის აზრით, საქმე საქალაქო სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს ხელახლა განსახილველად. 4.8.1. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სამოქალაქო საქმის განხილვის პროცესში სააპელაციო სასამართლოს ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების მიღებისა და გამოკვლევის უფლება შეზღუდული აქვს. 4.8.2. ამისგან განსხვავებით, ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილება უფრო ფართოა. 4.8.3. ამის შესაბამისად, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილა, მხარეებს უთუოდ ექნებოდათ იმის გონივრული მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითება არ შეეზღუდებოდათ. 4.8.4. ამის გამო, საქმის განხილვა უნდა დაიწყოს იმ ეტაპიდან, საიდანაც მხარეებს საპროცესო უფლებების სრულად და ჯეროვნად რეალიზაციის საშუალება ექნებათ. ეს კი პირველი ინსტაციის სასამართლოში საქმის მომზადების ეტაპია. 4.9. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად, კი დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია. 4.9.1. ეს ნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოში მხარის შეცვლის შემთხვევაში, ვერც ახალი და ვერც არსებული მხარე თავიანთ პროცესუალურ უფლებებს სრულყოფილად ვერ განახორციელებენ. ეს კი დაუშვებელია. 4.9.2. ამიტომ, არასათანადო მხარის სათანადო მხარით შეცვლა, მხოლოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოშია შესაძლებელი. 4.9.3. ამის შესაბამისად, თუ ამ განჩინების 4.7.3. პუნქტში მითითებული ფაქტების გამოკვლევის შედეგად დადგინდება, რომ აპელანტი არასათანადო მოპასუხეა, სააპელაციო სასამართლო მის ნაცვლად საქმეში სათანადო მოპასუხეს ვერ ჩააბამს და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მაინც მოუწევს. 4.9.4. ეს კი საქმის განხილვას არსებითად გააჭიანურებს. 4.10. ამრიგად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს ხელახლა განსახილველად.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს.
6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების დროს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქ. ფ------------–----–------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს;
3. საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების დროს;
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
5. ამ პირებმა განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
6. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ განჩინების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები თამარ სვანიძე
ლაურა მიქავა