განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001471870
საქმე №3ბ/1886-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
11 იანვარი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) - ა------- ტ-------ე, რ---–---- ფ–----–--ე;
წარმომადგენელი- ხ-------------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2016 წლის 08 აგვისტოს №57995-4/16 გადაწყვეტილება ა------- ტ-------ისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ;
სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ა------- ტ-------ეს დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით 2016 წლის 1 აგვისტოდან.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2016 წლის 08 აგვისტოს №57995-22/16 გადაწყვეტილება რ---–---- ფ–----–--ისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც რ---–---- ფ–----–--ეს დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით 2016 წლის 1 აგვისტოდან.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების გამოცემისას კანონის მოთხოვნების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ასევე არ დარღვეულა მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და შესაბამისად, მოსარჩელეების მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1 გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ა------- ტ-------ის და რ---–---- ფ–----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 08.08.2016 წლის №57995-4/16 გადაწყვეტილება; დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე ა------- ტ-------ეს 2016 წლის 1 აგვისტოდან დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია); ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 08.08.2016 წლის №57995-22/16 გადაწყვეტილება; დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე რ---–---- ფ–----–--ეს 2016 წლის 1 აგვისტოდან დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია);
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1 სსიპ ს----–-–----------------------–--------------------–----რ „დ--–---ს“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ა------- ტ-------ე 2010 წლის 24 სექტემბრიდან დღემდე მუშაობს სსიპ ს----–-–----------------------–--------------------–----რ „დ--–---ში“ , 2010 წლის 01 ნოემბრიდან არის ძირითადი წარმოების დეპარტამენტის მექანიკური დამუშავების და სპეც-ნაკეთობების საწარმოს უფროსის თანამდებობაზე. (ტ.2 ს.ფ 55-60)
2016 წლის 19 ივლისს, ა------- ტ-------ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის ისანი-სამგორის განყოფილებას და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა.(ტ.2 ს.ფ 14)
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის ისანი-სამგორის განყოფილების მიერ 2016 წლის 08 აგვისტოს გამოიცა №57995-4/16 გადაწყვეტილება სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, სსიპ ს----–-–----------------------–--------------------–----რ „დ--–---“-ში მუშაობის გამო, ა------- ტ-------ეს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია). (ტ.2 ს.ფ 12)
სსიპ ს----–-–----------------------–--------------------–----რ „დ--–---ს“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რ---–---- ფ–----–--ე 2010 წლის 24 სექტემბრიდან დღემდე მუშაობს სსიპ ს----–-–----------------------–--------------------–----რ „დ--–---ში“, არის ძირითადი წარმოების დეპარტამენტის მექანიკური დამუშავების და სპეც- ნაკეთობების ძირითადი მუშის (მეზამბარე) თანამდებობაზე. (ტ.1 ს.ფ 56)
2016 წლის 19 ივლისს, რ---–---- ფ–----–--ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის ისანი-სამგორის განყოფილებას და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა. (ტ.1 ს.ფ 14)
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის ისანი-სამგორის განყოფილების მიერ 2016 წლის 08 აგვისტოს გამოიცა №57995-22/16 გადაწყვეტილება სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, სსიპ ს----–-–----------------------–--------------------–----რ „დ--–---“-ში მუშაობის გამო, რ---–---- ფ–----–--ეს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია). (ტ.1 ს.ფ 12)
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრ ,,დ--–---ს“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 2017 წლის 27 თებერვალს გაცემული ცნობის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს, მისი 2017 წლის 09 თებერვლისN04/8010 წერილის პასუხად ეცნობა, რომ სსიპ ს----–-–----------------------–-----------------რი ცენტრი ,,დ--–---“ ამავე ცენტრის დაფუძნების მიზნებიდან, ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 25 აგვისტოს N25 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დ--–---ს“ დებულების შესაბამისად, ახორციელებს სამხედრო-სამეცნიერო, სამეცნიერო, სამეცნიერო-კვლევით და კვლევით საქმიანობას. მიუხედავად აღნიშნულისა, ,,დ--–---“ არ წარმოდგენს ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დაფუძნებულ და ამავე კანონით განსაზღვრულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას.
ამასთან, ,,დ--–---ს“ სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება ზემოხსენებული კანონით განსაზღვრული ექვსი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. (ტ.2 ს.ფ 71)
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელე ა------- ტ-------ე დაიბადა 1-------–-–------------------ს, ხოლო მოსარჩელე რ---–---- ფ–----–--ე დაიბადა 1----–-–-------------ს. შესაბამისად, წარმოადგენენ სახელმწიფო პენსიის მიღების უფლების მქონე სუბიექტებს.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. ამავე კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა. კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს. პენსიის ჯანმრთელობის დაზღვევის სარგებლის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ცალკე კანონმდებლობით.
საქმეში წარმოდგენილი მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა ა------- ტ-------ემ და რ---–---- ფ–----–--ემ 2016 წლის 19 ივლისს განცხადებით მიმართეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის ისანი-სამგორის განყოფილებას და მოითხოვეს სახელმწიფო პენსიის დანიშვნა, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის ისანი-სამგორის განყოფილებამ 2016 წლის 08 აგვისტოს მიიღო №57995-4/16 და №57995-22/16 გადაწყვეტილებები სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეები ა------- ტ-------ე და რ---–---- ფ–----–--ე ეწეოდნენ საჯარო საქმიანობას (დასაქმებულნი იყვნენ ს----––-------------------------–-----------------რ ცენტრ ,,დ--–---ში“, რომელიც წარმოადგენდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და იქ მუშაობა ითვლებოდა საჯარო საქმიანობად).
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც მიეკუთვნება საჯარო საქმიანობას, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
საქმის მასალების თანახმად, ა------- ტ-------ე 2010 წლის 24 სექტემბრიდან დღემდე მუშაობს სსიპ ს----–-–----------------------–--------------------–----რ „დ--–---“-ში, 2010 წლის 01 ნოემბრიდან არის ძირითადი წარმოების დეპარტამენტის მექანიკური დამუშავების და სპეც-ნაკეთობების საწარმოს უფროსის თანამდებობაზე.
რ---–---- ფ–----–--ე 2010 წლის 24 სექტემბრიდან დღემდე მუშაობს სსიპ ს----–-–----------------------–--------------------–----რ „დ--–---ს“ ძირითადი წარმოების დეპარტამენტის მექანიკური დამუშავების და სპეც-ნაკეთობების ძირითადი მუშის (მეზამბარის) თანამდებობაზე.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმის ნომერი: ბს-77-75 (კ-15)), სადაც საკასაციო სასამართლომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად მიიჩნია, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სსიპ ს----–-–----------------------–--------------------–----რ „დ--–---“-ს საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---“, სადაც მოსარჩელეები ა------- ტ-------ე და რ---–---- ფ–----–--ე მუშაობენ, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას წარმოადგენს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელეები ა------- ტ-------ე და რ---–---- ფ–----–--ე საქმიანობენ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---“-ში, მათი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად, მათ კანონის შესაბამისად არ შეუწყდებათ უფლება, მიიღონ სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. შესაბამისად, მათთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარი ეწინააღმდეგება კანონს.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 08.08.2016 წლის №57995-4/16 და №57995-22/16 გადაწყვეტილებები და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლითაც მოსარჩელეებს - ა------- ტ-------ეს და რ---–---- ფ–----–--ეს 2016 წლის 1 აგვისტოდან დაენიშნებათ სახელმწიფო გასაცემელი - პენსია.
7. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო მოთხოვნა:
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეების სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
7.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 მაისის N394 ბრძანებულების მიხედვით: საქართველოს გამგებლობაში მყოფ ს----–-–----------------------–-----------------რ ცენტრ „დ--–---ს“ და მის შემადგენლობაში მყოფ ავტომატური სისტემების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ „ს-----“ ბაზაზე, პროფილის შენარჩუნებით, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ს----–-–----------------------–-----------------რი ცენტრი „დ--–---“, თუმცა არც აღნიშნულ ბრძანებულებაშია ჩანაწერი უშუალოდ დ--–---ს, როგორც მაკოორდინებელი ცენტრის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ბუნების შესახებ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 25 აგვისტოს N25 ბრძანებით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო -ტექნიკური ცენტრი „დ--–---ს დებულება.
აღნიშნული დებულების მიხედვით: სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი „დ--–---“ წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი „დ--–---“. ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს კანონები, კანონქვემდებარე აქტები და წინამდებარე დებულება.
აპელანტი მიიჩნევს, რომ საქართველოს არცერთ საკანონმდებლო აქტში, არ არსებობს მითითება ან სამართლებრივი განმარტება, რომ სსიპ სსსტც დ--–--- - უშუალოდ წარმოადგენს სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებას, სამეცნიერო - კვლევით ადმინისტრაციულ ორგანოს.
აპელანტის განმარტებით, უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელე) შრომით საქმიანობას ეწევიან უშუალოდ სსიპ - სსსტ ცენტრ დ--–---ში, რაც წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში განხორციელებულ საქმიანობას.
აპელანტის განმარტებით, ასევე მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ სააგენტომ 2017 წლის 09 თებერვალს N04/8010 წერილით მიმართა „დ--–---ს“ დაა 2017 წლის 27 თებერვალს N338 წერილობითი პასუხით, ადმინისტრაციულმა ორგანომ მკაფიოდ უარყო სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების ბუნება, საქმიანობის პირობებიდან გამომდინარე. შესაბამისად დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს შეფასება, ადმინისტრაციულ ორგანოს მიანიჭოს ის უფლებამოსილება, რასაც თავად განმახორციელებელი უარყოფს, ვინაიდან აღნიშნული სცილდება ადმინისტრაციული უფლებამოსილების ფარგლებს.
8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის 1-ლი ნაწილის 23-ე პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი მხარეები (სახელმწიფოები) აღიარებენ ხანდაზმულ პირთა მიმართ სოციალური დაცვით უფლებას, ხოლო მე-2 ნაწილის 23-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულთა მიერ სოციალური დაცვით უფლებით რაც შეიძლება დიდხანს სარგებლობის მიზნით სახელმწიფო ვალდებულებას იღებს უზრუნველყონ ხანდაზმულთა დარჩენა საზოგადოებრივ სრულფასოვან წევრებად, რაც შეიძლება მეტი ხნით, რაც მაგალითად, ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიხატება, სათანადო სახსრების გამოყოფით, რაც საშუალებას მისცემს მათ იცხოვრონ ღირსეულად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში. ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღების უფლება წარმოადგენს პირის საჯარო სუბიექტური უფლების ერთ-ერთ სახეს, რომლითაც იგი საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე აღჭურვილია სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ. სუბიექტური უფლების წარმოშობის წინაპირობა არის მეორე პირის მოვალეობა, რამდენადაც სუბიექტური საჯარო სამართლებრივი უფლება არის პირისადმი საჯარო სამართლის ნორმით მინიჭებული უფლება, თავისი ინტერესების დასაცავად მოითხოვოს სახელმწიფოსაგან კონკრეტული დამოკიდებულება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის ისანი-სამგორის განყოფილების მიერ 2016 წლის 08 აგვისტოს გამოიცა №57995-4/16 გადაწყვეტილება სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, სსიპ ს----–-–----------------------–--------------------–----რ „დ--–---“-ში მუშაობის გამო, ა------- ტ-------ეს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია). (ტ.2 ს.ფ 12)
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის ისანი-სამგორის განყოფილების მიერ 2016 წლის 08 აგვისტოს გამოიცა№57995-22/16 გადაწყვეტილება სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების თანახმად, სსიპ ს----–-–----------------------–--------------------–----რ „დ--–---“-ში მუშაობის გამო, რ---–---- ფ–----–--ეს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია). (ტ.1 ს.ფ 12)
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავი განსაზღვრავს პენსიის დანიშვნის წესსა და პირობებს, კერძოდ, მითითებული კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკი, მამაკაცებისათვის - 65 წელი, ხოლო ქალებისათვის - 60 წელი; ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კი პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საპენსიო ასაკის პირისთვის პენსიის უფლების წარმოშობის ან წარმოშობილი უფლების შეწყვეტის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელება. საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-4 მუხლის შესაბამისად: საჯარო საქმიანობა არის ადმინისტრაციულ ორგანოში ან სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში განხორციელებული ანაზღაურებადი საქმიანობა, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო ხასიათის საქმიანობისა.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება, იმ საკითის გადაწყვეტას ა------- ტ-------ე და რ---–---- ფ–----–--ე ახორციელებენ თუ არა საჯარო საქმიანობას სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკურ ცენტრ „დ--–---ში“ საქმიანობისას და აღნიშნული წარმოადგენს თუ არა სამეცნიერო კვლევით დაწესებულებას.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის -სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო- ტექნიკურ ცენტრ „დ--–---ს“ შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 მაისის №394 ბრძანებულების თანახმად, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფაში სამხედრო დანიშნულების სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების სპეციფიკურობისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების გათვალისწინებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში მყოფ ს----–-–----------------------–-----------------რ ცენტრ „დ--–---ს“ და მის შემადგენლობაში მყოფ ავტომატური სისტემების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ „ს-----“ ბაზაზე, პროფილის შენარჩუნებით, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ს----–-–----------------------–-----------------რი ცენტრი „დ--–---“, რომლის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს განსახორციელებდა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ს----–-–----------------------–-----------------რ ცენტრ „დ--–---ს“ დებულების შემუშავება და დამტკიცება დაევალა. აღნიშნული ბრძანებულება ხაზს უსვამს „დ--–---ს“ შექმნის მიზნებსა და საფუძვლებს, რომელიც სწორედ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფაში სამხედრო დანიშნულების სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტურუქტორო სამუშაოების სპეციფიკურობისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების გათვალისწინებით შეიქმნა.
ამასთან, აღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 სექტემბრის №1120 ბრძანებით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ს----–-–----------------------–-----------------რი ცენტრი „დ--–---ს“ დებულება (კომპენსაციის შეწყვეტის დროს მოქმედი), რომლითაც განსაზღვრულია ცენტრის მიზნები, ამოცანები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი. დებულების მიხედვით, ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას სხვადასხვა იარაღისა და მასალების შექმნა და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარება წარმოადგენს. მაგალითისათვის, მითითებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრის ძირითადი მიზნები, ამოცანები და ფუნქციებია საბრძოლო იარაღის, საბრძოლო მასალების, სამხედრო დანიშნულების ტექნიკისა და აღჭურვილობის შექმნა, აღდგენა, მოდერნიზება, მომსახურება და რემონტი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯავშნე მასალების შექმნა, ცოცხალი ძალის უსაფრთხოებისა და სპეციალური ობიექტების დაცვითი სისტემების სამეცნიერო-ტექნიკური უზრუნველყოფა; ასევე, „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქვეყანაში სეტყვასაწინააღმდეგო და ზვავსაწინააღმდეგო საქმიანობასთან დაკავშირებული სისტემების დამუშავება, მოდერნიზება, შექმნა, დანერგვა და მომსახურება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ცენტრი თავისი უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე ქვეყნის სამეცნიერო-ტექნიკურ საწარმოებსა და ორგანიზაციებში ახალი ტექნიკის შექმნის საკითხებში შეიმუშავებს პრიორიტეტულ მიმართულებებს და შესაბამის სახელმწიფო პროგრამებს სათანადო უწყებებთან ერთად; „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ცენტრი ამტკიცებს და გასცემს ტექნიკურ დავალებებს, გეგმებს სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების შესრულებაზე; „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრი ატარებს ცენტრში შექმნილი და დამზადებული შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის საცდელი ნიმუშების (კომპლექსების, სისტემების), სერიული პროდუქციის, აგრეთვე მაკომპლექტებელი ნაკეთობებისა და მასალების გამოცდებს, მონაწილეობს მათ სახელმწიფო გამოცდებში, ამზადებს ტექნიკურ დოკუმენტაციას მათ მისაღებად შეიარაღებაზე და ახორციელებს სერიულ წარმოებაში დანერგვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ხოლო „რ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ცენტრი ორგანიზებას უწევს და მონაწილეობას იღებს სამეცნიერო ფორუმებში (კონფერენცია, სემინარი, კონგრესი, ყრილობა), მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ. დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი ცენტრთან სათათბირო ორგანოს სტატუსით, მოქმედებს სამეცნიერო-ტექნიკური საბჭო, რომლის წევრები არიან ცენტრის წამყვანი სპეციალისტებით შეიქმნა. ამდენად, „დ--–---ს“ საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტების მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.
9. პროცესის ხარჯები:
9.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -