განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001239115
საქმე №3ბ/1770-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
18 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;
წარმომადგენელი - ე---------–-–---–-;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შ------ა კ-----–-ა;
მესამე პირი (16.2) - ლ---- ჯ----–--–---–ი, ნ----------–--–---–ი, ნ-----–ი ჯ----–--–---–ი, პ------------–--–---–ი;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 08 იანვრის №--- ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ.
1.2. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შ------ა კ-----–-ას დევნილი ოჯახის, როგორც ქ. თბილისში, სასტუმრო “ა------------ში” მცხოვრები ოჯახის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. მესამე პირების პოზიცია:
3.1. მესამე პირების - ლ---- ჯ----–--–---–ის, ნ----------–--–---–ის, ნ-----–ი ჯ----–--–---–ის და პ------------–--–---–ის წარმომადგენელი დაეთანხმა სარჩელს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
4.1 გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
შ------ა კ-----–-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 08 იანვრის №--- ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ; დაევალა მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შ------ა კ-----–-ას დევნილი ოჯახის, როგორც ქ. თბილისში, სასტუმრო ”ა------------ში” მცხოვრები ოჯახის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ; მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
5.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძლებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ 2014 წლის 30 იანვარს შ------ა კ-----–-ას, ასევე მისი ოჯახის წევრების პ------------–--–---–ის, ლ---- ჯ----–--–---–ის, ნ----------–--–---–ისა და ნ-----–ი ჯ----–--–---–ის სახელზე გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები, რომელთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილად, იძულებით გადაადგილებამდე, მითითებულია აფხაზეთი, გულრიფში, სოფელი ბაღმარანი, ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილი) - თბილისი, სამგორი, ა------------ის დასახლება, “ა------------ის” სასტუმრო. (ს.ფ 13)
5.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 2016 წლის 09 მარტის №01-02/06-2305 სამსახურებრივი ბარათით დგინდება, რომ მონაცემთა ბაზის მიხედვით შ------ა კ-----–-ა და მისი ოჯახის წევრები: პ------------–--–---–ი, ნ-----–ი ჯ----–--–---–ი, ნ----------–--–---–ი და ლ---- ჯ----–--–---–ი დევნილად რეგისტრირებულნი არიან ქ.თბილისი, სამგორი, ა------------ის დასახლება “ა------------ის სასტუმროს“ შენობა. (ს.ფ 82)
5.3. სს ”თელასის” აბონენტის ბრუნვის ისტორიის თანახმად, პ------------–--–---–ს (№4------) უფიქსირდება, ქ. თბილისში, ა------------ის დასახლება, სახლი 112, ბინა 110-ში, კომუნალური გადასახადები 2012-2016 წლებში. (ს.ფ 21-24)
5.4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2015 წლის 09 ნოემბრის №1-- ოქმით დგინდება, რომ კომისიამ განიხილა ქ.თბილისში, 1-----------ი ობიექტის ერთობლივად დათვალიერების შედეგად შერჩეული ორი, ყველაზე მაშტაბური ნგრევადი ობიექტიდან - სასტუმრო ”კ---–-----დან“ და ”ა------------იდან“ დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხი.
კომისიის გადაწყვეტილებით, მითითებულ მისამართზე ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო, შ------ა კ-----–-ას ოჯახს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე. (ს.ფ 101-108)
5.5. 2015 წლის 27 ნოემბერს შ------ა კ-----–-ამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 25 დეკემბრის ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმით დგინდება, რომ სხდომაზე გამოცხადდა შ------ა კ-----–-ა, რომელმაც განაცხადა, რომ 1----–ლიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობს ა------------ის სასტუმროში. მისი ორივე შვილი სწავლობს იქვე სკოლაში. მეუღლეს, სამსახურის გამო, ხშირად უწევს ქალაქიდან გასვლა. მანვე აღნიშნა, რომ ფართის სიმცირის გამო, ის და მისი ოჯახის წევრები ძირითადად ცხოვრობენ იქვე დასახლებაში მდებარე ფატიმა ქ------ს საკუთრებაში არსებულ ბინაში, ხოლო სასტუმროში მიდიან ძირითადად შაბათ-კვირას. სამინისტროს მიერ განხორციელებული მონიტორინგისას იმყოფებოდა სასტუმროში და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მისი ოჯახის თაობაზე.(ს.ფ 96-97)
5.6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 2015 წლის 30 დეკემბრის №0------------- სამსახურებრივი ბარათით დგინდება, რომ შ------ა კ-----–-ას გრძელვადიანი განსახლების მიზნით, როგორც ნგრევადი ობიექტიდან, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №1--), ეთქვა უარი ”საკუთრების გამო“, ვინაიდან კომისიის მიმდინარეობის პერიოდში შ------ა კ-----–-ას უფიქსირდებოდა საკუთრება მის: ქ.თბილისი, ა------------ის დასახლება, სახლი №------------, ს/კ 0---------------------- და ასევე ამავე ოჯახის მაცხოვრებელს, დედამთილს - ნ-----–ი ჯ----–--–---–ს უფიქსირდება საკუთრება მის: ქ.თბილისი, ა------------ის დასახლება სახლი №-----------, ს/კ 0----------------------- ამავე სამსახურეობრივი ბარათით ირკვევა, რომ შ------ა კ-----–-ამ საკუთრება გაასხვისა 2015 წლის 06 აგვისტოს მოქალაქე ფ-----ა ქ------ზე.(ს.ფ 42)
5.7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლი 30 დეკემბრის №0------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შ------ა კ-----–-ას ეცნობა, რომ მისი ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან მოკვლეული ინფორმაციის თანახმად, გამოირკვა, რომ 2009 წლიდან შ------ა კ-----–-ა არ ცხოვრობს ქ. თბილისში, ა------------ის სასტუმროში. მისი ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისი, ა------------ის დასახლება, სახლი №------------.(ს.ფ 19-20)
5.8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 08 იანვრის №--- ბრძანებით, ქ. თბილისში არსებული პროექტების ფარგლებში, შ------ა კ-----–-ას (ლ---- ჯ----–--–---–ს, ნ----------–--–---–ს, ნ-----–ი ჯ----–--–---–ს, პ------------–--–---–ს) ოჯახს, მითითებულ მისამართზე ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო, ამ ეტაპზე უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.(ს.ფ 18)
5.9. 2009 წლის 16 ივნისს გაცემული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ 2009 წლის 12 ივნისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. თბილისი, ა------------ის დასახლება, სახლი №------------, ს/კ 0---------------------- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შ------ა კ-----–-ას სახელზე.
2015 წლის 06 აგვისტოს გაცემული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ 2015 წლის 04 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ.თბილისი, ა------------ის დასახლება, სახლი №------------ მესაკუთრეს წარმოადგენს ფ-----ა ქ------.(ს/ფ 49-50; 53-54)
5.10. მოწმე ფ-----ა ქ------ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის შ------ა კ-----–-ას ბიძაშვილი. შ------ა კ-----–-ა 1990 წლებიდან მუდმივად ცხოვრობს ქ.თბილისი, ა------------ის დასახლებაში მდებარე სასტუმროში, მე-4 სართულზე №4---------–ი, თუმცა სასტუმროში არის საცხოვრებლად გაუსაძლისი პირობები, არ არის წყალი და ელექტრო ენერგია. აღნიშნულის გამო ხშირად უწევს მის ბინაში ყოფნა. ფ-----ა ქ------ს განმარტებით, 2009 წელს ოჯახში არსებული პრობლემების გამო და ბინის დაკარგვის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით ქ.თბილისი, ა------------ის დასახლება, სახლი №29, №15 ბინა რეგისტრირებული იქნა შ------ა კ-----–-ას სახელზე, თუმცა 2015 წელს ზემოხსებული ბინა გადაფორმდა ფ-----ა ქ------ზე.( იხ.: სხდომის ოქმი)
5.11. 2010 წლის 23 თებერვალს გაცემული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ 2010 წლის 17 თებერვლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. თბილისი, ა------------ის დასახლება, სახლი №-----------, ს/კ 0---------------------- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ნ-----–ი ჯ----–--–---–ის სახელზე.
2015 წლის 05 აგვისტოს გაცემული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ 2015 წლის 03 აგვისტოს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ.თბილისი, ა------------ის დასახლება, სახლი №----------- მესაკუთრეს წარმოადგენს ზ---- ჯ----–--–---–ი.(ს/ფ 47-48; 51-52)
5.12. მოწმე ლ--–---------ას ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის შ------ა კ-----–-ას მეზობელი. შ------ა კ-----–-ა 1----–ელს დაქორწინდა პ------------–--–---–ზე და მას შემდეგ ოჯახთან ერთად მუდმივად ცხოვრობს ”სასტუმრო ა------------ში“ მდებარე 15 კვ.მ. ბინაში. ლ--–---------ას განმარტებით, შ------ა კ-----–-ას შვილები სკოლის პერიოდში ცხოვრობდნენ ნათესავთან ფ-----ა ქ------სთან, ვინაიდან სასტუმროში არ იყო ნორმალური საცხოვრებელი პირობები. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ გარკვეული პერიოდით, პ------------–--–---–ის ძმის (რომელიც იმყოფებოდა საზღვარგარეთ და იქიდან გამოგზავნილი ფულით სურდა არასრულწლოვანი შვილისათვის შეეძინა უძრავი ქონება) ბინა გაფორმებული იყო ნ-----–ი ჯ----–--–---–ის სახელზე, თუმცა ნ-----–ი ჯ----–--–---–ი რეალურად უძრავი ქონების მესაკუთრე არ ყოფილა. (იხ.: სხდომის ოქმი)
6. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
6.1. სასამართლომ განმარტა, რომ საქმის მასალებით, დადგენილია თბილისში, სამგორი, ა------------ის დასახლებაში მდებარე ”ა------------ი სასტუმრო“ წარმოადგენს მოსარჩელე შ------ა კ-----–-ას ოჯახის, როგორც დევნილის სტატუსის მქონე პირების დროებითი რეგისტრაციის ადგილს, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ შეფასებულია ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ნგრევად ობიექტად. შესაბამისად, კომისია უფლებამოსილი იყო ეხელმძღვანელა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების შეფასების გარეშე გადაეწყვიტა მითითებულ სასტუმროში მცხოვრები ოჯახების (მათ შორის - მოსარჩელის) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხი, იმ შემთხვევაში, თუ სათანადო გამოკვლევის შედეგად დადასტურდებოდა, რომ ოჯახი მითითებულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრობდა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტული შემოწმების დღეს მოსარჩელის მისამართზე არყოფნის ფაქტი არ შეიძლებოდა გამხდარიყო მის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ დასკვნის გაკეთების ერთადერთი საფუძველი. საქმეზე დადგენილი გარემოებები აბსოლუტურად არ გამორიცხავს იმას, რომ მოსარჩელის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს აღარ წარმოადგენს თბილისში, სამგორი, სასტუმრო ა------------ში მდებარე ბინა.
სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია ყურადღება გაემახვილებინა იმ გარემოებაზე, რომ მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევადი ობიექტების მდგომარეობის დადასტურების საშუალებად მიჩნეულია სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნა. შესაბამისად, ამგვარი ობიექტისა და მასში მცხოვრები პირების მდგომარეობის დასკვნით დადასტურების პირობებში, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივი ცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში არ იმყოფებოდა ან დადგინდა, რომ გარკვეული დროის მონაკვეთში იგი მისამართზე არ ცხოვრობდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საკითხის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, თუ რა მიზეზით შეიძლებოდა პირი მისამართზე არ ყოფილიყო, იმ პირობებში, როდესაც საცხოვრებელი შენობა ნგრევად ობიექტად არის აღიარებული და შესაძლოა მასში მცხოვრები პირის მდგომარეობა დროებით არ იძლეოდა ბინაში ცხოვრების საშუალებას, ან არსებობდა სხვა გარემოება.
სასამართლომ ასევე არ გაიზიარა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ შ------ა კ-----–-ას ოჯახის წევრს, ნ-----–ი ჯ----–--–---–ს საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2010 წლის 23 თებერვალს გაცემული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, 2010 წლის 17 თებერვლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. თბილისი, ა------------ის დასახლება, სახლი №-----------, ს/კ 0---------------------- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ნ-----–ი ჯ----–--–---–ის სახელზე. 2015 წლის 05 აგვისტოს გაცემული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ 2015 წლის 03 აგვისტოს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ.თბილისი, ა------------ის დასახლება, სახლი №----------- მესაკუთრეს წარმოადგენს ზ---- ჯ----–--–---–ი.
სასამართლო ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცება, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა მოსარჩელის ოჯახის ქ. თბილისში, დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში - სასტუმრო ”ა------------ში", მისთვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ბინაში ფაქტობრივად არცხოვრების ფაქტი.
7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გაუქმება.
7.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით, შ------ა კ-----–-ას, ასევე მისი ოჯახის წევრების, პ------------–--–---–ის, ლ---- ჯ----–--–---–ის, ნ----------–--–---–ისა და ნ-----–ი ჯ----–--–---–ის დევნილის დროებით საცხოვრებელ მისამართს წარმოადგენს ქ. თბილისი, ა------------ის სასტუმრო, ო---------0.
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განიხილა "ა------------ის" სასტუმროში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების საკითხი. დევნილი ოჯახები დაკმაყოფილდნენ მითითებულ მისამართზე ფაქტობრივად მცხოვრები ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით.
სამინისტროს მიერ ა------------ის სასტუმროში განხორციელებული მოკვლევის შედეგად (რომელის მიზანს წარმოადგენდა ობიექტზე ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების დადგენა) გამოვლინდა, რომ დევნილი შ------ა კ-----–-ას ოჯახი არ ცხოვრობდა მისამართზე ქ. თბილისი, ა------------ის სასტუმრო N420 და 2009 წლიდან მოსარჩელისა და მისი ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისი, დასახლება ა------------ი, ს---–---------------.
2015 წლის 27 ნოემბერს სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა შ------ა კ-----–-ამ და ითხოვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება, როგორც ა------------ის სასტუმროში მცხოვრები დევნილი ოჯახისა.
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოკვლეული მასალებით დადგინდა, რომ მოსარჩელე 2009 წლიდან ფაქტიურად არ ცხოვრობდა რეგისტრაციის ადგილას. მის ფაქტიურ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისი, დასახლება ა------------ი, ს---–---------------.
შ------ა კ-----–-ას განმარტებით, იგი ცხოვრობს სხვის, ფ-----ა ქ------ს საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართში, მისამართზე, ქ. თბილისი, დასახლება ა------------ი, ს---–---------------, რაც სამინისტროს მიერ ვერ იქნება მიჩნეული სარწმუბოდ შემდეგ გარემოებათა გამო: საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზის თანახმად, ზემოაღნიშნული ბინა 2009 წლიდან წარმოადგენდა შ------ა კ-----–-ას საკუთრებას, რომელიც 2015 წლის 08 აგვისტოს (საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხის განხილვისას) გაასხვისა ფ-----ა ქ------ზე (ბიძაშვილი).
მოსარჩელე მხარის განმარტებით, ამჟამად (ადმინისტრაციული წარმოების სხდმის ოქმი, 25.12.2015წ) ფართის სიმცირის გამო, ის და მისი ოჯახის წევრები ძირითადად ცხოვრობენ იქვე დასახლებაში მდებარე ფ-----ა ქ------ს საკუთრებაში, რომელიც იყო მის სახელზე გაფორმებული და ახლახანს გადაუფორმა მის რეალურ მესაკუთრეს, ხოლო სასტუმროში მიდიან ძირითადად მხოლოდ შაბათ-კვირას.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ შ------ა კ-----–-ას ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს არ წარმოადგენდა სასტუმრო "ა------------ი“.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება სასარჩელო მოთხოვნები სრულად.
8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ”საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ შ------ა კ-----–-ას და მის ოჯახს აქვთ იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილის სტატუსი. შესაბამისად, მათზე ვრცელდება აღნიშნული კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.
”საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს, ხოლო ამავე მუხლის ”ო” ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (შემდგომ – გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულია დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი, რომელიც ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.
აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესში, კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაზე, მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია.
სასამართლო მიუთითებს ამავე წესის მე-4 მუხლზე, რომლითაც დადგენილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები. კერძოდ, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კონკრეტული საცხოვრებელი ფართის შეთავაზებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, განისაზღვრება, თუ კონკრეტული პროექტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება. მე-5 პუნქტის თანახმად კი, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელით ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №4 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №5 დანართის შესაბამისად.
მითითებული მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტ(ებ)ის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელე შ------ა კ-----–-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელსაც მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი და არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. შესაბამისად, აღნიშნული პირისათვის არსებობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით, მათთვის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ დადგენილია, თბილისში, სამგორი, ა------------ის დასახლებაში მდებარე ”ა------------ი სასტუმრო“ წარმოადგენს მოსარჩელე შ------ა კ-----–-ას ოჯახის, როგორც დევნილის სტატუსის მქონე პირების დროებითი რეგისტრაციის ადგილს, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ შეფასებულია ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ნგრევად ობიექტად. შესაბამისად, კომისია უფლებამოსილი იყო ეხელმძღვანელა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების შეფასების გარეშე გადაეწყვიტა მითითებულ სასტუმროში მცხოვრები ოჯახების (მათ შორის - მოსარჩელის) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხი, იმ შემთხვევაში, თუ სათანადო გამოკვლევის შედეგად დადასტურდებოდა, რომ ოჯახი მითითებულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრობდა.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ კონკრეტული შემოწმების დღეს მოსარჩელის მისამართზე არყოფნის ფაქტი არ შეიძლებოდა გამხდარიყო მის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ დასკვნის გაკეთების ერთადერთი საფუძველი. საქმეზე დადგენილი გარემოებები აბსოლუტურად არ გამორიცხავს იმას, რომ მოსარჩელის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს აღარ წარმოადგენს თბილისში, სამგორი, სასტუმრო ა------------ში მდებარე ბინა.
მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევადი ობიექტების მდგომარეობის დადასტურების საშუალებად მიჩნეულია სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნა. შესაბამისად, ამგვარი ობიექტისა და მასში მცხოვრები პირების მდგომარეობის დასკვნით დადასტურების პირობებში, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივი ცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში არ იმყოფებოდა ან დადგინდა, რომ გარკვეული დროის მონაკვეთში იგი მისამართზე არ ცხოვრობდა. სასამართლოს მიაჩნია, რომ საკითხის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, თუ რა მიზეზით შეიძლებოდა პირი მისამართზე არ ყოფილიყო, იმ პირობებში, როდესაც საცხოვრებელი შენობა ნგრევად ობიექტად არის აღიარებული და შესაძლოა მასში მცხოვრები პირის მდგომარეობა დროებით არ იძლეოდა ბინაში ცხოვრების საშუალებას, ან არსებობდა სხვა გარემოება. აღნიშნულ არგუმენტაციას ამყარებს ისიც, რომ საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების (მხარისა და მოწმეთა ახსნა-განმარტებები) თანახმად, სასტუმრო „ა------------ში“ არ არის ელ. ენერგია, წყალი, არის ანტისანიტარია, შენობა ინგრევა და სხვ.) საფუძველზე, მცირეწლოვანი ბავშვებისათვის ამგვარ პირობებში ცხოვრება სახიფათოა და ამდენად, სრულიად ლოგიკურია, რომ კვირის სამუშაო/სასწავლო დღეების განმავლობაში შ------ა კ-----–-ა ცხოვრობდა ნათესავებთან, რომლებსაც გააჩნდათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პოზიცია, რომ შ------ა კ-----–-ას 2009 წლიდან გააჩნდა საკუთრება და ის, ოჯახთან ერთად ფაქტობრივად არ ცხოვრობდა სასტუმრო ”ა------------ის” შენობაში.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2009 წლის 16 ივნისს გაცემული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, 2009 წლის 12 ივნისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ.თბილისი, ა------------ის დასახლება, სახლი №------------, ს/კ 0---------------------- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შ------ა კ-----–-ას სახელზე. 2015 წლის 06 აგვისტოს გაცემული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ 2015 წლის 04 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. თბილისი, ა------------ის დასახლება, სახლი №------------ მესაკუთრეს წარმოადგენს ფ-----ა ქ------.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ფ-----ა ქ------ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის შ------ა კ-----–-ას ბიძაშვილი. შ------ა კ-----–-ა 1990 წლებიდან მუდმივად ცხოვრობს ქ.თბილისში, ა------------ის დასახლებაში მდებარე სასტუმროში, მე-4 სართულზე №--- ოთახში, თუმცა სასტუმროში არის საცხოვრებლად გაუსაძლისი პირობები, არ არის წყალი და ელექტრო ენერგია. აღნიშნულის გამო ხშირად უწევს მის ბინაში ყოფნა. ფ-----ა ქ------ს განმარტებით, 2009 წელს ოჯახში არსებული პრობლემების გამო და ბინის დაკარგვის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით ქ.თბილისი, ა------------ის დასახლება, სახლი №29, №15 ბინა რეგისტრირებული იქნა შ------ა კ-----–-ას სახელზე, თუმცა 2015 წელს ზემოხსებული ბინა გადაფორმდა ფ-----ა ქ------ზე.
სასამართლო ასევე არ იზიარებს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ შ------ა კ-----–-ას ოჯახის წევს, ნ-----–ი ჯ----–--–---–ს საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2010 წლის 23 თებერვალს გაცემული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, 2010 წლის 17 თებერვლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. თბილისი, ა------------ის დასახლება, სახლი №-----------, ს/კ 0---------------------- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ნ-----–ი ჯ----–--–---–ის სახელზე. 2015 წლის 05 აგვისტოს გაცემული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ 2015 წლის 03 აგვისტოს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ.თბილისი, ა------------ის დასახლება, სახლი №----------- მესაკუთრეს წარმოადგენს ზ---- ჯ----–--–---–ი.
მოწმე ლ--–---------ას ჩვენებით დადგენილია, რომ არის შ------ა კ-----–-ას მეზობელი. შ------ა კ-----–-ა 1-----–ელს დაქორწინდა პ----ა ჯ----–--–---–ზე და მას შემდეგ ოჯახთან ერთად, მათ შორის მეუღლის დედასთან - ნ-----–ი ჯ----–--–---–თან ერთად, მუდმივად ცხოვრობს ”სასტუმრო ა------------ში“ მდებარე 15 კვ.მ. ბინაში. ლ--–---------ას განმარტებით, შ------ა კ-----–-ას შვილები სკოლის პერიოდში ცხოვრობდნენ ნათესავთან ფ-----ა ქ------სთან, ვინაიდან სასტუმროში არ იყო ნორმალური საცხოვრებელი პირობები. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ გარკვეული პერიოდით, პ------------–--–---–ის ძმის (რომელიც იმყოფებოდა საზღვარგარეთ და იქიდან გამოგზავნილი ფულით სურდა არასრულწლოვანი შვილისათვის შეეძინა უძრავი ქონება) ბინა გაფორმებული იყო ნ-----–ი ჯ----–--–---–ის სახელზე, თუმცა ნ-----–ი ჯ----–--–---–ი რეალურად უძრავი ქონების მესაკუთრე არ ყოფილა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში როდესაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, ა------------ის დასახლებაში მდებარე სასტუმრო „ა------------ი“ წარმოადგენს ნგრევად ობიექტს, ხდება აღნიშნული ობიექტიდან მოსახლეობის გაყვანა და მათი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, იმის გათვალისწინებით, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება შ------ა კ-----–-ას ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, ა------------ის დასახლებაში, სასტუმრო „ა----------რის“ შენობაში რეგისტრაციისა და ცხოვრების ფაქტი და აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგოდ მტკიცებულება აპელანტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. პროცესის ხარჯები:
9.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -