განაჩენი

სისხლის სამართლის 05.02.2018
საქმის ნომერი
180100117002260397
ინსტანცია
თარიღი
05.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 18-100117002260397

საქმე #1/ბ-50-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

5 თებერვალი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

მსჯავრდებულის ვ-–-------------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა-----–---------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ-–-----------------------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქის, პირადი #4----------- დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არქმონის, მცხოვრების: ყა-------------------------–--------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 დეკემბრის განაჩენით ვ-–-------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

ვ-–-------------------ს მსაჯვრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიწვია დამნაშავის მიმართ მსხვერპლის მძიმე ამორალურმა ქმედებამ, აგრეთვე მსხვერპლის არაერთგზისი ამორალური ქცევით განპირობებულმა ფსიქიკურმა ტრავმამ.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 3 აგვისტოს, ღამის საათებში ვ-–-------------------ისათვის ცნობილი გახდა მისი მეუღლე ე-–--------------ის მიერ მის მიმართ არაერთგზის განხორციელებული ცოლ-ქმრული ღალატის შესახებ. 2017 წლის 3 აგვისტოს, დაახლოვებით 13:10 საათზე, ყ--------------------------–--------ში მდებარე ვ-–-------------------ის საცხოვრებელ სახლში, ვ-–-------------------მა განზრახ მოკვლის მიზნით, ყელის და სხეულის სხვა ნაწილებში, დანის გამოყენებით მიაყენა მრავლობითი დაზიანებები მის მეუღლეს ე-–--------------ს. მოგვიანებით, მიყენებული დაზიანებების შედეგად ე-–--------------ი გარდაიცვალა დ------------–------ში მდებარე შპს ,,ყ-------------------–-------------–----–------–-".

ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული ქმედების ჩადენის დროს ვ-–-------------------ი იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში (უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობა).

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ-–-------------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-----–---------–---–მა, რომელმაც მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახით 1 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა და დანიშნული სასჯელის ჩათვლა პირობით. აპელანტი სასჯელის შემცირების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემობებს, რომ მსჯავრდებულს არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, მან თვითონ აცნობა პოლიციას ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ვ-–-------------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ვ-–-------------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ:

 

მოწმე ი----------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს ყ--------------------------–--------ში დედასთან ე-–--------------თან, მამასთან ვ-–-------------------თან, ძმასთან ი----------------თან და დასთან ნ---------------თან. 2017 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით დღის 13:00 საათზე, სახლში დაბრუნდა დედა, ე-–--------------ი, რომელმაც ირ-------------სა და ნ---------------ს უთხრა, რომ თავი უნდა მოეკლა, მაგრამ ვერ შეძლო, ირმა და ნ---------------მა ლანძღვა დაუწყეს დედას, რათა გაოგნებულები იყვნენ დედის საქციელით, რათა წინა დღეს ე-–--------------მა უამბო შვილებს, რომ 2 წლის განმავლობაში ქმრის ნათესავთან, კ------------------ესთან ჰქონდა ურთიერთობა და ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ნ---------------მა დაურეკა მამას ვ-–-------------------ს, რომ სახლში მისულიყო. ამ დროს მათთან იმყოფებოდა ნათესავი ქალი დინარა. 5 წუთის შემდეგ ვ-–-------------------ი მივიდა სახლში და მაშინვე დაუწყო ე-–--------------ს დარტყმა, აიღო წითელ ტარიანი დანა და დაარტყა დედას კისრის არეში, რის შემდეგაც იგი გამოვიდა სამზარეულოდან. მათ საცხოვრებელი სახლში მივიდნენ კ------------------ის დედა ლ----------------–ი, კ----ს მეუღლე გ---–----------–---–ი და კ----ს მამა, ბ-----, რომლებიც ლანძღავდნენ ე-–--------------ს, იგი სამზარეულოში იჯდა დასისხლიანებული. ბ-----მ მამა გამოიყვანა ოთახიდან, მან წყალი მიუტანა და ცდილობდა როგორმე მდგომარეობიდან გამოეყვანა, რადგან მამა უმართავი იყო და ასეთი განრისხებული მას ჯერ არ ენახა. მამამ ტელეფონო აიღო და დარეკა მის მეგობართან კ--------------თან, რომელიც არის საპატრული პოლიციის თანამშრომელი და უთხრა, რომ ცოლი მოკლა და მასთან მისულიყო. აღნიშნულის შემდეგ, მათ სახლში მივიდა კ--------------ი თანამშრომლებთან ერთად და მამა გაიყვანეს სახლიდან, ხოლო დასისხლიანებული დედა, რომელსაც ეტყობოდა ყელის არეში ჭრილოებები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა საავადმყოფოში.

 

ანალოგიურად აღწერს ნ---------------ი 2017 წლის 3 აგვისტოს, მათ ბინაში განვითარებულ მოვლენებს, მისივე განმარტებით მამის-ვ-–-------------------ის სახლში მისვლის შემდეგ სახლიდან გავიდა ბებიის სახლში, რომელიც არის მათ სახლთან ახლოს. იმ დროს მას ესმოდა მათი სახლიდან ყვირილის და ჭურჭლის მსხვრევის ხმა, მაგრამ ხმებს ვერ არჩევდა. როდესაც სახლში დაბრუნდა, ნახა, რომ ე-–--------------ი სამზარეულოში იჯდა სკამზე გაუნძრევლად, სულ სისხლიანი, იგი ცოცხალი იყო, ვინაიდან სუნთქავდა, ყელზე ჰქონდა ჭრილობები, ჭურჭელი იყო დამსხვრეული და ეყარა სამზარეულოს იატაკზე, ასევე იატაკი იყო სისხლიანი, ამ დროს მამა გარეთ იყო გასული. შემდგე დედა წაიყვანეს საავადმყოფოში და იგი გაჰყვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, საავადმყოფოში კი აცნობეს, რომ დედა გარდაეცვალა.

 

მოწმე დ----------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 3 აგვისტოს, დაახლოვებით 13:00 საათზე იგი მივიდა ვ-–-------------------ის სახლში, ეზოში დახვდნენ მეზობლები. იგი სამზარეულო ოთახში შევიდა, სადაც იჯდა მაგიდის კუთხეში შეწუხებული სახით ე-–--------------ი, იქვე იდგნენ მისი შვილები ნინო და ირ-------------ები და ტიროდნენ. ამ დროს მოვიდა სახლში ვ-–-------------------ი, ოთახში შემოსვლის შემდეგ მან ხელი გაჰკრა ჭურჭლის ჩასაწყობს, ვ-–-------------------ს ეტყობოდა, რომ იყო განერვიულებული, რის შემდეგაც მივარდა ე-–--------------ს და დაუწყო ცემა, რაზეც მას ძალიან შეეშინდა და დაიწყო კივილი. იგი გარეთ გამოვიდა, გამოიტანა დამსხვრეული ჭურჭელი ვედროთი და ამის შემდეგ წამოვიდა სახლიდან.

 

2017 წლის 3 აგვისტოს ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ე-–--------------ის სხეულიდან ამოღებული იქნა დანის პირი.

2017 წლის 3 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ვ-–-------------------ის სახლიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ანაწმენდები, თეთრ ტარიანი დანა მოწითალო ფერის ლაქებით, წითელ ტარიანი დანა, მოწითალო ფერის ლაქებით, ლითონის ჯამი, მოწითალო ფერის ვედრო ლაქებით და მასში არსებული ჭურჭლის ნატეხებით და სხვა.

სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ვ-–-------------------ის ქმედებაში გამოიკვეთა ფიზიოლოგიური აფექტის ფაზათა დამახასიათებელი სტრუქტურული ნიშან-თვისებები. სუბიექტის ქმედება განვითარდა ფიზიოლოგიური აფექტის დინამიკით. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ვ-–-------------------ი იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში.

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ე-–--------------ის გვამიდან აღებულ კანის პრეპარატებზე, გამოკვლევის მიხედვით დადგინდა, რომ მათზე არსებული დაზიანებები, განვითარებული არიან რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი. კანის პრეპარატ №1 -ზე არსებული დაზიანება განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით. ამავე დასკვნის თანახმად, ე-–--------------ის სიკვდილის უშუალო მიზეზია ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა განვითარებული კისრისა და გულმკერდის მიდამოს მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობების შედეგად მარჯვენა მხარის არტერიის, მარჯვენა ღრმა საუღლე ვენის, მარჯვენა ლავიწქვეშა ვენის, ნეკთაშუა სისხლძარღვების, მარცხენა ფილტვის და მარცხენა ფილტვის მკვებავი სისხლძარღვების დაზიანებით გამოწვეული შინაგანი და გარეგანი სისხლდენით.

 

ვ-–-------------------ის მიერ დანაშაულის ჩადენა, დადასტურებულია ასევე სხვა მტკიცებულებებით: ელსმენით შეტყობინების ოქმი; ყაზბეგის საავადმყოფოდან მიღებული შეტყობინება; შემთხვევის ადგილის (ვ-–-------------------ის სახლის და ეზოს) დათვალიერების ოქმი და დათვალიერების შედეგად ამოღებული ნივთები, მათ შორის დანის ტარი და დანა სისხლის მაგვარი ლაქებით; მოწმე ი----------------ს დაკითხვის ოქმი; მოწმე ა-–--------------ის დაკითხვის ოქმი; ყაზბეგის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრიდან ამოღებული დანის პირი; ყაზბეგის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრიდან ამოღებული ე-–--------------ის ტანსაცმელი და სისხლიანი პირსახოცი; ე-–--------------ის სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაცია; ვ-–-------------------ისგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, მათზე აღნიშნული სისხლის ლაქებით; მოწმე ბ----------------ის დაკითხვის ოქმი; მოწმე ლ----------------–ის დაკითხვის ოქმი; მოწმე გ---–----------–---–ის დაკითხვის ოქმი; მოწმე მ-----------ის დაკითხვის ოქმი; მოწმე ფ-------–------------ის დაკითხვის ოქმი; ნ-----–------------ის დაკითხვის ოქმი; ექსპერტ მ-------------–---–ის დაკითხვის ოქმი, ბიოლოგიური ექპერტიზის №0-------- დასკვნა, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №0-------- დასკვნა, კომპიუტერული ექსპერტიზის №0-------- დასკვნა, შპს ,,ფს---------------------–-------------------------------–----–-------ს’’ სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №8- დასკვნა, რომლებიც სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ვ-–-------------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა-----–---------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახით 1 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის და დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ ვ-–-------------------ისათვის სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, აგრეთვე პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, ჰყავს 4 შვილი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, დაზარალებულის უფლებამონაცვლეს მის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, რომ მან დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრის, მეუღლის მიმართ (საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილი), ამასთან, გათვალისწინებული იქნა რომ ვ-–-------------------მა, მართალია, ტელეფონით აცნობა მომხდარი ფაქტის შესახებ თავის ნაცნობ პოლიციელს, მაგრამ მას შეგნებულად არ მიუღია ზომები, რომ დროულად აღმოსჩენოდა სამედიცინო დახმარება დაჭრილ მდგომარეობაში მყოფ ე-–--------------ს, რომლის სიკვდილის უშუალო მიზეზია მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ორგანოების დაზიანებით გამოწვეული შინაგანი და გარეგანი სისხლდენა და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი. პალატა თვლის, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება სასჯელის შემცირების და პირობით ჩათვლის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულის ვ-–-------------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა-----–---------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ვ-–-------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

ვ-–-------------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში და ექსპერტიზაზე ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2017 წლის 3 აგვისტოდან.

 

ვ-–-------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: მოწითალო ფერის ანაწმენდები, დანის ტარი, თეთრ ტარიანი დანა, წითელ ტარიანი დანა, შპალერი, სკამის ზედაპირიდან ამოღებული ამონაჭერი, იატაკიდან ამოღებული სისხლის მაგვარი ლაქები, დანის პირი გახვეული დოლბანდში, ხელის ანაწმენდის ნიმუშები, სახის ანაწმენდის ნიმუშები, გვამიდან აღებული სახის და ტანის ანაწმენდები, თმის და ფრჩხილების ნიმუშები, გვამიდან აღებული სისხლის ნიმუშები, ნაცხის ნიმუშები, გვამიდან აღებული ხელის ანაწმენდების ნიმუშები, კ------------------ის სისხლის ნიმუში, ნერწყვის ნიმუში, ჭურჭლის ნატეხები განადგურდეს, შავი ფერის ქურთუკი, მასში არსებული დოკუმენტებით, ვ-–-------------------ისგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ვ-–-------------------ის კუთვნილი ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი, ლითონის ჯამი, მოთეთრო ფერის ვედრო დაუბრუნდეს ვ-–-------------------ს ან მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, გრძელმკლავიანი სპორტული, ე-–--------------ის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საცვალი და პირსახოცი დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, ხოლო კ------------------ისგან ამოღებული ,,ფლაის’’ ფირმის ტელეფონი დაუბრუნდეს კ------------------ეს, ხოლო 5 ცალი სდ დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი