განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010140018700052061
საქმე №1/ა.გ-106 -18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2017 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: შორენა ყაველაშვილი
მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი
მზია ლომთათიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ-------–--–---–-–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 მარტის განაჩენით დამტკიცდა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
დ-------–--–---–-–---–ი (და---------–--------–-–------------–ს) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (,,ოპიუმის ჯგუფის“ ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდნობით, 0,00110 გრამი ნარკოტიკული საშუალების ,,დეზომორფინის“ უკანონო შეძენა შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით- 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით- 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 (ოთხი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 4 (ოთხი) წელი განესაზღვრა სასჯელარსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
დ-------–--–---–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან-2014 წლის 6 იანვრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 6 აგვისტოს განაჩენით დ-------–--–---–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ექიმის დანიშნულების გარეშე ,,ოპიუმის ჯგუფის“ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება, სამი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2013 წლის 20 მარტის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2013 წლის 20 ივლისი ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2013 წლის 15 აგვისტო ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით, უფრო მკაცრამ სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დ-------–--–---–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 მარტის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, თავისუფლების აღჯვეთამ 7 (შვიდი) წლის ვადით, შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით და საბოლოოდ, დ-------–--–---–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 4 (ოთხი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი 3 (სამი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
დ-------–--–---–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდილი ნაწილი 2014 წლის 6 იანვრიდან 2014 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 6 აგვისტოდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის განჩენით დამტკიცდა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
დ-------–--–---–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით ჩაეთვალ პირობით.
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 6 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 6 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი. საბოლოოდ, დ-------–--–---–-–---–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით საქართველოს სსკ-ის 50-ე, 67-ე და 64-ე მუხლდების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5 000 (ხუთი ათსი) ლარის ოდენობით.
დ-------–--–---–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო მისი ფაქობრივი დაკავების მომენტიდან, 2017 წლის 10 იანვრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა დ-------–--–---–-–---–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.
სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ დ-------–--–---–-–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 მარტის განაჩენით დ-------–--–---–-–---–ს მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 260-ე მუხლში 2015 წლის 8 ივლისის კანონით განხორციელებული ცვლილებით, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 31 ივლისიდან, მსჯავრდებულ დ-------–--–---–-–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეიცვალა. აღნიშნულიდან გამომდინარე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 მარტის განაჩენით დ-------–--–---–-–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისთვის, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდიდან) 14 (თოთხმეტ) წლამდე ვადით, უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, (2015 წლის 31 ივლისის შემდგომ მოქმედი რედაქცა), რომელიც იმავე ქმედებისათვის სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5 (ხუთიდან) 8 (რვა) წლამდე. იმის გათვალისწინებით, რომ დ-------–--–---–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი ახალი რედაქციით განსაზღვრული სანქციის ფარგლებშია, მის მიმართ განსაზღვრული სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 მარტის განაჩენში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 აგვისტოს განაჩენში და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ივნისის განაჩენში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ-------–--–---–-–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 მარტის განაჩენში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 აგვისტოს განაჩენში და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ივნისის განაჩენში დ-------–--–---–-–---–ის მიმართ შევიდეს ცვლილება;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 მარტის განაჩენით, მსჯავრდებულ დ-------–--–---–-–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისის შემდგომ მოქმედი რედაქცია).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 მარტის განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 აგვისტოს განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: შორენა ყაველაშვილი
მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი
მზია ლომთათიძე