განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.01.2018
საქმის ნომერი
080310117002054365
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბაჟო-საგადასახადო ურთიერთობასთან დაკავშირებით
თარიღი
16.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310117002054365 (3/ბ-606-2017 წ)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

16 იანვარი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ხათუნა ხომერიკი

 

საჩივრის ავტორი - შპს ,,მ-----’’ (მოპასუხე)

 

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შემოსავლების სამსახური (მოსარჩელე)

 

მოპასუხე - ინდ.მეწარმე ,,ზ------ ა----–--ე’’ მ------–- გ------ე

 

დავის საგანი სააპელაციო სასამართლოში - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების კანონშესაბამისობა

 

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 აგვისტოს განჩინება

 

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე

 

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებსა და საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება

 

2017 წლის 17 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, მოპასუხეების ინდ. მეწარმე ,,ზ------ ა----–--ის’’, შპს ,,მ-----ს’’ და მ------–- გ------ის წინააღმდეგ და მათი ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოითხოვა, ამასთან მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების შესაბამისად, მ------–- გ------ის (ს/ნ 4----------) და შპს "მ-----ს" საბანკო ანგარიშებისა და ქონების დაყადაღება. კერძოდ, მ------–- გ------ის (ს/ნ 4----------) 100%-იანი წილის შპს „მ-----ში“ (ს/ნ 4--------) და შპს „მ-----ს“ (ს/ნ 4--------) სასაქონლო- მატერიალურ ფასეულობათა ნაშთის (მის: ქ. ქუთაისი, წ--------ს ქ. № 2----), შპს „მ-----ს“ (ს/ნ 4--------) საბანკო ანგარიშის სს ს----------–--------ში _ დაყადაღება.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 აგვისტოს განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო

- შპს ,,მ-----ს’’ (ს/კ 4--------) საბანკო ანგარიშს სს ,,ს----------–--------ში’’ - ჯამში 14 645.41 (თოთხმეტი ათას ექვსას ორმოცდახუთი ლარი და ორმოცდაერთი თეთრი) ლარის ფარგლებში.

- შპს ,,მ-----ს’’ (ს/კ 4--------) საკუთრებაში არსებულ სასაქონლო მატერიალურ ფასეულობების ნაშთს (მის: ქ. ქუთაისი, წ--------ს ქ. №2----) 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ფარგლებში.

 

2017 წლის 29 აგვისტოს შპს ,,მ-----მ’’ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, სადაც გრაფაში ,,სხვა სახის შუამდგომლობები’’ მიუთითა, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემოსავლების სამსახურის სარჩელი მოპასუხეების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ და არ უნდა დაყადაღდეს საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონება (ს.ფ. 74-88).

 

საქალაქო სასამართლომ შესაგებლის ნაწილი, რომლითაც შპს ,,მ-----ს’’ დირექტორი მ.გ------ე ითხოვდა არ დაყადაღებულიყო საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონება, - მიჩნეულ იქნა საჩივრად, რაზეც სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით მხარეს დაუდგინდა ხარვეზი (ს.ფ.141-142).

 

2017 წლის 21 ნოემბერს შპს ,,მ-----ს’’ დირექტორმა მ------–- გ------ემ აღმოფხვრა ხარვეზი, კერძოდ საჩივარზე გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი (ს.ფ. 145-146).

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებით საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული (ს.ფ. 148-149), ხოლო 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით შპს ,,მ-----ს’’ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (ს.ფ. 150-154).

 

საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ შპს ,,მ-----ს’’ დირექტორის მ------–- გ------ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არის გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილების საშულება. ის წარმოადგენს პირთა ქონებრივი უფლებების დაცვის გარანტიას და ემსახურება ამ უკანასკნელთა დარღვეული უფლებების სრულ და რეალურ აღდგენას, ანუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მნიშვნელობა იმაში გამოიხატება, რომ იგი იცავს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს მოპასუხის არაკეთილსინდისიერების შემთხვევაში. ამასთან, კანონის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი ერთნაირად იცავს, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესებს, ანუ მოსარჩელის ინტერესების უზრუნველყოფა არ ხდება მოპასუხის ინტერესების გაუთვალისწინებლად. სწორედ აღნიშნული პრინციპი უდევს საფუძვლად იმ გარემოებას, როცა კანონმდებელი უშვებს სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას და არა მის სავალდებულოობას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებისადმი, როგორც საპროცესო სამართლებრივი ინსტიტუტისადმი, ფორმალური მიდგომა დაუშვებელია. სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე მოთხოვნების დაკმაყოფილება გადაწყდება ინდივიდუალურად – სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველთა შეჯერებით მსჯელობს გამოიყენოს თუ არა სარჩელის უზრუნველყოფის ესა თუ ის ღონისძიება.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 17 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, მოპასუხეების ინდ. მეწარმე ,,ზ------ ა----–--ის’’, შპს ,,მ-----ს’’ და მ------–- გ------ის წინააღმდეგ და მათი ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოითხოვა, ამასთან მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების შესაბამისად, მ------–- გ------ის (ს/ნ 4----------) და შპს "მ-----ს" საბანკო ანგარიშებისა და ქონების, კერძოდ, მ------–- გ------ის (ს/ნ 4----------) 100%-იანი წილის შპს „მ-----“-ში (ს/ნ 4--------) და შპს „მ-----ს“ (ს/ნ 4--------) სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ნაშთის - მის: ქ. ქუთაისი, წ--------ს ქ. № 2----, ასევე სს ს----------–--------ში შპს „მ-----ს“ (ს/ნ 4--------) საბანკო ანგარიშის დაყადაღება.

 

მოსარჩელის მტკიცებით, ინდ.მეწარმე ,,ზ------ ა----–--ეს“ (ს/ნ 6----------) 2017 წლის 24 ივლისის მდგომარეობით, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემებით, ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 14 645.41 ლარის ოდენობით. 2017 წლის 0------ს გადამხდელის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. 2017 წლის 0-----–--ს ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ გამოიცა №0------ ბრძანება ინდ.მეწარმე „ზ------ ა----–--ის“ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, ინდ.მეწარმე „ზ------ ა----–--ეს“ საკუთრებაში ან/და ბალანსზე ერიცხება 01 (ერთი) ცალი იარაღი და 01 (ერთი) ცალი მსუბუქი მისაბმელი, რომელსაც 2017 წლის 12 ივლისს დაედო ყადაღა. მათი ღირებულება ვერ უზრუნველყოფს საგადასახადო დავალიანების დაფარვას.

 

ინდ.მეწარმე „ზ------ ა----–--ეს“ (ს/ნ 6----------) საქმიანობის სფეროს წარმოადგენს თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობა. ინდ.მეწარმე „ზ------ ა----–--ეს“ საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დაჯარიმებითა და ასევე დავალიანება ერიცხება დღგ-ის გადასახადში. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 1-----2017 წლის №3--- ბრძანება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ გადამხდელს ჩაბარდა 1-----2017 წ. 1-----2017 წ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელდა შპს „მ-----ს“ (ს/ნ 4--------) სამეწარმეო სუბიექტად რეგისტრაცია. დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია მ------–- გ------ე (პ/ნ 4----------). შპს „მ-----“-სა და ინდ.მეწარმე „ზ------ ა----–--ის“ საქმიანობის ფაქტობრივ მისამართს წარმოადგენს ქ. ქუთაისი, წ--------ს ქ. №2----. 21.03.2017 წ. ინდ.მეწარმე „ზ------ ა----–--ემ“ 10 667.3 ლარის ღირებულების პროდუქცია - თამბაქოს ნაწარმი გადააწერა შპს „მ-----ს“ 22.03.2017 წ. ინდ.მეწარმე „ზ------ ა----–--ემ“ რეგისტრაციიდან მოხსნა კუთვნილი საკონტროლო–სალარო აპარატი DAISY EXPERT, DY 0-------, რომელიც იმავე დღეს დარეგისტრირდა შპს „მ-----ს“ (ს/ნ 4--------) სახელზე.

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ინდ.მეწარმე „ზ------ ა----–--ის“ მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შესახებ ბრძანების ჩაბარების შემდეგ საქმიანობის შეჩერება და იგივე საქმიანობის გაგრძელება შპს „მ-----ს“ (ს/ნ 4--------) მიერ, ასევე, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და სალარო აპარატის გადაწერა _ მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებებისგან თავის არიდებას.

 

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, სასამართლოს მიერ აღნიშნული პირების ცრუმაგიერ პირებად ცნობის შემთხვევაში, გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებამდე, მოხდეს მათ კუთვნილი ქონების გასხვისება, რის გამოც შეუსრულებელი დარჩება ბიუჯეტის მიმართ წარმოშობილი ვალდებულებები, რაც შეუძლებელს გახდის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 აგვისტოს განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო:

- შპს ,,მ-----ს’’ (ს/კ 4--------) საბანკო ანგარიშს - სს ,,ს----------–--------ში’’ - ჯამში 14 645.41 (თოთხმეტიათას ექვსას ორმოცდახუთი ლარი და ორმოცდაერთი თეთრი) ლარის ფარგლებში.

- შპს ,,მ-----ს’’ (ს/კ 4--------) საკუთრებაში არსებულ სასაქონლო მატერიალურ ფასეულობების ნაშთს (მის: ქ. ქუთაისი, წ--------ს ქ. №2----) 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ფარგლებში.

 

2017 წლის 29 აგვისტოს შპს ,,მ-----ს’’ დირექტორმა მ------–- გ------ემ გაასაჩივრა ზემოაღნიშნული განჩინება და მისი გაუქმება მოითხოვა.

 

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, 2017 წლის 18 სექტემბერს ინდ. მეწარმე ,,ზ------ ა----–--ემ’’, შპს ,,მ-----მ’’ და მ------–- გ------ემ შესაგებლით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, რომელშიც აღნიშნეს, რომ მოპასუხე ზ------ ა----–--ესა და მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის შედგა შეთანხმება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე, რის გამოც 2017 წლის 0------------ის №0----- ბრძანებით ინდ. მეწარმე ,,ზ------ ა----–--ის’’ ქონებაზე მოიხსნა ყადაღა, ხოლო ზ------ ა----–--ე ვალდებულია 2017 წლის 29 სექტემბრიდან - 2018 წლის 31 აგვისტომდე გადაიხადოს დავალიანება ყოველთვიურად 1 302 ლარის ოდენობით (ს.ფ. 121-130).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293.3 მუხლით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულოს ამ შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246.1 მუხლით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. 246.2 მუხლით, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს ინდ.მეწარმე ,,ზ------ ა----–--ის’’ შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა განხორციელდეს ცრუმაგიერი პირების: შპს ,,მ-----ს” და მ------–- გ------ის ქონებით, რაც მათ მიღებული აქვთ ინდ.მეწარმე ,,ზ------ ა----–--ისაგან”, შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ პირთა მიმართ, რომლებმაც ინდ. მეწარმე ,,ზ------ ა----–--ისაგან” მიიღეს გარკვეული ქონება გადასახადისათვის თავის არიდების მიზნით.

 

საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ 2017 წლის 0------------ის №2-------- ხელშეკრულებით ირკვევა, რომ საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის 81 მუხლის საფუძველზე ინდ.მეწარმე ,,ზ------ ა----–--ეს” გადაუვადდა 2017 წლის 0------------ის მდგომარეობით დარიცხული დავალიანების 14 875.72 ლარის გადახდა (ს.ფ. 128-129). ქონებაზე ყადაღის გაუქმების შესახებ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 0-----2017 წლის №0------ ბრძანებით ირკვევა, რომ ინდ. მეწარმე ,,ზ------ ა----–--ის” ქონების მიმართ ყადაღა ჩაითვალა მოხსნილად (ს.ფ. 130). ამდენად, არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი, ინდ.მეწარმე ,,ზ------ ა----–--ე”, თავს არიდებს დარიცხული გადასახადის გადახდას, უფრო მეტიც, მან ხელშეკრულებით აიღო ვალდებულება კონკრეტული გრაფიკით თანხის ბიუჯეტში გადახდის შესახებ, რის გამოც გადასახადის გადახდევინების უზრუნველსაყოფად გადამხდელის ქონებაზე დადებული ყადაღა გააუქმა საგადასახადო ორგანომ, შესაბამისად, არ არსებობს სხვა პირის (შემოსავლების სამსახურის სარჩელის მიხედვით, _ სავარაუდო ცრუმაგიერის) შპს ,,მ-----ს” ქონების დაყადაღების პროცესუალური საჭიროება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 191–ე, 198–ე, 284-285-ე, 419–420-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს ,,მ-----ს’’ დირექტორის მ------–- გ------ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 აგვისტოს განჩინება, _ ყადაღა მოეხსნას შპს ,,მ-----ს’’ (ს/კ 4--------) საბანკო ანგარიშებს (სს ,,ს----------–--------ში’’ - 14 645.41 ლარის ფარგლებში) და შპს ,,მ-----ს’’ (ს/კ 4--------) კუთვნილ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ნაშთს (მის: ქ. ქუთაისი, წ--------ს ქ. №2----) 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ფარგლებში;

 

3. საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. სააპელაციო სასამართლოს ეს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

ხათუნა ხომერიკი

მოსამართლე