განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001888091
საქმე N3ბ/1920-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
12 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ილონა თოდუა
მოსამართლეები - გიორგი გოგიაშვილი
შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელი - კ------------ძე;
აპელანტი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
მოწინააღმდეგე მხარე - დ--------------–-ძე;
წარმომადგენელი - ლ-–----------–-ძე;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება
II ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:
მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარებს და ითხოვა გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით, დ--------------–-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 13 მარტის №1----- ბრძანება ,,დ--------------–-ძის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე”. ამავე გააწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 ნოემბრის №1------- ბრძანება ,,მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” 2012 წლის 16 ოქტომბრის №------ ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომის №-- შედეგების დამტკიცების შესახებ”(დ--------------–-ძის ნაწილში).სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დ--------------–-ძის მიერ წარდგენილ განცხადებასთან მიმართებაში(სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდი: №2------------ საზღვრების კორექტირებაზე), გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3.2.1. საქმეში წარმოდგენილია 1998 წლის 12 ოქტომბრის მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტი №7--, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ნ------- ს-------ს ძე გ-------–---ს გადაეცა 0.11 ჰა მიწის ნაკვეთი ო----------ი, დ--ა უ----ი (წ----------–ა) ტერიტორიაზე.
3.2.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული
არქივის ო----------ის არქივის მიერ 2016 წლის 08 აპრილს გაცემული საარქივო ცნობით დადგენილია, რომ ო----------ის რეგიონულ არქივში დაცული ო----------ის რაიონის სოფელ ნ-------ის საკრებულოს 1986 -1995 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით, ნ-------ი ს-------ს ძე გ-------–--ის კომლი შედგება შემდეგი წევრებისაგან: გ-------–--- ნ-------ი ს-------ს ძე-კომლის უფროსი; გ--------–--ე ს-----ნ ნ-------ის ძე-ვაჟიშვილი; გ-------–--- ლ--------------ის ასული -რძალი; გ-------–--- ნ-------ი ს-------ს ძე-შვილიშვილი; 1996 -2006 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით, ნ-------ი ს-------ს ძე გ-------–-ძის კომლი შედგება შემდეგი წევრებისაგან: გ-------–--- ნ-------ი ს------ს ძე-კომლის უფროსი; გ-------–--- ს------- ნ-------ის ძე-ვაჟიშვილი; გ-------–--- ლ-----------სის ასული - რძალი; გ-------–--- ნ-------ი ს-------ს ძე-შვილიშვილი; დ----- ს-------ს ძე გ-------–--- -შვილიშილი.
3.2.3. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ო----------ის მუნიციპალიტეტი, დ--ა უ----ში მდებარე უძრავი ქონება, დაზუსტებული ფართობი: 201188.00 კვ.მეტრი, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №2-----------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს: მომართვა №2-------, დამოწმების თარიღი:2---------, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო -გურია სვანეთის სამხარეო სამმართველო.
3.2.4. 2016 წლის 06 მაისს, დ----- გ-------–---მ №8----------- განცხადებით
მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ო----------ი, სოფ. ნ-------ი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2016 წლის 13 მაისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №8----------- -03 ,,სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ’’, რომლითაც ირკვევა, რომ შეჩერების ერთ -ერთ საფუძველს წარმოადგენდა ის, რომ ზედდება იყო სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ მონაცემებთან (საკადასტრო კოდი: №2-----------) და მხარეს დაევალა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე, ვიანიდან დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებლი დოკუმენტი/ინფორმაცია -
2016 წლის 14 ივნისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №8----------- -06
,,სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ’’.
3.2.5. 2016 წლის 19 მაისს, დ----- გ-------–---მ №3------- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სადაც მიუთითა, რომ ო----------ის მუნიციპალიტეტში მდებარე 1100 კვ.მეტრი სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის მიზნით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განაცხადებით №8-----------, სადაც დაფიქსირდა ზედდება სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ ო----------ის რაიონი, დ--ა უ----ში(წ----------–აში) მდებარე 201188 კვ.მეტრი სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან (საკადასტრო კოდი: №2-----------) და მოითხოვა საკადასტრო მონაცემების კორექტირება.
აღნიშნული განცხადება განხილული იქნა ,,მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა -ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო -სამეურნეო და არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის №1------ ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ და 2016 წლის 07 ოქტომბერს შემდგარი №-- ოქმით დადგენილი იქნა, რომ დ--------------–-ძის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი და მათ მიერ მოძიებული დოკუმენტაციით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში №8----------- განაცხადით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ საზღვრებში მდებარეობა არ დასტურდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია უძრავ ნივთზე(საკადასტრო კოდი:№2-----------) დაფიქსირებული ზედდების ნაწილში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 ნოემბრის №1-------- ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა -ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო -სამეურნეო და არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს’’ 2012 წლის 16 ოქტომბრის №1------ ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომის №-- ოქმის შედეგები.
3.2.6. დ--------------–-ძემ №1------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 ნოემბრის №1-------- ბრძანების ბათილად ცნობა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 13 მარტის №1----- ბრძანებით დ--------------–-ძის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3.3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის
,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 ნოემბრის №1------- ბრძანება ,,მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის №------ ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომის №-- ოქმის შედეგების დამტკიცების შესახებ’’(დ--------------–-ძის ნაწილში) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 13 მარტის №1----- ბრძანება ,,დ--------------–-ძის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
3.3.2. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ო----------ის მუნიციპალიტეტი, დ--ა უ----ში მდებარე ურავი ქონება, დაზუსტებული ფართობი: 201188.00 კვ.მეტრი, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №2-----------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს: მომართვა №2-
1-----, დამოწმების თარიღი:2---------, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია სვანეთის სამხარეო სამმართველო.
დადგენილია, რომ 2016 წლის 06 მაისს, დ--------------–-ძემ №8----------- განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ო----------ი, სოფ. ნ-------ი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ,,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2016 წლის 13 მაისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №8------------03 ,,სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ’’, რომლითაც ირკვევა, რომ შეჩერების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა ის, რომ ზედდება იყო სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ მონაცემებთან(საკადასტრო კოდი: №2-----------) და მხარეს დაევალა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენა.
3.3.3. სასამართლოს მითითებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის №------ ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის დებულება, რომლის მე-2 მუხლის თანახმადაც, კომისია კომპეტენციის ფარგლებში განიხილვას მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის შესახებ განცხადებებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.
დადგენილია, რომ 2016 წლის 19 მაისს, დ--------------–-ძემ №3------- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სადაც მიუთითა, რომ ო----------ის მუნიციპალიტეტში მდებარე 1100 კვ.მეტრი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის მიზნით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განაცხადებით №8-----------, სადაც დაფიქსირდა ზედდება სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ ო----------ის რაიონი, დ--ა უ----ში(წ----------–აში) მდებარე 201188 კვ.მეტრი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან (საკადასტრო კოდი:
№2-----------) და მოითხოვა საკადასტრო მონაცემების კორექტირება.
აღნიშნული განცხადება განხილული იქნა ,,მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის №------ ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ და 2016 წლის 07 ოქტომბერს შემდგარი №-- ოქმით დადგენილი იქნა, რომ დ--------------–-ძის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი და მათ მიერ მოძიებული დოკუმენტაციით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში №8----------- განაცხადით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ საზღვრებში მდებარეობა არ დასტურდება და რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია უძრავ ნივთზე(საკადასტრო კოდი:№2-----------) დაფიქსირებული ზედდების ნაწილში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 ნოემბრის №1------- ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს’’ 2012 წლის 16 ოქტომბრის №------ ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომის №-- ოქმის შედეგები.
3.3.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ- ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა)გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ)შეაგროვოს ცნობები; გ)მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ)დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე)დანიშნოს ექსპერტიზა; ვ)გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ)მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ დაასკვნა, რომ იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.
მოცემულ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ისე, რომ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ,- დ--------------–-ძის მიერ წარდგენილ განცხადებას თან ახლდა 1998 წლის 12 ოქტომბრის მიწის ნაკვეთის მიღება- ჩაბარების აქტი №7--, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ნ------- ს-------ს ძე გ-------–---ს გადაეცა 0.11 ჰა მიწის ნაკვეთი ო----------ი, დ--ა უ----ი (წ----------–ა) ტერიტორიაზე, ასევე თან ახლდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ო----------ის არქივის მიერ 2016 წლის 08 აპრილს გაცემული საარქივო ცნობა, რომლითაც დადგენილია, რომ ო----------ის რეგიონულ არქივში დაცული ო----------ის რაიონის სოფელ ნ-------ის საკრებულოს 1986-1995 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით, ნ-------ი ს-------ს ძე გ-------–--ის კომლი შედგება შემდეგი წევრებისაგან: გ-------–--- ნ-------ი ს-------ს ძე-კომლის უფროსი; გ--------–--ე ს-----ნ ნ-------ის ძე-ვაჟიშვილი; გ-------–--- ლ-----------ის ასული-რძალი; გ-------–--- ნ-------ი ს-------ს ძე-შვილიშვილი; 1996-2006 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით, ნ-------ი ს-------ს ძე გ-------–-ძის კომლი შედგება შემდეგი წევრებისაგან: გ-------–--- ნ-------ი ს------ს ძე-კომლის უფროსი; გ-------–--- ს------- ნ-------ის ძე-ვაჟიშვილი; გ-------–--- ლ-----------სის ასული- რძალი; გ-------–--- ნ-------ი ს-------ს ძე-შვილიშვილი; დ----- ს-------ს ძე გ-------–----შვილიშვილი, ხოლო საკადასტრო მონაცემების კორექტირებაზე მხარეს უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ დ--------------–-ძის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი და მათ მიერ მოძიებული დოკუმენტაციით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში №8----------- განაცხადით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ საზღვრებში მდებარეობა არ დასტურდება,- მოპასუხე მხარის პოზიციას დასახელებული საფუძვლით კორექტირებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო ვერ გაიზიარებს, რამეთუ დაინტერესებული პირის მიერ დოკუმენტაციის წარდგენა არ ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მარტოოდენ მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, უფრო მეტიც, მას გააჩნია კანონისმიერი ვალდებულება საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით თავად ჩაატაროს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, თავად გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, შეაგროვოს საჭირო ცნობები, დაათვალიეროს ადგილი, საჭიროების შემთხვევაში საკითხის სრულყოფილად გარკვევის მიზნით დანიშნოს ექსპერტიზა და განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზომები. წარმოდგენილი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტიდან კი იკვეთება, რომ აღნიშნული მის მიერ სრულყოფილად არ განხორციელებულა. ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და აღნიშნული გარემოებების ერთობლიობაში ურთიერთშეჯერების შედეგად უნდა მიეღო საკითხზე არსებითი გადაწყვეტილება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ერთის მხრივ არსებობს ნ------- გ-------–--ის სახელზე გაცემული 1998 წლის 12 ოქტომბრის №7-- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების
აქტი, რომელიც დღეის მდგომარეობით ძალაშია, ხოლო მეორეს მხრივ მხარე ვერ ახერხებს მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციას იმ საფუძვლით, რომ არსებობს ზედდება სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ ო----------ის მუნიციპალიტეტი, დ--ა უ----ში(წ----------–ა) მდებარე 201188.00 კვ.მეტრ სასოფლო-სამეურნეო(სახნავი) მიწის ნაკვეთთან(საკადასტრო კოდი: №2-----------). საქართველოს კონსტიტუციის 21.1 მუხლის თანახმად კი, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
3.3.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ამ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქიონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 ნოემბრის №1------- ბრძანება ,,მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს’’ 2012 წლის 16 ოქტომბრის №------ ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომის №-- ოქმის შედეგების დამტკიცების შესახებ’’ (დ--------------–-ძის ნაწილში) მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით და იგი მოსარჩელის უფლებას საკუთრებასთან დაკავშირებით პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქიონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 ნოემბრის №1------- ბრძანება ,,მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის
ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს’’ 2012 წლის 16 ოქტომბრის №------ ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომის №-- ოქმის შედეგების დამტკიცების შესახებ’’ (დ--------------–-ძის ნაწილში) და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დ--------------–-ძის მიერ წარდგენილ განცხადებასთან მიმართებაში (სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდი: №2-----------) საზღვრების კორექტირებაზე), გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ამავე დროს საკითხის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები საკუთრებასთან დაკავშირებით.
3.3.6. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 13 მარტის №1----- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც დ--------------–-ძის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 ნოემბრის №1------- ბრძანება ,,მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს’’ 2012 წლის 16 ოქტომბრის №------ ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომის №-- ოქმის შედეგების დამტკიცების შესახებ’’, შესაბამისად გასაჩივრებული - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 13 მარტის №1----- ბრძანების კანონშეუსაბამობა სახეზეა, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
4.1.1. აპელანტი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენელი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში განმარტავს, რომ მოცემული საქმის განხილვისას სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის მასალები, დადგენილად მიჩნეული გარემოებები არ ჰპოვებს დადასტურებას შესაბამისი მტკიცებულებებით. ამასთან, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს არ მიეცა ობიექტური შეფასება, შესაბამისად, სასამართლოს დასკვნები სრულიად დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტილად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი. ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების კომპეტენცია სასამართლოს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, მხოლოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.
აპელანტის მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ უგულებელყო საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის კვალიფიციური გამოყენების შესახებ ხელმძღვანელობით სტანდარტთან დაკავშირებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, რითაც დაარღვია სსსკ-ის 393.2. მუხლის მოთხოვნა, კერძოდ: როგორც საქმის მასალებით დასტურდება, სააგენტომ განიხილა დ--------------–-ძის 19.05.2016 წლის განცხადება, სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ ო----------ის რაიონი, დ--ა უ----ში (წ----------–აში) მდებარე 201188 კვ.მეტრი სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: N 2-----------) საკადასტრო მონაცემების კორექტირების თაობაზე, ვინაიდან დ--------------–-ძის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და „საჯარო რეესტრში“ რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 ნოემბრის N1------- ბრძანებით დამტკიცებული იქნა „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა - ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო -სამეურნეო და არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” 2012 წლის 16 ოქტომბრის N1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომის N-- ოქმის შედეგები, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ განმცხადებლის მიერ მიერ წარმოდგენილი და „სააგენტოს" მიერ მოძიებული დოკუმენტაციით „მიწის ნაკვეთის“ „საჯარო რეესტრში“ N8----------- განაცხადით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ საზღვრებში მდებარეობა არ დასტურდებოდა, „კომისიის“ გადაწყვეტილებით მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული უძრავ ნივთზე (ს/კ N2-----------) ზედდების ნაწილში სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.:
აპელანტის მითითებით, როგორც საქმის მასალები და გასაჩივრებული აქტიც ცხადყოფს, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სააგენტოს მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, მათ შორის შესწავლილი იქნა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი და მის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც მომზადებულია მხარისავე მითითებულ ადგილზე, მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებად სრულყოფილად მითითებული უნდა იყოს მომიჯნავე მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაცია, რაც წარმოდგენილი აქტიდან შეუძლებელია დადგინდეს, კერძოდ სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია, რომ დ. გ-------–--ის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე წარმოდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ შეიცავს არანაირ კონკრეტულ ინფორმაციას, გადაცემული მიწის ნაკვეთების თაობაზე, გადაცემულია 7 ერთეული მიწის ნავეთი საერთო ფართით 0,9 ჰა. გადაცემული მიწის ნაკვეთების ჩამონათვალში რიგითობით მითითებულია: 1--------------------------------------------------- მიწის ნაკვეთი და ბოლოს მე - 7 ნაკვეთად მითითებულია გადაცემული ნაკვეთების საერთო ჯამი 0.9. ასეთივე შეუსაბამობაა მითითებული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეებთან დაკავშირებით, გაურკვეველია მოსაზღვრეების დადგენა, ვინაიდან ამავე მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულია მხოლოდ ხუთი ნაკვეთის მომიჯნავეთა აღწერა, თუმცა შეუძლებელია დადგინდეს, დ. გ-------–--ის მიერ მოთხოვნილი 0.11 ჰა მიწის ნაკვეთს აქედან რომელი შეესაბამება. გარდა ამისა ჩატარდა ადგილზე დათვალიერება, მომზადდა შესაბამისი ნახაზი და მხოლოდ მათი შესწავლისა და გამოკვლების საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება განმცხადებელთა მოთხოვნის არ დაკმაყოფილების თაობაზე. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, სააგენტოს მიერ ასევე გამოკვლეულ იქნა გასაჩივრებულ აქტში მოხსენიებული უძრავი ქონების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის დროს წარდგენილი მასალა, ო----------ის მუნიციპალიტეტი, დ--ა უ----ში მდებარე ურავი ქონება, დაზუსტებული ფართობი: 201188.00 კვ.მეტრი, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N2-----------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს: მომართვა N2- 1-----, დამოწმების თარიღი: 2---------, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია სვანეთის სამხარეო სამმართველო. რომელიც არ გასაჩივრებულა, არცერთი დაინტერესებული პირის მიერ, რამდენადაც ასეთი დანტერესებული პირი არ არსებობს. იმ შემთხვევაში თუ დ. გ-------–--ის ოჯახმა მის მიერ მითითებული სადავო მიწის ნაკვეთი (1100 კვ. მ) მიიღო მიწის რეფორმის დროს და სასამართლოს მსჯელობს სახელმწიფო საკუთრებაზე ზედდების ფაქტზე, საინტერესოა 201188.00 კვ. მ. მიწის ნაკვეთიდან მხოლოდ გ-------–---ს გამოეყო 1100 კვ. მ., ამით დასრულდა მითითებული მიწის განაწილება და სხვა მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე არავის პრეტენზია არ განუცხადებია.
აპელანტი ასევე განმარტავს, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" 2016 წლის 16 ნოემბრის N1------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, ნაწილობრივ ისე დააკმაყოფილა და ისე დაავალა სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომ საერთოდ არ შეუფასებია რამდენად აქვს მხარეს წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით იურიდიული ინტერესი. სასამართლომ ასეთად მოიხსენია კონსტიტუციით დაცული და გარანტირებული საკუთრების უფლება, თუმცა მოგეხსენებათ, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებისა და ფიქსაციის უპირობო გზა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა და ამ უფლების ნამდვილობაც რეესტრის მონაცემებით დგინდება. სასამართლოს მსჯელობის შესაბამისად N7-- მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტით მოწინააღმდეგე მხარეს საკუთრების უფლება და თითქოსდა ამ საკუთრების უფლების ხელყოფას ჰქონდა ადგილი სააგენტოს მიერ გამოცემული აქტით, იმ პირობებში როდესაც სასამართლოს სხდომაზე უშუალოდ მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, საიდანაც დ. გ-------–--ის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, უშუალოდ მიწის რეფორმისა დროს მიწის განაწილების კომისიის წევრის მიერ ვერ იქნა მითითებული უშუალოდ სად გადაეცა მიწის ნაკვეთი, ვერ იქნა დადასტურებული ინფორმაცია მიღება - ჩაბარების აქტში ასახული მომიჯნავეთა შესახებ, ვერ დადასტურდა წარმოადგენდა თუ არა დღეის მდგომარეობთ სახელმწიფოს სახელზე აღრიცხული 201188 კვ. მ მიწის რეფორმის დროს გასანაწილებელ მიწის ნაკვეთს. ასეთ პირობებში ცხადია არათუ საკუთრების არამედ ვერც მართლზომიერი მოლოდინიც კი საკუთრების უფლების შესაძენად ვერ დასტურდება თუმცა სასამართლომ "მართლზომიერი მოლოდინი", გაათანაბრა საკუთრების უფლებასთან, კანონიერი მოლოდინი არ წარმოდგენს საკუთრების უფლებას და მხოლოდ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას მიეკუთვნება. შესაბამისად, აღნიშნულის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საკუთრების უფლების უპირატესი მდგომარეობა მფლობელობასთან მიმართებაში. N2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, მასზე კერძო პირის საკუთრების უფლება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ ფიქსირდებოდა და არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე სახის ფაქტობრივი გარემოება. აღნიშნულთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი სხვა უფლების რეგისტრაციას. სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების შეზღუდვა (კორექტირება) მხოლოდ და მხოლოდ დ--------------–-ძის მართლზომიერი მოლოდინის საფუძველზე სწორედ, რომ წინააღმდეგობაშია კონსტიტუციით დაცულ საკუთრების უფლებასთან და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით იზღუდება სახელმწიფოს რეგისტრირებული საკუთრების უფლება. თუმცა აღნიშნული მოსაზრება არ შეიძლება განხილული იქნეს იმგვარად, რომ დ--------------–-ძეს მართლზომიერი მოლოდინი არ ხდება კანონით დაცულ სფეროში და მოსარჩელეს არ შეუძლია უფლების დაცვა მოითხოვოს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულიკოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
აპელანტი ასევე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დამკვიდრებულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის უმნიშვნელოვანესი პრინციპი _ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლით კი განმარტავს: ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა დაკანონიერ ინტერესებს. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა). გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ).შეაგროვოს ცნობები; გ).მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ).დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე).დანიშნოს ექსპერტიზა; ვ.)გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ).მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
აპელანტი ასევე არ იზიარებს იმას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილებით დაადგინა ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების სათანადო წესით გამოკვლევის არარსებობა. აპელანტის განმარტებით, სასამართლო აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა ისე, რომ არ შეუფასებია თუ რა არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები არ იქნა დადგენილი და გამოუკვლეველი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ანდა რომელი ისეთი ფაქტი დაედო სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად, რომელიც არ იყო სათანადო წესით შესწავლილი და გამოკვლეული. სასამართლოს ამგვარი მსჯელობა არსებითაც მცდარია, ვინაიდან თუ დადგენილად მიიჩნევს რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები არ არის გამოკვლეული სრულყოფილად და ამის გამო დაირღვა კონსტიტუციისა და საერთაშორისო აქტებით განმტკიცებული სტანდარტები, შესაბამისად ის ვალდებულია, რომ დაასაბუთოს აღნიშნული და არ შემოიფარგლოს ზოგადი მითითებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
აპელანტი სსიპ ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად მიუთითა, რომ საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევა არ მომხდარა, იმ პირობებში როდესაც კონკრეტული მართლზომიერი მოლოდინის დამადასტურებელი მიღება - ჩაბარების აქტი არ იყო წარდგენილი მარეგისტრირებელ ორგანოში, ხოლო კომისიის მიერ განცხადების განხილვისას საქმის გარემოებების ყოველმხრივი სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება დ--------------–-ძის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ვინაიდან გადაცემული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა ვერ იქნა დადგენილი.სააგენტოს მიერ მითითებული გარემოებების და საქმეში არსებულ მტკიცებულებების, სათანადოდ გამოკვლევის პირობებში, სასამართლოს სრული შესაძლებლობა ქონდა არსებითად გადაეწყვიტა საქმე და არ დაებრუნებინა ადმინისტრაციული ორგანოსთვის. მით უმეტეს, რომ სასამართლო არ უთითებს ადმინისტრაციული ორგანოს თუ რა ფაქტების გამოკვლევაა საჭირო ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის N3-------- გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდება სარჩელი.
4.1.2. აპელანტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი სააპელაციო საჩივარში განმარტავს, რომ სამინისტროს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, როგორც ფაქტობრივი კუთხით, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისითაც, შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც საქმის მასალებით დასტურდება, სააგენტომ განიხილა დ--------------–-ძის 19.05.2016 წლის განცხადება, სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ ო----------ის რაიონი, დ--ა უ----ში (წ----------–აში) მდებარე 201188 კვ.მეტრი სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: N2-----------) საკადასტრო მონაცემების კორექტირების თაობაზე, ვინაიდან დ--------------–-ძის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და „საჯარო რეესტრში“ რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 ნოემბრის N1------- ბრძანებით დამტკიცებული იქნა „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა - ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო -სამეურნეო და არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” 2012 წლის 16 ოქტომბრის N------- ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომის N-- ოქმის შედეგები, რომლითაც უარი ეთქვა განმცხადებელს მის მიერ წარმოდგენილი და „სააგენტოს" მიერ მოძიებული დოკუმენტაციით „მიწის ნაკვეთის“ „საჯარო რეესტრში“ N8----------- განაცხადით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ საზღვრებში მდებარეობა არ დასტურდებოდა, „კომისიის“ გადაწყვეტილებით მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული უძრავ ნივთზე (ს/კ N2-----------) ზედდების ნაწილში სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.: _ როგორც საქმის მასალები ცხადყოფს, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სააგენტოს და სამინისტროს მხრიდან სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, მათ შორის შესწავლილი იქნა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მიღება ჩაბარების აქტი და მის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც მომზადებულია მხარისავე მითითებულ ადგილზე, მიღება ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებად სრულყოფილად მითითებული უნდა იყოს მომიჯნავე მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაცია, რაც წარმოდგენილი აქტიდან შეუძლებელია დადგინდეს, კერძოდ სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია, რომ დ. გ-------–--ის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე წარმოდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ შეიცავს არანაირ კონკრეტულ ინფორმაციას, გადაცემული მიწის ნაკვეთების თაობაზე, გადაცემულია 7 ერთეული მიწის ნავეთი საერთო ფართით 0,9 ჰა. გადაცემული მიწის ნაკვეთების ჩამონათვალში რიგითობით მითითებულია: 1--------------------------------------------------- მიწის ნაკვეთი და ბოლოს მე - 7 ნაკვეთად მითითებულია გადაცემული ნაკვეთების საერთო ჯამი 0.9, ასეთივე შეუსაბამობაა მითითებული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეებთან დაკავშირებით, გაურკვეველია მოსაზღვრეების დადგენა, ვინაიდან ამავე მიღება ჩაბარების აქტში მითითებულია მხოლოდ ხუთი ნაკვეთის მომიჯნავეთა აღწერა, თუმცა შეუძლებებლია დადგინდეს, დ. გ-------–--ის მიერ მოთხოვნილი 0.11 ჰა მიწის ნაკვეთს, აქედან რომელი შეესაბამება, გარდა ამისა ჩატარდა ადგილზე დათვალიერება, მომზადდა შესაბამისი ნახაზი და მხოლოდ მათი შესწავლისა და გამოკვლების საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება განმცხადებელთა მოთხოვნის არ დაკმაყოფილების თაობაზე. საქმის განმხილველმა სასამართლომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა ისე დააკმაყოფილა, რომ საერთოდ არ შეუფასებია რამდენად აქვს მხარეს წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით იურიდიული ინტერესი, სასამართლომ ასეთად მოიხსენია კონსტიტუციით დაცული და გარანტირებული საკუთერების უფლება, თუმცა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებისა და ფიქსაციის უპირობო გზა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა და ამ უფლების ნამდვილობაც რეესტრის მონაცემებით დგინდება.
აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მსჯელობის შესაბამისად N7-- მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტით მოწინააღმდეგე მხარეს საკუთრების უფლება და თითქოსდა ამ საკუთრების უფლების ხელყოფას ჰქონდა ადგილი გამოცემული აქტით, იმ პირობებში როდესაც სასამართლოს სხდომაზე უშუალოდ მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, საიდანაც დ. გ-------–--ის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, უშუალოდ მიწის რეფორმის დროს მიწის განაწილების კომისიის წევრის მიერ ვერ იქნა მითითებული უშუალოდ სად გადაეცა მიწის ნაკვეთი, ვერ იქნა დადასტურებული ინფორმაცია მიღება - ჩაბარების აქტში ასახული მომიჯნავეთა შესახებ, ვერ დადასტურდა წარმოადგენდა თუ არა დღეის მდგომარეობთ სახელმწიფოს სახელზე აღრიცხული 201188 კვ.მ. მიწის რეფორმის დროს გასანაწილებელ მიწის ნაკვეთს, ასეთ პირობებში ცხადია არათუ საკუთრების, არამედ ვერც ე. მართლზომიერი მოლოდინიც კი საკუთრების უფლების შესაძენად ვერ დასტურდება თუმცა. სასამართლომ "მართლზომიერი მოლოდინი", გაათანაბრა საკუთრების უფლებასთან, კანონიერი მოლოდინი არ წარმოდგენს საკუთრების უფლებას და მხოლოდ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას მიეკუთვნება. შესაბამისად, აღნიშნულის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საკუთრების უფლების უპირატესი მდგომარეობა მფლობელობასთან მიმართებაში. N2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, მასზე კერძო პირის საკუთრების უფლება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ ფიქსირდებოდა და არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე სახის ფაქტობრივი გარემოება. აღნიშნულთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი სხვა უფლების რეგისტრაციას. სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების შეზღუდვა (კორექტირება) მხოლოდ და მხოლოდ დ--------------–-ძის მართლზომიერი მოლოდინის საფუძველზე სწორედ, რომ წინააღმდეგობაშია კონსტიტუციით დაცულ საკუთრების უფლებასთან და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით იზღუდება სახელმწიფოს რეგისტრირებული საკუთრების უფლება. თუმცა აღნიშნული მოსაზრება არ შეიძლება განხილული იქნეს იმგვარად, რომ დ--------------–-ძეს მართლზომიერი მოლოდინი არ ხდება კანონით დაცულ სფეროში და მოსარჩელეს არ შეუძლია უფლების დაცვა მოითხოვოს.
აპელანტი საქართელოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დამკვიდრებულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის უმნიშვნელოვანესი პრინციპი — უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლით კი განმარტავს: ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა)გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ)შეაგროვოს ცნობები; გ)მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ)დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე)დანიშნოს ექსპერტიზა; ვ)გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ)მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილებით დაადგინა ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების სათანადო წესით გამოკვლევის არარსებობა, რასაც აპელანტი არ იზიარებს. აპელანტის მითითებით, სასამართლო აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა ისე, რომ არ შეუფასებია თუ რა არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები იქნა დაუდგენელი და გამოუკვლეველი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ანდა რომელი ისეთი ფაქტი დაედო სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად, რომელიც არ იყო სათანადო წესით შესწავლილი და გამოკვლეული, სასამართლოს ამგვარი მსჯელობა არსებითაც მცდარია, ვინაიდან თუ დადგენილად მიიჩნევს რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები არ არის გამოკვლეული სრულყოფილად და ამის გამო დაირღვა კონსტიტუციისა და საერთაშორისო აქტებით განმტკიცებული სტანდარტები, შესაბამისად ის ვალდებულია, რომ დაასაბუთოს აღნიშნული და არ შემოიფარგლს ზოგადი მითითებით.
აპელანტი ასევე განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად მიუთითა, რომ საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევა არ მომხდარა, იმ პირობებში როდესაც კონკრეტული მართლზომიერი მოლოდინის დამადასტურებელი მიღება - ჩაბარების აქტი არ იყო წარდგენილი მარეგისტრირებელ ორგანოში, ხოლო კომისიის მიერ განცხადების განხილვისას საქმის გარემეობების ყოველმხრივი სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება დ--------------–-ძის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაქობაზე, ვინაიდან გადაცემული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა ვერ იქნა დადგენილი. სათანადოდ გამოკვლევის პირობებში, სასამართლოს სრული შესაძლებლობა ქონდა არსებითად გადაეწყვიტა საქმე და არ დაებრუნებინა ადმინისტრაციული ორგანოსთვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის N3-------- გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება სარჩელი.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე;
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტებმა თავიანთ სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლეს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითეს და ვერ წარმოადგინეს ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება;
აქვე, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42)
პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ო----------ის მუნიციპალიტეტი, დ--ა უ----ში მდებარე ურავი ქონება, დაზუსტებული ფართობი: 201188.00 კვ.მეტრი, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №2-----------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს: მომართვა №2- 1-----, დამოწმების თარიღი:2---------, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია სვანეთის სამხარეო სამმართველო.
დადგენილია, რომ 2016 წლის 06 მაისს, დ--------------–-ძემ №8----------- განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ო----------ი, სოფ. ნ-------ი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2016 წლის 13 მაისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №8------------03 ,,სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ’’, რომლითაც ირკვევა, რომ შეჩერების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა ის, რომ ზედდება იყო სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ მონაცემებთან (საკადასტრო კოდი: №2-----------) და მხარეს დაევალა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენა.
დადგენილია, რომ 2016 წლის 19 მაისს, დ--------------–-ძემ №3------- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სადაც მიუთითა, რომ ო----------ის მუნიციპალიტეტში მდებარე 1100 კვ.მეტრი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის მიზნით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განაცხადებით №8-----------, სადაც დაფიქსირდა ზედდება სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ ო----------ის რაიონი, დ--ა უ----ში (წ----------–აში) მდებარე 201188 კვ.მეტრი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან (საკადასტრო კოდი:
№2-----------) და მოითხოვა საკადასტრო მონაცემების კორექტირება.
აღნიშნული განცხადება განხილული იქნა ,,მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის №------ ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ და 2016 წლის 07 ოქტომბერს შემდგარი №-- ოქმით დადგენილი იქნა, რომ დ--------------–-ძის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი და მათ მიერ მოძიებული დოკუმენტაციით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში №8----------- განაცხადით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ საზღვრებში მდებარეობა არ დასტურდება და რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი:№2-----------) დაფიქსირებული ზედდების ნაწილში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ- ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა)გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ)შეაგროვოს ცნობები; გ)მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ)დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე)დანიშნოს ექსპერტიზა; ვ)გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ)მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
პალატა განმარტავს, რომ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ისე, რომ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ--------------–-ძის მიერ წარდგენილ განცხადებას თან ახლდა 1998 წლის 12 ოქტომბრის მიწის ნაკვეთის მიღება- ჩაბარების აქტი №7--, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ნ------- ს-------ს ძე გ-------–---ს გადაეცა 0.11 ჰა მიწის ნაკვეთი ო----------ი, დ--ა უ----ი (წ----------–ა) ტერიტორიაზე, ასევე თან ახლდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ო----------ის არქივის მიერ 2016 წლის 08 აპრილს გაცემული საარქივო ცნობა, რომლითაც დადგენილია, რომ ო----------ის რეგიონულ არქივში დაცული ო----------ის რაიონის სოფელ ნ-------ის საკრებულოს 1986-1995 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით, ნ-------ი ს-------ს ძე გ-------–--ის კომლი შედგება შემდეგი წევრებისაგან: გ-------–--- ნ-------ი ს-------ს ძე-კომლის უფროსი; გ--------–--ე ს-----ნ ნ-------ის ძე-ვაჟიშვილი; გ-------–--- ლ-----------ის ასული-რძალი; გ-------–--- ნ-------ი ს-------ს ძე-შვილიშვილი;
1996-2006 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით, ნ-------ი ს-------ს ძე გ-------–-ძის კომლი შედგება შემდეგი წევრებისაგან: გ-------–--- ნ-------ი ს------ს ძე-კომლის უფროსი; გ-------–--- ს------- ნ-------ის ძე-ვაჟიშვილი; გ-------–--- ლ-----------სის ასული- რძალი; გ-------–--- ნ-------ი ს-------ს ძე-შვილიშვილი; დ----- ს-------ს ძე გ-------–----შვილიშვილი, ხოლო საკადასტრო მონაცემების კორექტირებაზე მხარეს უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ დ--------------–-ძის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი და მათ მიერ მოძიებული დოკუმენტაციით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში №8----------- განაცხადით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ საზღვრებში მდებარეობა არ დასტურდება,- მოპასუხე მხარის პოზიციას დასახელებული საფუძვლით კორექტირებაზე უარის თქმის შესახებ პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად ვერ გაიზიარებს, რამეთუ დაინტერესებული პირის მიერ დოკუმენტაციის წარდგენა არ ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მარტოოდენ მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, უფრო მეტიც, მას გააჩნია კანონისმიერი ვალდებულება საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით თავად ჩაატაროს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, თავად გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, შეაგროვოს საჭირო ცნობები, დაათვალიეროს ადგილი, საჭიროების შემთხვევაში საკითხის სრულყოფილად გარკვევის მიზნით დანიშნოს ექსპერტიზა და განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზომები. წარმოდგენილი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტიდან კი იკვეთება, რომ აღნიშნული მის მიერ სრულყოფილად არ განხორციელებულა.
ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და აღნიშნული გარემოებების ერთობლიობაში ურთიერთშეჯერების შედეგად უნდა მიეღო საკითხზე არსებითი გადაწყვეტილება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ერთის მხრივ არსებობს ნ------- გ-------–--ის სახელზე გაცემული 1998 წლის 12 ოქტომბრის №7-- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც დღეის მდგომარეობით ძალაშია, ხოლო მეორეს მხრივ მხარე ვერ ახერხებს მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციას იმ საფუძვლით, რომ არსებობს ზედდება სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ ო----------ის მუნიციპალიტეტი, დ--ა უ----ში(წ----------–ა) მდებარე 201188.00 კვ.მეტრ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთთან (საკადასტრო კოდი: №2-----------). საქართველოს კონსტიტუციის 21.1 მუხლის თანახმად კი, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელი მართებულად იქნა დაკმაყოფილებული ნაწილობრივ, რადგან დ--------------–-ძესთან მიმართებით, სადავო აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით და იგი მოსარჩელის უფლებას საკუთრებასთან დაკავშირებით პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე და სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩვრებული გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები:
აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფდო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ს" და „ს1“ ქვეპუნქტების შესაბამისად.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აპელანტ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს
3. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე: ილონა თოდუა
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი
შოთა გეწაძე