განაჩენი

სისხლის სამართლის 14.02.2018
საქმის ნომერი
010141318700052312
ინსტანცია
თარიღი
14.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700052312

საქმე 1აგ/115-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 თებერვალი, 2018 წ. ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გერონტი კახეთელიძე

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

ვეფხია ლომიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ გ-----------–--–--ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 თებერვლის განაჩენით:

გ-----------–--–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ-----------–--–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან -2013 წლის 30 ოქტომბრიდან.

გ-----------–--–--ეს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მაისის განაჩენით:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ-----------–--–--ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივლისის განაჩენით:

გ-----------–--–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართელოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს თავისუფლების აღკვეთას - 6 (ექვსი) თვის ვადით სრულად დაემატა წინა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის, 3 (სამი) თვის და 1 (ერთი) დღის ვადით და საბოლოოდ, გ-----------–--–--ეს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 7 (შვიდი) წლის, 9 (ცხრა) თვისა და 1 (ერთი) დღის ვადით.

მსჯავრდებულ გ-----------–--–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ბოლო განაჩენის მიღების დღიდან;

 

2018 წლის 31 იანვარს, მსჯავრდებულმა გ-----------–--–--ემ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მოითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა. შუამდგომლობის ავტორი აღნიშნავს, რომ იგი გასამართლებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით (ძველი რედაქცია) და ითხოვა მისი ქმედების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

 

სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, მსჯავრდებულის პირად საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ გ-----------–--–--ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მაისის განაჩენით გ-----------–--–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების („დეზომორფინი“ 0,00207 გრამის ოდენობით) უკანონო შეძენა, შენახვისათვის, ჩადენილი არაერთგზის.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტები (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქციით) სანქციის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე, შესაბამისად, განეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, მსჯავრდებულ გ-----------–--–--ის ქმედება (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის) აღარ წარმოადგენს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს და განეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს. ვინაიდან კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებამ არსებითად გააუმჯობესა მსჯავრდებულ გ-----------–--–--ის სამართლებრივი მდგომარეობა, მისი ქმედება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს მოქმედ კანონმდებლობასთან, კერძოდ, გ-----------–--–--ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (ამჟამად მოქმედი რედაქცია). რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, იგი უნდა შეიცვალოს და გ-----------–--–--ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან გ-----------–--–--ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მაისის განაჩენით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტები (ამჟამად მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მაისის განაჩენში და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივლისის განაჩენში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ გ-----------–--–--ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მაისის განაჩენში და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივლისის განაჩენში მსჯავრდებულ გ-----------–--–--ის მიმართ, შეტანილი იქნას ცვლილება;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მაისის განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულ გ-----------–--–--ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2013 წლის 30 ოქტომბრიდან;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივლისის განაჩენის მიხედვით, გ-----------–--–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 6 (ექვსი) თვის ვადით - სრულად დაემატოს წინა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (2015 წლის 30 ივლისის მდგომარეობით) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის, 3 (სამი) თვის და 1 (ერთი) დღის ვადით და საბოლოოდ, გ-----------–--–--ეს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) წლის, 9 (ცხრა) თვისა და 1 (ერთი) დღის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2015 წლის 30 ივლისიდან;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მაისის და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივლისის განაჩენები მსჯავრდებულ გ-----------–--–--ის მიმართ, სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გ. კახეთელიძე

 

მოსამართლეები: კ. მაჭავარიანი

 

ვ. ლომიძე