განაჩენი

სისხლის სამართლის 16.02.2018
საქმის ნომერი
010141318700052537
ინსტანცია
თარიღი
16.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010141318700052537 N1/აგ-131-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 თებერვალი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე

მურმან ისაევი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ-------------ის შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 დეკემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ მ-------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

მ-------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 02 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 04 (ოთხი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.

 

მსჯავრდებულ მ-------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2013 წლის 29 აგვისტოდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ მ-------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

მ-------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 03 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით;

 

მ-------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარების ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;

 

მ-------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობის შეძენა, შენახვის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, მ-------------ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც 02 (ორი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 03 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და სასჯელის მოუხდელი ნაწილი კვლავ ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 2013 წლის 20 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, მ-------------ს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელიდან 02 (ორი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 03 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

მ-------------ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების უფლება. 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში -საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება;

 

მ-------------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 03 მარტიდან - 2017 წლის 10 მარტის ჩათვლით;

 

მ-------------ს პატიმრობის ვადა აეთვალა 2017 წლის 27 ივნისიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 07 სექტემბრის განჩინებით „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის მოქმედება არ გავრცელდა მსჯავრდებულ მ-------------ის მიმართ

 

2018 წლის 02 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა მ-------------მა, რომელმაც ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვა. მსჯავრდებული უთითებს, რომ წინა განაჩენით არსებული ნასამართლობის გამო, ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი ეხება უფრო გვიან, რის გამოც ითხოვს მის მიერ ჩადენილი ქმედების გადაკვალიფიცირებას მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად.

 

სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ მ-------------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 დეკემბრის განაჩენით მ-------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქციით) სანქციის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე, შესაბამისად, განეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს.

 

სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით (ვებგვერდი 17/07/2015 სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.017866) დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ‘’ა’’ ქვეპუნქტით, რომლით გათვალისწინებული სანქცია არის შეცვლილი და ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ვინაიდან, კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებამ არსებითად გააუმჯობესა მსჯავრდებულ მ-------------ის სამართლებრივი მდგომარეობა, მისი ქმედება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს მოქმედ კანონმდებლობასთან, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისიწინებული ქმედება (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია). რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, იგი უნდა დარჩეს უცვლელი, ვინაიდან მ-------------ისთვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა შესაბამისობაშია ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება - მჯავრდებულ მ-------------ის ქმედება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია), ხოლო სხვა ნაწილში, განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ მ-------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 დეკემბრის განაჩენში მ-------------ის მიმართ, შევიდეს ცვლილება:

 

მსჯავრდებულ მ-------------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია). განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებაზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

ასევე ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის განაჩენში განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მე-7-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის განაჩენით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და სასჯელის მოუხდელი ნაწილი კვლავ ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის განაჩენით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, მ-------------ს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელიდან 02 (ორი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 03 (სამი) წელი ჩაეთვალოს პირობით 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე

 

მურმან ისაევი