განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001775211
საქმე №3ბ/2165-17
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
16 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ნ------ გ----ა;
წარმომადგენელი - მ--–----------ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე)- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
წარმომადგენლები - თ--------------------ძე; გ--------------–-–---–ი;
მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი;
წარმომადგენელი - მ--------------–ია;
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში არდგენა, განაცდურის ანაზღაურება, დისკრიმინაციის მსხვერპლად ცნობა და მორალური ზიანის ანაზრაურების დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ------ გ----ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტ. 1, ს.ფ. 319-342).
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1.1 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 01 ოქტომბრის №2------ ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურა (დანართი №1) და საშტატო განრიგი (დანართი №2). დამტკიცებული სტრუქტურისა და საშტატო განრიგის მიხედვით დეპარტამენტი შეიქმნა ახლად, სადაც ადმინისტრაცია (სამმართველო) ჩამოყალიბდა 48 საშტატო ერთეულით. ადმინისტრაციაში (სამმართველო) ერთ-ერთ განყოფილებას წარმოადგენდა საფინანსო-სამეურნეო განყოფილება, სადაც შეიქმნა უძრავი ქონებისა და ინვენტარის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის ორგანიზების ჯგუფი 15 საშტატო ერთეულით, მათ შორის ს--–---–------------------------------------ა - 4 საშტატო ერთეულით.
2.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 03 ივნისის №3------- გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი „კუთვნილი შვებულებების, სამსახურებრივი მივლინებების, მივლინების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის N2------ ბრძანება. ამავე გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ------ გ----ას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უძრავი ქონების და ინვენტარის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის ორგანიზების ჯგუფის ს--–---–------------------------------------აზე აღდგენის შესახებ.
მითითებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2016 წლის 02 აგვისტოს გაიცა №3------- სააღსრულებო ფურცელი.
„თანამდებობაზე აღდგენის შესახებ“ საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 11 ივლისის №1------ ბრძანებით, ნ------ ვ-–---------ს ძე გ----ა დაინიშნა შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უძრავი ქონებისა და ინვენტარის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის ორგანიზების ჯგუფის ს--–---–------------------------------------აზე. ამავე ბრძანებით ნ------ გ----ას სამსახურის უწყვეტ სტაჟში ჩაეთვალა 2015 წლის 01 ოქტომბრიდან აღდგენამდე განვლილი პერიოდი.
2.1.3. „თანამშრომლის მივლენის შესახებ“ საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 12 ივლისის №1------ ბრძანებით, ამავე დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის 2016 წლის 12 ივლისის №1------ პატაკის საფუძველზე, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, 2016 წლის 12 ივლისიდან 2017 წლის 01 იანვრამდე შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონულ სამმართველოში მივლენილ იქნა ამავე დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო)საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უძრავი ქონებისა და ინვენტარის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის ო--------------------------–---–----- (კ------------) ნ------ ვ-–---------ს ასული გ----ა. ამავე ბრძანებით მივლენილი მოსამსახურე მივლენის პერიოდში სამსახურებრივად დაექვემდებარა სენაკის რაიონული სამმართველოს უფროსს.
2.1.4. „შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების მოსამსახურეთა ფუნქციონალური მიმართულებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 28 ნოემბრის №2------ ბრძანებით, სამსახურებრივი საქმიანობის მიზნობრივად წარმართვის მიზნით შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების მოსამსახურეებს ფუნქციონალურად დაევალათ სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბრძანებაზე თანდართული №1 დანართის მიხედვით.
დანართი №1-ით დგინდება, რომ საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უძრავი ქონებისა და ინვენტარის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის ორგანიზების ჯგუფის სპეციალისტს (კ------------) ნ------ გ----ას დაევალა შსს სენაკის რაიონული სამმართველოს კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონებისა და ინვენტარის დადგენილი წესით აღრიცხვა, მათი ექსპლუატაციის ორგანიზება და კონტროლის განხორციელება; ადმინისტრაციულ, დამხმარე შენობა-ნაგებობათა და განყოფილებათა შენობაში განთავსებულ მატერიალურ ფასეულობათა დაცვა და სწორი ექსპლუატაციის უზრუნველყოფა; ასევე, დაევალა სამმართველოს ყველა საჭირო და აუცილებელი მოთხოვნების ორგანიზება და დეპარტამენტის წინაშე შუამდგომლობების წარდგენა; მიღებულ მატერიალურ ფასეულობათა და მარაგების აღრიცხვა და მათი სწორი და დროული ჩამოწერა; კონტროლის განხორციელება სამმართველოს მიერ გაწეული კომუნალური ხარჯების და გადახდის დოკუმენტების დეპარტამენტში დროულად წარსადგენად; კომუნალური დანიშნულებით გაწეული საწვავის ხარჯების აღრიცხვა და ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის დადგენილი ფორმით წარმოდგენა დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილებაში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ შსს მინისტრის 2016 წლის 14 ივლისის №375 ბრძანების შესაბამისად, თანამშრომლებისათვის ხელშეკრულებების გაფორმება მათზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობებზე.
2.1.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 26 დეკემბრის №M--------------- პატაკით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ეთხოვა შესაბამის სამსახურებს დაავალოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურასა და საშტატო განრიგში შეიტანონ ცვლილებები, რომელიც პროექტის სახით იქნა წარდგენილი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის №3------ ბრძანებით, რომელიც ამოქმედდა 2017 წლის 01 იანვრიდან, შეტანილ იქნა ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 01 ოქტომბრის №2------ ბრძანებით დამტკიცებულ თანდართულ საშტატო განრიგში.
დამტკიცებული საშტატო განრიგით სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში ახლად შეიქმნა საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილება, სადაც ადმინისტრაცია (სამმართველო) გაუქმდა (შემცირდა ყველა თანამდებობა), 48 საშტატო ერთეულით. ცვლილებები განცადა ყველა რაიონულმა სამმართველომ, მათ შორის სენაკის რაიონულმა სამმართველომ, კერძოდ, ზუგდიდის და მესტიის (ზემო სვანეთის) რაიონულ სამმართველოებში ახლად შეიქმნა საქმის წარმოების ჯგუფი 2-2 საშტატო ერთეულით, კანცელარია გაუქმდა (შემცირდა ყველა თანამდებობა) 5 და 2 საშტატო ერთეულით და დარჩა უზრუნველყოფის ჯგუფი სპეციალისტის (კ------------) თითო-თითო საშტატო ერთეულით, ქ. ფოთის, აბაშის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის რაიონულ სამმართველოებში საქმის წარმოების ჯგუფი შეიქმნა ახლად 2-2 საშტატო ერთეულით და კანცელარია გაუქმდა (შემცირდა ყველა თანამდებობა).
„თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 03 იანვრის №2---- ბრძანებიდან ამონაწერის თანახმად, ამავე მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის №3------ საშტატო-საორგანიზაციო ბრძანების საფუძველზე:
30. შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უძრავი ქონებისა და ინვენტარის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის ო--------------------------–---–-----ს (კ------------) ნ------ ვ-–---------ს ასული გ----ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კადრების განკარგულებაში, 2017 წლის 01 იანვრიდან.
დოკუმენტბრუნვის სისტემიდან ამონარიდით დგინდება, რომ ხსენებული ბრძანება სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში შევიდა 2017 წლის 09 იანვარს.
2.1.6. „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 02 მაისის №1------ ბრძანებით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №--- ბრძანებით დამტკიცებულის წესის 37-ე მუხლის (დათხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო) საფუძველზე:
12. შსს კადრების განკარგულებაში მყოფი, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ადმინისტრაციის (სამმართველო) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უძრავი ქონებისა და ინვენტარის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის ო--------------------------–---–-----ს (კ------------) ნ------ ვ-–---------ს ასული გ----ა დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
2.1.7. საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 18 იანვრის № M---------------- ცნობით დგინდება, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უძრავი ქონებისა და ინვენტარის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის ო--------------------------–---–-----ს (კ------------) ნ------ გ----ას შრომის ანაზღაურება (დეკემბრის თვის ჩათვლით) შეადგენდა 710 (შვიდასათი) ლარს.
2.1.8. შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს უფროსის მიერ გაცემული დახასიათებით დგინდება, რომ ნ------ გ----ა სენაკის რაიონულ სამმართველოში მივლინებული იყო 2016 წლის 12 ივლისიდან 2017 წლის 01 იანვრამდე. სენაკის სამმართველოში მუშაობის პერიოდში ნ------ გ----ა მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა ხარისხიანად. ამასთან, სენაკის რაიონული სამმართველოს ხელმძღვანელობა მას ახასიათებს დადებითად.
2.1.9. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 05 იანვრის №3---- ბრძანებით, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 03 იანვრის №2---- პატაკის საფუძველზე:
23. შსს კადრების განკარგულებაში მყოფი, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ადმინისტრაციის (სამმართველო) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უძრავი ქონებისა და ინვენტარის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის ო--------------------------–---–----- (კ------------) ა---------– ბ------ის ძე გ----ა დაინიშნა შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უზრუნველყოფის ჯგუფის ს--–---–-----------------------.
შსს კადრების განკარგულებაში მყოფი, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ადმინისტრაციის (სამმართველო) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უძრავი ქონებისა და ინვენტარის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის ო--------------------------–---–----- (კ------------) რ----- ზ------- ძე გ---–-----ი დაინიშნა შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის (ზემო სვანეთი) რაიონული სამმართველოს უზრუნველყოფის ჯგუფის ს--–---–-----------------------.
2.1.10. „შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომელთა ფუნქციონალური მიმართულებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 18 მარტის №6----- ბრძანებით, სამსახურებრივი საქმიანობის მიზანმიმართულად წარმართვის, სამოქმედო ტერიტორიაზე ოპერატიული ვითარების გაუმჯობესების, დანაშაულის პრევენციისა და ჩადენილი დანაშაულის ცხელ კვალზე გახსნის მიზნით, დამტკიცდა თანდართული სახით შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომელთა ფუნქციონალური მიმართულებები და ზონალური (სამოქმედო ტერიტორია) განაწილება (დანართი №1), რომლის საფუძველზეც მითითებულ თანამშრომლებს ფუნქციონალურად დაევალათ სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელება.
ამონარიდით დანართი №1-დან დგინდება, რომ უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელს, პოლიციის მაიორს მ----- ჯ--------ას დაევალა სენაკის რაიონული სამმართველოს უძრავი ქონების, ტექნიკის, ინვენტარისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა დადგენილი წესით აღრიცხვა, მათი ექსპლუატაციის ორგანიზება და კონტროლის განხორციელება; სენაკის რაიონული სამმართველოს და პოლიციის განყოფილებების ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული დანადგარების სწორი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის ორგანიზება; სამმართველოზე რიცხული გენერატორების სიმძლავრის გათვალისწინებით გასანაწილებელი კომუნალური საწვავების სახეობის და ოდენობის განსაზღვრა და განაწილება. პერიოდულად განყოფილებების შემოვლა, ადგილზე არსებული მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი რეაგირება; მასვე დაეკისრა მატერიალურად პასუხისმგებლობა და კოორდინება მატერიალურ ფასეულობათა პერიოდული და წლიური ინვენტარიზაციის ჩატარებასა და შედეგებზე; კომუნალური ხარჯების აღრიცხვა-შედარება მომსახურე კომპანიებთან (ენერგოკომპანია, ბუნებრივი აირით მომარაგება, წყალმომარაგება) და შესაბამისი შედარების აქტების წარდგენა ხარჯების გადასახდელად. მატერიალური ფასეულობის მიღება, განაწილება, შესაბამისი უწყისების წარმოება და დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურისათვის წარდგენა; სატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკის დადგენილი წესით აღრიცხვა, მათ ექსპლუატაციაზე კონტროლი; ავტომანქანების სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე კონტროლი; სატრანსპორტო საშუალების სხვა მოსამსახურეზე განპიროვნების შემთხვევაში, უმოკლეს ვადაში ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტისათვის; აკუმლატორების და საბურავების საგარანტიო პირობების დროული შესრულება; E-------------------------------ს პროგრამების მომსახურება და საკადრო საქმიანობის წარმოება.
2.1.11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხულმა ი----- გ----–-ა-ფ-----მ განმარტა, რომ მუშაობდა კ------------ს თანამდებობაზე, ფოთის რაიონულ სამმართველოში და სამსახურიდან გათავისუფლებულ იქნა ნ------ გ----ასთან ერთად, 2017 წლის 03 იანვარს. მან განაცხადა, რომ ნ------ გ----ას იცნობს სამსახურიდან, კერძოდ, ზუგდიდში ერთად უტარდებოდათ სამსახურებრივი შეხვედრები (თათბირები). ბოლოს თათბირი ჰქონდათ 2017 წლის 09 იანვარს, როდესაც დეპარტამენტის ხელმძღვანელისაგან შეიტყვეს სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. ნ------ გ----ასა და დეპარტამენტის დირექტორს შორის საუბარი წარიმართა დაძაბულ რეჟიმში, კერძოდ, ნ------ გ----ამ დირექტორს უთხრა, რომ მათი მხრიდან უკვე მეორეჯერ ხდებოდა დისკრიმინაციის მსხვერპლი. ამასთან დაკავშირებით, დირექტორი გაბრაზდა, მან მაგიდაზე ხელი დაარტყა და თქვა, რომ წინა შემთხვევაში შეცდა, ნ------ გ----ა უნდა გაეთავისუფლებინა სამსახურიდან დასკვნის საფუძველზე. ნ------ გ----ამ უთხრა, რომ არ იყო ნ-----------ს მომხმარებელი, ასევე, უკანონოდ არ ატარებდა იარაღს, რის გამოც დასკვნით ვერ დაითხოვდა. დირექტორმა ისიც დასძინა, რომ ნ------ გ----ა წინა შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლებული იქნა უკანონოდ და მათ აღადგინეს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ამასთან, იმ შემთხვევაში თუ იგი კვლავ წამოიწყებდა სასამართლო დავას, რომელიც მის სასარგებლოდ დასრულდებოდა, დირექტორი ყველა კომენდანტს აღადგენდა სამსახურში. მოწმის განმარტებით, ის სხვა კომენდანტებთან ერთად სამსახურიდან გათავისუფლებული იქნა ნ------ გ----ას გამო. ნ------ გ----ა სამსახურიდან პირველად გათავისუფლებიდან 10 დღის ვადაში დაწესებულებამ თავისივე გადაწყვეტილების საფუძველზე აღადგინა, მეორედ ნ. გ----ა აღდგენილ იქნა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე და ამჯერად, მესამედ დაითხოვეს იგი. შესაბამისად, იგი თვლის, რომ დეპარტამენტს უნდოდა მხოლოდ ნ------ გ----ას სამსახურიდან გათავისუფლება. ამ ფაქტთან დაკავშირებით სხვა თანამშრომლებმაც დაუდასტურეს, რომ ნ------ გ----ას სამსახურიდან გათავისუფლება სურდა ხელმძღვანელობას. ამასთან, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ დარჩა ორ სამმართველოში კ------------ს თანამდებობა და სხვა შემთხვევებში უბნის ინსპექტორმა რატომ შეითავსეს ის ფუნქციები, რასაც სამსახურიდან გათავისუფლებული კომენდანტები ასრულებდნენ. ასევე, როგორც მისთვის ცნობილია ნ------ გ----ა ითხოვდა საპენსიო ასაკამდე, კიდევ 1 წელი დაეტოვებინათ დაკავებულ თანამდებობაზე, თუმცა იგი პასუხად იღებდა, რომ დაწესებულებაში უპირატესობა ენიჭებოდათ მამაკაცებს.
მოწმის - ი----- გ----–-ა-ფ-----ს განმარტებით, ტელევიზიით მისთვის ცნობილი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან მოხდებოდა მხოლოდ იმ პოლიციელთა გათავისუფლება, ვინც დაკისრებულ მოვალეობას არაჯეროვნად ასრულებდა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. სასამართლომ აღნიშნა, რომ დავის გადაწყვეტისათვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმ ფაქტის დადგენა, ჰქონდა თუ არა ადგილი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელის ნ------ გ----ას მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას. მოსარჩელის განმარტებით, სადავო აქტებით მის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაცია, რაც გამოიხატა იმავე გარემოებებში მყოფი პირებისაგან - სხვა თანამშრომლებისაგან განსხვავებულ მდგომარეობაში ჩაყენებაში და მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ნ------ გ----ას აღდგენისა, იგი კვლავ გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან. შესაბამისად, მან მოითხოვა დისკრიმინაციის მსხვერპლად ცნობა და მორალური ზიანის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება №2/1/536 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ”, II-19).
ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული თანასწორობის უფლების მიზნებისთვის, არსებითად თანასწორი პირების მიმართ ნებისმიერი სახის დიფერენცირება დისკრიმინაციულ მოპყრობად არ ჩაითვლება. კონსტიტუციის მე-14 მუხლი არ ავალდებულებს სახელმწიფოს, ნებისმიერ შემთხვევაში სრულად გაათანაბროს არსებითად თანასწორი პირები. იგი უშვებს გარკვეული დიფერენცირების შესაძლებლობას... [ვინაიდან] ცალკეულ შემთხვევაში, საკმარისად მსგავს სამართლებრივ ურთიერთობებშიც კი, შესაძლოა დიფერენცირებული მოპყრობა საჭირო და გარდაუვალიც კი იყოს... ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური ნიშნებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. (იხ.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №2/5/556 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე, სადავო ნორმით დადგენილი განსხვავებული მოპყრობის საფუძველზე, კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩარევა სახეზე იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიფერენცირება ხდება არსებითად თანასწორ პირებს შორის.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით აღიარებულია სახელმწიფოებრივი ნება სოციალური სახელმწიფოს დამკვიდრებისა, რომელიც პირდაპირ და უშუალო კავშირშია შრომის უფლების დაცვასთან. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებულია პირის უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება - შრომის უფლება და დადგენილია, რომ შრომა თავისუფალია. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანსა და მის განხორციელებაში, ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში.
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედებები არ რეგულირდება სხვა სამართლებრივი აქტით, რომელიც შეესაბამება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ხსენებული კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმპერატიულად კრძალავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.
სასამართლომ ასევე მოიხმო საქართველოს ორგანულ კანონის „შრომის კოდექსი“, რომლის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო. დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით.
,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა.
ზემოაღნიშნული მე-14 მუხლისაგან განსხვავებით, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას მხოლოდ კონვენციით გარანტირებულ უფლებებთან მიმართებით, კონვენციის მე-12 ოქმის პირველი მუხლის თანახმად, კანონით დადგენილი, ნებისმიერი უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონების, დაბადების ან სხვა ნიშნისა; დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების მხრიდან ვინმეს დისკრიმინაცია პირველ პუნქტში აღნიშნული რომელიმე საფუძვლით.
სასამართლომ აღნიშნა რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები კრძალავს ყველა სახის განსხვავებულ მოპყრობას. მაგრამ, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფომ, მოხელის სახით, ვინმეს მიმართ განახორციელა განსხვავებული მოპყრობა, მაშინ ამ განსხვავებულ მოპყრობას თან უნდა სდევდეს ,,ობიექტური და გონივრული გამართლება“. ხოლო, იმისათვის, რომ განსხვავებული მოპყრობა გამართლებულად ჩაითვალოს პირველ რიგში იგი უნდა ემსახურებოდეს კანონიერი მიზნის მიღწევის ინტერესებს და დაცული უნდა იყოს გონივრული პროპორციულობა მისაღწევ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებებს შორის, ანუ მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებები უნდა იყოს აუცილებელი და შესაფერისი. ამდენად, სახელმწიფოებს ეკისრებათ ნეგატიური ვალდებულება თანასწორად მოეპყრან თანაბარ მდგომარეობასა და პირობებში მყოფ პირებს და შესაბამისად, მისი როლი, ვალდებულება და პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია დისკრიმინაციის პრევენციის ეფექტიანი ღონისძიებების გატარებაში.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633-ე მუხლზე, რომელიც ადგენს, რომ სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.
მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირის ვარაუდი დისკრიმინაციული მოპყრობის თაობაზე უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ მტკიცებულებებსა და ფაქტებს, რასაც იგი წარუდგენს სასამართლოს და სათანადოდ დაასაბუთებს ამგვარი ფაქტის არსებობას. ამავე ნორმის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია ამტკიცოს ის გარემოება, რომ ადგილი არ ჰქონია დისკრიმინაციულ მოპყრობას, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსარჩელის მიერ წარდგენილია შესაბამისი მტკიცებულებები.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ასეთი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არის წარმოდგენილი. მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის არსებობა ვერ დადასტურდა სასამართლოში მოწმის სტატუსით გამოკითხული პირის ახსნა-განმარტებითაც.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სამსახურიდან განმეორებით გათავისუფლების გამო, მის მიმართ ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მოპყრობას. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ წინა შემთხვევაში, როდესაც იგი დაითხოვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე აღდგენილ იქნა სამსახურში. აღსანიშნავია, რომ ეს ფაქტი თავისთავად არ გამორიცხავს კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლის არსებობის პირობებში, მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შეუძლებლობას. ამასთან, რაც შეეხება მოწმის მიერ გაკეთებულ განაცხადს, რომ ნ------ გ----ა მოითხოვდა თანამდებობაზე დარჩენას კიდევ 1 წლით, საპენსიო ასაკამდე მიღწევამდე ვადით, რაზეც იგი უარს იღებდა სქესის ნიშნის გამო, სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ეს გარემოება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების შედეგად არ დადგინდა, მით უმეტეს, რომ ამ ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი თავად მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. კერძოდ, კანონი პირდაპირ ადგენს, თუ კონკრეტულად რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს პირმა არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება. მაგალითად, ადამიანის ჯანმრთელობა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფისათვის პირმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება. მოცემულ დავაში ასეთი სიკეთე უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უფლება, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. აღნიშნული სიკეთის ხელყოფის ვარაუდი კი დადასტურებული უნდა იქნეს მოსარჩელის მიერ, და უნდა იყოს დადგენილი, რომ მისმა ხელყოფამ გამოიწვია ზიანის მიყენება, რაც საბოლოოდ სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას დადგინოს უფლების დარღვევა ან უარყოს მისი დარღვევის ფაქტი.
სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მოპასუხეების მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობიდან და დასტურდებოდეს მოსარჩელის მიერ წარდგენილი კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით, სახეზე არ არის. შესაბამისად, დამდგარი ზიანის არსებობა საქმეში არსებული მტკიცებულებებით საერთოდ ვერ იქნა დადასტურებული. აქედან გამომდინარე კი, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ნ------ გ----ას მიმართ განსხვავებული მოპყრობა - დისკრიმინაცია და შესაბამისად, ზიანის მიყენების ფაქტი, რის გამოც ორივე სასარჩელო მოთხოვნა - დისკრიმინაციის მსხვერპლად ცნობა და მოპასუხისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.2.2. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში.
მითითებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) არის სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანა საჯარო ხელისუფლების განხორციელებაა.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს და განსაზღვრავს იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო საქმიანობად, კერძოდ, „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ასეთ დაწესებულებებს წარმოადგენენ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები.
მითითებული კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ??????????? ???????????? , სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ------ გ----ა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ადმინისტრაციის (სამმართველო) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უძრავი ქონებისა და ინვენტარის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის ორგანიზების ჯგუფის სპეციალისტად (კომენდატად). შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს. აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №--- ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის შესაბამისად, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფის ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს, ხოლო „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი კანონით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.
სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ ნ------ გ----ა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 03 იანვრის №2---- ბრძანების საფუძველზე და აყვანილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში.
ხსენებული ბრძანების თანახმად, მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი გახდა: 1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის №3------ საშტატო-საორგანიზაციო ბრძანება, რომლითაც შევიდა ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 01 ოქტომბრის №2------ ბრძანებით დამტკიცებულ თანდართულ საშტატო განრიგში. ეს უკანასკნელი ბრძანება ამოქმედდა 2017 წლის 01 იანვრიდან.
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის N2------ და 2016 წლის 31 დეკემბრის №3------ ბრძანებებით დამტკიცებული სტრუქტურითა და საშტატო განრიგით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში ახლად შეიქმნა საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილება, სადაც გაუქმდა ადმინისტრაცია (სამმართველო) ყველა თანამდებობით 48 საშტატო ერთეულით, მათ შორის ამავე ადმინისტრაციის (სამმართველოს) საფინანსო-სამეურნეო განყოფილების უძრავი ქონებისა და ინვენტარის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის ო--------------------------–---–-----ს (კ------------ს) თანამდებობა - 4 საშტატო ერთეულით. ამავე დროს, ცვლილებები განიცადა ყველა რაიონულმა სამმართველომ, მათ შორის სენაკის რაიონულმა სამმართველომ, კერძოდ, ზუგდიდის და მესტიის (ზემო სვანეთის) რაიონულ სამმართველოებში ახლად შეიქმნა საქმის წარმოების ჯგუფი 2-2 საშტატო ერთეულით, კანცელარია გაუქმდა (შემცირდა ყველა თანამდებობა) 5 და 2 საშტატო ერთეულით და დარჩა უზრუნველყოფის ჯგუფი სპეციალისტის (კ------------ს) თანამდებობა თითო-თითო საშტატო ერთეულით, ქ. ფოთის, აბაშის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის რაიონულ სამმართველოებში საქმის წარმოების ჯგუფი შეიქმნა ახლად 2-2 საშტატო ერთეულით და კანცელარია გაუქმდა (შემცირდა ყველა თანამდებობა).
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში აყვანილ პოლიციელს შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.
სასამართლომ მიუთითა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლზე, რომელიც ადგენს პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.
აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №--- ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 34-37-ე მუხლებით, კერძოდ, 34-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად. კადრების განკარგულებაში აყვანა (გარდა პირადი პატაკისა) გულისხმობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას და მათი საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას; ამავე წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებები დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება, ხოლო 37-ე მუხლის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება სამინისტროს პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურის, საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის დათხოვნა სამინისტროდან.
დადგენილად იქნა ასევე მიჩნეული რომ საქართველოს „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 02 მაისის №1------ ბრძანებით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №--- ბრძანებით დამტკიცებულის წესის 37-ე მუხლის (დათხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო) საფუძველზე შსს კადრების განკარგულებაში მყოფი, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ადმინისტრაციის (სამმართველო) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უძრავი ქონებისა და ინვენტარის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის ო--------------------------–---–-----ს (კ------------), ნ------ ვ-–---------ს ასული გ----ა დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
2.2.3. სასამართლომ განმარტა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე“.
ამავე კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გაფრთხილების ვადის გასვლიდან პირველივე დღეს.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას.
სასამართლომ საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა იმ სტრუქტურული ერთეულის თანამდებობის გაუქმებასა და ახლიდან ჩამოყალიბებას, რომელშიც მოსარჩელეს ეკავა სპეციალისტის (კ------------ს) თანამდებობა, კერძოდ, ახლად შეიქმნა საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილება, სადაც მთლიანად გაუქმდა ადმინისტრაცია (სამმართველო) თავისი თანამდებობებით, მათ შორის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უძრავი ქონებისა და ინვენტარის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის ორგანიზების ჯგუფის ს--–---–------------------------------------ა. შესაბამისად, სახეზე იყო ნ------ გ----ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის საფუძველი.
სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ ზოგიერთ რაიონულ სამმართველოში კვლავ შეიქმნა ის თანამდებობა, რომელიც მას ჰქონდა დაკავებული. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში ადმინისტრაციის (სამმართველო), მათ შორის მასში შემავალი საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უძრავი ქონებისა და ინვენტარის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის ორგანიზების ჯგუფი, თავისი საშტატო ერთეულებით მთლიანად გაუქმდა. ამდენად, ის თანამდებობა, რომელიც ამ ჯგუფში მოსარჩელეს ჰქონდა დაკავებული, აღარ არსებობდა. დადგენილია ის გარემოებები, რომ უზრუნველყოფის ჯგუფი თითო საშტატო ერთეულით ჩამოყალიბდა მხოლოდ ზუგდიდის და მესტიის (ზემო სვანეთის) რაიონულ სამმართველოებში, ხოლო სენაკის რაიონულ სამმართველოში ასეთი თანამდებობა არ ჩამოყალიბებულა. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ნ------ გ----ას მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას გააჩნდა ე.წ. „უპირატესი დარჩენის“ უფლება, რაც გულისხმობს, რომ მას უნდა მინიჭებოდა უპირატესობა ზუგდიდის და მესტიის (ზემო სვანეთის) რაიონულ სამმართველოებიდან ერთ-ერთში დანიშნულიყო შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის ან მესტიის (ზემო სვანეთის) უზრუნველყოფის სპეციალისტად (კომენდანტად).
ამასთან, წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 12 ივლისის №1------ ბრძანებით სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უძრავი ქონებისა და ინვენტარის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის ო--------------------------–---–-----ს (კ------------) ნ------ ვ-–---------ს ასული გ----ა მივლენილ იქნა ამავე დეპარტამენტის სენაკის რაიონულ სამმართველოში, 2016 წლის 12 ივლისიდან 2017 წლის 01 იანვრამდე. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 28 ნოემბრის №2------ ბრძანებით, სამსახურებრივი საქმიანობის მიზნობრივად წარმართვის მიზნით შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უძრავი ქონებისა და ინვენტარის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის ორგანიზების ჯგუფის სპეციალისტს (კ------------) ნ------ გ----ას დაევალა შსს სენაკის რაიონული სამმართველოს კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონებისა და ინვენტარის დადგენილი წესით აღრიცხვა, მათი ექსპლუატაციის ორგანიზება და კონტროლის განხორციელება. ადმინისტრაციულ, დამხმარე შენობა-ნაგებობათა და განყოფილებათა შენობაში განთავსებულ მატერიალურ ფასეულობათა დაცვა და სწორი ექსპლუატაციის უზრუნველყოფა. მასვე დაევალა ორგანიზების გაწევა სამმართველოს ყველა საჭირო და აუცილებელ მოთხოვნებზე და შუამდგომლობა დეპარტამენტის წინაშე; მიღებულ მატერიალურ ფასეულობათა და მარაგების აღრიცხვა და მათი სწორი და თავისდროული ჩამოწერა; კონტროლის განხორციელება სამმართველოს მიერ გაწეულ კომუნალურ ხარჯებზე და გადახდის დოკუმენტების დროულ წარდგენაზე დეპარტამენტში; კომუნალური დანიშნულებით გაწეული საწვავის ხარჯების აღრიცხვა და ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის დადგენილი ფორმით წარდგენა დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილებაში; თანამშრომლებისათვის მათზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობებზე ხელშეკრულებების გაფორმება.
ასევე, საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ მსგავსი ფუნქციების მქონე თანამდებობები - უზრუნველყოფის ჯგუფი თითო საშტატო ერთეულით ჩამოყალიბდა მხოლოდ ზუგდიდის და მესტიის (ზემო სვანეთის) რაიონულ სამმართველოებში, ხოლო სენაკის რაიონულ სამმართველოში ასეთი თანამდებობა არ ჩამოყალიბებულა. სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ხსენებულ თანამდებობებზე დაინიშნენ კონკრეტული პირები.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 18 მარტის №6----- ბრძანებით, სამსახურებრივი საქმიანობის მიზანმიმართულად წარმართვის, სამოქმედო ტერიტორიაზე ოპერატიული ვითარების გაუმჯობესების, დანაშაულის პრევენციისა და ჩადენილი დანაშაულის ცხელ კვალზე გახსნის მიზნით, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს ფუნქციონალურად დაევალათ სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელება. ამონარიდით დანართი №1-დან დგინდება, რომ უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელს, პოლიციის მაიორს მ----- ჯ--------ას დაევალა სენაკის რაიონული სამმართველოს უძრავი ქონების, ტექნიკის, ინვენტარისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა დადგენილი წესით აღრიცხვა, მათი ექსპლუატაციის ორგანიზება და კონტროლის განხორციელება. სენაკის რაიონული სამმართველოს და პოლიციის განყოფილებების ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული დანადგარების სწორი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის ორგანიზება. სამმართველოზე რიცხული გენერატორების სიმძლავრის გათვალისწინებით გასანაწილებელი კომუნალური საწვავების სახეობის და ოდენობის განსაზღვრა და განაწილება. პერიოდულად განყოფილებების შემოვლა, ადგილზე არსებული მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი რეაგირება. მასვე დაეკისრა მატერიალურად პასუხისმგებლობა და კოორდინება მატერიალურ ფასეულობათა პერიოდულ და წლიურ ინვენტარიზაციის ჩატარებასა და შედეგებზე. კომუნალური ხარჯების აღრიცხვა-შედარება მომსახურე კომპანიებთან (ენერგოკომპანია, ბუნებრივი აირით მომარაგება, წყალმომარაგება) და შესაბამისი შედარების აქტების წარდგენა ხარჯების გადასახდელად. მატერიალური ფასეულობის მიღება, განაწილება, შესაბამისი უწყისების წარმოება და დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურისათვის წარდგენა. სატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკის დადგენილი წესით აღრიცხვა, მათ ექსპლუატაციაზე კონტროლი. ავტომანქანების სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე კონტროლი. სატრანსპორტო საშუალების სხვა მოსამსახურეზე განპიროვნების შემთხვევაში, უმოკლეს ვადაში ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტისათვის. აკუმლატორების და საბურავების საგარანტიო პირობების დროული შესრულება. E-------------------------------ს პროგრამების მომსახურება და საკადრო საქმიანობის წარმოება.
სასამართლომ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ მ----- ჯ--------ას დაეკისრა მუშაობის პერიოდში მოსარჩელის - ნ------ გ----ასათვის დაკისრებული მოვალეობებისაგან განსხვავებული ფუნქციები. ის გარემოება, რომ შესაძლოა ფუნქციათა ნაწილი ერთმანეთის მსგავსია, არ გულისხმობს იმას, რომ ნ------ გ----ას მიერ კონკრეტულ პერიოდში დაკავებული თანამდებობა (დაკისრებული მოვალეობები) თავისი ფუნქციური დატვირთვით კვლავ არსებობდა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ რეორგანიზაციის შედეგად ადგილი ჰქონდა ძველი საშტატო ერთეულის გაუქმება.
პირველი ინსტანციის სასამართლო წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გაანალიზების პირობებში მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე იყო მოსარჩელის - ნ------ გ----ას თანამდებობიდან გათავისუფლების კანონით განსაზღვრული პირობები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-17 მუხლებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში ის გარემოება, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საფუძვლიანად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 03 იანვრის №2---- და ამავე მინისტრის 2017 წლის 02 მაისის №1------ ბრძანებების ნაწილობრივ ბათილად ცნობასთან დაკავშირებით - არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.2.4. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ, ასევე, დაუსაბუთებულია მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 03 იანვრის №2---- და ამავე მინისტრის 2017 წლის 02 მაისის №1------ ბრძანებები, ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს - საქართველოს სახელმწიფო შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს მოსარჩელისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და იურიდიულად დაუსაბუთებელი. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 01 ოქტომბრის №2------ ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურა (დანართი №1) და საშტატო განრიგი (დანართი №2). დამტკიცებული სტრუქტურისა და საშტატო განრიგის მიხედვით დეპარტამენტი შეიქმნა ახლად, სადაც ადმინისტრაცია (სამმართველო) ჩამოყალიბდა 48 საშტატო ერთეულით. ადმინისტრაციაში (სამმართველო) ერთ-ერთ განყოფილებას წარმოადგენდა საფინანსო-სამეურნეო განყოფილება, სადაც შეიქმნა უძრავი ქონებისა და ინვენტარის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის ორგანიზების ჯგუფი 15 საშტატო ერთეულით, მათ შორის ს--–---–------------------------------------ა - 4 საშტატო ერთეულით.
4.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 03 ივნისის №3------- გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი „კუთვნილი შვებულებების, სამსახურებრივი მივლინებების, მივლინების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის N2------ ბრძანება. ამავე გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ------ გ----ას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უძრავი ქონების და ინვენტარის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის ორგანიზების ჯგუფის ს--–---–------------------------------------აზე აღდგენის შესახებ.
მითითებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2016 წლის 02 აგვისტოს გაიცა №3------- სააღსრულებო ფურცელი.
„თანამდებობაზე აღდგენის შესახებ“ საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 11 ივლისის №1------ ბრძანებით, ნ------ ვ-–---------ს ძე გ----ა დაინიშნა შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უძრავი ქონებისა და ინვენტარის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის ორგანიზების ჯგუფის ს--–---–------------------------------------აზე. ამავე ბრძანებით ნ------ გ----ას სამსახურის უწყვეტ სტაჟში ჩაეთვალა 2015 წლის 01 ოქტომბრიდან აღდგენამდე განვლილი პერიოდი.
4.1.3. „თანამშრომლის მივლენის შესახებ“ საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 12 ივლისის №1------ ბრძანებით, ამავე დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის 2016 წლის 12 ივლისის №1------ პატაკის საფუძველზე, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, 2016 წლის 12 ივლისიდან 2017 წლის 01 იანვრამდე შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონულ სამმართველოში მივლენილ იქნა ამავე დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო)საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უძრავი ქონებისა და ინვენტარის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის ო--------------------------–---–----- (კ------------) ნ------ ვ-–---------ს ასული გ----ა. ამავე ბრძანებით მივლენილი მოსამსახურე მივლენის პერიოდში სამსახურებრივად დაექვემდებარა სენაკის რაიონული სამმართველოს უფროსს.
4.1.4. „შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების მოსამსახურეთა ფუნქციონალური მიმართულებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 28 ნოემბრის №2------ ბრძანებით, სამსახურებრივი საქმიანობის მიზნობრივად წარმართვის მიზნით შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების მოსამსახურეებს ფუნქციონალურად დაევალათ სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბრძანებაზე თანდართული №1 დანართის მიხედვით.
დანართი №1-ით დგინდება, რომ საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უძრავი ქონებისა და ინვენტარის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის ორგანიზების ჯგუფის სპეციალისტს (კ------------) ნ------ გ----ას დაევალა შსს სენაკის რაიონული სამმართველოს კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონებისა და ინვენტარის დადგენილი წესით აღრიცხვა, მათი ექსპლუატაციის ორგანიზება და კონტროლის განხორციელება; ადმინისტრაციულ, დამხმარე შენობა-ნაგებობათა და განყოფილებათა შენობაში განთავსებულ მატერიალურ ფასეულობათა დაცვა და სწორი ექსპლუატაციის უზრუნველყოფა; ასევე, დაევალა სამმართველოს ყველა საჭირო და აუცილებელი მოთხოვნების ორგანიზება და დეპარტამენტის წინაშე შუამდგომლობების წარდგენა; მიღებულ მატერიალურ ფასეულობათა და მარაგების აღრიცხვა და მათი სწორი და დროული ჩამოწერა; კონტროლის განხორციელება სამმართველოს მიერ გაწეული კომუნალური ხარჯების და გადახდის დოკუმენტების დეპარტამენტში დროულად წარსადგენად; კომუნალური დანიშნულებით გაწეული საწვავის ხარჯების აღრიცხვა და ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის დადგენილი ფორმით წარმოდგენა დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილებაში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ შსს მინისტრის 2016 წლის 14 ივლისის №375 ბრძანების შესაბამისად, თანამშრომლებისათვის ხელშეკრულებების გაფორმება მათზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობებზე.
4.1.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 26 დეკემბრის №M--------------- პატაკით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ეთხოვა შესაბამის სამსახურებს დაავალოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურასა და საშტატო განრიგში შეიტანონ ცვლილებები, რომელიც პროექტის სახით იქნა წარდგენილი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის №3------ ბრძანებით, რომელიც ამოქმედდა 2017 წლის 01 იანვრიდან, შეტანილ იქნა ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 01 ოქტომბრის №2------ ბრძანებით დამტკიცებულ თანდართულ საშტატო განრიგში.
დამტკიცებული საშტატო განრიგით სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში ახლად შეიქმნა საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილება, სადაც ადმინისტრაცია (სამმართველო) გაუქმდა (შემცირდა ყველა თანამდებობა), 48 საშტატო ერთეულით. ცვლილებები განცადა ყველა რაიონულმა სამმართველომ, მათ შორის სენაკის რაიონულმა სამმართველომ, კერძოდ, ზუგდიდის და მესტიის (ზემო სვანეთის) რაიონულ სამმართველოებში ახლად შეიქმნა საქმის წარმოების ჯგუფი 2-2 საშტატო ერთეულით, კანცელარია გაუქმდა (შემცირდა ყველა თანამდებობა) 5 და 2 საშტატო ერთეულით და დარჩა უზრუნველყოფის ჯგუფი სპეციალისტის (კ------------) თითო-თითო საშტატო ერთეულით, ქ. ფოთის, აბაშის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის რაიონულ სამმართველოებში საქმის წარმოების ჯგუფი შეიქმნა ახლად 2-2 საშტატო ერთეულით და კანცელარია გაუქმდა (შემცირდა ყველა თანამდებობა).
„თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 03 იანვრის №2---- ბრძანებიდან ამონაწერის თანახმად, ამავე მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის №3------ საშტატო-საორგანიზაციო ბრძანების საფუძველზე:
30. შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უძრავი ქონებისა და ინვენტარის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის ო--------------------------–---–-----ს (კ------------) ნ------ ვ-–---------ს ასული გ----ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კადრების განკარგულებაში, 2017 წლის 01 იანვრიდან. დოკუმენტბრუნვის სისტემიდან ამონარიდით დგინდება, რომ ხსენებული ბრძანება სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში შევიდა 2017 წლის 09 იანვარს.
4.1.6. „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 02 მაისის №1------ ბრძანებით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №--- ბრძანებით დამტკიცებულის წესის 37-ე მუხლის (დათხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო) საფუძველზე:
12. შსს კადრების განკარგულებაში მყოფი, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ადმინისტრაციის (სამმართველო) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უძრავი ქონებისა და ინვენტარის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის ო--------------------------–---–-----ს (კ------------) ნ------ ვ-–---------ს ასული გ----ა დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
4.1.7. საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 18 იანვრის № M---------------- ცნობით დგინდება, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უძრავი ქონებისა და ინვენტარის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის ო--------------------------–---–-----ს (კ------------) ნ------ გ----ას შრომის ანაზღაურება (დეკემბრის თვის ჩათვლით) შეადგენდა 710 (შვიდასათი) ლარს.
4.1.8. შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს უფროსის მიერ გაცემული დახასიათებით დგინდება, რომ ნ------ გ----ა სენაკის რაიონულ სამმართველოში მივლინებული იყო 2016 წლის 12 ივლისიდან 2017 წლის 01 იანვრამდე. სენაკის სამმართველოში მუშაობის პერიოდში ნ------ გ----ა მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა ხარისხიანად. ამასთან, სენაკის რაიონული სამმართველოს ხელმძღვანელობა მას ახასიათებს დადებითად.
4.1.9. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 05 იანვრის №3---- ბრძანებით, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 03 იანვრის №2---- პატაკის საფუძველზე: შსს კადრების განკარგულებაში მყოფი, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ადმინისტრაციის (სამმართველო) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უძრავი ქონებისა და ინვენტარის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის ო--------------------------–---–----- (კ------------) ა---------– ბ------ის ძე გ----ა დაინიშნა შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უზრუნველყოფის ჯგუფის ს--–---–-----------------------.
შსს კადრების განკარგულებაში მყოფი, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ადმინისტრაციის (სამმართველო) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უძრავი ქონებისა და ინვენტარის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის ო--------------------------–---–----- (კ------------) რ----- ზ------- ძე გ---–-----ი დაინიშნა შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის (ზემო სვანეთი) რაიონული სამმართველოს უზრუნველყოფის ჯგუფის ს--–---–-----------------------.
4.1.10. „შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომელთა ფუნქციონალური მიმართულებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 18 მარტის №6----- ბრძანებით, სამსახურებრივი საქმიანობის მიზანმიმართულად წარმართვის, სამოქმედო ტერიტორიაზე ოპერატიული ვითარების გაუმჯობესების, დანაშაულის პრევენციისა და ჩადენილი დანაშაულის ცხელ კვალზე გახსნის მიზნით, დამტკიცდა თანდართული სახით შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომელთა ფუნქციონალური მიმართულებები და ზონალური (სამოქმედო ტერიტორია) განაწილება (დანართი №1), რომლის საფუძველზეც მითითებულ თანამშრომლებს ფუნქციონალურად დაევალათ სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელება.
ამონარიდით დანართი №1-დან დგინდება, რომ უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელს, პოლიციის მაიორს მ----- ჯ--------ას დაევალა სენაკის რაიონული სამმართველოს უძრავი ქონების, ტექნიკის, ინვენტარისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა დადგენილი წესით აღრიცხვა, მათი ექსპლუატაციის ორგანიზება და კონტროლის განხორციელება; სენაკის რაიონული სამმართველოს და პოლიციის განყოფილებების ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული დანადგარების სწორი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის ორგანიზება; სამმართველოზე რიცხული გენერატორების სიმძლავრის გათვალისწინებით გასანაწილებელი კომუნალური საწვავების სახეობის და ოდენობის განსაზღვრა და განაწილება. პერიოდულად განყოფილებების შემოვლა, ადგილზე არსებული მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი რეაგირება; მასვე დაეკისრა მატერიალურად პასუხისმგებლობა და კოორდინება მატერიალურ ფასეულობათა პერიოდული და წლიური ინვენტარიზაციის ჩატარებასა და შედეგებზე; კომუნალური ხარჯების აღრიცხვა-შედარება მომსახურე კომპანიებთან (ენერგოკომპანია, ბუნებრივი აირით მომარაგება, წყალმომარაგება) და შესაბამისი შედარების აქტების წარდგენა ხარჯების გადასახდელად. მატერიალური ფასეულობის მიღება, განაწილება, შესაბამისი უწყისების წარმოება და დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურისათვის წარდგენა; სატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკის დადგენილი წესით აღრიცხვა, მათ ექსპლუატაციაზე კონტროლი; ავტომანქანების სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე კონტროლი; სატრანსპორტო საშუალების სხვა მოსამსახურეზე განპიროვნების შემთხვევაში, უმოკლეს ვადაში ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტისათვის; აკუმლატორების და საბურავების საგარანტიო პირობების დროული შესრულება; E-------------------------------ს პროგრამების მომსახურება და საკადრო საქმიანობის წარმოება.
4.1.11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხულმა ი----- გ----–-ა-ფ-----მ განმარტა, რომ მუშაობდა კ------------ს თანამდებობაზე, ფოთის რაიონულ სამმართველოში და სამსახურიდან გათავისუფლებულ იქნა ნ------ გ----ასთან ერთად, 2017 წლის 03 იანვარს. მან განაცხადა, რომ ნ------ გ----ას იცნობს სამსახურიდან, კერძოდ, ზუგდიდში ერთად უტარდებოდათ სამსახურებრივი შეხვედრები (თათბირები). ბოლოს თათბირი ჰქონდათ 2017 წლის 09 იანვარს, როდესაც დეპარტამენტის ხელმძღვანელისაგან შეიტყვეს სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. ნ------ გ----ასა და დეპარტამენტის დირექტორს შორის საუბარი წარიმართა დაძაბულ რეჟიმში, კერძოდ, ნ------ გ----ამ დირექტორს უთხრა, რომ მათი მხრიდან უკვე მეორეჯერ ხდებოდა დისკრიმინაციის მსხვერპლი. ამასთან დაკავშირებით, დირექტორი გაბრაზდა, მან მაგიდაზე ხელი დაარტყა და თქვა, რომ წინა შემთხვევაში შეცდა, ნ------ გ----ა უნდა გაეთავისუფლებინა სამსახურიდან დასკვნის საფუძველზე. ნ------ გ----ამ უთხრა, რომ არ იყო ნ-----------ს მომხმარებელი, ასევე, უკანონოდ არ ატარებდა იარაღს, რის გამოც დასკვნით ვერ დაითხოვდა. დირექტორმა ისიც დასძინა, რომ ნ------ გ----ა წინა შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლებული იქნა უკანონოდ და მათ აღადგინეს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ამასთან, იმ შემთხვევაში თუ იგი კვლავ წამოიწყებდა სასამართლო დავას, რომელიც მის სასარგებლოდ დასრულდებოდა, დირექტორი ყველა კომენდანტს აღადგენდა სამსახურში. მოწმის განმარტებით, ის სხვა კომენდანტებთან ერთად სამსახურიდან გათავისუფლებული იქნა ნ------ გ----ას გამო. ნ------ გ----ა სამსახურიდან პირველად გათავისუფლებიდან 10 დღის ვადაში დაწესებულებამ თავისივე გადაწყვეტილების საფუძველზე აღადგინა, მეორედ ნ. გ----ა აღდგენილ იქნა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე და ამჯერად, მესამედ დაითხოვეს იგი. შესაბამისად, იგი თვლის, რომ დეპარტამენტს უნდოდა მხოლოდ ნ------ გ----ას სამსახურიდან გათავისუფლება. ამ ფაქტთან დაკავშირებით სხვა თანამშრომლებმაც დაუდასტურეს, რომ ნ------ გ----ას სამსახურიდან გათავისუფლება სურდა ხელმძღვანელობას. ამასთან, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ დარჩა ორ სამმართველოში კ------------ს თანამდებობა და სხვა შემთხვევებში უბნის ინსპექტორმა რატომ შეითავსეს ის ფუნქციები, რასაც სამსახურიდან გათავისუფლებული კომენდანტები ასრულებდნენ. ასევე, როგორც მისთვის ცნობილია ნ------ გ----ა ითხოვდა საპენსიო ასაკამდე, კიდევ 1 წელი დაეტოვებინათ დაკავებულ თანამდებობაზე, თუმცა იგი პასუხად იღებდა, რომ დაწესებულებაში უპირატესობა ენიჭებოდათ მამაკაცებს.
მოწმის - ი----- გ----–-ა-ფ-----ს განმარტებით, ტელევიზიით მისთვის ცნობილი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან მოხდებოდა მხოლოდ იმ პოლიციელთა გათავისუფლება, ვინც დაკისრებულ მოვალეობას არაჯეროვნად ასრულებდა.
სამართლებრივი დასაბუთება:
4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება;
სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42)
4.2.2 სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის შეფასებას სამართლებრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
პალატა ასევე მართებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის მითითებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება №2/1/536 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ”, II-19).
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული თანასწორობის უფლების მიზნებისთვის, არსებითად თანასწორი პირების მიმართ ნებისმიერი სახის დიფერენცირება დისკრიმინაციულ მოპყრობად არ ჩაითვლება. კონსტიტუციის მე-14 მუხლი არ ავალდებულებს სახელმწიფოს, ნებისმიერ შემთხვევაში სრულად გაათანაბროს არსებითად თანასწორი პირები. იგი უშვებს გარკვეული დიფერენცირების შესაძლებლობას... [ვინაიდან] ცალკეულ შემთხვევაში, საკმარისად მსგავს სამართლებრივ ურთიერთობებშიც კი, შესაძლოა დიფერენცირებული მოპყრობა საჭირო და გარდაუვალიც კი იყოს... ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური ნიშნებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. (იხ.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №2/5/556 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
მოცემულ საქმეზე, სადავო ნორმით დადგენილი განსხვავებული მოპყრობის საფუძველზე, კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩარევა სახეზე იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიფერენცირება ხდება არსებითად თანასწორ პირებს შორის.
საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით აღიარებულია სახელმწიფოებრივი ნება სოციალური სახელმწიფოს დამკვიდრებისა, რომელიც პირდაპირ და უშუალო კავშირშია შრომის უფლების დაცვასთან. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებულია პირის უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება - შრომის უფლება და დადგენილია, რომ შრომა თავისუფალია. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანსა და მის განხორციელებაში, ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში.
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედებები არ რეგულირდება სხვა სამართლებრივი აქტით, რომელიც შეესაბამება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს.
პალატა მიიჩნევს, რომ მართებულად იქნა გამოყენებული საქართველოს ორგანულ კანონის „შრომის კოდექსის“, რომლის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები, რომლის თანახმად, შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო. დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით.
,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა.
ზემოაღნიშნული მე-14 მუხლისაგან განსხვავებით, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას მხოლოდ კონვენციით გარანტირებულ უფლებებთან მიმართებით, კონვენციის მე-12 ოქმის პირველი მუხლის თანახმად, კანონით დადგენილი, ნებისმიერი უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონების, დაბადების ან სხვა ნიშნისა; დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების მხრიდან ვინმეს დისკრიმინაცია პირველ პუნქტში აღნიშნული რომელიმე საფუძვლით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633-ე მუხლზე, რომელიც ადგენს, რომ სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.
მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირის ვარაუდი დისკრიმინაციული მოპყრობის თაობაზე უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ მტკიცებულებებსა და ფაქტებს, რასაც იგი წარუდგენს სასამართლოს და სათანადოდ დაასაბუთებს ამგვარი ფაქტის არსებობას. ამავე ნორმის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია ამტკიცოს ის გარემოება, რომ ადგილი არ ჰქონია დისკრიმინაციულ მოპყრობას, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსარჩელის მიერ წარდგენილია შესაბამისი მტკიცებულებები.
პალატა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დასკვნის სახით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ასეთი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არის წარმოდგენილი. მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის არსებობა ვერ დადასტურდა სასამართლოში მოწმის სტატუსით გამოკითხული პირის ახსნა-განმარტებითაც.
პალატა ასევე მართებულად მიიჩნევს სასამართლოს შეფასებას რომ არ იქნა გაზიარებული მომჩივანის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სამსახურიდან განმეორებით გათავისუფლების გამო, მის მიმართ ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მოპყრობას. სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ წინა შემთხვევაში, როდესაც იგი დაითხოვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე აღდგენილ იქნა სამსახურში. აღსანიშნავია, რომ ეს ფაქტი თავისთავად არ გამორიცხავს კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლის არსებობის პირობებში, მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შეუძლებლობას. ამასთან, რაც შეეხება მოწმის მიერ გაკეთებულ განაცხადს, რომ ნ------ გ----ა მოითხოვდა თანამდებობაზე დარჩენას კიდევ 1 წლით, საპენსიო ასაკამდე მიღწევამდე ვადით, რაზეც იგი უარს იღებდა სქესის ნიშნის გამო, სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ეს გარემოება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების შედეგად არ დადგინდა, მით უმეტეს, რომ ამ ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი თავად მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. კერძოდ, კანონი პირდაპირ ადგენს, თუ კონკრეტულად რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს პირმა არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება. მაგალითად, ადამიანის ჯანმრთელობა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფისათვის პირმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება. მოცემულ დავაში ასეთი სიკეთე უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უფლება, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. აღნიშნული სიკეთის ხელყოფის ვარაუდი კი დადასტურებული უნდა იქნეს მოსარჩელის მიერ, და უნდა იყოს დადგენილი, რომ მისმა ხელყოფამ გამოიწვია ზიანის მიყენება, რაც საბოლოოდ სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას დადგინოს უფლების დარღვევა ან უარყოს მისი დარღვევის ფაქტი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გაანალიზების შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მოპასუხეების მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობიდან და დასტურდებოდეს მოსარჩელის მიერ წარდგენილი კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით, სახეზე არ არის. შესაბამისად, დამდგარი ზიანის არსებობა საქმეში არსებული მტკიცებულებებით საერთოდ ვერ იქნა დადასტურებული. აქედან გამომდინარე კი, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ნ------ გ----ას მიმართ განსხვავებული მოპყრობა - დისკრიმინაცია და შესაბამისად, ზიანის მიყენების ფაქტი, რის გამოც ორივე სასარჩელო მოთხოვნა - დისკრიმინაციის მსხვერპლად ცნობა და მოპასუხისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4.2.3. პალატა მიიჩნევს, რომ ნ------ გ----ა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ადმინისტრაციის (სამმართველო) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უძრავი ქონებისა და ინვენტარის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის ორგანიზების ჯგუფის სპეციალისტად (კომენდატად). შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს. აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №--- ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის შესაბამისად, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს.
4.2.4. საქმეში არსებული მასალებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ნ------ გ----ა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 03 იანვრის №2---- ბრძანების საფუძველზე და აყვანილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში.
ხსენებული ბრძანების თანახმად, მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი გახდა: 1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის №3------ საშტატო-საორგანიზაციო ბრძანება, რომლითაც შევიდა ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 01 ოქტომბრის №2------ ბრძანებით დამტკიცებულ თანდართულ საშტატო განრიგში. ეს უკანასკნელი ბრძანება ამოქმედდა 2017 წლის 01 იანვრიდან.
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის N2------ და 2016 წლის 31 დეკემბრის №3------ ბრძანებებით დამტკიცებული სტრუქტურითა და საშტატო განრიგით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში ახლად შეიქმნა საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილება, სადაც გაუქმდა ადმინისტრაცია (სამმართველო) ყველა თანამდებობით 48 საშტატო ერთეულით, მათ შორის ამავე ადმინისტრაციის (სამმართველოს) საფინანსო-სამეურნეო განყოფილების უძრავი ქონებისა და ინვენტარის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის ო--------------------------–---–-----ს (კ------------ს) თანამდებობა - 4 საშტატო ერთეულით. ამავე დროს, ცვლილებები განიცადა ყველა რაიონულმა სამმართველომ, მათ შორის სენაკის რაიონულმა სამმართველომ, კერძოდ, ზუგდიდის და მესტიის (ზემო სვანეთის) რაიონულ სამმართველოებში ახლად შეიქმნა საქმის წარმოების ჯგუფი 2-2 საშტატო ერთეულით, კანცელარია გაუქმდა (შემცირდა ყველა თანამდებობა) 5 და 2 საშტატო ერთეულით და დარჩა უზრუნველყოფის ჯგუფი სპეციალისტის (კ------------ს) თანამდებობა თითო-თითო საშტატო ერთეულით, ქ. ფოთის, აბაშის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის რაიონულ სამმართველოებში საქმის წარმოების ჯგუფი შეიქმნა ახლად 2-2 საშტატო ერთეულით და კანცელარია გაუქმდა (შემცირდა ყველა თანამდებობა).
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში აყვანილ პოლიციელს შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლზე, რომელიც ადგენს პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.
აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №--- ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 34-37-ე მუხლებით, კერძოდ, 34-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად. კადრების განკარგულებაში აყვანა (გარდა პირადი პატაკისა) გულისხმობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას და მათი საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას; ამავე წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებები დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება, ხოლო 37-ე მუხლის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება სამინისტროს პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურის, საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის დათხოვნა სამინისტროდან.
უდავოა, რომ საქართველოს „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 02 მაისის №1------ ბრძანებით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №--- ბრძანებით დამტკიცებულის წესის 37-ე მუხლის (დათხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო) საფუძველზე შსს კადრების განკარგულებაში მყოფი, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ადმინისტრაციის (სამმართველო) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უძრავი ქონებისა და ინვენტარის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის ო--------------------------–---–-----ს (კ------------), ნ------ ვ-–---------ს ასული გ----ა დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
4.2.5. სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე“.
ამავე კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გაფრთხილების ვადის გასვლიდან პირველივე დღეს.
პალატა იზიარებს სასამართლოს მითითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებეის გაანალიზების შედეგად პალატა დასკვნის სახით განმარტაბვს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა იმ სტრუქტურული ერთეულის თანამდებობის გაუქმებასა და ახლიდან ჩამოყალიბებას, რომელშიც მოსარჩელეს ეკავა სპეციალისტის (კ------------ს) თანამდებობა, კერძოდ, ახლად შეიქმნა საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილება, სადაც მთლიანად გაუქმდა ადმინისტრაცია (სამმართველო) თავისი თანამდებობებით, მათ შორის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უძრავი ქონებისა და ინვენტარის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის ორგანიზების ჯგუფის ს--–---–------------------------------------ა. შესაბამისად, სახეზე იყო ნ------ გ----ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის საფუძველი.
შესაბამისად პალატის მოსაზრებით დაუსაბუთებელია აპელანტის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ზოგიერთ რაიონულ სამმართველოში კვლავ შეიქმნა ის თანამდებობა, რომელიც მას ჰქონდა დაკავებული. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში ადმინისტრაციის (სამმართველო), მათ შორის მასში შემავალი საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უძრავი ქონებისა და ინვენტარის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის ორგანიზების ჯგუფი, თავისი საშტატო ერთეულებით მთლიანად გაუქმდა. ამდენად, ის თანამდებობა, რომელიც ამ ჯგუფში მოსარჩელეს ჰქონდა დაკავებული, აღარ არსებობდა. დადგენილია ის გარემოებები, რომ უზრუნველყოფის ჯგუფი თითო საშტატო ერთეულით ჩამოყალიბდა მხოლოდ ზუგდიდის და მესტიის (ზემო სვანეთის) რაიონულ სამმართველოებში, ხოლო სენაკის რაიონულ სამმართველოში ასეთი თანამდებობა არ ჩამოყალიბებულა. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ნ------ გ----ას მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას გააჩნდა ე.წ. „უპირატესი დარჩენის“ უფლება, რაც გულისხმობს, რომ მას უნდა მინიჭებოდა უპირატესობა ზუგდიდის და მესტიის (ზემო სვანეთის) რაიონულ სამმართველოებიდან ერთ-ერთში დანიშნულიყო შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის ან მესტიის (ზემო სვანეთის) უზრუნველყოფის სპეციალისტად (კომენდანტად).
წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 12 ივლისის №1------ ბრძანებით სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უძრავი ქონებისა და ინვენტარის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის ო--------------------------–---–-----ს (კ------------) ნ------ ვ-–---------ს ასული გ----ა მივლენილ იქნა ამავე დეპარტამენტის სენაკის რაიონულ სამმართველოში, 2016 წლის 12 ივლისიდან 2017 წლის 01 იანვრამდე. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 28 ნოემბრის №2------ ბრძანებით, სამსახურებრივი საქმიანობის მიზნობრივად წარმართვის მიზნით შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უძრავი ქონებისა და ინვენტარის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის ორგანიზების ჯგუფის სპეციალისტს (კ------------) ნ------ გ----ას დაევალა შსს სენაკის რაიონული სამმართველოს კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონებისა და ინვენტარის დადგენილი წესით აღრიცხვა, მათი ექსპლუატაციის ორგანიზება და კონტროლის განხორციელება. ადმინისტრაციულ, დამხმარე შენობა-ნაგებობათა და განყოფილებათა შენობაში განთავსებულ მატერიალურ ფასეულობათა დაცვა და სწორი ექსპლუატაციის უზრუნველყოფა. მასვე დაევალა ორგანიზების გაწევა სამმართველოს ყველა საჭირო და აუცილებელ მოთხოვნებზე და შუამდგომლობა დეპარტამენტის წინაშე; მიღებულ მატერიალურ ფასეულობათა და მარაგების აღრიცხვა და მათი სწორი და თავისდროული ჩამოწერა; კონტროლის განხორციელება სამმართველოს მიერ გაწეულ კომუნალურ ხარჯებზე და გადახდის დოკუმენტების დროულ წარდგენაზე დეპარტამენტში; კომუნალური დანიშნულებით გაწეული საწვავის ხარჯების აღრიცხვა და ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის დადგენილი ფორმით წარდგენა დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილებაში; თანამშრომლებისათვის მათზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობებზე ხელშეკრულებების გაფორმება.
დადგენილია, რომ მსგავსი ფუნქციების მქონე თანამდებობები - უზრუნველყოფის ჯგუფი თითო საშტატო ერთეულით ჩამოყალიბდა მხოლოდ ზუგდიდის და მესტიის (ზემო სვანეთის) რაიონულ სამმართველოებში, ხოლო სენაკის რაიონულ სამმართველოში ასეთი თანამდებობა არ ჩამოყალიბებულა. სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ხსენებულ თანამდებობებზე დაინიშნენ კონკრეტული პირები.
დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 18 მარტის №6----- ბრძანებით, სამსახურებრივი საქმიანობის მიზანმიმართულად წარმართვის, სამოქმედო ტერიტორიაზე ოპერატიული ვითარების გაუმჯობესების, დანაშაულის პრევენციისა და ჩადენილი დანაშაულის ცხელ კვალზე გახსნის მიზნით, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს ფუნქციონალურად დაევალათ სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელება. ამონარიდით დანართი №1-დან დგინდება, რომ უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელს, პოლიციის მაიორს მ----- ჯ--------ას დაევალა სენაკის რაიონული სამმართველოს უძრავი ქონების, ტექნიკის, ინვენტარისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა დადგენილი წესით აღრიცხვა, მათი ექსპლუატაციის ორგანიზება და კონტროლის განხორციელება. სენაკის რაიონული სამმართველოს და პოლიციის განყოფილებების ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული დანადგარების სწორი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის ორგანიზება. სამმართველოზე რიცხული გენერატორების სიმძლავრის გათვალისწინებით გასანაწილებელი კომუნალური საწვავების სახეობის და ოდენობის განსაზღვრა და განაწილება. პერიოდულად განყოფილებების შემოვლა, ადგილზე არსებული მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი რეაგირება. მასვე დაეკისრა მატერიალურად პასუხისმგებლობა და კოორდინება მატერიალურ ფასეულობათა პერიოდულ და წლიურ ინვენტარიზაციის ჩატარებასა და შედეგებზე. კომუნალური ხარჯების აღრიცხვა-შედარება მომსახურე კომპანიებთან (ენერგოკომპანია, ბუნებრივი აირით მომარაგება, წყალმომარაგება) და შესაბამისი შედარების აქტების წარდგენა ხარჯების გადასახდელად. მატერიალური ფასეულობის მიღება, განაწილება, შესაბამისი უწყისების წარმოება და დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურისათვის წარდგენა. სატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკის დადგენილი წესით აღრიცხვა, მათ ექსპლუატაციაზე კონტროლი. ავტომანქანების სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე კონტროლი. სატრანსპორტო საშუალების სხვა მოსამსახურეზე განპიროვნების შემთხვევაში, უმოკლეს ვადაში ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტისათვის. აკუმლატორების და საბურავების საგარანტიო პირობების დროული შესრულება. E-------------------------------ს პროგრამების მომსახურება და საკადრო საქმიანობის წარმოება.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების შედეგად პალატა აღნიშნავს, რომ მ----- ჯ--------ას დაეკისრა მუშაობის პერიოდში მოსარჩელის - ნ------ გ----ასათვის დაკისრებული მოვალეობებისაგან განსხვავებული ფუნქციები. ის გარემოება, რომ შესაძლოა ფუნქციათა ნაწილი ერთმანეთის მსგავსია, არ გულისხმობს იმას, რომ ნ------ გ----ას მიერ კონკრეტულ პერიოდში დაკავებული თანამდებობა (დაკისრებული მოვალეობები) თავისი ფუნქციური დატვირთვით კვლავ არსებობდა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ რეორგანიზაციის შედეგად ადგილი ჰქონდა ძველი საშტატო ერთეულის გაუქმება.
პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გაანალიზების პირობებში პირველი ინსტანციის სასამართლო მართებულად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე იყო მოსარჩელის - ნ------ გ----ას თანამდებობიდან გათავისუფლების კანონით განსაზღვრული პირობები.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართებულად შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში არსებული მასალები და სწორი სამართლებრიოვი შეფასებას მისცა მას. ამდენად, პალატის მოსაზრებით, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი,5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის არ დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
სასამართლო ხარჯები:
5.1.2. აპელანტი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ------ გ----ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მეშვეობით მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში
მოსამართლე ილონა თოდუა