განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100117002207381
საქმე #1ბ/104-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 თებერვალი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მსჯავრდებულ ა----–------–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ე-–-----------–--–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა----–------------------–---ის მიმართ, დაბადებულის 19---–-–--------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი #5----------- ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის: წ--–---------------------–-------------, ფაქტობრივად მცხოვრების: მა-------–--------------------–--–--------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენით ა----–------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ა----–------–---ს მსაჯვრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 22 მაისს, 08:25 საათზე, კოდა-წალკა-ნინოწმინდის მე-11 კილომეტრზე, სოფელ ა------------, ერთმანეთს შეეჯახნენ ”ფ---–---------------”-ს მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით O--------- რომელსაც მართავდა ვ----–------–---–ი, ’’ფ-------------------”-ს მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით V--------, რომელსაც მართავდა ა----–------–---ი და ,,ვ---–----” მარკის სატვირთო ავტომობილი სახელმწიფო ნომრით H------,რომელსაც მართავდა ა-–-----------–-–---–ი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ვ----–------–---–მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. ავტოსაგზაო შემთხვევა განაპირობა ა----–------–---ის მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პუნქტი 3-ს მოთხოვნათა დარღვევამ.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა----–------–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე-–-----------–--–მა, რომელმაც მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმის 1000 (ათასი) ლარის ოდენობით განსაზღვრა.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ განაჩენი სასჯელის ნაწილში არის ზედმეტად მკაცრი და უსამართლო, ვინაიდან ა----–------–---მა წარდგენილი ბრალდება სრულად აღიარა, ითანამშრომლა გამოძიებასთან და მოინანია ჩადენილი ქმედება. მას არ უცდია შემთხვევის ადგილიდან მიმალვა, არ უცდია ნივთმტკიცების განადგურება ან დამალვა, გამოძიებისათვის საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში ხელი არ შეუშლია, პირიქით დაბარებისთანავე დროულად ცხადდებოდა გამოძიების ადგილას საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად. გარდა ამისა, მან დაზარალებულებს აუნაზღაურა ზარალი, თავისი ხარჯებით დაფარა მკურნალობის და ავტოსადგომის საჯარიმო ხარჯები. ამასთან, ვ----–------–---–ს ზ------–--------სგან 1500 აშშ დოლარად შეუძინა ვ---––-------------ს მარკის ა/მანქანა. ა----–------–---ი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა, იგი დაოჯახებულია და კმაყოფაზე ჰყავს ოჯახი. მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და ხასიათდება დადებითად.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ა----–------–---ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ა----–------–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მასზე დართული სქემა და ფოტოცხრილით, პიროვნების ალკოტესტით შემოწმების ოქმებით, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური, ტრასოლოგიურ ავტოტექნიკური, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ა----–------–---ის, ა-–-----------–-–---–ის, ვ----–------–---–ის, გ-------–----–---–ის ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, განსაზღვრული ძირითადი სასჯელის - ჯარიმის შემცირების თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ ა----–------–---ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს აუნაზღაურდა მიყენებული მატერიალური ზიანი, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ა----–------–---ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო განსაზღვრული ძირითადი სასჯელის - ჯარიმის 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, შემცირების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ რუსთავის საქალქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა----–------–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ე-–-----------–--–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ა----–------–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; მასვე, 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი