განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.01.2018
საქმის ნომერი
330210016001510727
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001510727

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/6893-17 “26” იანვარი, 2018წ.

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე : ოთარ სიჭინავა

 

სხდომის მდივანი _ მარიამ ცისკარიშვილი

 

აპელანტი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი - - - გ-------------–---–ი ხ----------------–---–ი გ------ დ-------ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.10.2017წ. გადაწყვეტილება

 

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

გ-------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

უდავო ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თ---–--–-, ხ------------ ქ. #14-ის მიმდებარედ არსებული ნაკვეთი 1-----, საკადასტრო კოდი #0---------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ხ----------------–---–ის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ბრძანება #----/1--------16, დამოწმების თარიღი 0---------, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველოვის საქალაქო სამსახური; უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 0---------- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (ს.ფ. 17-18); დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. 2.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. ვინდიკაციური სარჩელის პირობებში, მოსარჩელეს ეკისრება სარჩელის სამივე საფუძვლის დამტკიცების მოვალეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ იქნება აღიარებული სადავო ნივთზე მისი მოთხოვნის მართლზომიერება (ს.უ.ს.გ. 16/03/2015; №ას-1346-1384- 2014) . სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ სარჩელში მითითებული ნივთები არის მისი საკუთრება და რომ აღნიშნული ნივთები არის მოპასუხის მფლობელობაში. შესაბამისად, სასამართლოს მითითებით, გ-------------–---–ის სარჩელი უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს. 3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები 3.1. აპელანტი მითითებით, რომ სასამართლომ დაარღვია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის ფუნდამენტური პრინციპები და მიკერძოებულად გამოიტანა გადაწყვეტილება. სათანადო ყურადღება არ დაუთმო აპელანტის მიერ წარდგენილ შუამდგომლობას, სადაც ის ითხოვდა სასამართლოს მიერ გ-–------------–------ს შს განყოფილებიდან აპელანტის გამოსახლების ოქმის გამოთხოვას და გამოსახლების ამსახველ ვიდეომასალას. აპელანტი აღნიშნავს, რომ ვიდეომასალაში კარგად ჩანს აპელანტის მიერ აშენებული ხის სახლი და სამუშაო იარაღები. ასევე ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, თუ როგორ ჩაარტყეს აპელანტს ბლაგვი საგანი, რის გამოც სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს უნდა ემსჯელა შუამდგომლობაზე და მიეღო მოტივირებული განჩინება, რაც საქმის მასალებში არ მოიპოვება. 3.2. აპელანტისთვის გაუგებარია, თუ რატომ ვერ დაასაბუთა მან სადავო ნივთებზე საკუთრების უფლება და ამ ნივთების მოწინააღმდეგე მხარის მიერ ფლობის ფაქტი, როგორც ამას სასამართლო სამოტივაციო ნაწილში მიუთითებს. გაუგებარია ასევე, თუ რა მტკიცებულებით დადგინდა მოწინააღმდეგე მხარის მიერ აღნიშნული სადავო მიწის ნაკვეთის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარების ფაქტი. აპელანტი განმარტებით, მოპასუხის მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთზე სახლის არსებობა და მის მიერ სახლის აგების ფაქტი არის პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე ფაქტი. მიწის ნაკვეთი დაიკავა მოწინააღმდეგე მხარემ და მოწინააღმდეგე მხარის მიერ ნივთების ფლობის ფაქტის უარყოფა უსაფუძვლოა. 3.3. აპელანტის მოსაზრებით, მის მიერ წარდგენილი ნახაზიდან დასტურდება მისი საკუთრების უფლება ხის სახლზე. ამავდროულად აპელანტი ხის სახლზე მისი საკუთრების უფლების არსებობას ადასტურებს თბილისის საქალაქო ზედამხედველობის სამსახურის მიერ სახლის აგების გამო 10 000 ლარით დაჯარიმების დოკუმენტით. 3.4. აპელანტი მიუთითებს, რომ მართალია სასამართლომ გამოიყენა სამართლის ის ნორმები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა კანონი. მოწინააღმდეგე მხარისთვის იმთავითვე იყო ცნობილი, რომ მან შეიძინა მიწის ნაკვეთი, სადაც განთავსებული იყო ხის შენობა-ნაგებობა. ასევე დადგენილი ფაქტია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს გადაეცა მიწის ნაკვეთი ნაგებობასთან ერთად. შესაბამისად იგი წარმოადგენს როგორც მიწის ნაკვეთის, ასევე მასზე განთავსებული შენობის მფლობელს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოთხოვოს. აპელანტის განმარტებით, დადგენილი გარემოებაა, რომ იგი იყო საშენი მასალის მესაკუთრე და ააშენა სახლი. დადგენილია, რომ გ-------------–---–ი ძალის გამოყენებით გამოიყვანეს ტერიტორიიდან და მისი შექმნილი სახლი და სარჩელში აღნიშნული ნივთები ფაქტობრივად საჩუქრად გადაეცა მოპასუხეს.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეებს სააპელაციო წესით განიხილავს სამი მოსამართლე. ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საქმეები, ქონებრივ-სამართლებრივი დავა, რომლის ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, ასევე შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუქნტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება: 4.1. საპელაციო პალატა სრულად ეთანხმება მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ დასკვნებს (წინამდებარე განჩინების 2.1. – 2.3. პუნქტები). 4.2. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. 4.3. ვინდიკაციური სარჩელის პირობებში მოსარჩელეს ეკისრება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცების მოვალეობა, რომელთა არარსებობის შემთხვევაში ვერ იქნება აღიარებული სადავოდ გამხდარ მოძრავ ნივთებზე მისი მოთხოვნის მართლზომიერება: 1. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; 2. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; 3. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. 4.4. განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა ვერ დაადასტურა, რომ მის მიერ სადავოდ გამხდარი მოძრავი ნივთები არის მისი საკუთრება და რომ ზემოაღნიშნული ნივთები არის ხ----------------–---–ის მფლობელობაში. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა გ-------------–---–ის სარჩელი ხ----------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან სადავოდ გამხდარი მოძრავი ნივთების გამოთხოვის შესახებ. არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. 6. საპროცესო ხარჯები აპელანტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დ ა ა დ გ ი ნ ა 1. გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. 2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება. 3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით. 4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე ოთარ სიჭინავა