განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310014596167
საქმე №3ბ/19-16
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
25 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია ქუთათელაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: გიორგი ტყავაძე
თამარ ონიანი
სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი
აპელანტი - შპს ,,ჯ--------- უ------- ე--- ფ------ი’’
წარმომადგენელი - ი------------–--–---–-
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
წარმომადგენელი- ნ-----–-----–----–---
მესამე პირი - ნ--- მ-------ე
დავის საგანი - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 1--------- წლის №----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა – გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,ჯ--------- უ------- ე--- ფ------ის’’ სარჩელი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 1--------- წლის №----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა (ტ-1, ს.ფ. 145-151).
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1.1. სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, 2014 წლის 23 იანვარს შპს ,,ჯ--------- უ------- ე--- ფ------ის” უფლებამოსილი პირის მიერ ნ--- მ-------ის მიმართ შედგა აღურიცხავი წყლის მოხმარების შესახებ №------აქტი და სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისათვის დაეკისრა 913.08 ლარის გადახდა, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის განსაზღვრული ტარიფით. აქტის შედგენის საფუძველი გახდა წყალმომარაგების ქსელიდან 20 მმ დიამეტრის მქონე მილით სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება.
2.1.2. ნ--- მ-------ემ, 2014 წლის 04 აპრილს, განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს და მოითხოვა მისი საქმის შესწავლა და დაკისრებული თანხის ჩამოწერა.
2.1.3. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2----–-–---------–-სის №----- გადაწყვეტილებით ნ--- მ-------ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამავე გადაწყვეტილებით შპს ,,ყ--------------------–---’’ დაევალა ნ--- მ-------ის (აბონენტი №7--------) მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დაარიცხვა ,,წყალმომარაგების ტარიფების შესახებ’’ კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილების პირველი მუხლის ,,ა’’ პუნქტის შესაბამისად, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის გათვალისწინებული ტარიფით. ამასთან, შპს ,,ჯ--------- უ------- ე--- ფ------ს’’ დაევალა ცვლილებების შეტანა №7-------- აბონენტის აღირიცხვის ბარათზე და უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვის გაუქმება.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. სასამართლომ განმარტა, რომ ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.
2.2.2. ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომ – კომისია) არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. კომისიის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.
სასამართლომ აღნიშა, რომ სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები’’, რომლის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის #32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების” მესამე მუხლის მე-9 ნაწილით დადგენილია წყალმოსარგებლეთა ორი კატეგორია: ა. საყოფაცხოვრებო მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც წყალს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის. ბ. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი - საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა მომხმარებელი.
ამრიგად, აღნიშნული ნორმა ერთმანეთისგან განასხვავებს საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს. მათ შორის განსხვავება მდგომარეობს წყლის მოხმარების მიზნობრიობაში, კერძოდ, საყოფაცხოვრებო მომხმარებელი წყალს მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი - არასაყოფაცხოვრებო მიზნით. ამასთან, საგულისხმოა, რომ საყოფაცხოვრებო მომხმარებელი შესაძლებელია იყოს მხოლოდ ფიზიკური პირი, განსხვავებით არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისგან, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი, მათ შორის, ფიზიკური პირი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,ჯ--------- უ------- ე--- ფ------ის’’ მიერ, ნ--- მ-------ისათვის თანხის დარიცხვის საფუძველი გახდა მის მიერ სასმელი წყლის მოხმარება არასაყოფაცხოვრებო მიზნით, წყალმომარაგების ქსელიდან 20 მმ დიამეტრის მქონე მილით. ამასთან, უდავოა, რომ აღნიშნული პირი, სამართალდარღვევის გამოვლენის მომენტისათვის, არ წარმოადგე---ა თბილისში, ზ-----------------------ში მდებარე უძრავ ქონებაში სასმელი წყლის მომხმარებლად რეგისტრირებულ აბონენტს.
სასამართლომ განმარტა, რომ წყლის უკანონო მოხმარების განმარტება მოცემულია ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების’’ მე-8 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, სასმელი წყლის დატაცება. მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება. ასევე ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან, მოწყობილობებიდან ან/და სხვა სახის ელემენტებიდან სასმელი წყლის არა ხანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის არასანქცირებული მოხმარება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, მიმწოდებელი სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია, შეადგინოს შესაბამისი აქტი.
მოცემულ შემთხვევაში, 2014 წლის 23 იანვრის აღურიცხავი წყლის მოხმარების შესახებ” №------ აქტით სასამართლომ დადგენილად მიჩნია, რომ ნ--- მ-------ე სასმელ წყალს მოიხმარდა, თუმცა, არ იყო რეგისტრირებული აბონენტად კომპანიის მონაცემთა ბაზაში და არ ჰქონდა დამონტაჟებული აღრიცხვის კვანძი. სწორედ ამ გარემოებაზე დაყრდნობით იქნა მიჩნეული კომისიის მიერ ნ--- მ-------ის მხრიდან სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების ფაქტის უტყუარობა და შესაბამისად, აღურიცხავი წყლის მოხმარებისათვის დარიცხვის განხორციელების საფუძვლიანობა. ამავდროულად, კომისიამ მიიჩნია, რომ დარიცხვა უნდა განხორციელებულიყო ,,წყალმომარაგების ტარიფების შესახებ’’ კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილების პირველი მუხლის ,,ა’’ პუნქტის შესაბამისად, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის გათვალისწინებული ტარიფით, რამდენადაც, წარდგენილი მასალებით დასტურდებოდა, რომ თბილისი, ვ---------------- - ში ნ--- მ-------ე სასმელ წყალს უკანონოდ არ გამოიყენებდა არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის, იგი არ იყო რეგისტრირებული მეწარმეთა რეესტრში და არ ანხორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოქალაქე ნ--- მ-------ის მოთხოვნა კომისიამ დააკმაყოფილა ნაწილობრივ და მიიჩნია, რომ აღურიცხავი სასმელი წყლის მოხმარების აქტით დარიცხული თანხა უნდა დაკორექტირებულიყო.
სასამართლომ განმარტა, რომ კანონის შესაბამისად, სასმელი წყლის არასაყოფაცხოვრებო მიზნებისათვის პირის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების დაკისრებას წინ უნდა უსწრებდეს არასაყოფაცხოვრებო მიზნებისათვის სასმელი წლის უკანონოდ მოხმარების ფაქტის დადასტურება, განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ არის დადასტურებული ის გარემოება, რომ ნ--- მ-------ე სასმელ წყალს უკანონოდ მოიხმარდა არასაყოფაცხოვრებო მიზნებისათვის. შესაბამისად სახეზე არ არის მ-------ის მიმართ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების (არასაყოფაცხოვრებო ტარიფით) დარიცხვის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2----–-–---------–-სის #----- გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ნ--- მ-------ის განცხადება და შპს ,,ჯ--------- უ------- ე--- ფ------ის” დაევალა ცვლილებების შეტანა №7-------- აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათზე და უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვის გაუქმება, კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
2.2.3. სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიკვლია საქმეში არსებული არცერთი მნიშვნელოვანი გარემოება, კერძოდ ნ--- მ-------ე თბილისში, ზ------------------ში იშენებდა ახალ, რამოდენიმე სართულიან საცხოვრებელ სახლს. საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე გაცემული იყო მშენებლობის ნებართვა N----------------- წ. სახლის პროექტი შესრულებულია საპროექტო ორგანიზაცია შ----------------“ მიერ, ხოლო მშენებლობის სამუშაოებს არსულებდა მალხაზ შალამბერიძე. ნ--- მ-------ე ვერ გამოიყენებდა სასმელ წყალს საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის, ვინაიდან აღნიშნულ მისამართზე მიმდინარეობდა მშენებლობის პროცესი. სახლის მშენებლობის პროცესი არ იყო დასრულებული, სახლში საერთოდ არ იყო არც წყალი და არც კანალიზაცია, მისი საცხოვრებლად გამოყენება იყო შეუძლებელი. სასმელი წყლის გამოყენება ხდებოდა მშენებლობისთვის. ნ--- მ-------ის მიერ ადგილი ჰქონდა არა სარემონტო სამუშაოების შესრულებას, არამედ სახლის აშენებას. შესაბამისად იგი არასაყოფაცხოვრებო დანიშნულებით მოიხმარდა წყალს.
აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივად არ არის საკმარისად დასაბუთებული, კერძოდ: სემეკის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-9 მუხლის თანახმად „ამ წესების მიზნებისათვის სასმელი წყლის მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად: ა. საყოფაცხოვრებო მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც წყალს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის. ბ. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი - საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა, ყველა სხვა მომხმარებელი.
სემეკი ზუსტად არ განმარტავს, თუ რას ნიშნავს სასმელი წყლის მოხმარება მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის. შესაბამისად, საყოფაცხოვრებო მოხმარბად უნდა იქნეს მიჩნეული ფიზიკური პირების მიერ წყლის ყოველდღიური, მუდმივი და მრავალჯერადი მოხმარება ფიზიკური პირის ( პირების) პირადი ჰიგიენისა და საოჯახო საჭიროებისათვის. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული წესების (იმ დროისათვის არსებული რედაქციით) მე-5 მუხლის მე-7 პუნქტში ერთმანეთისაგან გამიჯნულია მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის მოხმარება საყოფაცხოვრებო, სარწყავი, სამშენებლო და/ ან სხვა მიზნების განსახორციელებლად, რაც იმის მაჩვენებელია, რომ სამშენებლო მიზნებისათვის წყლის მოხმარება ცალკე კატეგორიაა (არასაყოფაცხოვრებო) და საყოფაცხოვრებო მოხმარება - ცალკე კატეგორია.
შესაბამისად, აპელანტს მიაჩია, რომ მშენებლობის წარმართვა ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი პირის მიერ, ეს იქნება იურიდიული პირი, სამშენებლო ამხანაგობა, თუ ერთი ფიზიკური პირი, მშენებლობის მიზნისა და ობიექტის მიუხედავად უნდა დაექვემდებაროს სასმელი წყლის არასაყოფაცხოვრებო ტარიფით გადახდას.
აპელანტის განმარტებით, მნიშვნელობა არ აქვს, მშენებელი შენობას აშენებს მესამე პირისათვის მიყიდვისა და ამ გზით სარგებლის ნახვის მიზნით, თუ თავისი საკუთრებისათვის. მრავალბინიანი კორპუსის თუ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის სასმელი წყლის მოხმარება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საყოფაცხოვრებო მოხმარებად, რადგანაც ნებისმიერ შემთხვევაში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას ექნება ადგილი, თუ ახალი საცხოვრებელი სახლის აშენებას, ამით მესაკუთრის ეკონომიური მდგომარეობა ყოველთვის უმჯობესდება. ძველი საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა მის დემონტაჟამდე (ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი) გაცილებით ნაკლები იქნებოდა იმ ახალ საცხოვრებელ სახლთან შესადებით, რომელიც მესაკურემ შემდეგ ააშენა. ამით მესაკუთრის კაპიტალდაბანდება გაიზარდა და მისი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა.
სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, მაგრამ სამართლებრივად ვერ დაასაბუთა ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის სასმელი წყლის მოხმარება რატომ არ არის არასაცხოვრებელი დანიშნულებით მოხმარება და რატომ უნდა ჩაითვალოს მშენებლობის დროს წყლის მოხმარება ფიზიკური პირების მიერ საოჯახო და პირადი ჰიგიენისათვის წყლის მოხმარების ანალოგიურად, საყოფაცხოვრებო მოხმარებად.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ,,ჯ--------- უ------- ე--- ფ------მა’’ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს:
- ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 1--------- წლის №----- გადაწყვეტილება და უვლელად დარჩეს შპს ,,ჯ--------- უ------- ე--- ფ------ის’’ 2014 წლის 23 იანვრის №------ აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი (ტ-1; ს.ფ. 1-12).
4.1.2. პალატას საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2014 წლის 23 იანვარს შპს ,,ჯ--------- უ------- ე--- ფ------ის” უფლებამოსილი პირის მიერ ნ--- მ-------ის მიმართ შედგა აღურიცხავი წყლის მოხმარების შესახებ №------ აქტი და სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისათვის დაეკისრა 913.08 ლარის გადახდა, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის განსაზღვრული ტარიფით.
აქტის შედგენის საფუძველი გახდა წყალმომარაგების ქსელიდან 20 მმ დიამეტრის მქონე მილით სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება (ტ-1; ს.ფ. 21-24; ს.ფ.13).
4.1.3. ნ--- მ-------ემ 2014 წლის 04 აპრილს განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებულლ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს და მოითხოვა მისი საქმის შესწავლა და დაკისრებული თანხის ჩამოწერა (ტ-1; ს.ფ. 60).
4.1.4. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2----–-–---------–-სის №----- გადაწყვეტილებით ნ--- მ-------ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამავე გადაწყვეტილებით შპს ,,ჯ--------- უ------- ე--- ფ------ს’’ დაევალა ნ--- მ-------ის (აბონენტი №7--------) მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დაარიცხვა ,,წყალმომარაგების ტარიფების შესახებ’’ კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილების პირველი მუხლის ,,ა’’ პუნქტის შესაბამისად, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის გათვალისწინებული ტარიფით. ამასთან, შპს ,,ჯ--------- უ------- ე--- ფ------ს’’ დაევალა ცვლილებების შეტანა №7-------- აბონენტის აღირიცხვის ბარათზე და უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვის გაუქმება (ტ-1; ს.ფ. 21-24).
სამართლებრივი დასაბუთება:
4.2.1. სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტა მოხდა მატერიალური ნორმების სწორი გამოყენების საფუძველზე, რაც არ იძლევა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
4.2.2. მოცემულ საქმეზე, საკვანძო საკითხს წარმოადგენს, აბონენტი _ ნ--- მ-------ე არის საყოფაცხვორებო თუ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი და შესაბამისად, როგორ უნდა მოხდეს მისთვის გადასახდელი თანხის დაკისრება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები’’ ერთმანეთისგან განასხვავებს საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს. მათ შორის განსხვავება მდგომარეობს წყლის მოხმარების მიზნობრიობაში, კერძოდ, საყოფაცხოვრებო მომხმარებელი წყალს მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი - არასაყოფაცხოვრებო მიზნით. ამასთან, საგულისხმოა, რომ საყოფაცხოვრებო მომხმარებელი შესაძლებელია იყოს მხოლოდ ფიზიკური პირი, განსხვავებით არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისგან, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი, მათ შორის, ფიზიკური პირი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,ჯ--------- უ------- ე--- ფ------ის’’ მიერ, ნ--- მ-------ისათვის თანხის დარიცხვის საფუძველი გახდა მის მიერ სასმელი წყლის მოხმარება არასაყოფაცხოვრებო მიზნით, წყალმომარაგების ქსელიდან 20 მმ დიამეტრის მქონე მილით. ამასთან, უდავოა, რომ აღნიშნული პირი, სამართალდარღვევის გამოვლენის მომენტისათვის, არ წარმოადგე---ა თბილისში, ზ-----------------------ში მდებარე უძრავ ქონებაში სასმელი წყლის მომხმარებლად რეგისტრირებულ აბონენტს.
მოცემულ შემთხვევაში, 2014 წლის 23 იანვრის აღურიცხავი წყლის მოხმარების შესახებ” №------ აქტით სასამართლომ დადგენილად მიჩნია, რომ ნ--- მ-------ე სასმელ წყალს მოიხმარდა, თუმცა, არ იყო რეგისტრირებული აბონენტად კომპანიის მონაცემთა ბაზაში და არ ჰქონდა დამონტაჟებული აღრიცხვის კვანძი. სწორედ ამ გარემოებაზე დაყრდნობით იქნა მიჩნეული კომისიის მიერ ნ--- მ-------ის მხრიდან სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების ფაქტის უტყუარობა და შესაბამისად, აღურიცხავი წყლის მოხმარებისათვის დარიცხვის განხორციელების საფუძვლიანობა.
კანონის შესაბამისად, სასმელი წყლის არასაყოფაცხოვრებო მიზნებისათვის პირის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების დაკისრებას წინ უნდა უსწრებდეს არასაყოფაცხოვრებო მიზნებისათვის სასმელი წლის უკანონოდ მოხმარების ფაქტის დადასტურება, განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ არის დადასტურებული ის გარემოება, რომ ნ--- მ-------ე სასმელ წყალს უკანონოდ მოიხმარდა არასაყოფაცხოვრებო მიზნებისათვის. შესაბამისად სახეზე არ არის მ-------ის მიმართ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების (არასაყოფაცხოვრებო ტარიფით) დარიცხვის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები:
აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ჯ--------- უ------- ე--- ფ------ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მეშვეობით. საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 (ოცდაერთი) დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;
თავმჯდომარე ნათია ქუთათელაძე
მოსამართლეები თამარ ონიანი
გიორგი ტყავაძე