წყალმომარაგების ტარიფების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (26)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.015.003
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
დადგენილება№17
2010 წლის 17 აგვისტო
ქ. ქუთაისი
წყალმომარაგების ტარიფების შესახებ
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის და 432 მუხლის საფუძველზე, ვადგენთ:
მუხლი 1
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ (გარდა ფოთის თვითმმართველი ერთეულის) მომხმარებლებისათვის, მომხმარებელთა კატეგორიის მიხედვით, განისაზღვროს წყალმომარაგების შემდეგი ზღვრული ტარიფები (ზედა ზღვარი):
ა) გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი – 0,23 ლარი/მ3 , მათ შორის:
ა.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 0,17 ლარი/მ3 ;
ა.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი – 0,06 ლარი/მ3 ;
ბ) გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი – 2,03 ლარი/სულზე/თვეში, მათ შორის:
ბ.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 1,50 ლარი/სულზე/თვეში;
ბ.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი – 0,53 ლარი/სულზე/თვეში;
გ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი – 3,65 ლარი/მ3 , მათ შორის:
გ.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 2,86 ლარი/მ3 ;
გ.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი – 0,79 ლარი/მ3 .
მუხლი 2
1. ამ დადგენილებით განსაზღვრული ყველა ტარიფი გაანგარიშებულია დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.
2. დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვა წარმოებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3.
ეს დადგენილება ძალაში შედის 2010 წლის 23 აგვისტოდან.
თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
წყალმომარაგების ტარიფების შესახებ
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.015.003
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
დადგენილება №17
2010 წლის 17 აგვისტო
ქ. ქუთაისი
წყალმომარაგების ტარიფების შესახებ
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის და 432
მუხლის საფუძველზე, ვადგენთ:
მუხლი 1
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ (გარდა ფოთის თვითმმართველი ერთეულის) მომხმარებლებისათვის, მომხმარებელთა კატეგორიის მიხედვით, განისაზღვროს წყალმომარაგების შემდეგი ზღვრული ტარიფები (ზედა ზღვარი):
ა) გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი – 0,23 ლარი/მ3
, მათ შორის:ა.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 0,17 ლარი/მ3
;
ა.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი – 0,06 ლარი/მ3
;
ბ) გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი – 2,03 ლარი/სულზე/თვეში, მათ შორის:
ბ.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 1,50 ლარი/სულზე/თვეში;
ბ.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი – 0,53 ლარი/სულზე/თვეში;
გ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი – 3,65 ლარი/მ3
, მათ შორის:გ.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 2,86 ლარი/მ3
;
გ.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი – 0,79 ლარი/მ3
.