„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)
- წყალმომარაგების ტარიფების შესახებ 17.08.2010
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №41 |
|
2016 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, 42-ე, 43-ე და 432 მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილების (სსმ III, №100, 2010 წლის 17 აგვისტო, სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.015003) პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7) შპს „მცხეთის წყალის“ მომხმარებლებისათვის, მომხმარებელთა კატეგორიის მიხედვით, განისაზღვროს წყალმომარაგების შემდეგი ზღვრული ტარიფები (ზედა ზღვარი): ა) გამრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი – 0,173 ლარი/მ3, მათ შორის: ა.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 0,152 ლარი/მ³; ა.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი – 0,021 ლარი/მ³; ბ) გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი – 2,036 ლარი/სულზე/თვეში, მათ შორის: ბ.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 1,791 ლარი/სულზე/თვეში; ბ.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი – 0,245 ლარი/სულზე/თვეში; გ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი – 2,713 ლარი/მ3, მათ შორის: გ.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 2,327 ლარი/მ3; გ.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი – 0,386 ლარი/მ3.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან და ძალაშია 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
|
|