„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)
- წყალმომარაგების ტარიფების შესახებ 17.08.2010
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №70 |
|
2025 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე, 29-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილების (ვებგვერდი, 17.08.2010, სარეგისტრაციო კოდი: 300320000.16.009.015003):
ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მომხმარებლებისათვის, გარდა იმ მომხმარებლებისა, რომელთა წყალმომარაგებაც ხდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ქალაქ გარდაბნის ადმინისტრაციულ საზღვრებსა და ლიცენზიით, ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით განსაზღვრულ არეალში, მომხმარებელთა კატეგორიის მიხედვით, განისაზღვროს წყალმომარაგების შემდეგი ზღვრული ტარიფები (ზედა ზღვარი): ა) გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი – 0.424 ლარი/მ3, მათ შორის: ა.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 0.321 ლარი/მ3; ა.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი 0.103 ლარი/მ3; ბ) გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი – 3.828 ლარი/სულზე/თვეში, მათ შორის: ბ.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 2.895 ლარი/სულზე/თვეში; ბ.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი – 0.933 ლარი/სულზე/თვეში; გ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი –7.464 ლარი/მ3, მათ შორის: გ.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 5.713 ლარი/მ3; გ.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი – 1.751 ლარი/მ3.“ ბ) პირველი მუხლის 2 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21) შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ იმ მომხმარებლებისათვის, რომელთა წყალმომარაგებაც ხდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ქალაქ გარდაბნის ადმინისტრაციულ საზღვრებსა და ლიცენზიით, ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით განსაზღვრულ არეალში, მომხმარებელთა კატეგორიის მიხედვით, განისაზღვროს წყალმომარაგების შემდეგი ზღვრული ტარიფები (ზედა ზღვარი): ა) გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი – 0.424 ლარი/მ3, მათ შორის: ა.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 0.377 ლარი/მ3; ა.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი – 0.047 ლარი/მ 3; ბ) გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი – 2.549 ლარი/სულზე/თვეში, მათ შორის: ბ.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 2.264 ლარი/სულზე/თვეში; ბ.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი – 0.285 ლარი/სულზე/თვეში; გ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი –5.508 ლარი/მ3, მათ შორის: გ.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 4.881 ლარი/მ3; გ.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი – 0.627 ლარი/მ3.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|