განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310015695545
საქმე №----------
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ლევან მურუსიძე
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, თამარ ონიანი
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტები (მოსარჩელე): დ-------ი გ-----ის უფლებამონაცვლეები: ზ----ა გ-----ე, დ------ გ-----ე, ი---ა ბ-------ე
წარმომადგენელები: თ----------------–ი, რ----------–---–---ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე)- სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - ნ-----–-------–-----ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო
წარმომადგენელი - ა-–-----------------ა
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეეგის 2015 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება
1. სააპელაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეეგის 2015 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეეგის 2015 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილებით დ-------ი გ-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2--- წლის 1- აპრილს განხორციელდა ფ.პ. დ-------ი გ-----ის საგადასახადო შემოწმება, რის თაობაზეც შედგა 2--- წლის 1- აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2--- წლის 1- აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტი (ი.ხ.ს.ფ. 126-157).
3.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2--- წლის 1- აპრილს განხორციელდა შპს ,,დ-------ი გ-----ის ნ------------------ი”-ს საგადასახადო შემოწმება, რის თაობაზეც შედგა 2--- წლის 1- აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2--- წლის 1- აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტი (იხ.ს.ფ. 158-193).
3.3. 2--- წლის 1- აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2--- წლის 17 აპრილს მიღებული იქნა №--- ბრძანება, რომლის მიხედვითაც ფ/პ დ-------ი გ-----ეს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 267 281 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი - 168 014 ლარი, ჯარიმა - 99 267 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2--- წლის 17 აპრილის №--- ბრძანება (იხ.ს.ფ. 124).
3.4. 2--- წლის 1- აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2--- წლის 17 აპრილს მიღებული იქნა №--- ბრძანება, რომლის მიხედვითაც შპს ,,დ-------ი გ-----ის ნ------------------ს” ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 1 891 616 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი - 1 182 308 ლარი, ჯარიმა - 709 308 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2--- წლის 17 აპრილის №--- ბრძანება (იხ.ს.ფ. 200).
3.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2--- წლის 17 აპრილის №--- ბრძანების საფუძველზე მიღებული იქნა 2--- წლის 18 აპრილის №7 საგადასახადო მოთხოვნა (ფ/პ დ-------ი გ-----ის მიმართ), ხოლო 2--- წლის 17 აპრილის №--- ბრძანების საფუძველზე კი 2--- წლის 18 აპრილის №-- საგადასახადო მოთხოვნა (შპს ,,დ-------ი გ-----ის ნ------------------ის” მიმართ).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სსიპ შემოსავლების სამსახურის 2--- წლის 18 აპრილის №--------- საგადასახადო მოთხოვნები (იხ.ს.ფ. 58-59).
3.6. ფ.პ. დ-------ი გ-----ემ და შპს ,,დ-------ი გ-----ის ნ------------------მა” -სსიპ შემოსავლების სამსახურის 2--- წლის 18 აპრილის №--------- საგადასახადო მოთხოვნები გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, ხოლო შემდეგ სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ-------ი გ-----ისა და შპს ,,დ-------ი გ-----ის ნ------------------ის” სარჩელები არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე №3/1------) (იხ.ს.ფ. 264-282).
3.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება დ-------ი გ-----ემ და შპს ,,დ-------ი გ-----ის ნ------------------მა” სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 09 იანვრის განჩინებით დ-------ი გ-----ისა და შპს ,,დ-------ი გ-----ის ნ------------------ის” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 09 იანვრის განჩინება (საქმე №3ბ/1------) (იხ.ს.ფ. 260-263).
3.8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 09 იანვრის განჩინება დ-------ი გ-----ემ და შპს ,,დ-------ი გ-----ის ნ------------------მა” კერძო საჩივრით გაასაჩივრეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 10 აპრილის განჩინებით დ-------ი გ-----ისა და შპს ,,დ-------ი გ-----ის ნ------------------ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 10 აპრილის განჩინება. (იხ.ს.ფ. 256-259)
3.9. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 19 მაისის №------- ბრძანებით ყადაღა დაედო შპს ,,დ-------ი გ-----ის ნ------------------ის” ქონებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 19 მაისის №------- ბრძანება. (იხ.ს.ფ. 61)
3.10. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 19 მაისის №------- ბრძანებით ყადაღა დაედო დ-------ი გ-----ის ქონებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 19 მაისის №------- ბრძანება. (იხ.ს.ფ. 62)
3.1-. დ-------ი გ-----ემ და შპს ,,დ-------ი გ-----ის ნ------------------მა” სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 19 მაისის №------- და №------- ბრძანებები ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2014 წლის 1- ივნისს გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურში. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 25 ივლისის №----- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-დ-------ი გ-----ისა და შპს ,,დ-------ი გ-----ის ნ------------------ის” 2014 წლის 1- ივნისის საჩივარი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 25 ივლისის №----- ბრძანება. (იხ.ს.ფ. 40-41; 245-246)
3.12. დ-------ი გ-----ემ და შპს ,,დ-------ი გ-----ის ნ------------------მა” სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 19 მაისის №------- და №------- ბრძანებები და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 25 ივლისის №----- ბრძანება 2014 წლის 05 აგვისტოს გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საჩივარი №---------) ფ.პ. დ-------ი გ-----ის საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 19 მაისის №------- ბრძანებისა და 2014 წლის 25 ივლისის №----- ბრძანების გაუქმების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საჩივარი №8--------) არ დაკმაყოფილდა შპს ,,დ-------ი გ-----ის ნ------------------ის” საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 19 მაისის №------- ბრძანებისა და 2014 წლის 25 ივლისის №----- ბრძანების გაუქმების მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-დ-------ი გ-----ისა და შპს ,,დ-------ი გ-----ის ნ------------------ის” 2014 წლის 05 აგვისტოს საჩივარი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებები (საჩივარი №--------- და №8--------). (იხ.ს.ფ. 15-18, 21-24, 26-28)
4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლებს განსაზღვრავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომლის მე-601 პირველი და მე-2 ნაწილების თანახმადაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
4.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას წარმოადგენს საგადასახადო დავალიანება, თუ დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე №3/1------), რომლითაც არ დაკმაყოფილდა ფ.პ. დ-------ი გ-----ისა და შპს ,,დ-------ი გ-----ის ნ------------------ის” სარჩელები სსიპ შემოსავლების სამსახურის 2--- წლის 18 აპრილის №--------- საგადასახადო მოთხოვნების ბათილად ცნობის მოთხოვნით. დღესდღეობით აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2--- წლის 18 აპრილის №--------- საგადასახადო მოთხოვნების საფუძველზე დარიცხული საგადასახადო დავალიანების მართლზომიერების შესახებ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ფ.პ. დ-------ი გ-----ისა და შპს ,,დ-------ი გ-----ის ნ------------------ის” მიმართ 2--- წლის 18 აპრილის №--------- საგადასახადო მოთხოვნების საფუძველზე დარიცხული დავალიანება წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას.
4.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ როგორც ფ.პ. დ-------ი გ-----ეს, ისე შპს ,,დ-------ი გ-----ის ნ------------------ს” სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გააჩნდათ აღიარებული საგადასახადო დავალიანება, სსიპ შემოსავლების სამსახური უფლებამოსილი იყო სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ყადაღა დაედო მათ ქონებაზე.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის არგუმენტი იმის შესახებ, რომ შემოსავლების სამსახური უფლებამოსილი არ იყო სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე კვლავ დაედო ყადაღა გადასახადის გადამხდელის ქონებაზე, ვინაიდან 201- წელს დ-------ი გ-----ის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 16 იანვარს ამნისტიის აქტის საფუძველზე შეწყვიტა და ყადაღა მოხსნა დ-------ი გ-----ის უძრავ-მოძრავ ქონებას. სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ საგადასახადო დავალიანება ერიცხება მხოლოდ შპს ,,დ-------ი გ-----ის ნ------------------ს”, ამ დავალიანების უზრუნველსაყოფად კი ყადაღა დადებული აქვს ფიზიკური პირის - დ-------ი გ-----ის ქონებას.
სასამართლომ განმარტა, რომ 201--2013 წლებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და შემდგომ სასამართლოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს კავშირი არ აქვს 2--- წლის 18 აპრილის №--------- საგადასახადო მოთხოვნების საფუძველზე დარიცხულ საგადასახადო დავალიანებასთან. აღნიშნული დავალიანება გადასახადის გადამხდელის მიერ სადავოდ იყო გამხდარი ჯერ ადმინისტრაციული წარმოების და შემდგომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით და მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმისაგან დამოუკიდებლად, თუმცა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით დარიცხული დავალიანება მიჩნეული იქნა კანონშესაბამისად. აქედან გამომდინარე, სახეზეა გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანება. რაც შეეხება, მოსარჩელის არგუმენტს იმის შესახებ, რომ დავალიანება ერიცხება მხოლოდ შპს ,,დ-------ი გ-----ის ნ------------------ს” და დაყადაღებულია ფიზიკური პირის - დ-------ი გ-----ის ქონება, სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმებული იქნა როგორც ფიზიკური პირი - დ-------ი გ-----ე, ისე შპს ,,დ-------ი გ-----ის ნ------------------ი” და შემოწმების დღიდან დღემდე ამ ორი პირის მიმართ საგადასახადო შემოწმების აქტების, ბრძანებების, გადაწყვეტილებების, საგადასახადო მოთხოვნების გამოცემა და შესაბამისად, დავალიანების დარიცხვა ხდებოდა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. ამდენად, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე აღიარებული საგადასახადო დავალიანება გააჩნია როგორც ფიზიკურ პირს - დ-------ი გ-----ეს, ისე შპს ,,დ-------ი გ-----ის ნ------------------საც.”
4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ დ-------ი გ-----ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტების მითითებით, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შესაბამისად, სასამართლოს მიერ უსამართლო გადაწყვეტილებაა მიღებული. გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება იმდენად ბუნდოვანი და არასრულია, რომ სამართლებრივი უსწორობების მითითებაც შეუძლებელია.
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეეგის 2015 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ფაქტობრივი დასაბუთება:
6.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
ამასთან, პალატა დამატებით მიუთითებს შემდეგზე:
დადგენილია, რომ აპელანტის დ-------ი გ-----ის გარდაცვალების შემდეგ მის დანაშთ ქონებაზე 2016 წლის 08 ნოემბერს გაცემულია სამკვიდრო მოწმობები, რომელთა თანახმადაც, ი---ა ბ-------ემ და ზ----ა გ-----ემ, როგორც კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრეებმა მიიღეს გარდაცვლილი დ-------ი გ-----ის დანაშთი ქონებიდან სავალდებულო წილი. ასევე, დადგენილია, რომ დ------ გ-----ემ, როგორც ანდერძისმიერმა მემკვიდრემ მიიღო გარდაცვლილი დ-------ი გ-----ის დანაშთი ქონება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე №---------- გარდაცვლილი დ-------ი გ-----ის ნაცვლად ჩაებნენ მისი უფლებამონაცვლეები: ზ----ა გ-----ე, დ------ გ-----ე და ი---ა ბ-------ე.
სამართლებრივი დასაბუთება:
6.2. სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლისს თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლში ჩამოყალიბებულია დისპოზიციურობის პრინციპის არსი. კერძოდ, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიუთითებს, რომ სარჩელი აღძრულია დ-------ი გ-----ის მიერ. ამასთან, დადგენილია, რომ შპს ,,დ-------ი გ-----ის ნ------------------ის” დირექტორი და 100% წილის მფლობელი იყო დ-------ი გ-----ე.
დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დ-------ი გ-----ის სარჩელი წარმოებაში მიღებულია შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით: ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 19 მაისის №------- ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 19 მაისის №------- ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 25 ივლისის №----- ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება (საჩივარი №---------), საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება (საჩივარი №8--------).
ამასთან, დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 19 მაისის №------- ბრძანებით ყადაღა დაედო შპს ,,დ-------ი გ-----ის ნ------------------ის” ქონებას.
დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 19 მაისის №------- ბრძანებით ყადაღა დაედო დ-------ი გ-----ის ქონებას.
დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 25 ივლისის №----- ბრძანებით დ-------ი გ-----ისა და შპს ,,დ-------ი გ-----ის ნ------------------ის” საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 19 მაისის №------- ბრძანებისა და №------- ბრძანების გაუქმების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.
დადგენილია, რომ დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საჩივარი №---------) ფ.პ. დ-------ი გ-----ის საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 19 მაისის №------- ბრძანებისა და 2014 წლის 25 ივლისის №----- ბრძანების გაუქმების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.
დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საჩივარი №8--------) შპს ,,დ-------ი გ-----ის ნ------------------ის” საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 19 მაისის №------- ბრძანებისა და 2014 წლის 25 ივლისის №----- ბრძანების გაუქმების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.
პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ სარჩელში მოსარჩელედ მითითებულია მხოლოდ დ-------ი გ-----ე, თუმცა სასარჩელო მოთხოვნებიდან იკვეთება, რომ სარჩელი აღძრულია როგორც ფიზიკური პირის დ-------ი გ-----ის, ასევე შპს ,,დ-------ი გ-----ის ნ------------------ის” დირექტორის დ-------ი გ-----ის მიერ. პალატა დამატებით განმარტავს, რომ განსახილველი სარჩელის მიზანია ორივე სუბიექტის უფლებათა დაცვა სასამართლოსთვის მიმართვის გზით, ამასთან, დადგენილია, რომ სასარჩელო მოთხოვნები შეეხება, როგორც ფ.პ დ-------ი გ-----ის, ასევე შპს ,,დ-------ი გ-----ის ნ------------------ის” უფლებებს. საგულისხმოა ისიც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის საგანი გახდა ორივე სუბიექტის მიმართ გამოცემული სადავო აქტების კანონიერება, თუმცა სასამართლოს მიერ სწორად არ განისაზღვრა მოსარჩელე სუბიექტთა წრე. კერძოდ, მოცემულ დავაზე მოსარჩელეს წარმოადგენს, როგორც ფ.პ დ-------ი გ-----ე, ასევე შპს ,,დ-------ი გ-----ის ნ------------------ი”. პალატა მიუთითებს, რომ სწორედ აღნიშნული გარემოება ხდება მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
რაც შეეხება, სადავო აქტების კანონიერებას, პალატა მიუთითებს, რომ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
დადგენილია, რომ ფ.პ. დ-------ი გ-----ისა და შპს ,,დ-------ი გ-----ის ნ------------------ის” მიმართ 2--- წლის 18 აპრილის №--------- საგადასახადო მოთხოვნების საფუძველზე დარიცხული დავალიანება წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოში წარდგენილი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული გადაწყვეტილება კი შესულია კანონიერ ძალაში.
შესაბამისად, მართებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ვინაიდან როგორც ფ.პ. დ-------ი გ-----ეს, ისე შპს ,,დ-------ი გ-----ის ნ------------------ს” სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გააჩნდათ აღიარებული საგადასახადო დავალიანება, სსიპ შემოსავლების სამსახური უფლებამოსილი იყო სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ყადაღა დაედო მათ ქონებაზე.
პალატა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმებული იქნა როგორც ფიზიკური პირი - დ-------ი გ-----ე, ისე შპს ,,დ-------ი გ-----ის ნ------------------ი”. ამ ორი სუბიექტის მიმართ საგადასახადო შემოწმების აქტების, ბრძანებების, გადაწყვეტილებების, საგადასახადო მოთხოვნების გამოცემა და შესაბამისად დავალიანების დარიცხვა ხდებოდა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, აპელანტთა მიერ სააპელაციო ინსტანციაში ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გასაჩივრებული აქტების გამოცემისას, ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში, აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
7.1. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეეგის 2015 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება - ფ.პ დ-------ი გ-----ის უფლებამონაცვლე ფიზიკური პირების ზ----ა გ-----ის, დ------ გ-----ის, ი---ა ბ-------ისა და შპს ,,დ-------ი გ-----ის ნ------------------ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
8. სასამართლო ხარჯები:
8.1. აპელანტთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ-------ი გ-----ის უფლებამონაცვლე ფიზიკური პირების ზ----ა გ-----ის, დ------ გ-----ის, ი---ა ბ-------ისა და შპს ,,დ-------ი გ-----ის ნ----------------ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეეგის 2015 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. დ-------ი გ-----ის უფლებამონაცვლე ფიზიკური პირების ზ----ა გ-----ის, დ------ გ-----ის, ი---ა ბ-------ისა და შპს ,,დ-------ი გ-----ის ნ----------------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, (მდებარე - ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ.N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა).
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
თამარ ონიანი