განაჩენი

სისხლის სამართლის 28.02.2018
საქმის ნომერი
010141318700052632
ინსტანცია
თარიღი
28.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700052632

საქმე1ა.გ/134-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

28 თებერვალი 2018 წ. ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გერონტი კახეთელიძე

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

ვეფხია ლომიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ნ---------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ნოემბრის განაჩენით:

ნ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა ნ---------------–---–ს განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

ნ---------------–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.

ნ---------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან -2013 წლის 13 სექტემბრიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით:

ნ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (31.07.2015 ცვლილებებით რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 4 (ოთხი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ნ---------------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 ნოემბრის განაჩენით დანიშნული და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის 2014 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით შემცირებული პირობითი მსჯავრი - 1 (ერთი) წელი, 8 (რვა) თვე და 13 (ცამეტი) დღე.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი აქვს პირობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ---------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 4(ოთხი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე, საქართველოს სსკ-ის 64-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

ნ---------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან -2015 წლის 11 მარტიდან.

 

ნ---------------–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ჩამოერთვა:

 

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით ;

საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 წლის ვადით;

საადვოკატო საქმიანობის უფლება- 5 (ხუთი) წლის ვადით;

პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 5 წლის ვადით;

სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

პასიური საარჩევნო უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით:

მსჯავრდებულ ნ---------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

2018 წლის 5 თებერვალს, მსჯავრდებულმა ნ---------------–---–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მოითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა. შუამდგომლობის ავტორი აღნიშნავს, რომ იგი გასამართლებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით (ძველი რედაქცია) და ითხოვა მისი ქმედების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

 

სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, მსჯავრდებულის პირად საქმეში არსებული, სასამართლოს მიერ გამოთხოვილი განაჩენი და მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ---------------–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 ნოემბრის განაჩენით ნ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ’’ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, შენახვა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქციით) სანქციის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე, შესაბამისად, განეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, მსჯავრდებულ ნ---------------–---–ის ქმედება (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, შენახვა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ) აღარ წარმოადგენს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს და განეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რომელიც სანქციის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე. ვინაიდან კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებამ არსებითად გააუმჯობესა მსჯავრდებულ ნ---------------–---–ის სამართლებრივი მდგომარეობა, მისი ქმედება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს მოქმედ კანონმდებლობასთან, კერძოდ, ნ---------------–---–ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ამჟამად მოქმედი რედაქცია). რაც შეეხება აღნიშნული განაჩენით დანიშნულ სასჯელს, იგი უნდა დარჩეს უცვლელი, ვინაიდან მას სასჯელი დაენიშნა საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე (კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ნოემბრის განაჩენში ნ---------------–---–ის მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ნ---------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ნოემბრის განაჩენში ნ---------------–---–ის მიმართ, შევიდეს ცვლილება;

 

მსჯავრდებულ ნ---------------–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია);

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ნოემბრის განაჩენი ნ---------------–---–ის მიმართ, სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გ. კახეთელიძე

 

მოსამართლეები: კ. მაჭავარიანი

 

ვ. ლომიძე