განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002038862
№2ბ/6754-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
„ 02“ თებერვალი, 2018წ.
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ოთარ სიჭინავა
სხდომის მდივანი _ ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი - მოწინააღმდეგე მხარე - წარმომადგენელი - პ------–-------–---–ი (მოპასუხე) ი-----–---–-----ი (მოსარჩელე) მა-----------–----ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.09.2017წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ალიმენტის დაკისრება
1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება ალიმენტის დაკისრების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის ალიმენტის სახით თითოეულ ბავშვზე 160 ლარის ნაცვლად 100 ლარის დაკისრება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
1. ი-----–---–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
2. შეწყდა ი-----–---–-----სა (პირადი №0----------, დაბადებული 1----–-–----------------ს) და პ------–-------–---–ს (პირადი №2----------, დაბადებული 1----–-–-----------ს) შორის, სრს გ-–------------------ს განყოფილების მიერ 2----–-–-------------- რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერის №0------ .
3. დაეკისრა მოპასუხე პ------–-------–---–ს (პირადი №2----------) არასრულწლოვანი შვილის 2----–-–------------------ დაბადებული გი-------–-------–---–-ს სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 160 (ას სამოცი) ლარის გადახდა 2017 წლის 04
აგვისტოდან ბავშვის სრულწლოვანებამდე ;
4. დაეკისრა მოპასუხე პ------–-------–---–ს (პირადი №2----------) არასრულწლოვანი შვილის 2-----–-–---------------ს დაბადებული ლი-----–-------–---–-ს სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 160 (ას სამოცი) ლარის გადახდა 2017 წლის 04 აგვისტოდან;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები 2.1. ი---- წ---–------ და პ----- შ-------–---–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში 2----–-–-------------დან. თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს შეეძინათ ორი შვილი, 2----–-–--------------------ს დაბადებული გ------- შ-------–---–ი და 2------–-–-- 1----------- დაბადებული ლ---ი შ-------–---–ი. 2.2. მეუღლეთა შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია უკანასკნელი 2 წელია. მხარეები ცხოვრობენ ცალ -ცალკე. მოსარჩელე ი---- წ---–------ არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს მისამართზე - თ---–----------------------, ბ-----. მოსარჩელეს მატერიალურად ეხმარება მამა. 2.3. ლი-----–-------–---–- სწავლობს სსიპ ქ--–---------–---------- -ე საჯარო სკოლის მე -4 კლასში. 2.4. ლი-----–-------–---–- და გ------- შ-------–---–ი 2-----–-–---------------------ნ ირიცხებიან ა(ა)იპ - ქალაქ თ---–---------–------------–----------------–----------------------–- ცენტრის ცურვის შემსწავლელ ჯგუფში, რომლის ყოველთვიური საფასური შეადგენს 75-75 ლარს. 2.5. პ----- შ-------–---–ის კმაყოფაზე, არასრულწლოვანი შვილების გარდა, სხვა პირი არ იმყოფება. 2.6. პ----- შ-------–---–ს აქვს სასესხო დავალიანება, რომლის დაფარვასაც ახდენს ყოველთვიურად. 2.7. არასრულწლოვნები, ლ---ი და გ------- შ-------–---–ები სარგებლობენ ჯანმრთელობის კერძო დაზღვევით, რომლის საფასურის, ყოველთვიურად 70 ლარის, ანაზღაურებასაც ახდენს პ------–-------–---–ი. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები: 2.8. მხარეთა შორის ფაქტობრივად შეწყვეტილია ოჯახური თანაცხოვრება ორ წელზე მეტი დროის განმავლობაში. ი---- წ---–-----სა და პ----- შ-------–---–ს შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს. მხარეები ეთანხმებიან მათ შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას. 2.9. შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 15 აგვისტოს წარმოდგენილი ინფორმაციით, პ----- შ-------–---–ის დასაბეგრი ყოველთვიური შემოსავალი 2016 წლის მაისიდან 2017 წლის ივნისის ჩათვლით საშუალოდ განისაზღვრება - 1125 ლარით. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებულ ნაწილში:
2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად , არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით . ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით , თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე , მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო . ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული , სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში . ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების , ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას . დადგენილია, რომ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვნები ცხოვრობენ დედასთან, ი---- წ---–-----თან ერთად. მოსარჩელეს მატერიალურად ეხმარება მამა. ლ---ი შ-------–---–ი სწავლობს სსიპ ქალაქ თბ--–----------- საჯარო სკოლის მე-4 კლასში. პ------–-------–---–ი დასაქმებულია და მისი ყოველთვიური დარიცხული ხელფასი შეადგენს 1125 ლარს. სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა. არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო -სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება. ,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები , ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის , ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს , ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით , რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას . აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში №14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ , რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება . მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე , ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს . ამავე კონცენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის ღ (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას , მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას , არამედ , თუ ეს შესაძლებელია , ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც , რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში . ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული , სამართლიანი შეფასების საფუძველზე , შვილების ნორმალური რჩენა- აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით . ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება , თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა . საოჯახო -სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის. განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანი ლ---ი შ-------–---–ისა და გი-------–-------–---–-ს უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილები უზრუნველყოფილი იყვნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ბავშვები ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებენ. სასამართლო მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას. სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი ბავშვების ასაკს და აქედან გამომდინარე მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს, გარემოებას იმის თაობაზე, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვნების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც, ფაქტს იმის თაობაზე, რომ ლ---ი შ-------–---–ი და გი-------–-------–---–- 2----–-–-----------------დან ირიცხებიან ა(ა)იპ - ქალაქ თ---–---------–------------–----------------–----------------------–- ცენტრის ცურვის შემსწავლელ ჯგუფში, რომლის ყოველთვიური საფასური შეადგენს 75-75 ლარს. მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილების ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. მოპასუხე პ----- შ-------–---–ი თავისი მატერიალური შემოსავლის გათვალისწინებით თანახმაა, გადაიხადოს არასრულწლოვანი ბავშვებისათვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100-100(ას-ასი) ლარი, რაც არ წარმოადგენს გონივრულ თანხას ბავშვების უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით. შვილის აღზრდა -განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. მართალია, ლ---ი და გ------- შ-------–---–ები სარგებლობენ ჯანმრთელობის კერძო დაზღვევით, რომლის საფასურის, ყოველთვიურად 70 ლარის, ანაზღაურებასაც ახდენს პ------–-------–---–ი, მაგრამ გასათვალისწინებელია გარემოება, რომ მოპასუხის კმაყოფაზე, არასრულწლოვანი შვილების გარდა, სხვა პირი არ იმყოფება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან მას აქვს ფინანსური ვალდებულება, ვერ შეძლებს მის მიერ მითითებულზე მეტი თანხის გადახდას, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. მოპასუხეს ფინანსური ვალდებულება აღებული აქვს გარკვეული ვადით, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან - ბავშვების სრულწლოვანებამდე. ამასთან, საკრედიტო ხელშეკრულების დადება მეტყველებს მოპასუხის გადახდისუნარიანობაზე და არა სახსრების უქონლობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მესამე პირების მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების არსებობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ პირს განუსაზღვროს არაგონივრულად მცირე ალიმენტი და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე. მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილების წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით, უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალ---ის საფუძველზე , სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში , მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, ბავშვების ასაკის და მათი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, სარჩელის აღძვრიდან მიმდინარე ალიმენტის ყოველთვიურად გადასახდელი გონივრული და სამართლიანი ოდენობა არასრულწლოვანი ბავშვებისათვის უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 160-160 (ას სამოც -ას სამოცი) ლარით. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად , იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან . ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან . შესაბამისად, მოპასუხეს ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს 2017 წლის 04 აგვისტოდან, ლ---ი და გ------- შ-------–---–ების სრულწლოვანებამდე. 3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები 3.1. აპელანტის განმარტებით, ბანკებიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან გაცემული ცნობებით დასტურდება, რომ პ------–-------–---–ის საბანკო ვალდებულებების ჯამური თანხა შეადგენს 33 000 ლარზე მეტს. აპელანტის განმარტებით, მეუღლე და შვილები 2----–-–-----------დან დღემდე სარგებლობენ სადაზღვევო კომპანია ი--------–-ს ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურებით. 3.2. აპელანტის განმარტებით, მას ყავს უმუშევარი დედა, რომელსაც არ მიუღწევია საპენსიო ასაკისთვის. აპელანტის დედა დაავადებულია, ესაჭიროება მკურნალობა, რომლის ხარჯების დაფარვაც უწევს პ------–-------–---–ს, ვინაიდან დედა უმუშევარია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეებს სააპელაციო წესით განიხილავს სამი მოსამართლე. ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საქმეები, ქონებრივ-სამართლებრივი დავა, რომლის ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, ასევე შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი დასაბუთება: 4.1. ი-----–---–-----ს და პ------–-------–---–ს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი - 2----–-–--------------------ს დაბადებული გ------- შ-------–---–ი და 2------–-–-- 1----------- დაბადებული ლ---ი შ-------–---–ი (ტ. I, ს.ფ. 13,14). 4.2. უდავოა, რომ მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ დედასთან. 4.3. ლი-----–-------–---–- და გ------- შ-------–---–ი 2-----–-–---------------------ნ ირიცხებიან ა(ა)იპ - ქალაქ თ---–---------–------------–----------------–----------------------–- ცენტრის ცურვის შემსწავლელ ჯგუფში, რომლის ყოველთვიური საფასური შეადგენს 75-75 ლარს (ტ. I, ს.ფ. 62,63). პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უდავოდაა დადგენილი და სადავო არ გამხდარა, რომ არასრულწლოვნები, ლ---ი და გ------- შ-------–---–ები სარგებლობენ ჯანმრთელობის კერძო დაზღვევით, რომლის საფასურის, ყოველთვიურად 70 ლარის, ანაზღაურებასაც ახდენს პ------–-------–---–ი. 4.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უდავოდაა დადგენილი და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის, რომ პ------–-------–---–ს აქვს სასესხო დავალიანება, რომლის დაფარვასაც ახდენს ყოველთვიურად. 4.5. შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 15 აგვისტოს წარმოდგენილი ინფორმაციით, პ----- შ-------–---–ის დასაბეგრი ყოველთვიური შემოსავალი 2016 წლის მაისიდან 2017 წლის ივნისის ჩათვლით საშუალოდ განისაზღვრება - 1125 ლარით (ტ. I, ს.ფ. 25-30). 4.6. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხე პ------–-------–---–ს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად დაეკისრა თითოეულ ბავშვზე 160 (ას სამოცი) ლარის გადახდა 2017 წლის 04 აგვისტოდან ბავშვების სრულწლოვანებამდე. აპელანტი ითხოვს დაკისრებული ალიმენტის შემცირებას თითოეულ ბავშვზე 100 ლარამდე იმ დასაბუთებით, რომ მას გააჩნია დიდი ოდენობის სასესხო ვალდებულებები. აპელანტი ასევე უთითებს იმ გარემოებაზე, რომ ჰყავს უმუშევარი, ავადმყოფი დედა, რომლის მკურნალობის ხარჯების დაფარვაც უწევს თავად, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. პალატას მიაჩნია, რომ ბავშვების ასაკის და ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის არსებული მოთხოვნილებების გათვალისწინებით თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა ალიმენტის ოდენობა თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 160 ლარის ოდენობით და არ არსებობს მისი შემცირების რაიმე საფუძველი. სამართლებრივი დასაბუთება 4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანხმად: მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. „ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის” პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლით: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. კანონმდებლობით განსაზღვრულია მშობელთა ვალდებულება არჩინონ თავიანთი შვილები და ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იყოს მხოლოდ მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. დაუსაბუთებელია აპელანტის მსჯელობა მასზედ, რომ ალიმენტის მოცულობის დადგენისას სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო აპელანტის ისეთი სახის დანახარჯები, როგორიცაა სასესხო ვალდებულებები. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მხარის შემოსავალში იგულისხმება ის თანხა, რასაც იგი ამა თუ იმ საქმიანობის შედეგად იღებს და ალიმენტის გამოანგარიშება უნდა მოხდეს სწორედ მისი ოდენობიდან. რაც შეეხება შემოსავლის განკარგვას, მხარე უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულების, შესაძლებლობისა და საჭიროებისამებრ განკარგოს შემოსავლის ის ნაწილი, რაც მას კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულების შემდეგ დარჩება. აღსანიშნავია, რომ კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულებაში მოიაზრება მხარის მოვალეობა, არჩინოს ყველა ის პირი, რომელზე ზრუნვაც მას კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე ეკისრება, მის კმაყოფაზე იმყოფება და რჩენას საჭიროებს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აპელანტს სესხი/კრედიტი აღებული აქვს გარკვეული ვადით, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან - ბავშვის სრულწლოვანებამდე. სესხის დაფარვის ხარჯები, როგორც დროებითი მოვლენა, ვერ მიიჩნევა ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძვლად. პალატა აქვე უთითებს, რომ აღნიშნული მსჯელობა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკასთან (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.03.2011წ. განჩინება საქმეზე N 1356-1194-2010). მოცემულ შემთხვევაში პალატას მიაჩნია, რომ ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის არსებული მოთხოვნილებების, ასევე მშობლების და შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ არ არსებობს დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი. მისი ოდენობა გონივრულია. არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. პ------–-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.09.2017წ. გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ოთარ სიჭინავა