განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310016001585601 (3/ბ-619-17)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
18 იანვარი 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის
მოსამართლე ხათუნა ხომერიკმა
მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა-–----------–--ის წარმომადგენლის ო----------–---–ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებზე და გამოარკვია:
ა-–----------–--ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 1-----–--ის სხდომის N-- ოქმის N- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დავალდებულება გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ქობულეთში, თ---------–--ის ქ. N82-ის მიმდებარედ თვითნებურად დაკავებულ 4 485.4 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ა-–----------–--ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა-–----------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება 2017 წლის 13 ნოემბერს სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ა-–----------–--ის წარმომადგენელმა ო----------–---–მა. აპელანტმა მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
საქმე სააპელაციო საჩივართან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინებით ა-–----------–--ეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან ხუთი დღის ვადაში, სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის ან მის მიერ ხელმოწერილი დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის იმდენი ასლის დართვით რამდენი მხარეც არის საქმეში წარმოდგენა, სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის და დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენა.
მითითებული განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა ა-–----------–--ეს, რომელიც პირადად ჩაბარდა 2017 წლის 14 დეკემბერს.
სააპელაციო პალატამ შეამოწმა ა-–----------–--ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმეს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად ამზადებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე (მომხსენებელი მოსამართლე), რომელიც ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და გამოაქვს შესაბამისი განჩინება. იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. 374-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განჩინება სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ შეიძლება მიღებულ იქნეს ზეპირი განხილვის გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-3-მე-4 ნაწილების მიხედვით, სააპელაციო საჩივარს ხელს აწერს მისი შემტანი პირი ან წარმომადგენელი. თუ უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი საქმეში არ არის, წარმომადგენლის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარს უნდა დაერთოს სააპელაციო საჩივრის შეტანაზე მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინებით ა-–----------–--ეს დაუდგინდა ხარვეზი იმის გამო, რომ სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა, სააპელაციო საჩივარს ხელს აწერდა არაუფლებამოსილი პირი, ამასთან არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და არ იყო წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია. იმავე განჩინებით ხარვეზის შევსებისათვის აპელანტს განესაზღვრა 05 (ხუთი) დღე განჩინების ასლის კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან, ამასთან განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს, რომ მხარეს გზავნილი უნდა ჩაბარდეს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სსსკ-ის 70.1 მუხლის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით (გზავნილით) ეცნობება, სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინების ასლი გადაეგზავნა მხარეს, ა-–----------–--ეს და პირადად ჩაბარდა მას - 2017 წლის 14 დეკემბერს, რაც დადასტურებულია მიმღების ხელმოწერით (იხ.შეტყობინების ბარათი გზავნილის ჩაბარების შესახებ). ამდენად, ხარვეზის გამოსწორების ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 14 დეკემბრის მომდევნო დღიდან (15 დეკემბრიდან) და ამოიწურა - 2017 წლის 19 დეკემბერს 24:00 საათზე.
სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ არის შევსებული, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება, თანახმად, სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
ზემოთ მოხსენიებული ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთებით სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–----------–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 372-ე, 374-ე, 390-ე, 414 - 416-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა-–----------–--ის სააპელაციო საჩივარი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.?32) მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.?32).
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე