განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310014676930
საქმე №3ბ/1051-16
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
9 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ლ---- მურუსიძე
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მანანა ჩოხელი
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) – არ---– ც-------–---–ი
წარმომადგენელი - მა----------–-----ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ირ------------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი - თა---------–---ძე
მესამე პირი - საქართველოს მთავარი პროკურატურა
წარმომადგენელი - ა----------ე
მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - ოთ-----------–-ძე
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება
1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით არ---– ც-------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.2.1. საბაჟო დეკლარაციის მიხედვით, გ---- წ---–-------მა ფოთის პორტის გავლით შემოიყვანა სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი - ბ---------, ფერი - შ---. შასის ნომერი - W---------------2, გამოშვების წელი - 2---.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბაჟო დეკლარაცია (ს.ფ. 16);
2.2.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს არქივის მონაცემთა ბაზის მიხედვით მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია მარკა, მოდელი - ბ---------, საიდენტიფიკაციო ნომერი -W---------------2, გამოშვების წელი - 2---: 1. 0--------- წ.-დან 05-------- წ-მდე რეგისტრირებული იყო გ---- წ---–-------ის სახელზე, სახ. ნომრით - F-----, ტექ. პასპორტი - E--------; 2. 05-------- წ.-დან 0--------- წ-მდე რეგისტრირებული იყო ლ---- ჯ--------ის სახელზე, სახ. ნომრით G-----, ტექ. პასპორტი - A--------; 3. 0--------- წ. სახ. ნომრით - Z-----7დარეგისტრირდა არ---– ც-------–---–ზე.
სატრანსპორტო საშუალება B-- – X----- სანომრე ნიშანი N-----, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, გამოშვების წელი 2005, ფერი - შ---, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------, 05.12.2006 წლიდან რეგისტრირებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 01.12.2014 წ. N4-------------3 ცნობა( ს.ფ. 33-34);
- ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა (ს.ფ. 19);
2.2.3. შსს საგამოძიებო დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს უფროსის 2006 წლის 6 ივლისის დადგენილების საფუძველზე ჩატარდა არ---– ც-------–---–ისაგან კუთვნილი ა/მანქანის (B-- – X-, შასის ნომერი - W---------------2, სახ. №Z-----, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - №A-------2) ამოღება. აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაზე შედგა დათვალიერებისა და ამოღების ოქმები და შუამდგომლობის საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული ამოღება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 ივლისის დადგენილებით ცნობილ იქნა კანონიერად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დადგენილება, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების ჩატარების შესახებ (ს.ფ.23);
- დათვალიერებისა და ამოღების ოქმები (ს.ფ. 20-22, 24-27);
- შუამდგომლობა და დადგენილება ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 11-15);
2.2.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2006 წლის 17 ივლისის N11---------------- ექსპერტის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომობილი B-- – X- სახ. ნომრით Z-------ის საიდენტიფიკაციო ნომერი - W--------------- შესრულებულია კუსტარული წესით. გამოკვლევის შედეგად გამოვლენილ იქნა ავტომობილის ქარხნული საიდენტიფიკაციო ნომრის წინიდან მეთორმეტე, მეცამეტე და მეთოთხმეტე ნიშნები: „X, 3 და 9“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2006 წლის 17 ივლისის N11---------------- ექსპერტის დასკვნა (ს.ფ. 250-252);
2.2.5. შპს ,,ო---------------ის" 2006 წლის 12 ივლისის N---------- წერილის თანახმად, ა/მ B-- X- სახელმწიფო ნომრით - Z------ ტექნიკური მახასიათებელი, რომლის საიდენტიფიკაციო კოდია - W---------------2, B-- კონცერნის მონაცემებით ა/მ B-- X-, W---------------2-ით არის 2--- წლის 16 მარტის გამოშვება, შ--- ფერი, შ--- ფერის სალონით, ელ. სკამებით, ტელევიზორით და HiFi სისტემით, გერმანული ვერსიით, რაც არ ემთხვევა წარდგენილი ავტომანქანის ფაქტობრივ ტექნიკურ მახასიათებლებს. შემოწმების შედეგად ავტომობილის ელ.ბლოკში აღმოჩენილია საიდენტიფიკაციო კოდი - W----------------, B-- კონცერნის მონაცემებით არის 2005 წლის 4 მარტის გამოშვება, კრემისფერი სალონით, ელ. სკამების, ტელევიზორისა და HiFi სისტემის გარეშე, რაც ემთხვეოდა წარდგენილი ავტომანქანის ფაქტობრივ ტექნიკურ მახასიათებლებს, გამოშვებულია ესპანური ვერსიით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,ო---------------ის" 2006 წლის 12 ივლისის N---------- წერილი (ს.ფ. 253-254);
2.2.6. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქართველოს განყოფილების მიერ მოპოვებული მასალის თანახმად, ავტომანქანა B-- X-, საიდენტიფიკაციო ნომრით - W----------------იძებნებოდა ესპანეთის მიერ, გატაცებულად ითვლებოდა 2005 წლის 5 ივნისიდან და მფლობელია კომპანია R------------------.
ავტომანქანა B-- X-, საიდენტიფიკაციო ნომრით - W---------------2 ინტერპოლის წევრი ქვეყნების მიერ 2006 წლის 28 ივლისის მდგომარეობით არ იძებნებოდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს 2006 წლის 25 ოქტომბრის წერილი, თანდართული მასალა ( ს.ფ. 261-263);
- საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტის 2006 წლის 12 ივლისის N1---------1 წერილი (ს.ფ. 255);
- შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს 2006 წლის 28 ივლისის წერილი (ს.ფ. 256);
- შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს 2006 წლის 18 ივლისის წერილი, დანართი (ს.ფ. 257-260);
2.2.7. არ---– ც-------–---–ი N7------ სისხლის სამართლის საქმეზე 2006 წლის 4 ივლისს მოწმის სახით დაკითხულ იქნა. სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 ნოემბრის განაჩენით ლ---- ჯ--------ე მსჯავრდებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის. კერძოდ, ლ---- ჯ--------ემ შეიძინა გ---- წ---–-------ის სახელზე რიცხული ავტომანქანა B-- X-, სახელმწიფო ნომრით - F------, მიუხედავად ა. კო-----ს მიერ გაფრთხილებისა, რომ ავტომანქანას საიდენტიფიკაციო ნომრები ჰქონდა შეცვლილი და იძებნებოდა. შემდეგ ლ---- ჯ--------ემ ავტომანქანა მიყიდა არ---– ც-------–---–ს, რომლისთვისაც ინფორმაცია ავტომანქანის ნომრების შეცვლის შესახებ არ მიუწოდებია. განაჩენი დაეფუძნა მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის გაფორმებულ საპროცესო შეთანხმებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 ივნისის განაჩენით ა-–---------ე კო----- მსჯავრდებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე მე-6 ნაწილით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმის დაკითხვის ოქმი (ს.ფ. 17-18);
- განაჩენი (ს.ფ. 206-229);
- განაჩენი (ს.ფ. 245-249);
2.2.8. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 ოქტომბრის N1-------- წერილით საქართველოს პროკურატურას ეთხოვა N7------- სისხლის საქმეზე ამოღებული ავტომანქანების, მათ შორის B-- X-, საიდენტიფიკაციო ნომრით -W---------------2, სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და რეალიზაციის წესის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მეშვეობით განაწილების თაობაზე.
საქართველოს გენერალური პროკურატურის 2006 წლის 2 ნოემბრის წერილით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარედგინა მასალები სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებულ ავტომანქანებთან დაკავშირებით, მათ შორის B-- X-, სახელმწიფო ნომრით Z------, რომელთა მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელის დადგენა შეუძლებელი იყო და ისინი სსსკ-ის 123-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ექვემდებარებოდნენ სახელმწიფო განკარგვას დადგენილი წესით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2006 წლის 8 ნოემბრის N--------- წერილით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ეთხოვა N7------- სისხლის საქმეზე ამოღებული ავტომანქანების, მათ შორის B-- X-, საიდენტიფიკაციო ნომრით -W---------------2, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის გადაცემის საკითხი განხილულიყო კომისიაზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 28 ნოემბრის N---- ბრძანებით 2006 წლის 20 ნოემბრის N9 სხდომის ოქმის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმთა სამინისტროს გადაეცა „B-- X-----“ სახ. NZ------, საიდენტიფიკაციო NW---------------- (ბრძანების მე-6 პუნქტი).
2006 წლის 6 დეკემბერს საქართველოს ფინანასთა სამინისტროს სსიპ საფინანსო სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 ოქტომბრის N1-------- წერილი (ს.ფ. 202-204);
- საქართველოს გენერალური პროკურატურის 2006 წლის 2 ნოემბრის წერილი (ს.ფ. 76);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2006 წლის 8 ნოემბრის N--------- წერილი (ს.ფ. 62);
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 28 ნოემბრის N---- ბრძანება (ს.ფ. 132-139);
- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 140-141);
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ბრძანება არის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
2.3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 123-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის თანახმად, თუ ნივთიერი მტკიცებულება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებას – საგანს, რომელიც მესაკუთრის (მფლობელის) ნების საწინააღმდეგოდ გავიდა მისი კანონიერი მფლობელობიდან, საქმისმწარმოებელი ორგანო უშუალოდ ან უფლებამოსილი ორგანოს მეშვეობით წერილობით შესთავაზებს საგნის მესაკუთრეს ან კანონიერ მფლობელს, თუ ასეთი პირი ცნობილია, დაიბრუნოს კუთვნილი საგანი. საქმისმწარმოებელმა ორგანომ წერილობითი შეტყობინება უნდა გაუგზავნოს საგნის მესაკუთრეს (მფლობელს) მისი ვინაობის დადგენისთანავე. წერილობითი შეტყობინების მიღება დასტურდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტით ან ამ შეტყობინებაზე მესაკუთრის (მფლობელის) ხელის მოწერით, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში შესაბამისად ოჯახის წევრის ანდა უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. საგნის მესაკუთრე (მფლობელი) წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 45 დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს თავისი კუთვნილი საგნის დაბრუნებასა და ტრანსპორტირებას. თუ მესაკუთრე (მფლობელი) აღნიშნულ ვადაში არ დაიბრუნებს თავის კუთვნილ საგანს, საქმისმწარმოებელი ორგანო უზრუნველყოფს მის შენახვას არა უმეტეს 3 თვისა. ასეთ შემთხვევაში თუ საგნის მესაკუთრე (მფლობელი) გადაწყვეტს საგნის დაბრუნებას, იგი ცენტრალურ ბიუჯეტში იხდის საგნის შენახვისა და მოვლის ხარჯებს, რომელთა დღიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მისი საბაზრო ღირებულების 1%-ს. საგნის შეფასებას ახორციელებს ექსპერტი. სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ საგანი გადადის სახელმწიფო საკუთრებაში და მისი განკარგვა განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს პრეზიდენტის 2--- წლის 9 ივნისის N209 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დებულება ვრცელდება სახელმწიფო საკუთრებაში მემკვიდრეობის გზით გადასულ მოძრავ ნივთზე, სახელმწიფო საკუთრებაში გადასულ უპატრონო და უმკვიდრო მოძრავ ნივთზე, აგრეთვე რეალიზაციას დაქვემდებარებულ იმ მოძრავ ნივთზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში გადასულია ჩუქების გზით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად ჩამორთმეულ და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ მოძრავ ნივთზე, სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეულ მოძრავ ნივთზე, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ სხვა მოძრავ ნივთზე, რომელიც კანონის თანახმად ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევას, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ, სპეციალური ჭრების განხორციელების შედეგად მიღებულ მერქნულ რესურსებზე.
ამავე დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განაწილების, რეალიზაციისა და/ან განადგურების ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გენერალური პროკურატურა. ამავე დებულების მე-8 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, ქონების განადგურების, განაწილების და/ან რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ქონება შეიძლება გადაცემულ იქნეს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებების, აგრეთვე სხვა დაწესებულებებისა და ორგანოებისათვის. სახეობის გათვალისწინებით ქონება შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა სოციალური მიზნებისათვის.
საქმეში დაცული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ არ---– ც-------–---–ის მიერ შეძენილი ავტომანქანა B-- X-, საიდენტიფიკაციო ნომრით - W---------------2 ინტერპოლის წევრი ქვეყნების მიერ 2006 წლის 28 ივლისის მდგომარეობით არ იძებნებოდა. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქართველოს განყოფილების მიერ მოპოვებული მასალის თანახმად, ავტომანქანა B-- X-, საიდენტიფიკაციო ნომრით - W---------------- იძებნებოდა ესპანეთის მიერ, გატაცებულად ითვლებოდა 2005 წლის 5 ივნისიდან და მფლობელი იყო კომპანია R------------------. აღნიშნული ავტომანქანის საიდენტიფიკაციო ნომრის შეცვლის ფაქტს ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი საექსპერტო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა და ო---------------ის მიერ გამოძიებისათვის წარდგენილი ინფორმაცია ავტომანქანის ტექნიკური მახასიათებლების თაობაზე (ს.ფ. 68). საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ კომპანია R-------------------ს შემდგომი მოთხოვნა ავტომანქანის დაბრუნების თაობაზე საქმის მწარმოებელი ორგანოსათვის არ წარუდგენია (18.02.2016 წ. N1------- წერილი, ს.ფ. 244).
საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 ოქტომბრის N1-------- წერილით საქართველოს პროკურატურას ეთხოვა N7------- სისხლის საქმეზე ამოღებული ავტომანქანების, მათ შორის B-- X-, საიდენტიფიკაციო ნომრით - W---------------2, სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და რეალიზაციის წესის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მეშვეობით განაწილების თაობაზე. საქართველოს გენერალური პროკურატურის 2006 წლის 2 ნოემბრის წერილით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარედგინა მასალები სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებულ ავტომანქანებთან დაკავშირებით, მათ შორის B-- X-, სახელმწიფო ნომრით - Z------, რომელთა მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელის დადგენა შეუძლებელი იყო და ისინი სსსკ-ის 123-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ექვემდებარებოდნენ სახელმწიფო განკარგვას დადგენილი წესით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2006 წლის 8 ნოემბრის N--------- წერილით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ეთხოვა N7------- სისხლის საქმეზე ამოღებული ავტომანქანების, მათ შორის B-- X-, საიდენტიფიკაციო ნომრით - W---------------2, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის გადაცემის საკითხი განხილულიყო კომისიაზე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 28 ნოემბრის N---- ბრძანებით 2006 წლის 20 ნოემბრის N9 სხდომის ოქმის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმთა სამინისტროს გადაეცა „B-- X-----“ სახ. NZ------, საიდენტიფიკაციო NW---------------- (ბრძანების მე-6 პუნქტი). 2006 წლის 6 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 20 ივნისის №628 ბრძანებით დამტკიცებული სატრანსპორტო საშუალების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციის 23-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურები თავისი მოვალეობის შესრულებისას ვიზუალურად ახდენენ სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტების შედარებას წარდგენილ დოკუმენტებთან, რის შესახებაც დგება დათვალიერების აქტი. ამდენად, არ---– ც-------–---–ის სახელზე ავტომანქანის რეგისტრაციისას სარეგისტრაციო სამსახური ვალდებული იყო მოეხდინა მხოლოდ ვიზუალური შედარება. რაც შეეხება, შეცვლილ მონაცემებს, როგორც ექსპერტიზის დასკვნით არის დადგენილი, თავდაპირველი მონაცემების დადგენა მხოლოდ საექსპერტო დაწესებულებაში შემოწმებისას იქნა შესაძლებელი. ამდენად, ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას ავტომანქანის მონაცემთა ხარვეზის აღმოჩენა შეუძლებელი იყო, რამაც ხსენებული მონაცემებით მოსარჩელის სახელზე უფლების რეგისტრაცია განაპირობა. თუმცა, რეგისტრირებულ მონაცემთა უსწორობა შემდგომში განხორციელებული მოქმედებებით დადგინდა. ასევე, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ავტომანქანის თავდაპირველ მესაკუთრეს არ განუცხადებია ავტომანქანის დაბრუნების სურვილი, რის გამოც იმჟამად მოქმედი ნორმების საფუძველზე ავტომანქანა ექვემდებარებოდა სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ---– ც-------–---–ისაგან ამოღებული ავტომანქანა წარმოადგენდა სსსკ-ის 123-ე მუხლით მოაზრებულ მოძრავ ქონებას, ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც საგნის მესაკუთრემ არ დაიბრუნა და ექვემდებარებოდა სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევას, მიუხედავად იმისა, რომ არ---– ც-------–---–ის მიერ ავტომაქანის შეძენისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი ნივთის ამოღებისა და განკარგვის დროისათვის დადგენილი არ ყოფილა. აღნიშნული საპროცესო ნორმა არ ითვალისწინებს მესაკუთრის (მფლობელის) ნების საწინააღმდეგოდ მისი კანონიერი მფლობელობიდან გასული ავტოსატრანსპორტო საშუალების კეთილსინდისიერი შემძენის დაცვის რაიმე მექანიზმს, არამედ უპირობოდ ადგენს ამგვარი ნივთის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევას, თუ მესაკუთრე (მფლობელი) არ უზრუნველყოფს საგნის დაბრუნებას. ამასთან, სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევისას არ დარღვეულა იმჟამად მოქმედი წესი.
2.3.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და შესაბამისი სამართლებრივი ნორმების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 28 ნოემბრის N---- ბრძანების მე-6 პუნქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათ დაცვით, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია მოთხოვნა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.
3. სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით დაირღვა მისი, როგორც კეთილსინდისიერი შემძენის უფლება. ამასთან, წლების განმავლობაში გამოძების საქმისმწარმოებელ ორგანოებისგან არ მიუღია არანაირი ინფორმაცია სადავო ავტომანქანის შესახებ გარდა იმისა, რომ მიმდინარეობდა გამოძიება და არ არსებობდა შემაჯამებელი გადაწყვეტილება.
იქიდან გამომდინარე, რომ სადავო ავტომობილზე ინფორმაცია 2014 წელს გახდა ცნობილი დარღვეულია მესაკუთრის ინტერესი. უფლებამოსილი ორგანოს ვალდებულება იყო, რომ მესაკუთრისათვის ავტომობილის დაბრუნების შესახებ წარედგინა შეტყობინება და დაეცვა ვადები, თუმცა არ მომხდარა მათი მხრიდან არანაირი შეტყობინება, უფრო მეტიც საქმისმწარმოებელმა ორგანომ ა/მ განკარგა ისე, რომ საქმეზე არ იყო გამოძიება დამთავრებული.
აქედან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა სრულყოფილად გამოკვლეული მტკიცებულები, არასწორად განმარტა კანონი და ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაირღვა და ზიანი მიადგა მის კანონიერ უფლებას და ინტერესს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარის ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
აქვე პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. გარდა ამისა, დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლების ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმნონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
4.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2 სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 123-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის თანახმად, თუ ნივთიერი მტკიცებულება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებას – საგანს, რომელიც მესაკუთრის (მფლობელის) ნების საწინააღმდეგოდ გავიდა მისი კანონიერი მფლობელობიდან, საქმისმწარმოებელი ორგანო უშუალოდ ან უფლებამოსილი ორგანოს მეშვეობით წერილობით შესთავაზებს საგნის მესაკუთრეს ან კანონიერ მფლობელს, თუ ასეთი პირი ცნობილია, დაიბრუნოს კუთვნილი საგანი. საქმისმწარმოებელმა ორგანომ წერილობითი შეტყობინება უნდა გაუგზავნოს საგნის მესაკუთრეს (მფლობელს) მისი ვინაობის დადგენისთანავე. წერილობითი შეტყობინების მიღება დასტურდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტით ან ამ შეტყობინებაზე მესაკუთრის (მფლობელის) ხელის მოწერით, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში შესაბამისად ოჯახის წევრის ანდა უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. საგნის მესაკუთრე (მფლობელი) წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 45 დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს თავისი კუთვნილი საგნის დაბრუნებასა და ტრანსპორტირებას. თუ მესაკუთრე (მფლობელი) აღნიშნულ ვადაში არ დაიბრუნებს თავის კუთვნილ საგანს, საქმისმწარმოებელი ორგანო უზრუნველყოფს მის შენახვას არა უმეტეს 3 თვისა. ასეთ შემთხვევაში თუ საგნის მესაკუთრე (მფლობელი) გადაწყვეტს საგნის დაბრუნებას, იგი ცენტრალურ ბიუჯეტში იხდის საგნის შენახვისა და მოვლის ხარჯებს, რომელთა დღიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მისი საბაზრო ღირებულების 1%-ს. საგნის შეფასებას ახორციელებს ექსპერტი. სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ საგანი გადადის სახელმწიფო საკუთრებაში და მისი განკარგვა განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2--- წლის 9 ივნისის N209 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ დებულების" პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დებულება ვრცელდება სახელმწიფო საკუთრებაში მემკვიდრეობის გზით გადასულ მოძრავ ნივთზე, სახელმწიფო საკუთრებაში გადასულ უპატრონო და უმკვიდრო მოძრავ ნივთზე, აგრეთვე რეალიზაციას დაქვემდებარებულ იმ მოძრავ ნივთზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში გადასულია ჩუქების გზით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად ჩამორთმეულ და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ მოძრავ ნივთზე, სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეულ მოძრავ ნივთზე, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ სხვა მოძრავ ნივთზე, რომელიც კანონის თანახმად ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევას, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ, სპეციალური ჭრების განხორციელების შედეგად მიღებულ მერქნულ რესურსებზე.
ამავე დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განაწილების, რეალიზაციისა და/ან განადგურების ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გენერალური პროკურატურა. ამავე დებულების მე-8 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, ქონების განადგურების, განაწილების და/ან რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ქონება შეიძლება გადაცემულ იქნეს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებების, აგრეთვე სხვა დაწესებულებებისა და ორგანოებისათვის. სახეობის გათვალისწინებით ქონება შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა სოციალური მიზნებისათვის.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 20 ივნისის №628 ბრძანებით დამტკიცებული ,,სატრანსპორტო საშუალების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ" ინსტრუქციის 23-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურები თავისი მოვალეობის შესრულებისას ვიზუალურად ახდენენ სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტების შედარებას წარდგენილ დოკუმენტებთან, რის შესახებაც დგება დათვალიერების აქტი.
მოცემული სამართლებრივი ნორმების არსებობის პირობებში, პალატა დამატებით მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, დადგენილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქართველოს განყოფილების მიერ მოპოვებული მასალის თანახმად, ავტომანქანა B-- X-, საიდენტიფიკაციო ნომრით W---------------- იძებნებოდა ესპანეთის მიერ, გატაცებულად ითვლებოდა 2005 წლის 5 ივნისიდან და მფლობელი იყო კომპანია R------------------. აღნიშნული ავტომანქანის საიდენტიფიკაციო ნომრის შეცვლის ფაქტს ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი საექსპერტო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა და შპს ,,ო---------------ის" მიერ გამოძიებისათვის წარდგენილი ინფორმაცია ავტმანქანის ტექნიკური მახასიათებლების თაობაზე. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ კომპანია R-------------------ს შემდგომი მოთხოვნა ავტომანქანის დაბრუნების თაობაზე საქმის მწარმოებელი ორგანოსათვის არ წარუდგენია.
დადგენილია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის 2006 წლის 2 ნოემბრის წერილით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარედგინა მასალები სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებულ ავტომანქანებთან დაკავშირებით, მათ შორის B-- X-, სახელმწიფო ნომრით - Z------, რომელთა მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელის დადგენა შეუძლებელი იყო და ისინი სსსკ-ის 123-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ექვემდებარებოდნენ სახელმწიფო განკარგვას დადგენილი წესით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2006 წლის 8 ნოემბრის N--------- წერილით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ეთხოვა N7------- სისხლის საქმეზე ამოღებული ავტომანქანების, მათ შორის B-- X-, საიდენტიფიკაციო ნომრით - W---------------2, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის გადაცემის საკითხი განხილულიყო კომისიაზე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 28 ნოემბრის N---- ბრძანებით 2006 წლის 20 ნოემბრის N9 სხდომის ოქმის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმთა სამინისტროს გადაეცა „B-- X-----“ სახ. NZ------, საიდენტიფიკაციო NW---------------- (ბრძანების მე-6 პუნქტი). 2006 წლის 6 დეკემბერს საქართველოს ფინანასთა სამინისტროს სსიპ საფინანსო სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.
მოცემული ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ არ---– ც-------–---–ის მიერ შეძენილი ავტომანქანა - B-- X-, საიდენტიფიკაციო ნომრით - W---------------2 ინტერპოლის წევრი ქვეყნების მიერ 2006 წლის 28 ივლისის მდგომარეობით არ იძებნებოდა, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ არ---– ც-------–---–ისაგან ამოღებული ავტომანქანა წარმოადგენდა სსსკ-ის 123-ე მუხლით მოაზრებულ მოძრავ ქონებას, ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც საგნის მესაკუთრემ არ დაიბრუნა და ექვემდებარებოდა სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევას. პალატაც მიუთითებს, რომ აღნიშნული საპროცესო ნორმა არ ითვალისწინებს მესაკუთრის (მფლობელის) ნების საწინააღმდეგოდ მისი კანონიერი მფლობელობიდან გასული ავტოსატრანსპორტო საშუალების კეთილსინდისიერი შემძენის დაცვის რაიმე მექანიზმს, არამედ უპირობოდ ადგენს ამგვარი ნივთის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევას, თუ მესაკუთრე (მფლობელი) არ უზრუნველყოფს საგნის დაბრუნებას.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ სააპელაციო ინსტანციაში ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას, ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში, აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
6. საპროცესო ხარჯები:
აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. არ---– ც-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე ლ---- მურუსიძე
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
მანანა ჩოხელი