განაჩენი

სისხლის სამართლის 06.03.2018
საქმის ნომერი
330100117001977002
ინსტანცია
თარიღი
06.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100117001977002, №1/ბ-45-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 თებერვალი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატა შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: მურმან ისაევი

მანუჩარ კაპანაძე

 

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ-------–------–-–---–ი;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - გ-----------------–-–---–ი, დაბადებული 1--- წლის 2-------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: თბილისი, ს--------–---–-----–---ს ქუჩა №5-;

 

ადვოკატი - ი-----–-------;

 

კვალიფიკაცია:

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობა);

 

განაჩენის მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია).

 

სასჯელი:

 

2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

ქ.თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის გ-------–------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 01 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, გ--------–-–---–ის ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და სასჯელის დანიშვნა აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან მასში ჩამოყალიბებული დასკვნები შეუსაბამოა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან. სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნების, მოწმეთა ჩვენებების და საქმის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი ცხადყოფს, რომ გ--------–-–---–ის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ვ----------------–--ას სიკვდილს შორის არსებობს ობიექტური მიზეზობრივი კავშირი (იხ. სააპელაციო საჩივარი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

დაცვის მხარის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 01 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, შემდეგ გარემოებათა გამო: აღნიშნული განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა გ--------–-–---–ის მიერ მკვლელობის ჩადენის ფაქტი (იხ.შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ--------–-–---–ს ბრალი წარედგინა განზრახ მკვლელობაში, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 8 აპრილს, ღამით, ქ.თბილისში, ს--------–---–-----–---ს ქუჩის N5--ში მცხოვრებმა, წარსულში არაერთგზის ნასამართლევმა გ--------–-–---–მა აღნიშნულ მისამართზე თავისი ნაცნობი ვ----------------–--ა მიიყვანა, სადაც ალკოჰოლური სასმელი დალიეს. 9 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ--------–-–---–მა ურთიერთშელაპარაკებისა და ფიზიკური დაპირისპირების დროს, შურისძიების მოტივით თავის არეში დაზიანებები მიაყენა ვ----------------–--ას, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულად არ მიიჩნია გ--------–-–---–ის ბრალეულობა განზრახ მკვლელობაში.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 8 აპრილს, ღამით, თბილისში, ს--------–---–-----–---ს ქუჩის N5--ში მცხოვრებმა გ--------–-–---–მა და ვ----------------–--ამ ალკოჰოლური სასმელი დალიეს. 9 აპრილს, გვიან ღამით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ--------–-–---–მა ურთიერთშელაპარაკებისა და ფიზიკური დაპირისპირების დროს, თავის არეში მსუბუქი ხარისხის დაზიანებები მიაყენა ვ----------------–--ას. დაზიანების ხარისხი და ლოკალიზაცია დადგინდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. იმავე დღეს გ----–-----–-–---–ის შეტყობინების საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს დახვდათ გარდაცვლილი ვ----------------–--ა. გარდაცვალების მიზეზი არის ასპირაციული ასფიქსია.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 01 დეკემბრის განაჩენით, გ--------–-–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლზე. გ--------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 9 აპრილიდან.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა და შეფასება:

 

პალატა აღნიშნავს, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ვ----------------–--ას და გ--------–-–---–ს ჰქონდათ მეგობრული ურთიერთობა და ხშირად იღებდნენ ერთად ალკოჰოლურ სასმელს. 2017 წლის 8 აპრილს, ღამით, თბილისში, ს--------–---–-----–---ს ქუჩის N5--ში მცხოვრებმა გ--------–-–---–მა და ვ----------------–--ამ მიიღეს ალკოჰოლური სასმელი. ასევე სადავო არაა ის გარემოებაც, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ--------–-–---–მა ურთიერთშელაპარაკების დროს, თავის არეში დაზიანებები მიაყენა ვ----------------–--ას. დაზიანების ხარისხი და ლოკალიზაცია დადგინდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად, ვ----------------–--ას გვამზე აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები მრავლობითი უსწოროკიდეებიანი ჭრილობების, ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით სიკვდილამდე წინა უახლეს პერიოდში, ცოცხალ პირთა ექსპერტიზისას მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით და არ იმყოფება მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან-სიკვდილთან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, გ--------–-–---–ის დამ - გ----–-----–-–---–მა განმარტა, რომ გ--------–-–---–ს და ვ----------------–--ას აკავშირებდათ რამდენიმეწლიანი მეგობრული ურთიერთობა. ისინი ერთად ხშირად იღებდნენ ალკოჰოლურ სასმელს. 2017 წლის 9 აპრილს, მასთან მივიდა გ--------–-–---–ი და უთხრა, რომ წინა საღამოს სახლში ჰყავდა ვ----------------–--ა, იჩხუბეს, რის გამოც ცემა, ძლიერ ნაცემი დატოვა სახლში და არ იცოდა იმ დროისათვის რა მდგომარეობაში იმყოფებოდა. მოწმის განმარტებით, იგი დაუკავშირდა შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების უფროსს, აცნობა აღნიშნული ფაქტი და სთხოვა ვ----------------–--ას მდგომარეობის გადამოწმება.

 

შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების უფროსის, მოწმე გ----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 9 აპრილს მას მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა მოქალაქე გ----–-----–-–---–ი და აცნობა, რომ მისმა ძმამ გ--------–-–---–მა შელაპარაკების ნიადაგზე ცემა ვ----------------–--ა და ვინაიდან იგი შესაძლოა ყოფილიყო უგონო მდგომარეობაში, სთხოვა არსებულ ვითარებაში გარკვევა. აღნიშნულის შემდეგ მოწმე ამავე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელ გ--------------–---–თან ერთად გავიდა გ----–-----–-–---–თან შესახვედრად ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ „თერგის“ ბაზრობაზე, სადაც გაესაუბრა შეტყობინების ავტორს. შეტყობინების საფუძველზე გადამოწმდა თბილისში, ს--------–---–-----–---ს ქუჩა N5--ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, სადაც აღმოჩენილი იქნა ვ----------------–--ას გვამი.

 

შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების თანამშრომლების - მოწმეების: ო-------------–-–---–ის და დ-----------–-–---–ის ჩვენებებით დგინდება, რომ 2017 წელის 9 აპრილს, ხელმძღვანელისგან, გ----------–---–ისგან მიღებული დავალების შესაბამისად მივიდნენ თბილისში, ს--------–---–-----–---ს ქუჩა N5--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში. სახლში შესვლისთანავე დახვდათ სისხლის კვალი, ხოლო ოთახში შესვლისას დაინახეს იატაკზე შიშველ მდგომარეობაში, გულაღმა მწოლი ქალი, რომელსაც გადაფარებული ჰქონდა პლედი. ქალი იყო გარდაცვლილი და მას დაზიანებები აღენიშნებოდა სხეულზე.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2017 წლის 9 აპრილის ოქმის თანახმად, დათვალიერდა ქ.თბილისში, ს--------–---–-----–---ს ქუჩა N5--ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, სადაც იატაკი მოსვრილი იყო სისხლის ლაქებით, ხოლო მისაღებ ოთახში აღმოჩენილი იქნა ვ----------------–--ას გვამი.

 

მოწმე პ------–--–--ს ჩვენებით, აწ გარდაცვლილ ვ----------------–--ას და გ--------–-–---–ს ჰქონდათ მეგობრული ურთიერთობა და ისინი ხშირად იღებდნენ ერთად ალკოჰოლურ სასმელს. მოწმის განმარტებით 2017 წლის 8 აპრილს გ--------–-–---–ისა და ვი--------- მა---–---ას თხოვნით მაღაზიაში შეუძინა ალკოჰოლური სასმელი და საკვები. მეორე დღეს 2017 წლის 9 აპრილს ბრალდებული მივიდა პ------–--–--სთან და უთხრა, რომ ვ----------------–--ა შემოაკვდა და დაემშვიდობა, ვინაიდან პოლიციას უნდა ჩაბარებოდა.

 

2017 წლის 30 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ვ----------------–--ას სიკვდილის მიზეზია ასპირაციული ასფიქსია, განვითარებული სასუნთქ გზებში უცხო მასების (კუჭის შიგთავსის) მოხვედრის შედეგად. გვამის გამოკვლევისას ნანახი ნაადრევი გვამური ცვლილებების გათვალისწინებით სიკვდილის მომენტიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს 10-12 საათი. ვ----------------–--ას გვამზე აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები მრავლობითი უსწოროკიდეებიანი ჭრილობების, ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით სიკვდილამდე წინა უახლეს პერიოდში, ცოცხალ პირთა ექსპერტიზისას მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით და არ იმყოფება მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან-სიკვდილთან. ამავე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვ----------------–--ას გვამიდან აღებულ სისხლში აღმოჩნდა 1,47 ‰ ეთილის სპირტი.

 

2017 წლის 8 ნოემბრის კომისიური სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგინდა, რომ ვ----------------–--ას სიკვდილის მიზეზია ასპირაციული ასფიქსია, განვითარებული სასუნთქ გზებში უცხო მასების (კუჭის შიგთავსის) მოხვედრის შედეგად. გვამის გამოკვლევისას ნანახი ნაადრევი გვამური ცვლილებების გათვალისწინებით, სიკვდილის მომენტიდან გვამის გამოკვლევამდე გასული იყო დაახლოებით 10-12 საათი. ვ----------------–--ას გვამზე აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები მრავლობითი უსწოროკიდეებიანი ჭრილობების ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში, ცოცხალ პირთა ექსპერტიზისას მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით და არ იმყოფება მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან-სიკვდილთან. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილ, ვ----------------–--ას გვამიდან აღებულ სისხლში აღმოჩნდა 1,47 0/00 ეთილის სპირტი. ვ----------------–--ას სისხლში აღმოჩენილი ალკოჰოლის შემცველობა შეადგენს 1.47 პრომილეს, რაც შეესაბამება მსუბუქ სიმთვრალეს. მსუბუქი სიმთვრალე არ ვლინდება გონების დაკარგვის სახით, არ იწვევს გონების დაკარგვას. ექსპერტიზას არ შეუძლია პასუხი გასცეს შეკითხვას თუ რა იყო მოქალაქე ვ----------------–--ას პირღებინების განვითარების მიზეზი, ვინაიდან პირღებინება შესაძლებელია განვითარდეს მსუბუქი სიმთვრალის დროსაც და ეს დამოკიდებული იყოს როგორც ალკოჰოლურ სასმელის ხარისხზე, ასევე მრავალ სხვა ფაქტორზე (თანმხლები დაავადებები, ალკოჰოლის მიღებამდე მიღებული საკვების, სასმელის, მედიკამენტის მიღება და სხვა). ვი---------ა მა---–---ს თავის არეში არსებული დაზიანებები (სისხლნაჟღენთები და ჭრილობები) თავისთავად არ გამოიწვევდა ასპირაციულ ასფიქსიას და შესაბამისად ვ----------------–--ას სიკვდილს. ვ----------------–--ას თავის არეში არსებულ დაზიანებებს შესაძლებელია გამოეწვია თავის ტვინის შერყევა და გონების დაკარგვა (მითუმეტეს ალკოჰოლური სასმელის მიღების გათვალისწინებით) და არა უშუალო ასფიქსია და გონების დაკარგვა. ამის ფონზე კი არ არის გამორიცხული განვითარებულიყო გულისრევა და პირღებინებაც, თუმცა თუ გავითვალისწინებთ ასევე ალკოჰოლური სასმელის მიღების ფაქტს, რა გახდა ასპირაციული ასფიქსიის განვითარების და შესაბამისად სიკვდილის მიზეზი, ამის კატეგორიული მტკიცება შეუძლებელია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხნენ ექსპერტები თ-----------------ე, თ----------------–--ე, კ--------–--–-–---–ი, რომლებმაც დაადასტურეს ექსპერტიზის დასკვნის სისწორე. მოწმე თ-----------------ის ჩვენებით, პირღებინების გამომწვევი მიზეზები შეიძლება გამხდარიყო საკვების ხარისხი ან/და რაიმე სასმელიც (არა მხოლოდ ალკოჰოლური). ასევე ღებინება შესაძლოა ყოფილიყო ავადმყოფობის თანმდევი გარემოება (გამწვავებული გასტრიტი, როგორც ეს გარდაცვლილს აღენიშნებოდა).

 

გ--------–-–---–მა ვ----------------–--ას განზრახ მკვლელობის ჩადენაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მას არ ჰქონია მოკვლის განზრახვა. აღნიშნული გარემოებები გ--------–-–---–მა დააფიქსირა ასევე სააპელაციო სასამართლო სხდომაზე. მისი განმარტებით, ვ----------------–--ასთან ერთად 2017 წლის 8 აპრილს მიიღო ალკოჰოლური სასმელი, რის შემდეგაც თავად ვ----------------–--ას თხოვნით წავიდნენ ქ.თბილისში, ს--------–---–-----–---ს ქუჩა N5--ში მდებარე გ--------–-–---–ის საცხოვრებელ სახლში. სახლში ერთად მიიღეს ალკოჰოლური სასმელი. ამის შემდეგ ვ----------------–--ამ მას შესთავაზა სქესობრივი კავშირის დამყარება. შეთავაზებით გაბრაზებულმა ცემა და გააგდო სახლიდან შიშველ მდგომარეობაში. ცოტა ხანში ვ----------------–--ა კვლავ დაბრუნდა ბინაში. უკან დაბრუნებულმა ვ----------------–--ამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ--------–-–---–ს, შეურაცხყო მისი გარდაცვლილი შვილის ხსოვნა, რაზეც ძალიან გაბრაზდა და სასტიკად ცემა. ამის შემდეგ ისინი დილამდე ერთად იმყოფებოდნენ ბინაში. დილით, როდესაც გ--------–-–---–მა შენიშნა, რომ ვ----------------–--ა მართლაც ძალიან იყო ნაცემი, შესთავაზა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის გამოძახება, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განუცხადა და უთხრა, რომ არ იყო ცუდად და არაფერი ემუქრებოდა, ამასთან არ სურდა მის გამო გ--------–-–---–ს სამართალდამცავებთან შექმნოდა პრობლემები. გ--------–-–---–ის განმარტებით, წავიდა დასთან და შეატყობინა აღნიშნული ფაქტის შესახებ. გ----–-----–-–---–მა მას ურჩია სამართალდამცავებისათვის მიმართვა, ხოლო შემდეგ მისმა დამ მისივე თხოვნით დარეკა პოლიციის განყოფილების უფროსთან.

 

მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია გ--------–-–---–ის მიერ ძალადობრივი ქმედების ჩადენა, თუმცა, დასადგენია სწორედ აღნიშნული ძალადობა გახდა თუ არა სიკვდილის მიზეზი, ან იმყოფება თუ არა მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან. ამ მხრივ საყურადღებოა 2017 წლის 30 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- და 2017 წლის 8 ნოემბრის კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნები, რომლითაც დადგენილია, რომ ვ----------------–--ას გარდაცვალების მიზეზი გახდა ასპირაციული ასფიქსია, განვითარებული სასუნთქ გზებში უცხო მასების (კუჭის შიგთავსის) მოხვედრის შედეგად. ამავე ექსპერტიზის დასკვნებში დადგენილია, რომ ვ----------------–--ას სხეულზე არსებული დაზიანებები მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით და არ იმყოფება მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან-სიკვდილთან. საგულისხმოა, რომ კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვერც ერთმა ექსპერტმა ვერ გასცა უტყუარი პასუხი კითხვას - თუ რას შეიძლება გამოეწვია პირღებინება და რა გახდა ასფიქსიის მიზეზი. მართალია, ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტთა ჩვენებებით არ გამოირიცხა ტვინის შერყევის არსებობის შემთხვევაში გულისრევის განვითარება, თუმცა მიზეზობრივი შედეგის დასადგენად აღნიშნული განმარტება არ წარმოადგენს საკმარისს. გასათვალისწინებელია, რომ ამ გარემოების გარდა პირღებინების უამრავი სხვა შესაძლო ვარიანტი დასახელდა.

 

პალატას მიაჩნია, რომ საწინააღმდეგო არგუმენტი სხდომაზე არ გამოვლენილა. მოწმე პ------–--–--ს განმარტება, რომ გ--------–-–---–ის თქმით, მას შემოაკვდა ვ----------------–--ა და მიდიოდა პოლიციაში ჩასაბარებლად, არ წარმოადგენს მკვლელობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებას. მოწმე გ----–-----–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ, როდესაც გ--------–-–---–ი მივიდა მასთან, უთხრა, რომ წინა საღამოს სახლში ჰყავდა ვ----------------–--ა, რომელიც ცემა, ძლიერ ნაცემი დატოვა სახლში და არ იცოდა იმ დროისათვის რა მდგომარეობაში იმყოფებოდა. ანალოგიურს განმარტავს თავად გ--------–-–---–იც. გ----–-----–-–---–ის მხრიდან აღნიშნული გარემოების თაობაზე შეტყობინების მიღების ფაქტს ადასტურებს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების უფროსი - მოწმე გ----------–---–ი.

 

შემთხვევის ადგილის ათვალიერების ოქმი და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოადგენს მკვლელობის განზრახვის დამადასტურებელ მტკიცებულებას. მოწმეთა ჩვენებებისა და ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ვერ იქნა უტყუარად დადგენილი გ--------–-–---–ის მხრიდან როგორც მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსასპობად, ასევე დაზარალებულის სიკვდილის შეგნებული დაშვება ან ამ უკანასკნელის დადგომისადმი გულგრილი დამოკიდებულება.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ, ვინაიდან არ დადგინდა მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, არ არსებობს დანაშაულის შემადგენლობის ერთ-ერთი კომპონენტი - ქმედების შემადგენლობის ნიშანი, ანუ პირის მიერ ჩადენილი ქმედების შესაბამისობა სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციასთან. ასეთი კავშირის დაუდგენლობის შემთხვევაში კი პირს არ შეიძლება დამდგარი შედეგი ბრალად შეერაცხოს, რადგან არ არსებობს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებიდან).

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ გ--------–-–---–ის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ვ----------------–--ას სიკვდილს შორის არსებობს ობიექტური მიზეზობრივი კავშირი. მოცემულ შემთხვევაში, გ--------–-–---–მა აღიარა ვ----------------–--ას ცემის ფაქტი, ამდენად, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს გ--------–-–---–ის მიერ დაზარალებულისთვის მიყენებული დაზიანება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით. რაც შეეხება სიკვდილის გამომწვევ მიზეზს (ასპირაციული ასფიქსია), წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადგინოს გ--------–-–---–ის ქმედებების მიზეზობრივი კავშირი შედეგთან. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 01 დეკემბრის განაჩენით, გ--------–-–---–ის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება და სასამართლოს არგუმენტები კვალიფიკაციის შეცვლის და გ--------–-–---–ის ქმედების 120-ე მუხლით დაკვალიფიცირების თაობაზე არის კანონიერი და დასაბუთებული.

 

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გ-------–------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 01 დეკემბრის განაჩენი გ--------–-–---–ის მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გ-------–------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 01 დეკემბრის განაჩენი გ--------–-–---–ის მიმართ.

 

გ--------–-–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლზე.

 

გ--------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

გ--------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 9 აპრილიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

§ ანაწმენდები, ლითონის აქანდაზი, ერთი ცალი პოლიეთილენის პარკი მოწითალო ლაქებით, ბეტონის და მინის ნატეხები მოწითალო ფერის ლაქებით, ხის ნაჭერი მოწითალო ფერის ლაქებით, ერთი წყვილი ჩუსტი მოწითალო ფერის ლაქებით, ერთი ცალი მაისური მოწითალო ფერის ლაქებით, ორი ცალი ჩანგალი და ორი ცალი ჭიქა, ხელის, ნერწყვის, ანაწმენდის, სუნის, სისხლის, ნაცხის, ფრჩხილების, თმების ნიმუშები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

§ ვ----------------–--ას ტანსაცმელი - დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.

 

§ გ--------–-–---–ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მსჯავრდებულს.

 

§ შემთხვევის ადგილზე გადაღებული სურათები ელექტრონულ დისკზე - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: მურმან ისაევი

 

მანუჩარ კაპანაძე