განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 130100117002240323 - 1ბ/158-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
5 მარტი 2018 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ბ----------------–---–ი
მსჯავრდებული: ე-----------–---ი (პირადი ნომერი: №5----------), დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: გორი, ს------–----------, მცხოვრები: ქარელი, ს------–---------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი;
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
ადვოკატი: ი---------------ი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ე-----------–---მა და ითხოვა ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბ----------------–---–მა ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 2 ივლისს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქარელის რაიონის ს------–-------ში მდებარე ნ------–--------ის საცხოვრებელი სახლის ეზოს შესასვლელ კართან, ე-----------–---მა ჩაიდინა ოჯახური ძალადობა, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეს - ე-–----------ეს, კბენის გზით თავის და ზურგის არეში მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი:
დაზარალებულ ე-–-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქარელის რაიონის ს------–-------ში. ე-----------–---თან იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში. რამდენიმე თვეა მათ შეწყვეტილი აქვთ ცოლ-ქმრული ურთიერთობა, თუმცა ე------ გ---–---ი ცდილობდა მასთან შერიგებას და ოჯახის შენარჩუნებას. 2017 წლის 2 ივლისს იგი იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, ქარელის რაიონის ს------–-------ში, რა დროსაც მასთან მივიდა რა ე-----------–---ი, სცადა ეზოში შესასვლელი კარის დაკეტვა. ე------მა ეზოს მესრიდან გადახედა და უთხრა თუ კარს არ გაუღებდა ძალით შევიდოდა ეზოში. მას შეეშინდა, გააღო კარი და გაიქცა საშველად მეზობლის ნ------–--------ის სახლისკენ. მეზობლის ეზოს შესასვლელ კართან ე------ი მას დაეწია. ხელები შემოხვია და რამდენჯერმე უკბინა თავის და ბეჭების არეში, რითაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. შემდეგ ტელეფონი ამოაცალა ჯიბიდან, რომელიც მიწაზე დაეცა. ე------მა ტელეფონი აიღო და უთხრა მას ვეღარ მიიღებდა. მისი ყვირილის ხმაზე გამოვიდნენ მეზობლები, რის შემდეგ ე------მა თავი დაანება და წავიდა სოფლის ცენტრის მიმართულებით.
ე-----------–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ მას და მის ყოფილ მეუღლეს ე-–----------ეს რამდენიმე თვეა ეჭვიანობის ნიადაგზე დაეძაბათ ურთიერთობა და ცდილობდა შერიგების მიზნით მეუღლესთან დალაპარაკებას, დანგრეული ოჯახის აღდგენას. შემთხვევის დღეს მართლაც მივიდა ყოფილი მეუღლესთან, ს------–-------ში, მაგრამ ამ უკანასკნელმა სახლში არ შეუშვა და ჩაკეტა ეზოს კარი, რის გამოც იგი ღობიდან გადავიდა ეზოში, მოკიდა ხელი მის მეუღლეს და ცდილობდა მოფერებას, მასთან სიტუაციის გარკვევას, რა დროსაც წინააღმდეგობის გაწევის დროს თავად ე-–----------ემ უკბინა მას ხელზე. ამ დროს მის ყოფილ მეუღლეს ჯიბიდან ამოუვარდა მობილური ტელეფონი, რაც აიღო მან და აღარ დაუბრუნა, რადგან ეჭვობდა, რომ აღნიშნული ტელეფონით უგზავნოდა იგი ტექსტურ შეტყობინებებს სხვა პირს. ამასთან ე-----------–---მა აღნიშნა, რომ მას ე-–----------ის მიმართ არანაირი ძალადობა არ განუხორციელებია.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ 2017 წლის 3 ივლისს 11:50 საათზე, პირადი შემოწმების მომენტისათვის ე-–-----------ეს თხემ-კეფის მიდამოში ცენტრალურად აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, არაკონტურირებულ კიდეებიანი, 2,5X2.2სმ ზომის, მოწითალო-მოლურჯო ფერის სისხლჩაქცევა, გულმკერდის უკანა ზედაპირზე, შუა მესამედში ბეჭის ხაზზე მარჯვნივ, აღინიშნებოდა უსწორო ფორმის 3,5X3,0 სმ ზომის, ასეთივე ხასიათის სისხლჩაქცევა. მისგან 2 სმ-ით მარჯვნივ აღნიშნება ერთ რკალოვან ზოლზე - ერთმანეთის მიმდებარედ (გვერდით-გვერდში) განლაგებული ოთხი ცალი, უსწორო ფორმის 0,7X0,3 სმ; 0,5X0,3 სმ; 0,5X0,3 სმ0,5X0,3 სმ ზომის მიმდებარე კანოს დონიდან დაბლა მდებარე, მშრალი, ზედაპირის მქონე, მუქი მოწითალო ფერის ნაჭდევი. მათგან ქვევით აღენიშნებოდა ერთ რკალოვან ზოლზე - ერთმანეთის მიმდებარედ (გვერდით-გვერდში) განლაგებული სამი ცალი უსწორო ფორმის 0,5X0,3 სმ; 0,5X0,3 სმ; 0,5X0,3 სმ ზომის ასეთივე ხასიათის ნაჭდევი. ნაჭდევებს შორის აღინიშნებოდა მოლურჯო-მოწითალო ფერის სისხლჩაქცევა. აღნიშნული სისხლჩაქცევები და ნაჭდევები ერთობლიობაში ქმნიან ერთ უსწორო ოვალურ ფართს საერთო ზომით 5,5X3,5 სმ, რომლიც კიდეები შემოხაზულია ნაჭდევებით, ხოლო მათ შორის საერთო ფართი დაფარულია სისხლჩაქცევით.
სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების და სისხლჩაქცევების სახით - განვითარებულნი რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით. მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ მონაცემებში მითითებულ თარიღს.
მოწმის, შსს ქარელის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებლის ლ----------–------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი აწარმოებდა გამოძიებას, მოცემულ საქმეზე, გამოკითხა საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, რომლებსაც მიეცათ წინადადება რომ თავისუფალი თხრობით მიეწოდებინათ გამოძიებისათვის ყველა საჭირო ინფორმაცია და ამის შემდგომ დაესვათ დამაზუსტებელი შეკითხვები, გაეცნოთ გამოკითხვის ოქმები, რომლებზეც გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები. ოქმის შედგანასთან დაკავშირებით მონაწილე პირებს რაიმე შენიშვნა ან განცხადება არ გაუკეთებიათ. მანვე გამოკითხა ბრალდებული ე-----------–---ი, რომელმაც სავსებით ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და გამოძიების მიმართ არანაირი შენიშვნა ან პრეტენზია არ გამოუთქვამს.
მოწმის, შსს ქარელის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლების: ლ-----------–---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან მიიღო შეტყობინება ე-----------–---ის მიერ მეუღლისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შესახებ; მოწმეების - კ-----------------–---–ის, ზ------------–-–---–ის, თ----------------ის ჩვენებებით, დადგენილია, რომ მათ მონაწილეობა მიიღეს ე------ გ---–---ის დაკავებაში და პირად ჩხრეკაში.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ე-----------–---ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
აღნიშნავს აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მოცემულ დანაშაულში პირის ბრალეულობის დადგენა დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებების სწორ სამართლებრივ შეფასებასთან, რომელიც ერთის მხრივ დაადასტურებდა პირის ქმედების მართლწინააღდეგობას, ამასთან მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და შედეგს (ფიზიკური ტკივილი) შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობას.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის პოზიციას ე-----------–---ის გამართლების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მას დაზარალებულ ე-–----------ის მიმართ ფიზიკური ძალადობა რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია არ ჩაუდენია, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ ურთერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით. კერძოდ, დაზარალებულ ე-–----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ე-----------–---მა მას მეზობლის ეზოს შესასვლელ კართან რამდენჯერმე უკბინა თავისა და ბეჭის არეში. აღნიშნული გარდა დაზარალებულის ჩვენებისა დადასტურებულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც, ე-–----------ეს პირადი გასინჯვის მონაცემებით მოწითალო-მოლურჯო ფერის სისხლჩაქცევა აღენიშნებოდა თხემ-კეფის მიდამოში და გულმკერდის უკანა ზედაპირზე, შუა მესამედში, ბეჭის ხაზის გასწვრივ. ხოლო მისგან 2.0 სმ მარჯვნივ აღენიშნება ერთ რკალოვან ზოლზე - ერთმანეთის მიმდებარედ (გვერდით გვერდში) განლაგებული, ოთხი ცალი უსწორო ფორმის, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე, მშრალი ზედაპირის მქონე, მუქი მოწითალო ფერის ნაჭდევი. მათგან ქვემოთ აღინიშნება ერთ რკალოვან ზოლზე- ერთმანეთის მიმდებარედ (გვერდით გვერდში) განლაგებული, სამი ცალი უსწორო ფორმის ასეთივე ხასიათის ნაჭდევი. ნაჭდევებს შორის აღინიშნება მოლურჯო მოწითალო ფერის სისხლჩაქცევა. აღნიშნული ნაჭდევები და სისხლჩაქცევა ერთობლიობაში ქმნიან ერთ უსწორო ოვალურ ფართს საერთო ზომით 5,5X3,5 სმ, რომლის კიდეები განსაზღვრულია ნაჭდვებით, ხოლო მათ შორის საერთო ფართი დაფარულია სისხლჩაქცევით. ამასთან პალატა აღნიშნავს, რომ დაზიანების მექანიზმის ესპერტის მიერ მკვრივი ბლაგვი საგნის მითითება, არ ეწინააღმდეგება დაზარალებულის ჩვენებას და განმარტავს, რომ მკვრივი ბლაგვი საგანი შეიძლება იყოს ადამიანის მუშტი, ფეხი, კბილი, თავი და ა.შ. ამდენად, პალატა ერთობლიობაში აფასებს რა როგორც ექსპერტის დაკვნაში მითითებულ დაზიანების ობიექტურ ნიშნებს, დაზარალებულის ჩვენებას, ასევე ბრალდებულის ჩვენებას იმ ნაწილში, სადაც იგი უთითებს დაზარალებულის მიმართ ეჭვიანობის ნიადაგზე ურთიერთობის დაძაბვას, შემთხვევის დღეს დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ მასთან ფიზიკურ კინტაქტს, დადასტურებულად მიიჩნევს ე-----------–---ის მხრიდან მისი ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების შედეგად ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანების მიყენების ფაქტს, რასაც მოჰყვა ფიზიკური ტკივილი.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ე-----------–---მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ე-----------–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
ე-----------–---ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ოთხმოციდან ასორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე და პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.
საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით მაინც უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
ამდენად პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განაჩენი ე-----------–---ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ე-----------–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი
ე-----------–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
ე-----------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 3 ივლისიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - ე-----------–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის „---------ს“ მოდელის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 3-------------- და 3--------------, რომელშიც მოთავსებულია „მაგთიკომის“ ქსელის სიმბარათები, ნომრებით: 8------------------ და 8------------------; თეთრი ფერის „ბლეკ ბერრის“ მოდელის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 2-----------------, „მაგთიკომის: სიმბარათის ნომრით 8------------------, მოშავო ფერის ტყავის საფულე მასში მოთავსებული საქართველოს პირადობის მოწმობა №1--------, მართვის მოწმობა №O--------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა N A--------, დაგროვების ბარათი №6--------------- და „ევროგაზის“ დაგროვების ბარათი №0----- რომლებიც ინახება შსს ქარელის რაიონულ სამმართველოში, გადაეცეს ე-----------–---ის ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი