განაჩენი

სისხლის სამართლის 12.03.2018
საქმის ნომერი
190100117002164611
ინსტანცია
თარიღი
12.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100117002164611

საქმე №1/ბ-100-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

26 თებერვალი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ნინო სანდოძე

სხდომის მდივნები ლელა ბახტაძე და ეკატერინე უკლება

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები: ქ--------------- და ხ------------

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ჰ------------ი, დაბადების თარიღი: 1----–-–--------–---, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, პასპორტის ნომერი: C--------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ა------------------------–---, გ-----------------, სოფელი ჩ--–---.

 

ადვოკატი: ლ--–----------ძე

 

თარჯიმანი: ა---------–--------ი

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ჰ------------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ--–----------ძემ, რომლებმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ ჰ------------ი წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ცნობს დამნაშავედ, ვინაიდან მის მიმართ წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება მას არ ჩაუდენია. დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გახადა სადაოდ. სასამართლომ მოცემულ საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულების ერთობლიობით ჰ------------ის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. აპელანტი განმარტავს, რომ ჰ------------მა დეტალურად აღწერა ის ქმედება, რომლიც მან განახორციელა, შესაბამისად, მის მიერ ჩადენილ ქმედებას აბსოლუტურად არ შეესაბამება წარდგენილი ბრალდება. აპელანტებს მიაჩნით, რომ მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა არასწორი კვალიფიკაცია. ამასთან, გამოყენებულ იქნა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტებმა მოითხოვეს ჰ------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა ჰ------------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ--–----------ძემ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

ჰ------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 19 ოქტომბერს, საღამოს დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. გ---------ში, ა----–-----–--------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ჰ------------მა წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ-----–------------ას, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ყელში ხელის წაჭერით, წინამხრისა და წელის არეში მუშტების მრავალჯერადი დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ნ-----–------------ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2013 წელს იმყოფებოდა თბილისში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გამოელაპარაკა მანამდე მისთვის უცნობი ჰ------------ი. 2014 წელს ნ-----–------------ა იმყოფებოდა რა თბილისში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, კვლავ შეხვდა ჰ------------ი, რომელმაც უთხრა, რომ მის შესახებ ყველაფერი იცოდა და ძალიან მოსწონდა. იმავე წელს, ნ-----–------------ა გაემგზავრა ბელორუსიაში შვილთან, სადაც მოულოდნელად ტელეფონით დაუკავშირდა ჰ------------ი, რომელიც ასევე ბელორუსიაში იმყოფებოდა და სთხოვა შეხვედრა. ნ-----–------------ა შეხვედრას დათანხმდა და ჰ------------ი მიიწვია მისი შვილის - რ----------------ის საცხოვრებელ ბინაში. რ----------------თან საუბრისას ჰ------------მა თავი წარადგინა ბიზნესმენად, რომელსაც სახლი და მაღაზიები ჰქონდა ბაქოში, ამასთან განაცხადა, რომ თუ ნ-----–------------ა გაჰყვებოდა ცოლად მზად იყო ამ უკანასკნელის სურვილისამებრ, მისთვის შეეძინა ბინა თბილისში ან რუსთავში. აღნიშნულის შემდეგ ნ-----–------------ასა და ჰ------------ს შორის დაიწყო სერიოზული ურთიერთობა, რაც გაგრძელდა ერთობლივი ოჯახური თანაცხოვრებით ქ. გ---------ში. ისინი ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ კომფლიქტის გარეშე. მას შემდეგ, რაც ნ-----–------------ამ მოსთხოვა ჰ------------ს დაპირებული ბინის ყიდვა, ჰ------------სა და ნ-----–------------ას შორის ურთიერთობა დაიძაბა. ჰ------------მა დაიწყო ეჭვიანობა, რომ ნ-----–------------ა ღალატობდა, ამასთან არ მოსწონდა, როცა მეუღლესთან, სახლში სტუმრობდნენ მეგობარი ქალბატონები. ჰ------------სა და ნ-----–------------ას შორის თითქმის ყოველდღიურად ხდებოდა კონფლიქტი რის შესახებაც ნ-----–------------ას საჯაროდ საუბარი რცხვენოდა. ერთ-ერთი კონფლიქტისას, ჰ------------მა მას ჩაუმტვრია ნეკნები, რის შემდეგაც ნ-----–------------ამ იგი გააგდო სახლიდან. თუმცა, ჰ------------ი არ ანებებდა თავს, მის კარებთან იძინებდა და ურღვევდა სიმშვიდეს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მიდიოდა მის სახლთან, აკაკუნებდა კარზე და აგინებდა, რაც ესმოდა მეზობლებს. 2017 წლის 19 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე შემოესმა მისი საცხოვრებელი ბინის კარებზე კაკუნის და კარის სახელურის მოძრაობის ხმა, რითაც მიხვდა, რომ კარებთან ჰ------------ი უნდა ყოფილიყო. კარებთან მისვლისას ჰ------------ს მოუწოდა წასულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიძახებდა პოლიციას. აღნიშნულზე ჰ------------ი გახდა აგრესიული და დაუწყო გინება, რის გამოც ნ-----–------------ა იძულებული შეიქმნა გაეღო კარები. კარების გაღებისთანავე ჰ------------ი წვდა მას ყელში, გაიყვანა სახლიდან და მიაყენა სადარბაზოს კედელზე, რის შემდეგაც რამოდენიმეჯერ ჩაარტყა მუშტი გვერდებში. ნ-----–------------ამ საშველად მეზობელ გ--–------–-----ას უხმო, რომელიც მისივე კორპუსში პირველ სართულზე ცხოვრობს. მეზობელი გ--–------–-----ა დაძახებისთანავე ავიდა ნ-----–------------ას საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, რა დროსაც ჰ------------ი განაგრძობდა მის ცემას გვერდებისა და ზურგის არეში. გ--–------–-----ას დანახვისთანავე ჰ------------მა შეწყვიტა ნ-----–------------ას ცემა და მიიმალა. მომხდარი ფაქტის შესახებ ნ-----–------------ამ განაცხადა გ--------ის რაიონის პოლიციაში.

 

მოწმე გ--–------–-----ას ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქ. გ---------ში ა----–-----–-- ქუჩა №2-ში, პირველ სართულზე ნ-----–------------ას მეზობლად, რომელიც ცხოვრობს იმავე კორპუსის მეორე სართულზე. 2017 წლის 19 ოქტომბერს იგი იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც შემოესმა მეორე სართულიდან კარებზე კაკუნის ხმა, რასაც მოჰყვა ჰ------------ის გინება ნ-----–------------ას მისამართით. გაიგონა რა ჰ------------ის გინება გაიხედა სადარბაზოში, სადაც შემოესმა ნ-----–------------ას ხმა, რომელიც შველას ითხოვდა. იგი მაშინვე ავიდა სახლის მეორე სართულზე რა დროსაც დაინახა, რომ ჰ------------ს სადარბაზოს კედელთან მიმწყვდეულ ჰყავდა ნ-----–------------ა, ცალი ხელით ყელში უჭერდა, ხოლო მეორე ხელით მუშტს ურტყამდა გვერდებისა და ზურგის არეში. მას შეეშინდა და პოლიციის გამოსაძახებლად შებრუნდა სახლში, რა დროს ჰ------------მა შეწყვიტა ნ-----–------------ას ცემა და გინებით დატოვა მათი საცხოვრებელი კორპუსი. ჰ------------ის წასვლის შემდეგ, გ--–------–-----ამ შეძლო ნ-----–------------ას დამშვიდება და ისინი ერთად გამოცხადნენ გ--------ის რაიონულ პოლიციაში. მოწმის ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ ჰ------------ი და ნ-----–------------ა 2014 წლიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. ოჯახური თანაცხოვრების პირველ წელს ჰქონდათ ნორმალური ურთიერთობა, თუმცა 2015 წლის შემდეგ ურთიერთობა დაეძაბათ, რისი მიზეზიც იყო ჰ------------ის ეჭვიანობა, რომ ნ-----–------------ა ღალატობდა.

 

მოწმე ტ-----------–---ას ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქ. გ---------ში ა----–-----–-- ქუჩაზე, ნ-----–------------ას მეზობლად, რომელთანაც აქვს მეგობრული ურთიერთობა. რაც შეეხება ჰ------------ს იცნობს, როგორც ნ-----–------------ას მეუღლეს. მოწმის განმარტებით 2017 წლის 19 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათისთვის იმყოფებოდა მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, რა დროსაც შემოესმა ყვირილის ხმა და ამასთან დაინახა საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოდან გამოსული ჰ------------ი, რომელიც იგინებოდა ნ-----–------------ას მისამართით. ჰ------------ის წასვლისთანავე ტ-----------–---ა ავიდა ნ-----–------------ას სახლში, თუმცა სადარბაზოში ბინის კარებთან ნახა ნ-----–------------ა, რომელიც იყო შეშინებული და ყელზე ეტყობოდა სიწითლეები. ნ-----–------------ამ მას უთხრა, რომ ჰ------------მა სცემა და ყელში მოუჭირა ხელი. მოწმის ჩვენებით ასაევე დადგენილია, რომ ნ-----–------------ა და ჰ------------ი 2014 წლიდან ერთად ცხოვრობდნენ, ცხოვრების პირველი წელს ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, თუმცა შემდეგ ურთიერთობა დაეძაბათ. ნათელას გადმოცემით, ჰ------------ი, ეჭვიანობის გამო, მას ავიწროვებდა, სცემდა და ლანძღავდა.

 

მოწმე ნ---–----------ას ჩვენებით დადგენილია, რომ ნ-----–------------ა არის მისი მეზობელი და მეგობარი, ხოლო ჰ------------ს იცნობს, როგორც ნ-----–------------ას მეუღლეს. 2017 წლის 19 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათისთვის იმყოფებოდა ეზოში, რა დროსაც გაიგონა ნ-----–------------ას ყვირილის და ჰ------------ის გინების ხმა, რის შემდეგაც კორპუსის სადარბაზოდან გამოვიდა ჰ------------ი, რომელიც იგინებოდა ნ-----–------------ას მისამართით. აღნიშნულიდან მალევე დაინახა კორპუსიდან ეზოში ერთად გამოსული ნ-----–------------ა და გ--–------–-----ა.

 

მოწმე ა---------------ას ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს ქ. გ---------ში ა----–-----–-- ქუჩაზე, ნ-----–------------ას მეზობლად და მასთან აქვს მეგობრული ურთიერთობა. რაც შეეხება ჰ------------ს იცნობს, როგორც ნ-----–------------ას მეუღლეს. ისინი სამი წელია ერთად ცხოვრობენ. თანაცხოვრების პირველ წლებში კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ხოლო მომდევნო წლებში, ჰ------------ის მძიმე ხასიათის გამო, ურთიერთობა დაეძაბათ. იგი ნ-----–------------ასთან ხშირად ადიოდა სახლში ყავის დასალევად და არაერთხელ შესწრებია ჰ------------ის მხრიდან ნ-----–------------ას გინების და შეურაცხყოფის ფაქტს.

 

მოწმე, ბ-------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტად. მოწმემ დაადასტურა, 2017 წლის 31 ოქტომბერს მის მიერ №--------- ექსპერტიზის დასკვნის მომზადება-გაცემის ფაქტი და განმარტა, რომ ნ-----–------------ას ობიექტური შემოწმებით აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები ორივე ზედა კიდურზე, რაც მიყენებული იყო რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა საქმის გარემოებაში მითითებული შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნებოდა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

მოწმე ნ-----------–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი იძიებდა ჰ------------ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეს, შესაბამისად იცნობს ამ საქმეზე ბრალდებულ ჰ------------ს და დაზარალებულ ნ-----–------------ას, რომლებთანაც მანამდეც ჰქონია სამსახურეობრივი ურთიერთობა. 2017 წლის ოქტომბერში, შსს გ--------ის რაიონულ სამმართველოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული ჰყავს ნ-----–------------ა, გ--–------–-----ა, ტ-----------–---ა, გ-------------------ი, დ-----------ა, ასევე მის მიერ ნ-----–------------ას მიმართ დანიშნული იქნა სამედიცინო ექსპერტიზა. მანვე მოახდინა ბრალდებულ ჰ------------ის დაკავება საბაჟო გამშვებ პუნქტ „ვახტანგისზე“. დაკავებისას ჰ------------ი იქცეოდა არაადეკვატურად, კერძოდ: იგინებოდა მისი მისამართით და იყო აგრესიული. მიუხედავად აღნიშნულისა დაკავებისას ბრალდებულს თარჯიმნის მონაწილეობით გაეცნო დაკავების საფუძვლები და უფლებები. დაკავების ოქმი შედგენილი იქნა საბაჟო გამშვები პუნქტის საპატრულო პოლიციის მოსასვენებელ ოთახში რა დროსაც ბრალდებული აგინებდა მას. ბრალდებულმა დაკავების ოქმზე ხელი არ მოაწერა და არც ოქმის ასლი არ ჩაიბარა. ნ-----------–---ემ კატეგორიულად უარყო მისი მხრიდან ჰ------------ის მიმართ ძალის გადამეტების ფაქტი და ამასთან დააზუსტა, რომ ჰ------------ის დაკავებისას არც სამსახურეობრივი და არც პირადი იარაღი თან არ ჰქონია. ასევე უარყო ჰ------------ის ეჭვი, რომ დაზარალებულ ნ-----–------------ასთან აკავშირებდა სასიყვარულო ურთიერთობა.

 

მოწმე ჯ-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 20 ოქტომბერს, გ--------ის პოლიციის სამმართველოში მიღებულ იქნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ჰ------------ი, რომელმაც 2017 წლის 19 ოქტომბერს ფიზიკური ძალადობა განახორციელა მის ყოფილ მეუღლეზე - ნ-----–------------აზე აპირებდა საქართველოს საზღვრის დატოვებას სასაზღვრო გამშვები პუნქტის „ვახტანგისის“ გავლით, თუმცა პატრულის თანამშრომლების მიერ იქნა შეჩერებული. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან მალევე ის საქმის უშუალო გამომძიებელ - ნ-----------–---ესთან, გამომძიებელ გ-------------------თან და თარჯიმან ა----–---–--ვთან ერთად მივიდა „ვახტანგისის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, სადაც ნ-----------–---ის მიერ მოხდა ჰ------------ის დაკავება. დაკავებისას ჰ------------ს მისთვის გასაგებ აზერბაიჯანულ ენაზე, თარჯიმნის მეშვეობით, განემარტა მისი უფლებები და მოვალეობები, თავის მხრივ ჰ------------მა უარი განაცხადა დაკავების ოქმზე ხელის მოწერაზე და მისი ასლის ჩაბარებაზე. მოწმის განმარტებით მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებისას კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

 

ანალოგიური დასტურდება მოწმეების: შსს გ--------ის რაიონულ სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელ გ-------------------ის და თარჯიმან ა----–---–--ვის ჩვენებებით.

 

მოწმე დ-----------ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 20 ოქტომბერს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო გამშვები პუნქტ „ვახტანგისზე“ რა დროსაც პატრულ-ინსპექტორმა შეატყობინა, რომ ვინმე ჰ------------ი, რომელიც საქართველოდან აზერბაიჯანის მიმართულებით საზღვრის გადაკვეთას აპირებდა იმყოფებოდა პროგრამულ კონტროლზე. ვითარებაში გარკვევის მიზნით, ჰ------------ი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეაჩერეს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, რის თაობაზეც ინფორმაცია მიაწოდეს კონტროლის ინიციატორს, გამომძიებელ - ნ-----------–---ეს. შეტყობინების მიწოდებიდან, დაახლოებით ერთ საათში სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მივიდნენ შსს გ--------ის რაიონული სამმართველოს გამომძიებლები, მათ შორის ნ-----------–---ე და თარჯიმანი. გამომძიებელმა ნ-----------–---ემ მოახდინა ჰ------------ის დაკავება და დაკავებისას ჰ------------ს, მისთვის გასაგებ აზერბაიჯანულ ენაზე, განემარტა მისი უფლებები. დაკავებისას ჰ------------მა დამკავებელ ნ-----------–---ეს გაუწია წინააღმდეგობა, კერძოდ, აგინა და უკმაყოფილება გამოხატა მის მიმართ. მოწმის განმარტებით პოლიციელების მხრიდან ბრალდებულის დაკავებისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

 

მოწმე ი-------------ას ჩვენებით დადგენილია, რომ მას, თარჯიმნის სტატუსით, მონაწილეობა აქვს მიღებული ბრალდებულ ჰ------------ისთვის ბრალის წარდგენასა და ბრალდებულის სახით დაკითხვაში. მან ბრალდებულს მისთვის გასაგებ აზერბაიჯანულ ენაზე უთარგმნა ყველა საპროცესო დოკუმენტი. ჰ------------მა ბრალად წარდგენილ ქმედებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და არ ჩაიბარა ბრალის დადგენილება.

მოწმე ა----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მას თარჯიმნის სტატუსით მონაწილეობა აქვს მიღებული მოწმეების ნ-----–------------ას და ტ-----------–---ას გამოკითხვაში, ასევე ნ-----–------------ას დაზარალებულად ცნობასა და მასთან დაკავშირებულ საპროცესო მოქმედებებში.

 

მოწმე ი-----–------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული აქვს ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ: ჰ------------ს წარუდგინა ბრალდება და განუმარტა მისი უფლებები, რაც მისთვის გასაგებ ენაზე ეთარგმნა თარჯიმნის მეშვეობით, ასევე დაზარალებულ ნ-----–------------ას განუმარტა მისი უფლებები.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ ჰ------------ი დაკავებული იქნა 2017 წლის 20 ოქტომბრს, 10:35 საათზე, გ--------ის რაიონის სოფელ ვახტანგისში, საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „ვახტანგისზე“, შსს გ--------ის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის ნ-----------–---ის მიერ. დაკავებაში მონაწილეობას იღებდნენ ინსპექტორ-გამომძიებელი ჯ-------------–---–ი, ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის ს.გ.პ-ს პატრული დ-----------ა და თარჯიმანი ა----–---–--ვი. დაკავებისას ჰ------------ი იგინებოდა პოლიციის მისამართით, უშუალოდ აგინებდა ოქმის შემდგენ გამომძიებელს, ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას და გაქცევას.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 31 ოქტომბრის №--------- დასკვნით: მოქალაქე ნ-----–------------ას 20.10.17წ. ობიექტური შემოწმებით აღენიშნება სისხლნაჟღენთები ორივე ზედა კიდურზე, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2017 წლის 24 ივლისის №------ შემაკავებელი ორდერის ოქმით დადგენილია, რომ შემაკავებელი ოდერი გაცემულია ჰ------------ის მიმართ ქ. გ---------ში, ა----–-----–-- ქუჩა №----------ში, ოქმის მიხედვით: მსხვერპლია ნ-----–------------ა (დაბადებული: 1----–-–---------------ს, მცხოვრები: ქ.გ---------ი, ა----–-----–-- ქ--------), ხოლო მოძალადეა ჰ------------ი (დაბადებული: 1----–-–---------–--ს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, პასპორტის ნომერი № C--------), შეტყობინების დროა 24.07.17 წლის 21:32 საათი, ხოლო ძალადობის დრო 24.07.17 წლის 21:00 საათი. შემაკავებელი ორდერი გაცემულია 30 დღის ვადით.

 

ბრალდებულმა ჰ------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ ნ-----–------------ასთან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2017 წლის 19 ოქტომბერს, დაახლოებით საღამოს ცხრა საათზე მივიდა ნ-----–------------ას ბინაში, რათა წამოეღო მისი პირადი ნივთები და შეეწყვიტა მასთან ურთიერთობა. დაკაკუნებისთანავე ნ-----–------------ამ გაუღო კარები. ჰ------------მა განუმარტა რა მისვლის მიზეზი, ნ-----–------------ამ იგი ქურთუკით დაიჭირა და სთხოვა სახლში შესულიყო, რაზეც იგი არ დათანხმდა. აღნიშნულის შემდეგ ნ-----–------------ა შებრუნდა სახლში, გამოიტანა ჭიქით წყალი და სახეში შეასხა ჰ------------ს. ამ ქმედებით გაბრაზებულმა ჰ------------მა მხოლოდ შეაგინა ნ-----–------------ას და ჩავიდა კორპუსის ეზოში. მისივე განმარტებით ნ-----–------------ამ დაუძახა მის მეზობელ გ--–------–-----ას და სთხოვა მასთან მისვლა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ იგი ჩავიდა თბილისში, სადაც ვაგზლის მოედანზე, ე.წ. დეზერტირების ბაზარში შეიძინა 700 კილოგრამი წაბლი, რაც გადაზიდა მარნეულში და გააგზავნა ბაქოში. მეორე დღეს, დაახლოებით დილის 08:00 საათზე მივიდა გ--------ის პოლიციაში, რათა დაეწერა განცხადება ნ-----–------------ასგან მისი კუთვნილი ნივთების გამოთხოვის მოთხოვნით, თუმცა პოლიციის შენობაში არავინ დახვდა. იმავე დღეს, გ--------ის ავტოსადგურიდან მიკროავტობუსით გაემგზავრა საქართველო-აზერბაიჯანის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმართულებით, რათა წასულიყო აზერბაიჯანში, მაგრამ საბაჟო პუნქტზე საპასპორტო კონტროლის გავლისას იგი შეაჩერეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა და განუმარტეს, რომ პასპორტთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა და სანამ არ გაარკვევდნენ უნდა გაჩერებულიყო საბაჟოზე, რაზეც იგი დაეთანხმა. აღნიშნულიდან დაახლოებით 1 საათში საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მივიდნენ გ--------ის პოლიციის თანამშრომლები და თარჯიმანი. ადგილზე მისული გამომძიებლებიდან ჰ------------მა შეიცნო ნ-----------–---ე, რომელმაც მოახდინა მისი დაკავება. დაკავებისას გამომძიებელმა ნ-----------–---ემ გადაამეტა მის უფლებამოსილებას, რაც გამოიხატა, როგორც მისი ეროვნების, ასევე უშუალოდ მის მიმართ გინებაში, ასევე იარაღის მისთვის დამიზნებაში. ჰ------------ს დაკავებისას არანაირი უფლებები არ განმარტებია და არც დაკავების ოქმი ჩაბარებია. დაკავებული ჰ------------ი გადაყვანილ იქნა გ--------ის პოლიციის განყოფილებაში, სადაც მისივე მოთხოვნით გაეწია სასწრაფო -სამედიცინო დახმარება. ბრალდებულმა განმარტა, რომ მას ნ-----–------------ასთვის ფიზიკური დაზიანება არ მიუყენებია, მან უბრალოდ მოქაჩა ნ-----–------------ას ტანსაცმელზე.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ჰ------------ის გამართლების თაობაზე, რომ თითქოსდა მას დანაშაული არ ჩაუდენია, რომ მოწმეები რომლებიც მოცემულ საქმეზე დაიკითხნენ და არიან ნ-----–------------ას მეგობრები, თავიდანვე არ იყვნენ მოხარულნი როცა ჰ------------ი და ნ-----–------------ა დაქორწინდნენ. რომ თითქოსდა საქმეში არ არის მომხდარი ფაქტის თვითმხილველი არც ერთი მოწმე. შესაბამისად მის მიმართ შერაცხული ქმედება უკანონოა, ვინაიდან ხსენებული არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული არც ერთი მტკიცებულებით.

 

პალატა თვლის, რომ ბრალდებულის ჩვენება ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ: დაზარალებულ ნ-----–------------ას, მოწმეების: გ--–------–-----ას, ტ-----------–---ას, ნ---–----------ას, ა---------------ას ჩვენებებს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 31 ოქტომბრის №--------- ექსპერტიზის დასკვნას, აგრეთვე მოწმეების: ნ-----------–---ის, ჯ-------------–---–ის, გ-------------------ის, დ-----------ას, ი-------------ას ჩვენებებს, 2017 წლის 24 ივლისის №------ შემაკავებელ ორდერს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც არიან ურთიერთშეთანხმებადი და ადასტურებენ ჰ------------ის მიერ ბრალადშერაცხული დანაშაულის ჩადენას.

მსჯავრდებულ ჰ------------ის მიერ მიცემულ განმარტებასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა გამომძიებელ ნ-----------–---ის მიერ მის მიმართ დაირღვა უფლებები, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდების მხარემ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60). მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

ოჯახში ძალადობა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალაუფლებისა და კონტროლის დამყარების მიზნით ხდება. ოჯახში ძალადობის, ისევე, როგორც ზოგადად ძალადობის შემთხვევაში, არსებობს სამი ძირითადი კომპონენტი: მსხვერპლი, მოძალადე და ქმედება (ძალადობა). მსხვერპლი არის ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ძალადობა ან იძულება. მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც ოჯახის სხვა წევრის მიმართ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ახორციელებს. რაც შეეხება ოჯახის წევრის ცნებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად ,,სსკ-ის მიზნებისათვის ოჯახის წევრებად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას“.

 

ოჯახში ძალადობას გააჩნია საკუთარი მახასიათებლები და თავისებურებები - ანუ კრიტერიუმები, რომლის მიხედვით ხდება ოჯახში ძალადობის იდენტიფიცირება. არსებობს ძალადობის შემდეგი ძირითად ფორმები: ფიზიკური ძალადობა (ხელის კვრა, დარტყმა, კბენა, დაწვა, შეფურთხება, ჭრილობის მიყენება, ოთახის დატოვების აკრძალვა, ნივთების სროლა, სახლში ან სახლის გარეთ პიროვნების ჩაკეტვა, სახიფათო ადგილებში მიტოვება, უარის თქმა დახმარებაზე, როცა ქალი ავად არის ან ორსულად, მეუღლის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება, როცა მანქანას მართავს გადაჭარბებული სიჩქარით, ხელის შეშლა დაძინებაში ან მძინარეს გამოღვიძება); ფსიქოლოგიური /ემოციური ძალადობა (ყვირილი, მუქარა, დამცირება, გაღიზიანება, მეუღლის გრძნობების იგნორირება, მისი რწმენების საცინად აგდება, მუქარა, რომ ბავშვს წაართმევს, ტყუილებით მანიპულირება, ქალთა, როგორც გარკვეული ჯგუფის დეგრადირება, მეუღლისთვის იმის თქმა, რომ არის სულელი, მახინჯი, სქელი, იზოლირება მეგობრებისაგან და ოჯახისაგან, განუწყვეტლივ გაკრიტიკება თუ რას როგორ აკეთებს, ქალის ოჯახის და მეგობრების საცინად აგდება, მუქარა, რომ მიატოვებს ან აიძულებს, რომ დატოვოს ქმარი, მუქარა მეუღლის ოჯახის მისამართით, ტკივილის მიყენება ბავშვებისათვის, როცა ცოლზეა გაბრაზებული, ქალის კრიტიკა მეგობრების, ოჯახის, ბავშვების, თანამშრომლების წინაშე), ეკონომიკური ძალადობა (უარის თქმა, რომ მისცეს მეუღლეს ფული საკვებისათვის ან ტანისამოსისათვის, როცა უარს ამბობს, რომ ქალმა მონაწილეობა მიიღოს ფულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებაში) და სექსუალური ძალადობა (როცა მამაკაცი ქალს ეპყრობა, როგორც სექსუალურ ნივთს, აკრიტიკებს სექსის დროს მის ქცევას, ვარაუდობს, რომ ქალს შეუძლია სექსი ჰქონდეს ნებისმიერთან, ადანაშაულებს მეუღლეს, რომ ჰქონდა სექსი სხვა ქალებთან და მამაკაცებთან, ექცევა როგორც საკუთრებას, რომ არის ქმრის კუთვნილება, უმოწმებს ტანსაცმელს, რათა მასზე აღმოაჩინოს ღალატის ნიშნები).

 

სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ჰ------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ჰ------------მა ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლი სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ჰ------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტების განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ჰ------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი, რადგან იგი პირველადაა სამართალში და კანონის შესაბამისად შესაძლებელი იყო მისთვის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ჰ------------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხომოციდან ასორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

 

საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 05 აპრილის N543-IIს დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი. მოცემულ შემთხვევაში, მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ჰ------------მა მის მეუღლეს ყელში ხელის წაჭერით, მუშტების წინამხრისა და წელის არეში მრავალჯერადი დარტყმის შედეგად მიაყენა ფიზიკური ტკივილი. პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტს წარმოადგენს ქალის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რაც ვერ იქნება გადაწონილი საჩივარში მითითებული არგუმენტებით. ნიშანდობლივია, რომ ფიზიკურ ძალადობას ოჯახში, ქალის მიმართ, გააჩნია განსაკუთრებულად მძიმე ხასიათი, აქვს დამანგრეველი გავლენა მსხვერპლზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს დანაშაულის სიმძიმის და მსჯავრდებულის პიროვნების რელევანტური, თანაზომიერი და პროპორციული. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და მართლსაწინააღმდეგო შედეგი არ იძლევა როგორც სასჯელის შემცირების, ასევე სხვა შეღავათების გამოყენების საფუძველს. ჰ------------ისათვის 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა არ წარმოადგენს არასამართლიან და მკაცრ სასჯელს. სასჯელის შემსუბუქება იქნება არასამართლიანი და პალატის მოსაზრებით, თავიდან ვერ იქნება აცილებული ახალი ძალადობრივი დანაშაული.

 

პალატას მიაჩნია, რომ ჰ------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს ყოფილი მეუღლის, ქალის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ჰ------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ--–----------ძის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სასჯელის ნაწილში კი - სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ჰ------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ--–----------ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ჰ------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.

 

ჰ------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 20 ოქტომბრის 10:35 საათიდან.

 

ჰ------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნ.სანდოძე