განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.02.2018
საქმის ნომერი
140210115001082351
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
14.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140210115001082351

საქმე №2ბ/3597-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

14 თებერვალი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე - ირაკლი ბონდარენკო

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

მე---- გაბინაშვილი

 

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი

 

აპელანტი - მ----ა გ----–---–ი

წარმომადგენელი - ვ--–-----ნ გ--–------ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ლ---–ა გ----–---–ი

წარმომადგენელი - მ-----–ი გ------–--ე

 

დავის საგანი - უძრავ ქონებაზე დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ აღიარება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით მ----ა გ----–---–ის სარჩელი მოპასუხე ლ---–ა გ----–---–ის მიმართ, პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ აღიარების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. მოპასუხე ლ---–ა გ----–---–ი არის მოსარჩელე მ----ა გ----–---–ის და.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტებები)

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.2. გ------ი გ----–---–ის სახელზე 1963 წლის 17 ივლისს გაიცა საცხოვრებელი ბინის ორდერი №---, რომლითაც მიენიჭა უფლება დაეკავებინა ორი ოთახი 55 კვ.მ ფართობით მისამართზე, გორი, მ–-------ის ქ. №---- და ორდერის მიხედვით გ------ი გ----–---–ის ოჯახი შედგებოდა ექვსი სულისაგან.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- გორის ბამბეულის საწარმოო გაერთიანების მიერ 1963 წლის 17 ივლისს გაცემული ორდერი (ს.ფ. 178);

 

2.3. გ------ი ი-----ის ძე გ----–---–ის სახელზე №--- ორდერი გაცემულია 6 სულზე: ე----- გ----–---–ი (ცოლი), მ----ა გ----–---–ი (შვილი), მე---- გ----–---–ი (შვილი) ლ---–ა გ----–---–ი (შვილი), გ------ი გ----–---–ი (თვითონ), ჟ----–--- ი-----ის ძე გ-----–---–ი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საბინაო ბარათი (რუსულ და ქართულ ენებზე) (ს.ფ. 34-35)

 

2.4. გ------ი გ----–---–ი (მ----ა გ----–---–ის და ლ---–ა გ----–---–ის მამა) გარდაიცვალა 2005 წლის 30 იანვარს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- გ------ი გ----–---–ის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 16);

 

2.5. ე----- გ----–---–ი (მ----ა გ----–---–ის და ლ---–ა გ----–---–ის დედა) გარდაიცვალა 1984 წლის 05 მაისს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ე----- გ----–---–ის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 17)

- საბინაო ბარათი (ს.ფ. 34)

 

2.6. მე---- გ----–---–ი გარდაიცვალა 2003 წლის 27 იანვარს.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- მე---- გ----–---–ის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 28)

 

2.7. 1993 წლის 30 ივლისის ხელშეკრულებით, გორის გამგეობასთან არსებული მრავალდარგოვანი მცირე საწარმოო სახმართველობა №- ორგანიზაციის წარმომადგენელსა და ლ---–ა გ----–---–ს შორის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის დადგენილების თანახმად, დაიდო ხელშეკრულება გორის გამგეობის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის, მდებარე ქ. გორი მ–-------ის ქ. №---- ლ---–ა გ----–---–ისათვის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 1993 წლის 30 ივლისის ხელშეკრულება

 

2.8. საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ცნობის თანახმად, ქ. გორში, მ–-------ის ქ. №-----ში მცხოვრები ლ---–ა გ----–---–ის ოჯახის წევრთა და სხვების რაოდენობა, რომლებიც მასთან ცხოვრობდნენ არიან: 1. გ----–---–ი ლ---–ა გ------ის ასული - თვითონ; 2. გ----–---–ი ჟ----–--- ი-----ის ძე - მამა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა საბინაო პირობების შესახებ (ს.ფ. 176-177)

 

2.9. გ------ი გ----–---–მა, მის მიერ 1993 წლის 30 ივლისს ხელმოწერილი განცხადებით, თანხმობა განაცხადა ქ. გორში, მ–-------ის ქ. №-----ში მდებარე საცხოვრებელი ბინა საკუთრებაში გადასცემოდა მის შვილს ლ---–ა გ----–---–ს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- გ------ი გ----–---–ის განცხადება (ს.ფ. 172)

 

გ------ი გ----–---–ის აღნიშნული განცხადება მოსარჩელე მ----ა გ----–---–მა სადავოდ მიიჩნია იმ კუთხით, რომ განცხადება არ არის დაწერილი და ხელმოწერილი გ------ი გ----–---–ის მიერ და დაწერილი და ასევე ხელმოწერილია ლ---–ა გ----–---–ის მიერ. ამასთან, განცხადება არ არის ნოტარიულად დამოწმებული.

 

ლ---–ა გ----–---–ის ახსნა-განმარტებით დადგენილი იქნა, რომ განცხადება შედგენილი იქნა მის მიერ, თუმცა ხელმოწერა ეკუთვნის მამამისს გ------ი გ----–---–ს.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 2016 წლის 27 ოქტომბრის დასკვნის თანახმად, ა) ხელმოწერა, გ------ი გ----–---–ის სახელით (ტექსტის სახით) განლაგებული, ქ. გორის №- სანოტარო კანტორის ნ. გ--------–---–ის სახელზე შედგენილი განცხადებაზე, 30.07.93 წლის თარიღით და ბ) ხელნაწერი ტექსტი, განლაგებული ქ. გორის №- სანოტარო კანტორის ნ. გ--------–---–ის სახელზე შედგენილ განცხადებაზე, 30.07.93 წლის თარიღით, სავარაუდოა, რომ შესრულებულია სხვადასხვა პირის მიერ. რაც შეეხება განცხადების ნოტარიულად დამოწმებას, საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან გადმოგზავნილი იქნა ნ. გ--------–---–ის მიერ პრივატიზაციის ხელშეკრულების დადებისას ნაწარმოები სანოტარო წარმოება, რომელშიც სხვა მასალებთან ერთად მოთავსებული იყო აღნიშნული განცხადებაც.

 

2.10. გორის სახალხო სასამართლოს 1987 წლის 04 დეკემბრის №2/602 გადაწყვეტილებით სასამართლომ დააკმაყოფილა მ----ა გ----–---–ის სარჩელი და მ----ა გ----–---–ი შესახლებული იქნა ქ. გორში მ–-------ის ქ. №-----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ლ---–ა და გ------ი გ----–---–ებთან ერთად საცხოვრებელ ფართზე საერთო სარგებლობის უფლებით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- გორის რაიონული სასამართლოს 1987 წლის №2/602 გადაწყვეტილება (ს.ფ. 230);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია შემდეგი გარემოებები: სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით მიმართა მ----ა გ----–---–მა ლ---–ა და გ------ი გ----–---–ების მიმართ, ბინაში შესახლების მოთხოვნით. სასამართლომ დაადგინა, რომ გორში, მ–-------ის ქ. №-----ში მდებარე საცხოვრებელი სახლში, 1987 წლის მდგომარეობით, რეგისტრირებული იყვნენ მ----ა გ----–---–ი, მოპასუხეები - მამა გ------ი გ----–---–ი და და - ლ---–ა გ----–---–ი და მოპასუხეები მ----ა გ----–---–ს არ უშვებდნენ საცხოვრებელ ბინაში.

 

2.11. 1989 წლის 15 თებერვლის ოქმი №-, გადაწყვეტილება №---ის თანახმად, მ----ა გ------ის ასული გ----–---–ის სახელზე გამოწერილი იქნა ბინის ორდერი, მისამართი: ქ. გორი, ნ--------ის ქ. №1----.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ეროვნული არქივის გორის არქივის მიერ 2016 წლის 19 ივლისის №---------------- ცნობა

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ეროვნული არქივის გორის არქივის მიერ 2016 წლის 19 ივლისს გაცემული №--------------- ცნობის თანახმად, გორის არქივში დაცული გორის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1989 წლის საარქივო ჩანაწერებით დასტურდება, რომ გორის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის №-- გადაწყვეტილების თანახმად, 1989 წლის 15 თებერვალს გორის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომმა გადაწყვიტა: 1. დამტკიცდეს საბინაო საკითხების საზოგადოებრივი კომისიის გადაწყვეტილება ნ--------ის ქ. №1---- ბინის განაწილების შესახებ თანდართული დანართის მითითებით. 2. დაევალოს ბინების აღრიცხვისა და განაწილების სექტორს გასცეს ბინის ორდერი ნ--------ის ქ. №1---- მაცხოვრებლებზე თანდართული დანართის მიხედვით, რომლის თანახმადაც მ----ა გ------ის ასულ გ----–---–ს, მცხოვრებს ბინა მ–-------ის ქ. №---- გადაეცა საცხოვრებელი ბინა მდებარე ნ--------ის ქ. №1----.

 

2.12. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათის მიხედვით, მ----ა გ----–---–ი 1995 წლის 20 ივლისიდან რეგისტრირებულია ქ. გორში ნ--------ის ქ.1-----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ხოლო 2003 წლის 26 ნოემბრიდან რეგისტრირებულია ქ. გორში ვ. გ--------–-ს ქ. №1-----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 227-228)

 

აღნიშნულ საინფორმაციო ბარათით მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ მ----ა გ----–---–ი 1995 წლის 20 ივლისამდე, ქ. გორში ნ--------ის ქ. №1-----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში რეგისტრაციამდე, ე.ი. პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმებისას, რეგისტრირებული იყო სადავო ბინაში და პრივატიზაცია განხორციელდა მისი მონაწილეობის გარეშე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამათლომ განმარტა, რომ მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას, თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არა მარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი ფაქტები.

 

განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის გადანაწილების შედეგად, მოსარჩელე მხარეს ეკისრებოდა, წარმოედგინა სასამართლოსათვის შესაბამისი მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა, რომ იგი პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმებისას სადავო ბინაში იყო რეგისტრირებული და ასევე იყო ამ ბინის დამქირავებელი (მოსარგებლე). აღნიშნული სახის მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, უფრო მეტიც, მან თავად სარჩელში მიუთითა, რომ იგი სადავო ბინაში რეგისტრირებული იყო 1989 წლამდე, არც ასევე შესაბამისობაშია თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებასთან, კერძოდ, საბინაო ბარათთან, რომლის მიხედვითაც მ----ა გ----–---–ი სადავო ბინიდან ამოეწერა 1989 წელს. ამასთან, მოპასუხე მხარემ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაადასტურა ის გარემოება, რომ მ----ა გ----–---–ი პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმებისას სადავო ბინის მოსარგებლე არ ყოფილა, კერძოდ, მან წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ მ----ა გ----–---–მა 1989 წელს მიიღო ბინის ორდერი, რომლის საფუძველზეც იგი გახდა ქ. გორში ნ--------ის ქ. №1-----ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მოსარგებლე, შესაბამისად, იგი ერთდროულად ორი საცხოვრებელი ბინის მოსარგებლე (დამქირავებელი) ვერ იქნებოდა.

 

რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ საინფორმაციო ბარათის ჩანაწერს - ჟ----–--- ი-----ის ძე გ-----–---–ზე, აღნიშნული ჩანაწერი სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე შეფასებული იქნა საქმეში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური გამოკველევის შემდეგ და მიიჩნევს, რომ ეს ჩანაწერი ეკუთვნის გ------ი გ----–---–ს და იზიარებს მოპასუხე ლ---–ა გ----–---–ის განმარტებას, რომ მის მამას ზოგიერთ შემთხვევაში მოიხსენიებდნენ როგორც ჟ----–---ს და ეს ორი ჩანაწერი ერთი და იგივე პირს ეკუთვნის, რაც შესაბამისობაშია საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ცნობის მონაცემებთან, რომლის თანახმად, პრივატიზაციის ხელშეკრულების დადებისას, განმცხადებლის, ლ---–ა გ----–---–ის ოჯახის წევრთა რაოდენობის შესახებ მონაცემებში მითითებული არიან განმცხადებელი ლ---–ა გ------ის ასული გ----–---–ი და გ----–---–ი ჟ----–--- ი-----ის ძე მამა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.13. სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-17 მუხლზე, რომლის მიხედვით: ,,1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად. 2. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად”.

 

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის, უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას, არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში.

 

სასამართლომ განმარტავ, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას ორივე მხარის პატივსადები ინეტერესები გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაბრად.

 

სასამართლოს მითითებით მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ უძრავ ქონებაზე მდებარე გორში, მ–-------ის ქ. №1---- პრივატიზაციის ხელშეკრულება კანონის დარღვევით და არაკანონირად დაკარგა საკუთრების უფლება, რითაც დაირღვა მისი, როგორც მესაკუთრის კონსტიტუციური უფლება. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს და დაიცვას საკუთრების უფლება ნებისმიერი ხელყოფისაგან, ხოლო მოპასუხემ ხელყო თუ არა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, უნდა დადგინდეს მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზით.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია გორის გამგეობასა და ლ---–ა გ----–---–ს შორის 1993 წლის 30 ივლისს გაფორმებული პირვატიზაციის სადავო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ქ. გორში, მ–-------ის ქუჩა №1-----ში მდებარე საცხოვრებელი სახლი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ლ---–ა გ----–---–ს. მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ აღნიშნული ხელშეკრულება არის კანონის დარღვევით დადებული, ვინაიდან ხელშეკრულების დადებისას არ იქნა გათვალისწინებული მისი, როგორც ამ სახლში მაცხოვრებლის კანონიერი ინტერესი. თავის მხრივ მოპასუხე მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ პრივატიზაციიის ხელშეკრულების დადებისას მ----ა გ----–---–ი იყო სადავო საცხოვრებელი სახლში რეგისტრირებული და მოსარგებლე.

 

მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის №107 დადგენილება საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის ) შესახებ და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ.

 

საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის პირველი თებერვლის №107 დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაცია წარმოადგენს მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას და პრივატიზაციის ობიექტი შეიძლება იყოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ფონდის საცხოვრებელი სახლი (ბინა), მათ შორის ავარიული, სარეკონსტრუქციო ან კაპიტალურად გასარემონტებელ სახლში შეუსახლებელი ბინა, აგრეთვე გამოთავისუფლებული ბინა. მოქალაქეს მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლი (ბინა) საკუთრებაში გადაეცემა მხოლოდ ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობით. საცხოვრებელი სახლი (ბინა) მათი სურვილისამებრ შეიძლება გადაეცეს მათ საერთო საკუთრებაში. ოჯახში მცხოვრებ სრულწლოვან წევრთა თანხმობა სავალდებულოა დამოწმებული იყოს სანოტარო წესით. ბინა, რომელიც სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს რამდენიმე დამქირავებელს, მათ საკუთრებაში გადაეცემათ ყველა დამქირავებლის თანხმობით.

 

ამავე დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ სახლის (ბინის) დამქირავებელები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან, ხოლო მე-7 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სახლის (ბინის) მოქალაქისათვის საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება უნდა დადასტურდეს სანოტარო წესით და რეგისტრაციაში გატარდეს ადგილობრივი მმართველობის ორგანოში სამი თვის ვადაში სანოტარო წესით დადასტურების დღიდან. საცხოვრებელი სახლის (ბინის) საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

 

ამ ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პრივატიზებულ ბინაზე საკუთრების უფლება მიეცემოდა ყველა იმ პირს, რომელსაც ბინის პრივატიზაციის დროისათვის საცხოვრებელ ფართობზე უფლება მოპოვებული ჰქონდა (იყო დამქირავებელი ან მისი ოჯახის წევრი, ცხოვრობდა და ჩაწერილი იყო ბინაში). ყველა ის პირი, ვინც პრივატიზაციის დროს სარგებლობდა ბინაში ცხოვრების უფლებით, ითვლება ბინის პოტენციურ თანამესაკუთრედ იმის მიუხედავად, ოჯახის რომელი წევრის სახელზე მოხდა ბინის პრივატიზება. პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმებისას სავალდებულო იყო გამოკვლელულიყო საკუთრებაში გადასაცემი უძრავი ქონების ყველა სრულწლოვანი დამქირავებლის მონაცემები და გათვალისწინებულიყო მათი ინტერესები, რის შემდეგაც დამქირავებელთა შეთანხმებით უძრავი ქონება ან გადაეცემოდა ყველა დამქირავებელს თანასაკუთრებაში ან ოჯახის ერთ-ერთ წევრს ოჯახის სრულწლოვანი წევრების თანხმობით.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მ----ა გ----–---–ი და მოპასუხე ლ---–ა გ----–---–ი მათი მამის, გ------ი გ----–---–ის სახელზე ჯერ კიდევ 1963 წლის 17 ივლისს გაცემულ ორდერში ოჯახის წევრად მიეთითნენ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ისინი გახლდნენ დამქირავებელ გ------ი გ----–---–ის შვილები, თუმცა ისიც დადგენილია, რომ მ----ა გ----–---–მა 1989 წელს მიიღო საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ. გორი, ნ--------ის ქ. №1-----ში, მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა სამართლებრივი ნორმა, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინების პრივატიზაციას და ამ პროცესის განხორციელების წესს დაადგენდა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ 1989 წელს სადავო ბინიდან ამოწერილი მ----ა გ----–---–ი არ შეიძლება მივიჩნიოთ 1992 წლის პირველ თებერვალს მიღებული ნორმატიული აქტით განსაზღვრულ სუბიექტად და შესაბამისად, მ----ა გ----–---–ს ბინის პრივატიზაციისას - 1993 წელს არ ჰქონდა უფლება მონაწილეობა მიეღო ამ პროცესში და მიეღო ბინის წილზე საკუთრების უფლება. ყოველივე აღნიშნული კი ცხადყოფს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები საფუძველს მოკლებულია.

 

ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავო გარიგების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები და შესაბამისად არ არსებობს 1993 წლის 17 ივლისის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და ქ. გორში, მ–-------ის ქ. №-----ში მდებარე უძრავი ქონების 1/2 წილის ნაწილში მ----ა გ----–---–ის მესაკუთრედ ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარმოუდგინა.

 

მოპასუხე მხარის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ სარჩელი არის ხანდაზმული, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ მისთვის მისი უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა 2013 წელს, მოპასუხე მხარეს კი აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი, შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივ საფუძვლები:

 

3.1. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ლ---–ა გ----–---–ის სახელზე სადავო ბინის პრივატიზავიის დროს მ----ა გ----–---–ი არ ცხოვრობდა სადავო ბინაში. აღნიშნულთან დაკავშირებით აპელანტი მიუთითებს, 1987 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა სადავო ბინაში მისი შესახელება, რის შემდეგად ბინასთან კავშირი აღარ გაუწყვეტია.

 

3.2. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არ გაითვალისწინა სსგს გორის სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი, რითაც დასტურდება, რომ მ----ა გ----–---–ი 1995 წლიდან რეგისტრირებულია ნ--------ის ქუჩაზე. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ საარქივო ცნობას, რომლითაც მ----ა გ----–---–ის სახელზე ორდერის გაცემის ფაქტი დგინდება, აღნიშნული დოკუმენტში არ არის აღნიშნული მისთვის ბინის გადაცემის შესახებ.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუU სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუქნტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

4.1. სადავო უძრავი ნივთის პრივატიზაციის დროს (1993 წლის 30 ივლისი) მ----ა გ----–---–ი ამ უძრავი ნივთის კანონიერ მოსარგებლეს და ფაქტობრივ მფლობელს აღარ წარმოადგენდა.

 

1963 წელს 17 ივლისს გაცემული #--- ორდერის საფუძველზე დგინდება, რომ ქ. გორში, მ–-------ის ქ. №-----ში მდებარე ბინა მფლობელობაში გადაეცა გ------ი გ----–---–ის ოჯახს. (ტ.1.ს.ფ. 178)

 

1993 წლის 30 ივლისს გორის გამგეობასთან არსებული მრავალდარგოვანი მცირე საწარმოო სახლმართველობა №- ორგანიზაციის წარმომადგენელს და ლ---–ა გ----–---–ს შორის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 01 თებერვლის დადგენილების საფუძველზე გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლ---–ა გ----–---–ს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა გორის გამგეობის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქ. გორი მ–-------ის ქ. №----. (ტ.1.ს.ფ. 31)

 

13.04.1993 წლის საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ცნობის თანახმად ლ---–ა გ------ის ასული გ----–---–ის ოჯახი, მცხოვრები მ–-------ის ქუჩა, სახლი #23, ბინა #9 ორი პირისგან შედგება. კერძოდ, გ----–---–ი ლ---–ა გ------ის ასული და გ----–---–ი ჟ----–--- ი-----ის ძე. (ტ.1.ს.ფ. 176-177)

 

სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი გორის არქივის 19.07.2016 წლის საარქივო ცნობის თანახმად, გორის არქივში დაცული გორის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1989 წლის საარქივო ჩანაწერებით დასტურდება, რომ 1989 წლის 15 თებერვლის, ოქმი #2, გადაწყვეტილება #---ის თანახმად მ----ა გ------ის ასული გ----–---–ის სახელზე გამოწერილი იქნა ბინის ორდერი. მისამართი: ქ. გორი, ნ--------ისი ქ. #17. ერთ ოთახიანი, ფართით 39,37 კვ. მეტრი. (ტ.2.ს.ფ. 38)

 

გორის არქივში დაცული გორის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 15 თებერვალის №-- გადაწყვეტილებით: 1. დამტკიცდა საბინაო საკითხების საზოგადოებრივი კომისიის გადაწყვეტილება ნ--------ის ქ. №17 ბინის განაწილების შესახებ თანდართული დანართის მიხედვით. 2. დაევალა ბინების აღრიცხვისა და განაწილების სექტორს გაეცა ბინის ორდერი ნ--------ის ქ. №17 მაცხოვრებლებზე თანდართული დანართის მიხედვით, რომლის თანახმადაც მ----ა გ------ის ასულ გ----–---–ს, მცხოვრებს მ–-------ის ქ. №---- გადაეცა საცხოვრებელი ბინა მდებარე ნ--------ის ქ. №17. (ტ.2.ს.ფ. 38-41)

 

საქმეში წარმოდგენილი საბინაო ბარათით (ფორმა #17) ირკვევა, რომ ქ. გორში, მ–-------ის 2---, ორდერი #---, სახლთმფლობელობა #2-დან გ----–---–ი მ----ა გ------ის ასული (11.01.1954), რომელიც მისამართზე ჩაწერილი იყო 21.08.74 წელს, მისამართიდან ამოწერილი იქნა 1989 წელს. (ტ.1.ს.ფ.34-35) საგულისხმოა, რომ სარჩელში მ----ა გ----–---–ი თავად უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ სადავო მისამართზე რეგისტრირებული იყო 1989 წლამდე. (ტ.1.ს.ფ. 2)

 

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დასტურდება, რომ გორის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით მ----ა გ----–---–ის სასარგებლოდ გაიცა ორდერი ქ. გორი, ნ--------ის ქ. №17-ში მდებარე უძრავ ნივთზე, საბინაო ბარათით ირკვევა და უფრო მეტიც, სარჩელში მ----ა გ----–---–ი თავად უთითებს, რომ სადავო ბინაში რეგისტრირებული იყო 1989 წლამდე, სააპელაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს აპელანტის მსჯელობას მასზედ, რომ 04.12.1987 წლის სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო ბინაში მ----ა გ-----–---–ის შესახლება დადგინდა, ადასტურებს პრივატიზაციის პერიოდში (1993 წლის 30 ივლისი) უძრავ ქონებაზე კანონიერი სარგებლობის და ფაქტობრივი ფლობის ფაქტს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მხრიდან სადავო ბინის ფლობის ფაქტის დასადასტურებლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებები სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. ამდენად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ უძრავი ნივთის ლ---–ა გ-----–---–ის სახელზე პრივატიზაციის დროს მ----ა გ----–---–ი აღარ ცხოვრობდა და არ სარგებლობდა სადავო ქონებით.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.2. აღნიშნული ურთიერთობის სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნეს 1983 წლის 4 ივნისის „საქართველოს სსრ საბინაო კოდექსი“, რადგანაც განსახილველი ურთიერთობა წარმოშობილია სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე. „საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის“ მე-60 მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულება იდება წერილობით, საცხოვრებელი სადგომის ორდერის საფუძველზე, გამქირავებელს - საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციასა და დამქირავებელს - მოქალაქეს შორის, რომლის სახელზეც გაცემულია ორდერი. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის პირველი აბზაცის პირველი წინადადების თანახმად, განსაზღვრულია იმ პირთა უფლება-ვალდებულებები, რომლებიც დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან და მასთან ერთად ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ არა აქვთ დადებული საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის შესახებ ხელშეკრულება, ისინი სარგებლობენ ყველა უფლებით და ეკისრებათ ყველა მოვალეობა საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დამქირავებლის ოჯახის წევრებს განეკუთვნებიან მასთან მუდმივად მცხოვრები დამქირავებლის მეუღლე, მათი შვილები და მშობლები. ამდენად, ბინის ორდერი (უფლებადამდგენი დოკუმენტი) წარმოადგენდა ბინის დაქირავების ლეგიტიმურ საფუძველს, რის შედეგადაც პირი იძენდა საცხოვრებელი სადგომის დამქირავებლის სტატუსს. „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის N107 დადგენილებით, ბინების საკუთრებაში მიღების უფლების მქონე სუბიექტებს სწორედ ამგვარი დამქირავებლები და მათი ოჯახის წევრები წარმოადგენდნენ.

 

საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილების პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტებით უდავოდ გამოხატულია კანონმდებლის ნება, საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადასცემოდათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც პრივატიზაციის ხელშეკრულების დადების დროისათვის ამ სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები იყვნენ. სახელმწიფომ ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც დადგენილი წესით ჩასახლებული იყო ბინაში, დამქირავებელი იქნებოდა იგი თუ მისი ოჯახის წევრი, მისცა საშუალება, გამხდარიყო ბინის მესაკუთრე. ამ დადგენილების თანახმად, ყველა პირი, ვინც პრივატიზაციის დროს ცხოვრობდა ბინაში, უნდა ჩათვლილიყო ბინის პოტენციურ თანამესაკუთრედ, იმის მიუხედავად, თუ ოჯახის რომელი წევრის სახელზე მოხდებოდა ბინის პრივატიზაცია, ვინაიდან, პრივატიზაციით სახელმწიფომ საკუთრების უფლება მიანიჭა ბინის ყველა დამქირავებელს და ოჯახის წევრს. თუ ამ უკანასკნელებს კანონით დადგენილი წესით უარი არ განუცხადებიათ საკუთრებაზე, ისინი ბინის მესაკუთრეებს წარმოადგენენ, მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა პრივატიზაციის ხელშეკრულების უშუალო მხარეები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირი ამ ფართზე უფლებადაკარგულად იქნებოდა ცნობილი ან პრივატიზაციის პერიოდისათვის ამოწერილ იქნებოდა სადავო ბინიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ნივთის პრივატიზაციის დროს (1993 წლის 30 ივლისი) მ----ა გ----–---–ი ბინის კანონიერ მოსარგებლეს და ფაქტობრივ მფლობელს აღარ წარმოადგენდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ არ არსებობს სადავო ბინის თანამესაკუთრედ მ----ა გ----–---–ის აღიარებისათვის საკმარისი წინაპირობა. გარდა ამისა, გათვალისწინებით იმისა, რომ სადავო უძრავ ნივთზე არ დადასტურდა მოსარჩელის თანასაკუთრების უფლება, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აღარ არსებობს მ----ა გ----–---–ის იურიდიული ინტერესი სადავო პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილობის მიმართ. შესაბამისად, სააპელაციო პალატა დასახელებული სარჩელის ფარგლებში არ ამოწმებს აღნიშნულ ხელშეკრულების შესაბამისობას წაყენებულ მოთხოვნებთან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის განმარტების შედეგად პალატამ მიიჩნია, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად, მოსარჩელემ უნდა მოიპოვოს კონკრეტული უფლება, ან აღიკვეთოს მისი უფლების რეალიზაციაში ხელშეშლა. ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების (სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ან არარსებობის ფაქტის) აღიარებასთან. პალატა აღნიშნავს, რომ იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის მნიშვნელოვანია გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილებისას. კონკრეტულ შემთხვევაში, არ დგინდება რა მოსარჩელის უფლება სადავო უძრავ ქონებაზე, სადავო პრივატიზაციის ხელშკრულების ბათილად ცნობა ვერ მოუტანს გარკვეულ მართლზომიერ შედეგს მოსარჩელეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. აპელანტი გათავისფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ----ა გ----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა აუდრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ირაკლი ბონდარენკო

 

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

 

მე---- გაბინაშვილი