განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.03.2018
საქმის ნომერი
080310017002218075
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საიჯარო ურთიერთობებიდან გამომდინარე
თარიღი
02.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310017002218075 (3/ბ-37-2018 წ.)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

02 მარტი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე ხათუნა ხომერიკი

 

სააპელაციო სასამართლომ, მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სს ,,თ----------ის’’ წარმომადგენლის კ------------ის შუამდგომლობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე საჩივრის გამოხმობის შესახებ და გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

სს ,,თ----------ის’’ წარმომადგენელმა კ------------ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, შპს ,,ბ---–---ის’’ მიმართ და მოითხოვა ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3------ის №4-- განკარგულების, ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 07 ივნისის №1--- ბრძანების ბათილად ცნობა; ასევე მოითხოვა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დავალდებულება სადავო საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და საქმის გარემოებების გაანალიზების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ქ. ქუთაისში ი. ჭ--------- გ------------ში, ქუთაისის თვითმმართველი ერთეულის კუთვნილ არასასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთზე (ს------ს ნაწილი, ნაკვეთის 1-2, მიწის ს/კ 0-----------.) შპს „ბ---–---ისათვის“ სასაწყობე მეურნეობის მოსაწყობად,მსუბუქი ტიპის ნაგებობის მშენებლობისთვის თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ;

 

ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დავალდებულება გააუქმოს შპს „ბ---–---თან“ 2017 წლის 1-------ს გაფორმებული №-- საიჯარო ხელშეკრულება და სადავო საკითხის სრულყოფილად შესწავლის, ასევე საქმის გარემოებების გაანალიზების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ქ. ქუთაისში, ი. ჭ--------- გ-------------ში, ქუთაისის თვითმმართველი ერთეულის კუთვნილ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე (ს------ს ნაწილი, ნაკვეთის №1-2, მიწის ს/კ 0-----------) შპს „ბ---–---ისთვის’’ სასაწყობე მეურნეობის მოსაწყობად, მსუბუქი ტიპის ნაგებობის მშენებლობისათვის თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

 

2017 წლის 20 დეკემბერს სს ,,თ----------ის’’ წარმომადგენელმა კ------------ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ და ვ“ ქვეპუნქტების და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად მოითხოვა დავის საბოლოო გადაწყვეტილებამდე შპს „ბ---–---ს“ აკრძალვოდა ქ. ქუთაისში, ი.ჭ--------- გ-------------ში, ქუთაისის თვითმმართველი ერთეულის კუთვნილ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე (ს------ს ნაწილი, ნაკვეთის №1-2, მიწის ს/კ 0-----------) შპს „ბ---–---ისათვის“ სასაწყობე მეურნეობის მოსაწყობად, მსუბუქი ტიპის ნაგებობის მშენებლობისათვის რაიმე სახის სამშენებლო სამუშაოების ჩატარება. ასევე მოითხოვა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 0-----2017 წლის №1--- ბრძანების მოქმედების შეჩერება.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინებით სს ,,თ----------ის’’ შუამდგომლობა - დავის საბოლოო გადაწყვეტილებამდე აეკრძალოს შპს „ბ---–---ს“, აწარმოოს ქ.ქუთაისში, ი.ჭ--------- გ-------------ში, ქუთაისის თვითმმართველი ერთეულის კუთვნილ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე (ს------ს ნაწილი, ნაკვეთის №1-2, მიწის ს/კ 0-----------) შპს „ბ---–---ისათვის“ სასაწყობე მეურნეობის მოსაწყობად, მსუბუქი ტიპის ნაგებობის მშენებლობისათვის რაიმე სახის სამშენებლო სამუშაოების ჩატარება, არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა სს ,,თ----------ის’’ შუამდგომლობა ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3------ის №4-- განკარგულების და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 7 ივნისის №1--- ბრძანების მოქმედების შეჩერების შესახებ.

 

ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით საჩივარი შეიტანა სს ,,თ----------ის’’ წარმომადგენელმა კ------------ემ (ს.ფ. 91-94).

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული (ს.ფ. 100-102), ხოლო 2018 წლის 03 იანვრის განჩინებით სს ,,თ----------ის’’ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (ს.ფ. 111-118).

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და საქმის განხილვა მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე დაინიშნა 2018 წლის 27 თებერვალს.

 

2018 წლის 06 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში შემოვიდა სს ,,თ----------ის’’ წარმომადგენლის კ------------ის შუამდგომლობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლზე მითითებით საჩივრის (სარჩელის) გამოხმობის შესახებ.

 

2018 წლის 02 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე მ-----------ე ტელეფონით დაუკავშირდა მოწინააღმდეგე მხარების (მოპასუხეებს)- ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელს ე------------------–-–---–ს, ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელს დ-----------ეს და შპს ,,ბ---–---ის“ დირექტორს ი-----–--------ეს, რომლებიც დაეთანხმნენ სს ,,თ----------ის’’ წარმომადგენელ კ------------ის შუამდგომლობას საჩივრის გამოხმობაზე.

 

სააპელაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მხარეთა პოზიციებს, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ სს ,,თ----------ის’’ წარმომადგენლის კ------------ის შუამდგომლობა საჩივრის გამოხმობასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და სს ,,თ----------ის’’ განაცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველი, შემდეგ გარემოებათა გამო :

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. იმავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო – მოპასუხეს ცნოს სარჩელი.

 

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ასევე იცნობს სარჩელის გამოხმობის ინსტიტუტს, რაც მისი სპეციფიკით განსხვავდება სარჩელზე უარის თქმისაგან, რომელსაც უფრო მკაცრი შედეგები მოჰყვება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას, დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე მხარე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლზე მითითებით ითხოვს საჩივრის გამოხმობას, რისი საპროცესო უფლებაც მხარეს, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, - გააჩნია.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სს ,,თ----------ის’’ წარმომადგენლის კ------------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ვ” ქვეპუნქტით, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს საჩივარის (სარჩელს), თუ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ. იმავე კოდექსის 831 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას საჩივრის (სარჩელის) გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი ბაჟი. ამასთანავე მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, 831, 275-ე, 284-285-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სს ,,თ----------ის’’ წარმომადგენლის კ------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინება;

 

3. სს ,,თ------------ის’’ წარმომადგენლის კ------------ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ - დარჩეს განუხილველად;

 

4. სს ,,თ----------ს’’ დაუბრუნდეს სს ,,თ----------ის’’ მეშვეობით, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის შემდეგი ანგარიშიდან: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 183 150;

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).

 

ხათუნა ხომერიკი

მოსამართლე