თავი IX — მხარეთა საპროცესო უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა # # # # # # #
1. მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.
2. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(239)
საქმე №ას-275-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.02.2026
…აღნიშნეს, რომ მხარეთა შეთანხმებით, დავა საარბიტრაჟო წესით უნდა გადაწყვეტილიყო. 4.10.3. 2023 წლის 8 დეკემბრის განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თ.ბ–ძის მიმართ მოთხოვნის ნაწილში, სარჩელი დარჩა განუხილველად ( სსსკ-ის 831 მუხლი). 4.10.4. მოსარჩელემ/კასატორმა 2023 წლის 29 დეკემბერს ახალი სარჩელი წარადგინა, რომლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი 2019 წლის 26 სექტემბრის…
…განხილვისთვის. სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. 9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია…
საქმე №ბს-935(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.09.2025
…ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2025 წლის 17 ივლისს დ. გ-ასა და თ. ჭ-ას წარმომადგენლის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია შუამდგომლობა საკასაციო საჩივრის გამოხმობის თაობაზე. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლზე, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე.…
საქმე №ას-1058-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.09.2025
…საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. დისპოზიციურობის პრონციპის კერძო გამოხატულებაა მოსარჩელის/განმცხადებლის უფლება, გამოიხმოს სარჩელი/განცხადება. 11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე.…
…სარჩელის განხილვის გარეშე, ცხადია, ასეთ შემთხვევაში, ვერ იქნება შენარჩუნებული საქმის არსებითი განხილვის შედეგად მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები. ზემოაღნიშნული მსჯელობის მართებულობას ადასტურებს სსსკ-ის 831 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის მიხედვით, სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას, სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო…
საქმე №ბს-158(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.07.2025
საქმე №ბს-905(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.04.2025
…სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა…