განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001365248
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი, 2017 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/1120-17
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური
მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე, ეკატერინე ცისკარიძე
სხდომის მდივანი - ნატო მახარაშვილი
აპელანტი – ზ------ მ-------–--ე
წარმომადგენელი - მზია გოგუა
მოწინააღმდეგე მხარე – თ----- კ---–--–-–---–ი
წარმომადგენელი - შალვა ქურდაძე
დავის საგანი – ალიმენტის ოდენობის გაზრდა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება
სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაკისრებული ალიმენტის შემცირება 200 ლარამდე
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე თ----- კ---–--–-–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე ზ------ მ-------–--ეს (პ/ნ. 26001004136) დაეკისრა მოსარჩელე თ----- კ---–--–-–---–ის (პ/ნ. 01030013951) სასარგებლოდ, 2011 წლის 21 ივნისს დაბადებული ა-–---------- მ-------–--ის რჩენა-აღზრდისათვის, ალიმენტის (გაზრდილი სახით), ყოველთვიურად 350 (სამასორმოცდაათი) ლარის გადახდა (ნაცვლად 150 ლარისა) სარჩელის აღძვრიდან (2016 წლის 19 მაისიდან) მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე. მოპასუხე ზ------ მ-------–--ეს (პ/ნ. 26001004136) ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. მოსარჩელე თ----- კ---–--–-–---–ს და მოპასუხე ზ------ მ-------–--ეს თანაცხოვრების პერიოდში, 2011 წლის 21 ივნისს შეეძინათ შვილი ა-–---------- მ-------–--ე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისანი-სამგორის სამსახურის მიერ 2011 წლის 24 ივნისს გაცემული ა-–---------- მ-------–--ის დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N08201111777 (ს.ფ.20;
2.1.2. თ----- კ---–--–-–---–ი და ზ------ მ-------–--ე აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და აღარ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი ა-–---------- მ-------–--ე ცხოვრობს მოსარჩელესთან, თ----- კ---–--–-–---–თან ერთად.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
2.1.3. საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თ----- კ---–--–-–---–ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ზ------ მ-------–--ეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - 2011 წლის 21 ივნისს დაბადებული ა-–---------- მ-------–--ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2012 წლის 30 ივლისიდან მის სრულწლოვანებამდე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22
ოქტომბრის გადაწყვეტილება, საქმე №2/9500-12 (ს.ფ. 13-19);
2.1.4. მოპასუხე ზ------ მ-------–--ე საქორწინო ურთიერთობაშია სხვა პირთან.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
2.1.5. მოსარჩელე თ----- კ---–--–-–---–ი შრომისუნარიანია. იგი არის დიზაინერი, მაგრამ არ არის დასაქმებული და არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
2.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.2.1. საქმეში წარმოდგენილი მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან გამოდმინარე, არასრულწლოვან ა-–---------- მ-------–--ეს აქვს ჯანმთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, კერძოდ, მისი დიაგნოზია ალერგიული რინიტი, დისპეპსია, ყაბზობა. არასრულწლოვანს ადრეული ასაკიდან გამოხატული აქვს ხშირი რესპირაციული ჩივილები, რაც ვლინდება ხველით, უკან წვეთის სიმპტომები. საქმეში არსებული, 07.04.2016 წელს ა-–---------- მ-------–--ე მკურნალობას გადიოდა შპს ,,ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრში“. სადაც მას მიეცა სამკურნალო რეკომენდაციები. 16.05.2016 წელს ა-–---------- მ-------–--ეს შპს ,,მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში“ დაუდგინდა დიაგნოზი: დისპეპსია (საჭმლის მონელების დარღვევა) და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ფაღარათის გარეშე. სამკურნალო რეკომენედაციის სახით მას დაენიშნა დიეტა და მედიკამენტები. 04.05.2016 წელს შპს ,,მედკაპიტალში“ ჩატარებული გამოკვლევის შედეგად არასრულწლოვან ა-–---------- მ-------–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასკვნის მიხედვით, მას კვლავ აქვს ალერგიული რინიტი, მწვავე კატ. ფარინგიტი. არასრულწლოვანის მდგომარეობა საჭმლის მომნელებელ სისტემასთან მიმართებით გამოიკვეთა ექვსი თვის ასაკიდან ხელოვნურ კვებაზე გადასვლიდან. საქმეში წარმოდგენილი ჩატარებული სამედიცინო პროცედურების დამადასტურებელი დოკუმენტების მიხედვით, არასრულწლოვან ა-–---------- მ-------–--ეს ესაჭიროება მუდმივი ექიმის მეთვალყურეობა, სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება, დიეტა (განსაკუთრებული კვების რეჟიმი) და შესაბამისი მედიკამენტების მიღება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- შპს ,,ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის“ მმიერ 07.04.2016 წელს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, 07.04.2016წ, 08.04.2016 წ. ქვითრები, შპს ,,მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ მიერ 16.05.2016წელს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, 16.05.2016წ. ქვითარი, ,,ფარმადეპოს“ 17.05.2016წ. ქვითარი, ,,ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრში“ 08.04.2016წ და 28.05.2015წ. ჩატარებული გამოკვლევების შედეგები, შპს ,,ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის“ 20.11.14წ. გაცემული ცნობა, 18.06.2015წ. გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N 18.06/323, შპს ,,მედკაპიტალის“ მიერ 04.05.2016წ. გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, 04.05.2016წ. გაცემული კალკულაცია N14, ,,ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის“ მიერ 20.05.2015წელს გაცემული ცნობა, შპს ,,მედკაპიტალი - სამგორის“ მიერ გაცემული ცნობა, სს ,,მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავამდყოფოს“ მიერ 01.10.2013წ. გაცემული ცნობა N40553, სს ,,მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავამდყოფოს“ მიერ 22.08.2013წ. გაცემული ცნობა N34883, შპს ,,სამედიცინო ცენტრი-ჯანმრთელობა“-ს მიერ 20.09.13წ. და 21.09.2013წ. გაცემული ცნობები, 15.04.2016წ. რეცეპტი, 15.04.2016წ. 27.04.2016წ. ქვითრები (ს.ფ. 21-42);
2.2.2. საქმეში წარმოდგენილი შპს ,,Autocom Japan”-ის მიერ 30.05.2016 წელს გაცემული ცნობის მიხედვით, მოპასუხე ზ------ მ-------–--ე 09.03.2016 წლიდან დასაქმებულია გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს დარიცხულ 150 აშშ დოლარის ექვივანელტს ლარში, ხოლო ყოველთვიური ბონუსი აუქციონიდან გაყიდული მანქანის შემთხვევაში შეადგენს დარიცხული 10 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, ხოლო ,,აუტოკომის სტოკიდან“ გაყიდული მანქანის შემთხვევაში ბონუსი შეადგენს დარიცხული 15 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- შპს ,,Autocom Japan”-ის მიერ 30.05.2016 წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 77).
2.2.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ინფორმაციით ზ------ მ-------–--ის სახელზე 2014 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდისათვის ირიცხება დასაბეგრი შემოსავლების შესახებ მონაცემები. კერძოდ, დამსაქმებელი შპს ,,CAREXPRESS”-ისგან ზ------ მ-------–--ეს მიღებული აქვს შემდეგი სახის შემოსავალი: 2014 წლის იანვრის თვეში - 125 ლარი, 2014 წლის თებერვლის თვეში - 563 ლარი, მარტის თვეში - 563 ლარი, აპრილის თვეში - 625 ლარი. შპს ,,Spark Avto”-გან მოპასუხეს მიღებული აქვს ხელფასის სახით: 2014 წლის მაისის თვეში - 806 ლარი, ივნისის თვეში - 770 ლარი, ივლისის თვეში - 925 ლარი, აგვისტოს თვეში - 1020 ლარი, სექტემბრის თვეში - 1008 ლარი, ოქტომბრის თვეში - 672 ლარი, ნოემბრის თვეში - 653 ლარი, დეკემბრის თვეში - 2088 ლარი, 2015 წლის იანვრის თვეში - 463 ლარი. ხოლო შპს ,,Spark Auto”-გან ზ------ მ-------–--ეს მიღებული აქვს 2015 წლის მაისის თვეში - 3438 ლარი, ივნისის თვეში - 3036 ლარი, ივლისის თვეში - 1161 ლარი, აგვისტოს თვეში - 1278 ლარი, ოქტომბრის თვეში - 5160 ლარი, ნოემბრის თვეში - 3758 ლარი, დეკემბრის თვეში - 4148 ლარი. დამსაქმებელი შპს ,,Jiti Servisi”-გან 2016 წლის თებერვლის თვეში მოპასუხეს მიღებული აქვს ხელფასის სახით 1852 ლარი, 2016 წლის მარტის თვეში - 2614 ლარი, ხოლო დამსაქმებელი შპს ,,Autocom Japan Geo”-სგან ზ------ მ-------–--ეს აქვს შემოსავალი შემდეგი ოდენობით: 2016 წლის აპრილის თვეში - 451 ლარი, მაისის თვეში - 597 ლარი, ივნისის თვეში - 629 ლარი, ივლისის თვეში - 718 ლარი, აგვისტოს თვეში - 1229 ლარი და სექტემბრის თვეში - 1272 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 11.11.2016წ. მიმართვა N21-04/122214, 10.11.2016 წელს გაცემული ცნობა N146547-21-11 და დანართი (ს.ფ. 151-155);
- შპს ,,Autocom Japan Geo” მიერ გაცემული ცნობა ზ------ მ-------–--ის მიერ მიღებული ხელფასის ოდენობის შესახებ (ს.ფ. 160);
2.2.4. საქმეში წარმოდგენილი სს ,,თიბისი ბანკის“ მიერ 25.05.2016 წელს გაცემული N254/103-01 დავალიანების ცნობის მიხედვით, ზ------ მ-------–--ეს სწრაფი სამომხმარებლო სესხიდან (ხელ. N1792939-8119121) გამომდინარე აქვს საკრედიტო დავალიანება 13402.37 ლარის ოდენობით, ხოლო განვადების ბარათზე, მას დავალიანება აღარ ერიცხება. მოპასუხე ზ------ მ-------–--ე N1792939-8119121 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დასაფარად იხდის ყოველთვიურად თანხას.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- სს ,,თიბისი ბანკის“ მიერ 25.05.2016წელს გაცემული N254/103-01 დავალიანების ცნობა (ს.ფ. 58);
- 15.12.2015წ. მემორიალური ორდერი N 81261564, 81261565, 15.01.2016წ. მემორიალური ორდერი N 83207873, 15.01.2016წ. მემორიალური ორდერი N 83207874, 15.01.2016წ. მემორიალური ორდერი N 83207875, 15.02.2016წ. მემორიალური ორდერი N85078352, 15.02.2016წ. მემორიალური ორდერი N 85078357, 15.02.2016წ. მემორიალური ორდერი N 85078359, 15,03,2016წ. მემორიალური ორდერი N 86958961, 15.03.2016წ. მემორიალური ორდერი N 86958962, 15.03.2016წ. მემორიალური ორდერი N 86958963, 15.04.2016წ. მემორიალური ორდერი N 89417865, 15.04.2016წ. მემორიალური ორდერი N 89417868, 15.04.2016წ. მემორიალური ორდერი N 89417870, 16.05.2016წ. მემორიალური ორდერი N 91675903, 16.05.2016წ. მემორიალური ორდერი N 91675905, 16.05.2016წ. მემორიალური ორდერი N 91675906 (ს.ფ. 59-76).
2.2.5. საქმის განხილვის მიმდინარეობისას, არასრულწლოვან ა-–---------- მ-------–--ეს ჩაუტარდა სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევები და დაენიშნა შესაბამისი მედიკამენტოზური მკურნალობა. კერძოდ, ბაქტერიოფაგის ანალიტიკურ დიაგნოსტიკურ ცენტრის მიერ 06.12.2016წ. გაცემულია მაკროსკოპული გამოკვლევის შედეგები და 09.12.2016 წელს - ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის შედეგები. საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის“ 15.12.2016წელს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მიხედვით, არასრულწლოვან ა-–---------- მ-------–--ეს განესაზღვრა დიაგნოზი: ალერგიული ბრონქიტი, ბრონქოსპაზმი, ალერგიული რინიტი, სესიბილიზაცია ოთახის მტვრის ტკიპების მიმართ, ფიზიკური დატვირთვის ხველითი სინდრომი. პაციენტს დაენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა და სხვა შრომითი რეკომენდაციები სამი თვის განმავლობაში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- ბაქტერიოფაგის ანალიტიკურ სადიაგნოსტიკური ცენტრის მიერ 06.12.2016 წელს ჩატარებული პარაზოტოლოგიური გამოკვლევის და ბაქტეროლოგიური გამოკვლევის შედეგები (ს.ფ. 174-175).
- შპს ,,ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის“ მიერ 15.12.2016წელს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N 19.12/2816, სალაროს შემოსავლის ორდერი და ქვითრები (ს.ფ. 176-180);
- შპს ,,უნიმედი კახეთი“- ბავშვთა ახალი კლინიკის მიერ 15.12.2016წელს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ს.ფ. 181).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3.1. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე თ----- კ---–--–-–---–მა არასრულწლოვანი ა-–---------- მ-------–--ის ალიმენტის ოდენობის გაზრდა მოითხოვა იმ არსებით გარემოებაზე მითითებით, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა სასამართლო წესით საალიმენტო ვალდებულების განსაზღვრის შემდეგ, ხოლო ბავშვის ასაკმა და შესაბამისად, მისთვის აუცილებელმა ხარჯმა მოიმატა.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
დადგენილია, რომ მოსარჩელე თ----- კ---–--–-–---–ს და მოპასუხე ზ------ მ-------–--ეს თანაცხოვრების პერიოდში, 2011 წლის 21 ივნისს შეეძინათ შვილი ა-–---------- მ-------–--ე. მხარეები აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და აღარ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი ა-–---------- მ-------–--ე ცხოვრობს მოსარჩელესთან, თ----- კ---–--–-–---–თან ერთად. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თ----- კ---–--–-–---–ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ზ------ მ-------–--ეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - 2011 წლის 21 ივნისს დაბადებული ა-–---------- მ-------–--ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2012 წლის 30 ივლისიდან მის სრულწლოვანებამდე.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. სასამართლომ განმარტა, რომ კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის
მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით.
სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა. სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული მუხლი მართალია ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია ალიმენტვალდებულის რეალური მატერიალური მდგომარეობა (იხ. გადაწყვეტილების 3.2.2. და 3.2.3. პუნქტები). მოპასუხე მხარის განმარტებით, იგი კეთილსინდისიერად ასრულებს დაკისრებულ საალიმენტო ვალდებულებას.
სასამართლომ ყურადრება მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ მოპასუხეს შეეცვალა ოჯახური მდგომარეობა, იგი ქორწინებაშია სხვა პირთან. ამასთან, მას ერიცხება საბანკო დავალიანება, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი სს ,,თიბისი ბანკის“ მიერ 25.05.2016 წელს გაცემული N254/103-01 დავალიანების ცნობის მიხედვით, ზ------ მ-------–--ეს სწრაფი სამომხმარებლო სესხიდან (ხელ. N1792939-8119121) გამომდინარე აქვს საკრედიტო დავალიანება 13402.37 ლარის ოდენობით, ხოლო განვადების ბარათზე, მას დავალიანება აღარ ერიცხება. მოპასუხე ზ------ მ-------–--ე N1792939-8119121 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დასაფარად იხდის ყოველთვიურად თანხას.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ზ------ მ-------–--ე არ წარმოადგენს მსესხებელს და რეალურად საკრედიტო დავალიანება ერიცხება სხვა პირს. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. ასევე, სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო არ დასტურდება მოპასუხე ზ------ მ-------–--ის მიერ სხვა დამატებითი შემოსავლის მიღება. თუმცა სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. საბანკო სესხის დაფარვის ხარჯებთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა, რომ საბანკო სესხი, როგორც დროებითი მოვლენა, ვერ მიიჩნევა ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძვლად.
დადგენილია, რომ მოსარჩელე თ----- კ---–--–-–---–ი არ არის დასაქმებული და არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი ხელფასის სახით. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ზემოაღნიშნული ფაქტორების გარდა, გასათვალისწიენებლია, ასევე, ბავშვის სპეციალური მოთხოვნები, რომლებიც შესაძლებელია გამომდინარეობდეს მისი ფიზიკური თუ გონებრივი მდგომარეობიდან. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სწორედ ბავშვის სპეციალური მოთხოვნები, რაც დაკავშირებულია არასრულწლოვანი ა-–---------- მ-------–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. საქმეში წარმოდგენილი მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან გამომდინარე, არასრულწლოვან ა-–---------- მ-------–--ეს აქვს ჯანმთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, კერძოდ, მისი დიაგნოზია ალერგიული რინიტი, დისპეპსია, ყაბზობა. არასრულწლოვანს ადრეული ასაკიდან გამოხატული აქვს ხშირი რესპირაციული ჩივილები, რაც ვლინდება ხველით, უკან წვეთის სიმპტომები. საქმის განხილვის მიმდინარეობისას, არასრულწლოვან ა-–---------- მ-------–--ეს ჩაუტარდა სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევები და დაენიშნა შესაბამისი მედიკამენტოზური მკურნალობა. მისი ბოლოდროინდელი სრული დიაგნოზია: ალერგიული ბრონქიტი, ბრონქოსპაზმი, ალერგიული რინიტი, სესიბილიზაცია ოთახის მტვრის ტკიპების მიმართ, ფიზიკური დატვირთვის ხველითი სინდრომი. პაციენტს დაენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა და სხვა შრომითი რეკომენდაციები სამი თვის განმავლობაში.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ არასრულწლოვან ა-–---------- მ-------–--ეს გარდა ყოველთვიურად რჩენა-აღზრდისათვის დადგენილი აუცილებელი მოთხოვნილებების გარდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ესაჭიროება სხვა დამატებითი ხარჯებითაც უზრუნველყოფა, ვინაიდან მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ექიმის მეთვალყურეობა, სხვადასხვა გამოკვლევების ჩატარება და მათი დანიშნულებების ზედმიწევნით შესრულება, განსაკუთრებული კვებითი რეჟიმი, რაც დაკავშირებულია ხარჯებთან. აღნიშნული გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა 150 (ას ორმცოდაათი) ლარი არის საკმაოდ მწირი. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან. ზემოთ როგორც აღინიშნა, მოპასუხე ზ------ მ-------–--ეს აქვს სტაბილური მატერიალური შემოსავალი და მისი მოსაზრება, რომ აღნიშნული წარმოადგენს მოკვლევადიან სამსახურს, არ დადასტურდა შესაბამისი მტკიცებულებით.
სასამართლოს რომ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის გაზრდას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას. სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მოპასუხე ზ------ მ-------–--ის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი არ შეცვლილა.
სასამართლომ განმარტა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს.
სასამართლომ მხედველობაში მიიღო რა, არასრულწლოვანი ა-–---------- მ-------–--ის ასაკი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მკურნალობის აუცილებლობა და ასევე ის გარემოება, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც, მიზანშეწონილად მიიჩნია, დადგენილი ალიმენტის ოდენობის გაზრდა მაგრამ არა სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით.
საქმეზე დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბავშვის ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, მოპასუხის მატერიალური მდგომარეობიდან და ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, სასამართლომ გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა გაიზარდოს და მოპასუხის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა, სარჩელის აღძვრიდან 2016 წლის 19 მაისიდან, უნდა განისაზღვროს 350 (სამასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1.1. სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ მოპასუხეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაევალა 150 ლარის გადახდა ალიმენტის სახით და 30 ლარის გადახდა დამატებითი ხარჯების სახით. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული დაკისრებული დამატებითი ხარჯის ოდენობა. მკაფიოდ გამოკვეთილი არ არის, 350 ლარი არის მხოლოდ გაზრდილი ალიმენტის ოდენობა, თუ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლით გათვალისწინებული დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მოვალეობა, როგორც ეს არის მითითებული სასამართლოს 2012 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში.
3.1.2. აპელანტი გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ უსწორობად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად 3.1.4. პუნქტში მითითებულია, რომ ზ------ მ-------–--ე იმყოფება საქორწინო ურთიერთობაში სხვა პირთან, მაგრამ არ არის დაკონკრეტებული, რომ ეს სხვა პირი არის თ----- ს------ე და ქორწინება რეგისტრირებულია 2016 წლის 15 ოქტომბერს სააქტო ჩანაწერით 80163000602.
3.1.3. აპელანტი არ ეთანხმება 3.1.5 პუნქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას და მიუთითებს, რომ სასამართლოს არც კი გამოუთხოვია თ----- კ---–--–-–---–ის მატერიალური მდგომარეობის ამსახველი ინფორმაცია შესაბამისი ორგანოებიდან, შემოიფარგლა მხოლოდ მისი ახსნა-განმარტებით და თავისი ინიციატივით გამოითხოვა ინფორმაცია მხოლოდ მოპასუხესთან მიმართებაში.
3.1.4. სადაო ფაქტობრივ გარემოებად 3.2.1. პუნქტში მითითებულია, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან ა-–---------- მ-------–--ეს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. სასამართლოს მიერ არ არის გათვალისწინებული საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი იმის თაობაზე, რომ 0-5 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვები არიან ჩართული საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში და მკურნალობაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება ხდება სახელმწიფოს მიერ. ამას ადასტურებს საქმეში არსებული 2013 წლის ფ.-100 ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, სადაც მითითებულია, რომ სამედიცინო ცენტრში “ჯანმრთელობა“ მიმართვიანობა დაზღვეულია სადაზღვევო კომპანია “არქიმედე“-ს მიერ, სულ არის 4 მიმართვიანობა. ასევე სახელმწიფოს ჩართულობაზე მკურნალობის პროცესში მიუთითებს ის გარემოება, რომ 04.05.2016 წელს შპს “მედკაპიტალის“ მიერ გაცემულია ფ.-100 ისან-სამგორის მუნიციპალიტეტში წარსადგენად და წინასწარი კალკულაცია წამლებზე შეადგენს 160,30 ლარი. 04.05.2016 წელი – წამლების ჩამონათვალის ღირებულება შეფასებულია 75,97ლარად, თუმცა არ ახლავს გადახდის ჩეკი და საეჭვოა არის თუ არა ეს წამლები საერთოდ შეძენილი და ვის - სახელმწიფოს თუ მოსარჩელის ხარჯით.
2014 წელს ფიქსირდება მხოლოდ ერთი მიმართვიანობა 20.11.2014 წელს “ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრში“, თუმცა შეძენილი წამლების ქვითარი და გადახდილი თანხები არ დგინდება,2015 წელს მხოლოდ 4 მიმართვიანობა - მაისში, ივნისში, ოქტომბერში და საერთო ჯამში წლის განმავლობაში დახარჯულია 157,05 ლარი.
2016 წელს ფიქსირდება 3 მიმართვიანობა “ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრში“, 3 მიმართვიანობა შპს “მედკაპიტალში“ და 1 მიმართვიანობა შპს “მ.იაშვილის სახ.ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში“, 1 მიმართვიანობა შპს “უნიმედ-კახეთში“, სულ გადახდილია ჯამში კონსულტაციის, გამოკვლევების და წამლების საფასური -768,79 ლარი, თუმცა ამ თანხების ანაზღაურება მოხდა დაზღვევის პროგრამის ფარგლებში.
აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ არ არის სწორად შეფასებული მოსარჩელის მიერ შეგროვებული და წარმოდგენილი დოკუმენტაცია, დახარჯული თანხების ოდენობა, საყოველთაო დაზღვევის პროგრამით სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებული თანხების ოდენობა და თ----- კ---–--–-–---–ის მოტივები, რაც განპირობებული იყო მასთან დაძაბული ურთიერთობით ბავშვის ნახვის საკითხის გამო და აპელანტის მიერ ახალი ოჯახის შექმნით. მოსარჩელე მოქმედებს შურისძიების მიზნით, ამისათვის იყენებს ბავშვის მდგომარეობას და მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში 2016 წელს არის მხოლოდ 7 აპრილიდან 16 მაისამდე, ანუ სარჩელის შეტანამდე და გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის.
3.1.5. აპელანტმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გადაწყვეტილების არც აღწერილობით და არც შეფასების ნაწილში არ არის მითითებული, რომ მოპასუხე სს “თიბისი“ ბანკის წინაშე მისი დავალიანების დასაფარად ყოველთვიურად იხდის 435,37 ლარს.
3.1.6. აპელანტმა ასევე სადაოდ გახადა გადაწყვეტილების 3.2.3. პუნქტი, რომლის უსწორობა მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლოს მიერ არ იყო გათვალისწინებული ის გარემოება, რომ იგი ყოველთვიურად ხელზე იღებდა არა დარიცხულ, არამედ საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით თანხას, რაც შეადგენდა: 15.04.2016 წელს - 360,40 ლარს მითითებული 451 ლარის ნაცვლად, 15.05.2016 წელს - 477,92 ლარს მითითებული 597 ლარის ნაცვლად, 15.06.2016 წელს - 503,25 ლარს მითითებული 629 ლარის ნაცვლად, 14.07.2016 წელს - 574,06 ლარს მითითებული 718 ლარის ნაცვლად, 10.08.2016 წელს - 983,47 ლარს მითითებული 1229 ლარის ნაცვლად და 14.09.2016 წელს - 1017,90 ლარს მითითებული 1272 ლარის ნაცვლად.
სასამართლოს მიერ არ იყო შეფასებული აპელანტის მატერიალური მდგომარეობა, ჯანმრთელობა, ახლად შექმნილი ოჯახი, გადასახდელი კრედიტი და ავადმყოფი, უმუშევარი მშობლების რჩენის ვალდებულება, რომლებთანაც ცხოვრობს ერთ ოჯახად, იხდის ყველა კომუნალურ და სხვა სამედიცინო ხარჯებს. დედა - ლ---–- მ-------–--ე დაავადებულია ორივე ქვემო კიდურის ქრონიკული დაავადებით, მას გაუკეთდა მარცხენამხრივი ფლებექტომიის ოპერაცია (ვენების დაზიანება), მას უჭირს გადაადგილება და არ შეუძლია მუშაობა.
აპელანტმა მიუთითა, რომ მისი შემოსავლით იგი ვერ მოახდენს 350 ლარის ალიმენტის, 435 ლარის კრედიტის, მისი მკურნალობის, ოჯახის და არსებობის სხვა ხარჯების დაფარვას. აპელანტის საქმიანობა დაკავშირებულია ავტომანქანების რეალიზაციასთან, ხელფასის სახით აქვს მხოლოდ 150 აშშ. დოლარის ექვივალენტი ლარი, დანარჩენი შემოსავალი იყო რეალიზაციიდან მიღებული პროცენტი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გაძვირდა ავტომანქანების განბაჟება, იგი გახდა სამმაგი ადრე არსებულ ოდენობასთან შედარებით, რამაც 2017 წლიდან გამოიწვია შემოსავლების მკვეთრად ვარდნა და მხოლოდ კუთვნილი ხელფასის დარიცხვა. თუ კი ალიმენტის გაზრდას საფუძვლად დაედო მისი გაუმჯობესებული მდგომარეობა, მაშინ მსჯელობის საგანი ასევე უნდა გამხდარიყო აპელანტის სავალდებულო გადასახადები, ავტომობილების გაზრდილი განბაჟების პროცედურები და სხვა ზემოთ მითითებული გარემოებები, რაც მკვეთრად აუარესებს აპელანტის მატერიალურ მდგომარეობას.
3.1.7. ახალ ფაქტობრვი გარემოებად აპელანტი უთითებს, რომ აპელანტს აქვს წყლული და ალერგიული რინიტი და მკურნალობს ორივე დაავადებას. შეზღუდული აქვს ფიზიკური დატვირთვა. ამჟამად კი მისი ჯანმრთელობა გაუარესდა და ესაჭიროება ძვირადღირებული გამოკვლევები და ძვირადღირებული წამლები. ასევე გაუარესდა დედის - ლ---–- მ-------–--ის ჯანმრთელობა, რომელსაც აქვს ორივე ქვემოკიდურის ქრონიკული ვენური დაავადება, მას გაუკეთდა ოპერაცია 15.06.2016 წლის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრში, ექიმის რეკომენდაციით ესაჭიროება ხანგრძლივი მკურნალობა და ამჟამად უფრო უჭირს გადაადგილება. ჯანმრთელობის გაუარესება მოხდა 2017 წელს ნერვიულობის ნიადაგზე, ასევე სამსახურში შექმნილი მდგომარეობისა და მშობლების ავადმყოფობის გამო.
3.1.8. საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი განბაჟების გაძვირებით შეიცვალა მანქანების რეალიზაციის შესაძლებლობები, რამაც შეამცირა შემოსავალი და გააუარესა აპელანტის მატერიალური მდგომარეობა. თავის მხრივ ამ გარემოებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა სს “თიბისი“ ბანკის წინაშე არსებულ დავალიანებაზე 2017 წლის 15 იანვარს დაფიქსირდა დაგვიანება და 2017 წლის 16 იანვარს აპელანტმა გადაიხადა 435,05 ლარი.
აპელანტის მითითებით, მისი მშობლები რევაზ და ლ---–- მ-------–--ეები არიან უმუშევრები და არ გააჩნიათ არანაირი შემოსავალი, ხოლო მეუღლე თ----- ს------ე განთავისუფლებულია სამსახურიდან 01.02.2017 წლიდან კომპანიაში მომხდარი შემცირებების შედეგად, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მათი სამსახური არის არასტაბილური და კომპანიაში მიმდინარეობს შემცირებები.
3.1.9. აპელანტმა განმარტა, რომ კანონის დანაწესიდან გამომდინარე, კანონი თანაბრად ანაწილებს მშობლების ვალდებულებას შვილებთან მიმართებაში, მაგრამ მიუხედავად ამისა სასამართლომ რჩენის ვალდებულება დააკისრა მხოლოდ მოპასუხეს. გადაწყვეტილებაში უდავო ფაქტად მიჩნეულია, რომ თ----- კ---–--–-–---–ი არის შრომისუნარიანი, დიზაინერი, არ არის დასაქმებული და არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი. იგი არის ახალგაზრდა 31 წლის ქალბატონი და თანაბრად ვალდებულია იზრუნოს შვილზე, მაგრამ სასამართლომ ჩათვალა ამ შემთხვევაში მისი უმუშევრობა საპატიოდ, ხოლო მოპასუხის არასტაბილური შემოსავალი საკმარისად ალიმენტის ოდენობის 350 ლარამდე გაზრდისათვის, რაც თავის მხრივ არაობიექტური და არასამართლიანია. ამასთან არ იყო გათვალისწინებული მოპასუხის წინადადება, რომ მასაც მიეღო მონაწილეობა ბავშვის სამკურნალო დაწესებულებაში მიმართვის, გამოკვლევების და ექიმებთან კონსულტაციის პროცესში.
სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლი, რომლის თანახმად მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. მოცემულ შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული თანხების ანაზღაურება სახელმწიფოს საყოველთაო დაზღვევის პროგრამით. სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დახარჯული თანხების ოდენობა, საყოველთაო დაზღვევის პროგრამით სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებული თანხების ოდენობა და სწორად შეფასებული თ----- კ---–--–-–---–ის სასამართლო დავის მოტივები.
აპელანტის განმარტებით, მას აკისრია ვალდებულება არა მარტო შვილის მიმართ, არამეტ ოჯახის, ავადმყოფი მშობლების მიმართ და ორივე გარემოება არის თანაბარწილად მნიშვნელოვანი მისთვის. თუკი სასამართლომ დადგენილად მიიჩნია 16.05.2016 წლის №-26421 ფ.-100 არსებული ჩანაწერები, სამედიცინო ბარათი №-47322, გაცემული შპს “მ.იაშვილის სახ.ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო“-ს მიერ, რატომ არ გამახვილდა ყურადღება მოკლე ანამნეზის ჩანაწერში, რომ მამას, აქვს წყლული. ეს დაავადება განეკუთვნება სერიოზულ დაავადებათა კატეგორიას და ასევე სჭირდება ექიმების მეთვალყურეობა და წამლების მიღება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
4.1. ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
4.1.1. სააპელაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის, ასევე მხარეთა პოზიციების შესწავლის შედეგად ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად გამოიკვლია დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და მათ კვალობაზე გააკეთა სწორი სამართლებრივი დასკვნა ალიმენტის გაზრდის თაობაზე. შესაბამისად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.1. – 3.1.5; 3.2.1.-3.2.5. პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს), სამართლებრივ დასკვნებს და მიუთითებს მათზე.
4.1.2. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზ------ მ-------–--ის სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას იმ დასკვნების გასაბათილებლად, რასაც პირველი ისნტნაციის სასამართლომ დაამყარა ალიმენტის გაზრდის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. პირველი ინსტანციის სასამართლომ ერთის მხრივ ბავშვის, ა-–---------- მ-------–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე (დიაგნოზი: ალერგიული ბრონქიტი, ალერგიული რინიტი სესიბილიზაცია ოთახის მტკვრის ტკიპის მიმართ, საჭმლის მონელების დარღვევა /დისპეპსია/, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ფაღარათის გარეშე, არასრულწლოვანს ადრეული ასაკიდან გამოხატული აქვს ხშირი რესპირაციული ჩივილები, რაც ვლინდება ხველით, უკან წვეთის სიმპტომები) გაზრდილი მატერიალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, და მეორეს მხრივ ალიმენტვალდებული პირის, ზ------ მ-------–--ის გაუმჯობესებული მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სწორად გამოკვეთა განსახილველ შემთხვევაში ზ------ მ-------–--ისათვის 2012 წლის 22 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე #2/9500-12) დადგენილი ალიმენტის (150 ლარის) გაზრდისათვის კანონით (სამოქალაქო კოდექსის 1215-ე, 1221-ე მუხ-ის მე-2 ნაწ.; 1231-ე მუხ.) გათალისწინებული წინაპირობების არსებობა.
4.1.2.1. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ა-–---------- მ-------–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, ცალსახად დგინდება, რომ 2011 წლის 21 ივნისს დაბადებული ა-–---------- მ-------–--ე, გარდა რჩენა-აღზრდისათვის დადგენილი აუცილებელი მოთხოვნილებებისა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვლისწინებით, საჭიროებს აუცილებელ დამატებით ხარჯებით უზრუნველყოფასაც, რამდენადაც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია ექიმის სისტემატური მეთვალყურეობა, მუდმივად სხვადასახვა სახის სამედიცინო გამოკვლევების ჩტარება, დანიშნული მკურნალობის კურსის, ასევე განსაკუთრებული კვებითი რეჟიმის ზედმიწევნით სიზუსტით დაცვა. აღნიშნული კი, თავის მხრივ მოითხოვს გაზრდილ დანახარჯებს. მნიშვნელოვანია, რომ დავის მიმდინარეობისას, მათ შორის სააპელაციო სასამართლოში დავის განხილვის ეტაპზეც, არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით (მოსარჩელის მიერ) ჩტარებული იქნა სამედიცინო კვლევა, რომელთა საფუძველზეც კიდევ ერთხელ დასტურდება ექიმის მუდმივი მეთვალუყურეობის, შესაბამისი მკურნალობის კურსის სისტემატურად დაცვის და ყოველდღიური სპეცილაური რეჟიმის, მათ შორის განსაკუთრებული კვებითი რეჟიმის დაცვის აუცილებლობა.
4.1.2.2. 2012 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების გამოტანისას ფაქტია, რომ ზ------ მ-------–--ე არ წარმოადგენდა დასაქმებულს (იხ. 22.10.2012წ. გადაწყვეტილების 3.2.2. პუნქტი) და არ გააჩნდა სტაბილური შემოსავალი. განსახილველ შემთხვევაში კი, პირველი ინსტნაციის სასამართლოს მიერ ალიმენტის გაზრდის შესახებ სარჩელის განხილვისას და გადაწყვეტილების გამოტანისას ზ------ მ-------–--ე დასაქმებული იყო და მას გააჩნდა სტაბილური შემოსავალი (იხ. ს.ფ. 77; შპს „Autocom Japan“-ის მიერ გაცემული ცნობა, ასევე სსიპ შემოსავლების სასმახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ გაცემული ინფორმაცია. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.2 და 3.2.3 პუნქტები). განსხვავებით მოსარჩელის მდგომარეობისაგან, რომელიც არც ამ ეტაპზე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ზ------ მ-------–--ეს აქვს სტაბილური შემოსავალი. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტობრივი მოცემულობაც, რომ მის მიერ ხორციელდება საბანკო კრედიტის ვალდებულების შესრულება და ყოველთვიურად ამ ვალდებულების შესრულების მიზნით 435 ლარის გადახდა (იხ. ს.ფ. 58-76). ამდენად, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ფაქტობრივი გარემოება.
ერთის მხრივ არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გაზრდილი საჭიროებანი, ხოლო მეორეს მხრივ, ალიმენტვალდებულის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება პირველი ინსტნაციის სასამართლომ სწორად მიიჩნია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გაზრდის ფაქტობრივ საფუძვლებად.
4.1.3. ალიმენტის გაზრდის, კანონით (სსკ-ის 1215-ე, 1221-ე მუხ-ის მე-2. ნაწ) გათვალისწინებულ ამ კონკრეტული ფაქტობრივი საფუძვლების საწინააღმდეგოდ აპელანტს რაიმე წონადი არგუმეტნაცია არ წარმოუდგენია (უფრო მეტიც, აპელანტის ის პოზიცია, რომ ის მზაობას გამოთქვამს სარჩოს სახით ყოველთვიურად გადაიხადოს 2012 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობის თანხა /რაც მისივე მითითებით /იხ. ტ.1; ს.ფ.225/, შეადგენს 200 ლარს, ფაქტობრივად ადასტურებს ალიმენტის გაზრდის აუცილებლობის შესახებ მოსარჩელის პოზიციას).
აპელანტის ის პოზიცია, რომ ა-–---------- მ-------–--ისათვის გასაწევი სამედიცინო მომსახურება ექცევა საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში და რომ ის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი დაფინანსებით, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არ აბათილებს კონკრეტულ შემთხვევაში ალიმენტის გაზრდის შესახებ გაკეთებულ დასკვნას, ვინაიდან მოპასუხეს არ წარმოუდგენია ის მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა, რომ ყველა ის სამედიცინო მომსახურება და ყველა ის მედიკამენტი, რომელიც აუცილებელია ა-–---------- მ-------–--ისათვის შესაბამისი მკურნალობის კურსის (რომელიც სისტემატური ხასიათისაა) ჩასატარებლად, ფინანსდება საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ბავშვისათვის აუცილებელი განსაკუთრებული კვებითი რეჟიმის დაცვა და შენარჩუნება საჭიროებს დამატებით დანახარჯებს, რაც უდავოა, რომ არ ექცევა აპელანტის მიერ მითითებული დაზღვევით გათვალისწინებული მომსახურების ფარგლებში.
საფუძველს მოკლებულია, ასევე აპელანტის ის პრეტენზია, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ ხელზე ასაღები თანხის ნაცვლად, მიუთითა და ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას დაეყრდნო დარიცხული თანხის მონაცემებს და აგრეთვე ის გარემოება, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ზ------ მ-------–--ის მიერ საბანკო კრედიტით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში ყოველთვიურად 435 ლარის გადახდის ვალდებულება. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის ეს პრეტენზია არანაირ ფაქტობრივ საფუძველს არ შეიცავს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ალიმენტის გაზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული დასკვნის გასაბათილებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა პირველ რიგში, შენიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ინფორმაციიაზე დაყრდნობით, დაადგინა ზ------ მ-------–--ის სახელზე 2014 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდისათვის არსებული დასაბეგრი შემოსავლების შესახებ მონაცემები (კერძოდ, დამსაქმებელი შპს ,,CAREXPRESS”-ისგან ზ------ მ-------–--ეს მიღებული აქვს შემდეგი სახის შემოსავალი: 2014 წლის იანვრის თვეში - 125 ლარი, 2014 წლის თებერვლის თვეში - 563 ლარი, მარტის თვეში - 563 ლარი, აპრილის თვეში - 625 ლარი. შპს ,,Spark Avto”-გან მოპასუხეს მიღებული აქვს ხელფასის სახით: 2014 წლის მაისის თვეში - 806 ლარი, ივნისის თვეში - 770 ლარი, ივლისის თვეში - 925 ლარი, აგვისტოს თვეში - 1020 ლარი, სექტემბრის თვეში - 1008 ლარი, ოქტომბრის თვეში - 672 ლარი, ნოემბრის თვეში - 653 ლარი, დეკემბრის თვეში - 2088 ლარი, 2015 წლის იანვრის თვეში - 463 ლარი. ხოლო შპს ,,Spark Auto”-გან ზ------ მ-------–--ეს მიღებული აქვს 2015 წლის მაისის თვეში - 3438 ლარი, ივნისის თვეში - 3036 ლარი, ივლისის თვეში - 1161 ლარი, აგვისტოს თვეში - 1278 ლარი, ოქტომბრის თვეში - 5160 ლარი, ნოემბრის თვეში - 3758 ლარი, დეკემბრის თვეში - 4148 ლარი. დამსაქმებელი შპს ,,Jiti Servisi”-გან 2016 წლის თებერვლის თვეში მოპასუხეს მიღებული აქვს ხელფასის სახით 1852 ლარი, 2016 წლის მარტის თვეში - 2614 ლარი, ხოლო დამსაქმებელი შპს ,,Autocom Japan Geo”-სგან ზ------ მ-------–--ეს აქვს შემოსავალი შემდეგი ოდენობით: 2016 წლის აპრილის თვეში - 451 ლარი, მაისის თვეში - 597 ლარი, ივნისის თვეში - 629 ლარი, ივლისის თვეში - 718 ლარი, აგვისტოს თვეში - 1229 ლარი და სექტემბრის თვეში - 1272 ლარი), რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ხელზე ასაღები თანხა (კანონით გათვალისწინებული გადასახადის გათვალისწინებით) განსხვავებული და უფრო მცირეა ვიდრე დასაბეგრი შემოსავლის ოდენობა. ამდენად, აპელანტის ეს პრეტენზია არანაირ ფაქტობრივ საფუძველს არ შეიცავს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხის შემოსავლების ოდენობასთან დაკავშირებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების უარსაყოფად. ასევე საგულისხმოა, რომ ალიმენტის გაზრდის შესახებ საკითხის შეფასებისას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა ის ფაქტობრივი მოცემულობა, რომ ზ------ მ-------–--ეს გააჩნია საბანკო კრედიტიდან გამომდინარე ვალდებულება. საქმეში წარმოდგენილი სს ,,თიბისი ბანკის“ მიერ 25.05.2016 წელს გაცემული N254/103-01 დავალიანების ცნობის მიხედვით, პირველი ინსტნაციის სასამართლომ დაადგინა, რომ ზ------ მ-------–--ეს სწრაფი სამომხმარებლო სესხიდან (ხელ. N1792939-8119121) გამომდინარე აქვს საკრედიტო დავალიანება 13402.37 ლარის ოდენობით, ხოლო განვადების ბარათზე, მას დავალიანება აღარ ერიცხება. მოპასუხე ზ------ მ-------–--ე N1792939-8119121 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დასაფარად იხდის ყოველთვიურად თანხას. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა მოპასუხის ეს პოზიცია, როდესაც სარჩელით მოთხოვნილი - 550 ლარის ნაცვლად, ალიმენტის ოდენობა განსაზღვრა 350 ლარით.
4.1.4. ამდენად, სააპელაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზ------ მ-------–--ის სააპელაციო საჩივარით წარმოდგენილი არ ყოფილა დასაბუთებული არგუმენტაცია ალიმენტის გაზრდის შესახებ სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნების გასაბათილებლად.
სააპელაციო პალატა აქვე დასძენს, რომ სააპელაციო საჩივრის წარმოდგენის შემდგომ, უკვე სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტმა წარმოადგინა მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება და დამატებით, ამ ახალი გარემოების გათვალისწინებით, მოითხოვა მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება (იმის გათვალისწინებით, რომ ზ------ მ-------–--ის სამსახურიდან - შპს „Autokom Japan geo”-დან, კერძოდ ამ კომპანიის გაყიდვების მენეჯერის პოზიციიდან გათავისუფლების შესახებ გარემოება დადგა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ /2017 წლის 1-ლი მარტს/, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის საოქმო განჩინებით, წარმოდგენილი შპს „Autokom Japan“-ის მიერ გაცემული 10.03.2017 წლის ცნობა საქმეს დაერთო მტკიცებულების სახით). სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ახალი გარემოება ზ------ მ-------–--ის სასახურიდან გათავისუფლების შესახებ (რომლის თანახმადაც ზ.მ-------–--ე სამსახურიდან განთავისუფლდა 2017 წლის 1-ლი მარტიდან კადრების შემცირების გამო), თავისთვად არ წარმოშობს ალიმენტვალდებულის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ დადგენილი გარემოების გამაბათილებელ გარემოებას, რამდენადაც არ არის გამორიცხული, რომ შესაბამისი დავის წარმართვის შემთხვევაში გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილება არაკანონიერი აღმოჩნდეს, რასაც უნდა მოჰყვეს დასაქმებული დარღვეული შრომითი უფლებების აღდგენა. ამასთან, არ არის გამორიცხული, რომ ზ------ მ-------–--ემ, უკვე სხვა სამსახურში შეძლოს დასაქმება. იმ ვითარებაში, როდესაც არ დასტურდება, ალიმენტვალდებულის მიერ მისი მცდელობის მიუხედავად, სხვა სამსახურში დასაქმების შეუძლებლობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ ის გარემოება, რომ დავის მიმდინარეობის დროს (სააპელაციო სასამართლოში საქმისა განხილვის ეტაპზე) ალიმენტვალდებული განთავისუფლდა სამსახურიდან, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არ იძლევა ალიმენტვალდებულის მატერიალური მდგომარეობის გაუარესების შესახებ დასკვნის საფუძველს. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში ზ------ მ-------–--ის სასახურიდან განთავისუფლების შესახებ ეს გარემოება, გავლენას ვერ იქონიებს ალიემენტვალდებულის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ გარემოებაზე (იხ. 4.1.2.2. პუნქტი). სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ------ მ-------–--ის ( 2017 წლის მარტიდან) სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ეს ახალი ფაქტობრივი გარემოება საქმეზე დადგენილ სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში გათვალისწინებული უნდა იქნეს გაზრდილი ალიმენტის ოდენობის თვალსაზრისით. კერძოდ, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსკ-ის 1214-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ ამ ეტაპზე არ დასტურდება ალიმენტვალდებული პირის დასაქმების შესახებ გარემოება და ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ მას ყოველთვიურად საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე გააჩნია ყოველთვიურად 435 ლარის გადახდის ვალდებულება, სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ გაზრდილი ალიმენტი კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვროს 300 ლარით.
ამგვარად, იმ ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, როდესაც ერთის მხრივ არასრულწლოვანის, ა-–---------- მ-------–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სახეზეა გაზრდილი მატერიალური მოთხოვნილებები, ხოლო მეორეს მხრივ სახეზეა ალიმენტვალდებული პირის, ზ------ მ-------–--ის გაუმჯობესებული მატერიალური მდგომარეობა სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ არსებობს ზ------ მ-------–--ისათვის 2012 წლის 22 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე #2/9500-12) დადგენილი ალიმენტის (150 ლარის) გაზრდისათვის კანონით (სამოქალაქო კოდექსის 1215-ე, 1221-ე მუხ-ის მე-2 ნაწ.; 1231-ე მუხ.) გათალისწინებული წინაპირობები, ხოლო გაზრდილი ალიმენტის ოდენობად უნდა განისაზღვროს 300 ლარი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს ალიმენტის ოდნეობის ნაწილში.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელზე, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა შეადგენდა 4800 ლარს (400x12), რაც წინამდებარე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ დაკმაყოფილდა მოპასუხისათვის 1800 ლარის (150x12) დაკისრების ნაწილში, შესაბამისად დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 37.5%. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენდა 192 ლარს, შესაბამისად ზ------ მ-------–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 192 ლარის, 37,5%, რაც შეადგენს 72 ლარს.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილებას, პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა შეადგენდა 1800 ლარს (150x12), ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო ნაწილობრივ. სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა შემცირდა 50 ლარით, შესაბამისად დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის 33%. აღნიშნულიდან გამომდინარე, თ----- კ---–--–-–---–ს ზ------ მ-------–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის - 150 ლარის, 33%, რაც შეადგენს 49,5 ლარს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ზ------ მ-------–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება:
2.1. მოპასუხე ზ------ მ-------–--ეს (პ/ნ. 26001004136) დაეკისროს მოსარჩელე თ----- კ---–--–-–---–ის (პ/ნ. 01030013951) სასარგებლოდ, 2011 წლის 21 ივნისს დაბადებული ა-–---------- მ-------–--ის რჩენა-აღზრდისათვის, ალიმენტის (გაზრდილი სახით), ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის გადახდა (ნაცვლად 150 ლარისა) 2017 წლის 01 მარტიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე
2.2. მოპასუხე ზ------ მ-------–--ეს (პ/ნ. 26001004136) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 72 ლარის გადახდა.
3. სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში თ----- კ---–--–-–---–ს ზ------ მ-------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 49,5 ლარის გადახდა.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური/
მოსამართლეები: /ქეთევან დუგლაძე/
/ეკატერინე ცისკარიძე/