განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.03.2018
საქმის ნომერი
330310115001199300
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
14.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310115001199300

საქმე №3ბ/2101-16

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია ქუთათელაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: გიორგი ტყავაძე

მარიამ ცისკაძე

სხდომის მდივანი _ ნათია ზანდუკელი

აპელანტი - შპს ,,უ----- U---’’

წარმომადგენელი - ც--------------ი

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

წარმომადგენელი - თ---------------–---

მესამე პირი - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა

წარმომადგენელი - ა--------–---–-

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება

1.აპელანტის მოთხოვნა – გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება, ასევე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 ივლისის საოქმო განჩინება საქმის წარმოების შეჩერებაძე უარის თქმის შესახებ და სააპელაციო პალატაში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სრულად დაკმაყოფილდეს სარჩელი ან შეჩერებულ იქნეს საქმის წარმოება;

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ,,უ----- U----ის’’ სარჩელი მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, მესამე პირის - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა (ტ-1; ს.ფ. 293-309).

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გამარტივებული ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე, 2----–-–-----------ს, ერთის მხრივ, დუშეთის მუნიციპალიტეტს (შემდგომში ,,შემსყიდველი’’) და მეორეს მხრივ, შპს „უ----- U---’’ -ს (შემდგომში ,,მიმწოდებელი’’) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება №---, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა დუშეთის მუნიციპალიტეტის ქ--–----------------------–----------––---------–----------–----–-----------------–------------–---------------------ა. შესყიდვის საშუალება - გამარტივებული ელექტრონული ტენდერი. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 130 000 (ასოცდაათი ათასი) ლარს (კლასიფიკაციის კოდი: 4-------). წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს მიწოდების ვადა გრძელდება ხელშეკრულების დღიდან, 2----–-–-------------ოს ჩათვლით. წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადა გრძელდება ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 2----–-–-----------------დე. აღნიშნული ხელშეკრულების 9.1 პუნქტით ხელშეკრულების დამდები ერთ -ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ. 14.1. პუნქტით ხელშეკრულების დამდები მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ნებისმიერი უთანხმოება და დავა წარმოქმნილი მათ შორის, ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ, შესაძლებელია გადაწყდეს მხარეთა გონივრული შეთანხმებით ან/და მოგვარდეს პირდაპირი არაოფიციალური მოლაპარაკებების მეშვეობით სამართლიანობის ფარგლებში.

 

2----–-–----------------------- შუალედური მიღება -ჩაბარების აქტის თანახმად, შპს,,უ----- U---’’ -მა (მიმწოდებელი) შეასრულა 3--------- ლარის ღირებულების სამუშაოები (ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 26%).

 

2.1.2. შპს ,,უ----- U---’’ -მა, 20---–-–---------–------------- წერილით, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას აცნობა, რომ შპს „უ----- U---’’ -მა გაიმარჯვა დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ქ--–---ის ტერიტორიულ ერთეულში ზ---- მ-–----ში მდინარის კალაპოტის გაწმენდა და დაღრმავება. პროექტით გათვალისწინებული იყო კალაპოტის ბეტონის ფილების ჩალაგება, რაც იწვევდა მდინარის კალაპოტის მნიშვნელოვნად დავიწროვებას. ადგილობრივი მოსახლეობის და ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულის თხოვნით, აღნიშნული ფილები უნდა შეცვლილიყო ბეტონის კედლით, მდინარის მარცხენა მხარეს, რაზედაც მუნიციპალიტეტს უნდა მოეწოდებინა პროექტი. ამავე წერილში აღნიშნულია, რომ ტექნიკა მობილიზებული არის, ელოდებიან პროექტს, რომლითაც იხელმძღვანელებენ, რათა სატენდერო ვადა არ გადასცდეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ თარიღს.

 

2.1.3. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2-----–-–---------------------------- წერილით შპს ,,უ----- U---’’ -ს ეცნობა, რომ შპს ,,ე-------------------–-----–--------------------–---------------–------------- მიერ შესრულებული დუშეთის მუნიციპალიტეტის ქ--–---ის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ზ---- მ-–----ში მდინარის კალაპოტის გაწმენდისა და ნაპირსამაგრი დამბის მოწყობის სამუშოების კორექტირებული საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სახარჯთთაღრიცხო ღირებულების ფარგლებში და ეთხოვა იხელმძღვანელოს წარმოდგენილი საპროექტო -სახართჯთაღრიცხვო

დოკუმენტაციით და წარმოადგინოს კორექტირებული საპროექტო -

სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად კორექტირებული

ხარჯთაღრიცხვა.

2.1.4. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2----–-–------------------------ ბრძანებით ცალმხრივად შეწყდა დუშეთის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,უ----ს” შორის 2----–-–-----------ის №--- დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ შეუსრულებელი ხელშეკრულება. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე ცნობად იქნა მიღებული, დუშეთის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,უ----ს” შორის დადებული 2----–-–-----------ის №--- ხელშეკრულების მე-9 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულება შეწყდა ცალმხრივად. საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურმა უზრუნველყოს დუშეთის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,უ----” შორის დადებული 2----–-–-----------ის №--- ხელშეკრულების მე-8 მუხლის გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

 

2.1.5.დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, 2----–-–-------------------------- წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და აცნობა, რომ შპს ”უ-----ს’’ მიერ 2----–-–-----------ის №--- ხელშეკრულებთი ნაკისრი ვალდებულებები არ იქნა შესრულებული, რის გამოც მოითხოვა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” თანახმად მიმწოდებლის - შპს ,,უ-----ს’’ შავ სიაში შეყვანა.

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, 2----–-–------------------------ წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და აცნობა, რომ შპს ,,უ-----ს’’ დირექტორმა 2----–-–---------–------------ წერილით მოითხოვა დუშეთის მუნიციპალიტეტის ქ--–---ის ტერიტორიულ ერთეულში შემავალი სოფელ ზ---- მ-–----ში მდინარის კალაპოტის გაწმენის და დაღრმავების პროექტის კორექტირება, რის საფუძველზეც შევიდა ცვლილება სოფელ ზ---- მ-–----ში მდინარის კალაპოტის გაწმენდისა და ნაპირსამაგრი დამბის მოწყობის სამუშოების საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში. 2----–-–-------------როს შპს ,,უ-----ს’’ დირექტორს გაეგზავნა წერილი №----, სადაც მითითებულია, რომ შ----------------------–-----–-------------------------–---------------–------------- მირ შესრულებული კორექტრირებული საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და ეთხოვა წარმოედგინა საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა.

 

2.1.6. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2----–-–------------------------- წერილით შპს „უ----- U---’’ -ს ეცნობა, რომ სააგენტოში შევიდა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2----–-–--------------------------------------- წერილობითი შეტყობინებები, რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს ,,უ----- U---’’ -ის მიერ გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად დადებული 2----–-–------------ის №--- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების შესახებ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მიიჩნია, რომ შპს ,,უ----- U---’’ -მა მონაწილეობა უნდა მიიღოს შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვაში და შესაბამისად შპს ,,უ----- U---’’ -ს დაევალა სააგენტოში წერილობით წარადგინოს განმარტებები და შესაბამისი დოკუმენტაცია წერილის მიღებიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა. ასევე შპს ,,უ----- U---’’ -ს ეცნობა, რომ წინამდებარე წერილი, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი შეტყობინება და მასზე თანდართული შეტყობინება (7 ფურცელი) გაეგზავნა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მის პროფილში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე -q---------------------

 

2.1.7. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2----–-–----------------------- განკარგულების თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის (2015 წლის 16 ნოემბრამდე მოქმედი რედაქციით) შესაბამისად დადგინა, რომ შპს ,,უ----- U---’’ (ს/კ: 4--------) 2----–-–-------------ერს დარეგისტრირდა შავ სიაში.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. სასამართლომ მიუთითა, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 1.1. მუხლის თანახმად, ეს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გარდა. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე მუხლის ,,ი1’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, პრეტენდენტი არის პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გამარტივებული ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე, 2----–-–-----------ს, ერთის მხრივ დუშეთის მუნიციპალიტეტს (შემდგომში ,,შემსყიდველი’’) და მეორეს მხრივ, შპს ,,უ----- U---’’-ს (შემდგომში ,,მიმწოდებელი’’) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება №---, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა დუშეთის მუნიციპალიტეტის ქ--–---ის ტერიტორიულ ერთეულში სოფელ ზ---- მ-–----ში მდინარის კალაპოტის გაწმენდა და გამაგრება. შესყიდვის საშუალება - გამარტივებული ელექტრონული ტენდერი. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 130 000 (ასოცდაათი ათასი) ლარს (კლასიფიკაციის კოდი: 4-------). წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს მიწოდების ვადა გრძელდება ხელშეკრულების დღიდან 2----–-–-------------ოს ჩათვლით. წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადა გრძელდება ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 2-----–-–-----------------ამდე. აღნიშნული ხელშეკრულების 9.1 პუნქტით ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ. 14.1. პუნქტით ხელშეკრულების დამდები მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ნებისმიერი უთანხმოება და დავა წარმოქმნილი მათ შორის, ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ, შესაძლებელია გადაწყდეს მხარეთა გონივრული შეთანხმებით ან/და მოგვარდეს პირდაპირი არაოფიციალური მოლაპარაკებების მეშვეობით სამართლიანობის ფარგლებში.

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 3-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი (შემდგომ – შავი სია) – შავი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით (შემდგომ – კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი).

 

სასამართლომ განმარტა, რომ თავის მხრივ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული იქნა „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი’’, რომლის მიზანია, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია, კოორდინაცია და მონიტორინგი. წესის მოქმედება ვრცელდება გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 24-ე მუხლით (2015 წლის 16 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) განსაზღვრულია შავი სიის წარმოების წესი და პირობები. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ, ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული მიზეზების გამო; ბ) პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული მიზეზის გამო ან თუ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის შესახებ ცნობილი გახდა ხელშეკრულების დადების შემდეგ; გ) მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო; დ)შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიამ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღო გადაწყვეტილება ამ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გამარჯვებულ მიმწოდებელთან დადებული შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ხელშეკრულებების ყველა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შეწყვეტის თაობაზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, განსაზღვრულია, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას (დოკუმენტაციას): ა) შესყიდვის განხორციელების საშუალების დასახელება; ბ) ტენდერის განხორციელების შემთხვევაში – სატენდერო განცხადების ნომერი, გამარტივებული შესყიდვის, კონკურსის ან კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში – შესაბამისი ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერი; გ) შესყიდვის ობიექტის დასახელება; დ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის რეკვიზიტები; ე) ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ვ) ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან ხელშეკრულების დადების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის (თუ იგი ცნობილი გახდა ხელშეკრულების დადების შემდეგ) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ზ)ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას – ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

2015 წლის 29 ოქტომბრის №16 ბრძანებით (ამოქმედდა 2015 წლის 16 ნოემბერს) ცვლილება იქნა შეტანილი „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში, კერძოდ-დასახელებული ბრძანების 24-ე მუხლი ამოღებული იქნა. ამასთან, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცდა ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’, რომელიც ამოქმედდა 2015 წლის 16 ნოემბრიდან. სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ შპს ,,უ----- U---’’-ის შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე მოთხოვნით, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წერილობით შეტყობინებები წარდგენილი იქნა 20---–-–-------------------------რს, -ანუ ჯერ კიდევ 2015 წლის 16 ნოემბრამდე (სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ ამოქმედებამდე). შესაბამისად, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო უფლებამოსილი იყო, ეხელმძღვანელა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 24-ე მუხლით (2015 წლის 16 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია).

 

სასამართლომ, საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2----–-–------------------------ ბრძანებით ცალმხრივად შეწყდა დუშეთის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,უ----ს” შორის 2----–-–-----------ის №--- დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ შეუსრულებელი ხელშეკრულება. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე ცნობად იქნა მიღებული, დუშეთის მუნიციპალიტეტსა და შპს,,უ----ს” შორის დადებული 2----–-–-----------ის №--- ხელშეკრულების მე-9 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულება შეწყდა ცალმხრივად. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა უზრუნველყოს დუშეთის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,უ----ს” შორის დადებული 2----–-–-----------ის №--- ხელშეკრულების მე-8 მუხლის გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

 

2.2.2. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს არაუმეტეს ორი თვის ვადაში, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გაგრძელდეს სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით არაუმეტეს ერთი თვით. სააგენტო უფლებამოსილია, მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას წერილობით შეტყობინებაში არსებული ინფორმაციის დაზუსტება, მიიღოს დაინტერესებული პირებისგან სხვა დამატებითი ინფორმაცია, რაც აუცილებელია პირის შავ სიაში დარეგისტრირების საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, მოიწვიოს სააგენტოში დაინტერესებული მხარეები ზეპირ განხილვაზე, ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძველი: ა)არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები; ბ)შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და თანაზომიერების პრინციპები. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მაგრამ შავ სიაში დასარეგისტრირებელი პრეტენდენტის/მიმწოდებლის ქმედებით მიყენებული ზიანი უმნიშვნელოა, ასეთი პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დადგება არათანაზომიერი შედეგი ან/და დარღვეული იქნება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, სააგენტო უფლებამოსილია, ამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიმართ ერთხელ გამოიყენოს გაფრთხილება, რომელიც მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში. ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო წერილობით შეტყობინებაში მითითებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს არეგისტრირებს შავ სიაში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

ზ----აღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

 

დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, უპირველეს ყოვლისა იკვლევს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს თუ არა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 24-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შემდგომ კი სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში სრულყოფილად უნდა იქნეს გამოკვლეული წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში რეგისტრაცია იწვევს გარკვეული უფლებების შეზღუდვას და გარკვეული ზიანის მომტანი შესაძლოა აღმოჩნდეს მხარისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნია, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სრულად იქნა წარდგენილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 24-ე მუხლით(2015 წლის 16 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) განსაზღვრული ინფორმაცია და შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა შპს ,,უ----- U---’’-ის მიერ S----------- ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად დადებული 2----–-–-----------ის №--- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის ფაქტს. დასახელებული გარემოებები საბოლოო ჯამში მოწმობს იმას, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. რის გამოც სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 24-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე(2015 წლის 16 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია), მიზანშეწონილად მიიჩნია შპს ,,უ----- U---’’-ის მიმართ გამოეყენებინა შავ სიაში დარეგისტრირება. ამდენად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2----–-–---------------------- განკარგულება ,,შპს ,,უ----- U---’’-ის შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ“ მიღებული იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად (2015 წლის 16 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია), იმ შემთხვევაში, თუ წერილობით შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტი/მიმწოდებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამის ორგანოში გაასაჩივრებს მის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელითაც წარმოიშვა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული გარემოებები და რასაც უშუალოდ უნდა დაეყრდნოს სააგენტო წერილობითი შეტყობინების განხილვის შედეგად შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო უფლებამოსილია, დაინტერესებული მხარის დასაბუთებული წერილობითი მომართვის საფუძველზე შეაჩეროს ადმინისტრაციული წარმოება შესაბამისი დავის საბოლოო გადაწყვეტის ვადით. ამასთან, შემსყიდველმა ორგანიზაციამ და წერილობით შეტყობინებაში მითითებულმა პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ სააგენტოს დავაზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ და წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია სააგენტოში. ადმინისტრაციული წარმოების გასაგრძელებლად საკმარისია ერთ-ერთი მხარის მიერ სააგენტოში შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

 

მოცემულ შემთხვევაში როგორც მოსარჩელის განმარტებით გაირკვა, მას 2----–-–------------ს, ერთის მხრივ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და და მეორეს მხრივ შპს „უ----- U---’’-ს შორის გაფორმებული №--- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის კანონიერების საკითხი, ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების საკითხი, სადავო განკარგულების გამოცემის დროისათვის სადაოდ არ ჰქონდა გამხდარი სასამართლოს წესით, აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიუთითებს, რომ ზ----აღნიშნული მუხლის ნორმის საფუძველზე არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი სააგენტოს შეეჩერებინა ადმინისტრაციული წარმოება შესაბამისი დავის საბოლოო გადაწყვეტის ვადით.

 

2.2.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზ----აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზ----აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,უ----- U---’’-ის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს ,,შპს ,,უ----- U---’’-ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე უფლებამოსილი იყო, სადაო გადაწყვეტილების მიღებისას ეხელმძღვანელა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის #9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” 24-ე მუხლით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აღნიშნული ნორმატიული აქტი მოქმედებდა 2015 წლის 16 ნოემბრამდე, რის შემდეგ ამოქმედდა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობები”, რომელმაც გარკვეულ წილად შეცვალა შავი სიის წარმოების პროცედურა.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

პროცედურა არის გარკვეულ მოქმედებათა შესრულების წესი, შესაბამისად, 2016 წლის 03 დეკემბერს სადაო ბრძანების გამოცემისას მოპასუხეს უნდა ეხელმძღვანელა იმ დროს მოქმედი ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობებით” დადგენილი პროცედურის შესაბამისად.

 

აღნიშნული წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, წერილობითი შეტყობინების ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, სააგენტო პრეტენდენტს/მიმწოდებელს აცნობებს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და მიმართავს მას განმარტების წარმოდგენის მოთხოვნით.

 

ამდენად, 2015 წლის 16 ნოემბრიდან მოქმედი წესით, იმპერატიულად იყო დადგენილი მიმწოდებლისათვის შავ სიაში შეყვანის განზრახვის შესახებ ინფორმაცია, რაც აძლევს მას შესაძლებლობას, მიიღოს მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში და დაიცვას თავისი ინტერესები, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ, იმოქმედა რა გაუქმებული ნორმატიული აქტის საფუძველზე, რომელიც არ ითვალისწინებდა მიმწოდებლის ინფორმირებას შავ სიაში მისი შეყვანის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე, გამოიტანა მოპასუხისათვის ზიანის მომტანი გადაწყვეტილება ისე, რომ არც დაინტერესებულა მისი განმარტებით, აღნიშნულის ირგვლივ.

 

ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის მე-13 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. გამონაკლისს ადგენს კანონი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირს უნდა ეცნობოს ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი მონაწილეობა საქმეში.

 

უდავოა, რომ შავ სიაში შეყვანა ზღუდავს მეწარმის ინტერესებს.

 

უდავოა, ისიც, რომ ბრძანება არ არის კანონი და იერარქიით კანონზე უფრო დაბლა მდგომი ნორმატიული აქტია, შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ბრძანებაში არ იყო გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვაზე, მას უნდა ემოქმედა კანონის - ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული წესით და მოეწვია მოსარჩელე, რაც ადმინისტაციულმა ორგანომ არ გააკეთა და განიხილა საკითხი დაინტერესებული მხარის გარეშე, რითაც უხეშად დაარღვია კანონი.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

გამომდინარე ყოველივე ზ----აღნიშნულიდან, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელეს აღნიშნული აქტის ბათილად ცნობაზე, დაუსაბუთებელია, რაც მისი გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

 

3.1.2. აპელანტს მიაჩნია, რომ დაუსაბუთებელი და უკანონოა, აგრეთვე, პირველი ინსტანციის სასამართლოს საოქმო განჩინება, რომლითაც უარი ეთქვა საქმის წარმოების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, შემდეგ გარეოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქაქლაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით;

 

მოცემული დავის საგანს წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბთილად ცნობა, რომლის საფუძველზე მეწარმე შეყვანილ იქნა შავ სიაში.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის #9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.

 

სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების” პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ეს ნორმეტიული აქტი შემუშავებულია "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) შესაბამისად და განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შემდგომში - შავი სია) დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში (შემდგომში - სააგენტო) წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს. ამავე წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ” მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.

 

ამდენად, ორივე ნორმატიული აქტის მიხედვით, შავ სიაში შეყვანის საფუძველია მიმწოდებლის არასკეთილსინდისიერი ქმედება და მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ბრალეული შეუსრულებლობა.

 

განსახილველი სარჩელის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს სწორად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს ,,უ-----ს” მხრიდან ადგილი არ ჰქონია არაკეთილსინდისიერ ქმედებას, ხოლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შესრულდა არა მისი, არამედ შემსყიდველის ბრალით, რის გამოც მიმწოდებელი (და არა შემსყიდველი) იძულებული გახდა შეეწყვიტა ხელშეკრულება.

 

სწორად ეს ფაქტობრივი გარემოებები წარმოადგენს დავის საგანს მხარეებს შორის და ამ გარემოების დადგენა მოხდება იმ სამოქალაქო დავის განხილვისას, რომელიც მიმდინარეობს შპს ,,უ----სა” (მოსარჩელე) და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის.

 

შესაბამისად, თუ დადგინდება, რომ შპს ,,უ----ს” არ მიუძღვის ბრალი ხელშეკრულების შეუსრულებლობაში, გამოეცლება საფუძველი ადმინისტრაციული წესით გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივ საფუძველად მითითებულია ის გარემოება, რომელიც უნდა დადგინდეს მხოლოდ სამოქალაქო-სამართლებრივი წესით, აღნიშნული წარმოადგენს კლასიკურ შემთხვევას იმისა, როდესაც ადმინისტარციული საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო წესით, ხოლო ამ შემთხვევაში კანონი იმპერატიულად ითვალისწინებს საქმის წარმოების შეჩერებას.

 

გამომდინარე ყოველივე ზ----აღნიშნულიდან, სასამართლოს განჩინება, რომლითაც ეთქვათ საქმის წარმოების შეჩერებაზე, ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, რაც მისი გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

 

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ შპს ,,უ----- U---’’-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

4.1.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ,,უ----- U---’’-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა:

 

- ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2-----–-–----------------------------- განკარგულება ,,შპს ,,უ----- U---’’ -ის შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ” (ტ-1; ს.ფ. 1-13).

 

4.1.2. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2----–-–-----------ს შპს „უ----“-სა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #1-- ხელშეკრულება, სადაც შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა დუშეთის მუნიციპალიტეტის ქ--–---ის ტერიტორიულ ერთეულში სოფელ ზ---- მ-–----ში მდინარის კალაპოტის გაწმენდა და გამაგრება. ხელშეკრულების „1.2.“ პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. ხელშეკრულების ,,4.2” პუნქტში მითითებულია, რომ ხელშეკრულება მოქმედებს მისი გაფორმებიდან 2----–-–-----------------დე. „4.1.“ პუნქტით კი - მიწოდების ვადად განისაზღვრა 2----–-–-------------ო.

 

ხელშეკრულების „5.3“ პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიღება, როგორც სრული, ასევე ნაწილობრივი, ფორმდება მიღება- ჩაბარების აქტით.

 

ხელშეკრულების „8.1.2.“ პუნქტის თანახმად, დადგენილ ვადაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ხელშეკრულებას თანდართული გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შესრულების ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით.

 

ხელშეკრულების ,,9.1” პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მეორე მხარეს შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ. ,,9.2” პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების დამდები მხარე, რომელიც მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, ვალდებულია, შეატყობინოს მეორე მხარეს მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი. ხელშეკრულების ,,9.5” პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულია, რომ შემსყიდველს შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ შესასრულებელი სამუშაოების 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით დარღვევის შემთხვევაში. ,,9.6” პუნქტით კი, ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში შემსყიდველი ვალდებულია, აუნაზღაუროს მიმწოდებელს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება.

 

ხელშეკრულების „1.1“ პუნქტით განისაზღვრა, რომ მიმწოდებელი ვალდებულია, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, არსებული სტანდარტების და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების, მათ შორის ხელშეკრულებაზე დართული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.

 

ხელშეკრულების „11.4“ პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოები შეასრულოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დაცვით. აღნიშნულ ნორმათა დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს ყოველ კონკრეტულ დარღვევაზე დაეკისრება შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

„12.2“ პუნქტით, ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს წერილობით - მხარეთა მიერ შეთანხმების აქტის სახით და დანართის სახით უნდა დაერთოს ხელშეკრულებას.

 

„13.1“ პუნქტის თანახმად, ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას.

 

„13.2“ პუნქტით, შეტყობინება ძალაში შედის ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს.

 

2----–-–----------------------- შუალედური მიღება - ჩაბარების აქტით ირკვევა, რომ შპს,,უ----- U---’’ -მა(მიმწოდებელი) შეასრულა 3--------- ლარის ღირებულების სამუშაოები (ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 26%) (ტ-1; ს.ფ. 41; ს.ფ. 43-47).

 

4.1.3. შპს ,,უ----- U---’’ -მა, 20---–-–---------–------------- წერილით, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას აცნობა, რომ შპს ,,უ----- U---’’ -მა გაიმარჯვა დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ქ--–---ის ტერიტორიულ ერთეულში ზ---- მ-–----ში მდინარის კალაპოტის გაწმენდა და დაღრმავება. პროექტით გათვალისწინებული იყო კალაპოტის ბეტონის ფილების ჩალაგება, რაც იწვევდა მდინარის კალაპოტის მნიშვნელოვნად დავიწროვებას. ადგილობრივი მოსახლეობის და ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულის თხოვნით, აღნიშნული ფილები უნდა შეცვლილიყო ბეტონის კედლით მდინარის მარცხენა მხარეს, რაზედაც მუნიციპალიტეტს უნდა მოეწოდებინა პროექტი. ამავე წერილში აღნიშნულია, რომ ტექნიკა მობილიზებული არის, ელოდებიან პროექტს, რომლითაც იხელმძღვანელებენ, რათა სატენდერო ვადა არ გადასცდეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ თარიღს (ტ-1; ს.ფ. 92).

 

4.1.4. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2-----–-–---------------------------- წერილით შპს ,,უ----- U---’’ -ს ეცნობა, რომ შპს ,,ე-------------------–-----–--------------------–---------------–------------- მიერ შესრულებული დუშეთის მუნიციპალიტეტის ქ--–---ის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ზ---- მ-–----ში მდინარის კალაპოტის გაწმენდისა და ნაპირსამაგრი დამბის მოწყობის სამუშოების კორექტირებული საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სახარჯთთაღრიცხო ღირებულების ფარგლებში და ეთხოვა იხელმძღვანელოს წარმოდგენილი საპროექტო -სახართჯთაღრიცხვო

დოკუმენტაციით და წარმოადგინოს კორექტირებული საპროექტო -

სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად კორექტირებული

ხარჯთაღრიცხვა (ტ-1; ს.ფ. 36).

 

4.1.5. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2----–-–------------------------ ბრძანებით ცალმხრივად შეწყდა დუშეთის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,უ----ს” შორის 2----–-–-----------ის №--- დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ შეუსრულებელი ხელშეკრულება. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე ცნობად იქნა მიღებული, დუშეთის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,უ----ს” შორის დადებული 2----–-–-----------ის №--- ხელშეკრულების მე-9 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულება შეწყდა ცალმხრივად. საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურმა უზრუნველყოს დუშეთის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,უ----” შორის დადებული 2----–-–-----------ის №--- ხელშეკრულების მე-8 მუხლის გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარება (ტ-1; ს.ფ. 33-34)

 

4.1.6. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, 20---–-–------------------------- წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და აცნობა, რომ შპს ,,უ-----ს’’ მიერ, 2----–-–-----------ის №--- ხელშეკრულებთი ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულდა, რის გამოც მოითხოვა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” თანახმად მიმწოდებლის -შპს ,,უ-----ს’’ შავ სიაში შეყვანა.

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, 2----–-–------------------------ წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და აცნობა, რომ შპს ,,უ-----ს’’ დირექტორმა 2----–-–---------–------------ წერილით მოითხოვა დუშეთის მუნიციპალიტეტის ქ--–---ის ტერიტორიულ ერთეულში შემავალი სოფელ ზ---- მ-–----ში მდინარის კალაპოტის გაწმენის და დაღრმავების პროექტის კორექტირება, რის საფუძველზეც შევიდა ცვლილება სოფელ ზ---- მ-–----ში მდინარის კალაპოტის გაწმენდისა და ნაპირსამაგრი დამბის მოწყობის სამუშოების საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში. 2----–-–-------------როს შპს ,,უ-----ს’’ დირექტორს გაეგზავნა წერილი №----, სადაც მითითებულია, რომ შპს ,,ე-----------------–-----–-------------------------–---------------–----------’ მირ შესრულებული კორექტრირებული საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და ეთხოვა წარმოედგინა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა (ტ-1; ს.ფ. 90).

 

4.1.7. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2----–-–------------------------ წერილით შპს ,,უ----- U---’’ -ს ეცნობა, რომ სააგენტოში შევიდა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2----–-–------------------------------------------ წერილობითი შეტყობინებები, რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს ,,უ----- U---’’ -ის მიერ გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად დადებული 2----–-–------------ის №--- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების შესახებ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მიიჩნია, რომ შპს ,,უ----- U---’’ -მა მონაწილეობა უნდა მიიღოს შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვაში და შესაბამისად შპს ,,უ----- U---’’ -ს დაევალა სააგენტოში წერილობით წარადგინოს განმარტებები და შესაბამისი დოკუმენტაცია წერილის მიღებიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა. ასევე შპს ,,უ----- U---’’ -ს ეცნობა, რომ წინამდებარე წერილი, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი შეტყობინება და მასზე თანდართული შეტყობინება (7 ფურცელი) გაეგზავნა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მის პროფილში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე -q--------------------- (ტ-1; ს.ფ. 85-86).

 

4.1.8. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2----–-–----------------------- განკარგულებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის (2015 წლის 16 ნოემბრამდე მოქმედი რედაქციით) შესაბამისად დადგინა, რომ შპს ,,უ----- U---’’ (ს/კ: 4--------) 2----–-–-------------ერს დარეგისტრირდა შავ სიაში (ტ-1; ს.ფ.14-16)

 

4.1.9. მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „უ-----ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს ,,უ-----” გათავისუფლდა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2----–-–---------------------- წერილით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისგან. შპს ,,უ-----ს” სასარჩელო მოთხოვნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

4.1.10. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 28 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შპს ,,---------------------------–-------–-----------------------–----------––-, სოფელ ზ---- მ-–----ში 12-13 აგვისტოს მომხდარი სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია, მდინარის კალაპოტის გაწმენდას“ საპროექტო დოკუმენტაციის არასრული სახე აქვს, მიღბული საინჟინრო გადაწყვეტები არაარგუმენტირებულია, შესაბამისად სამშენებლო მოცულობები დაუსაბუთბელია. პროექტს არ ეძლევა რეკომენდაცია რეალიზაციისთვის. რაც შეეხება სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას, მისი ექსპერტიზა მიზანშეწონილი იქნება პროექტის შევსებისა და კორექტირების შემდგომ.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.2.1. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს არაუმეტეს ორი თვის ვადაში, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გაგრძელდეს სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით არაუმეტეს ერთი თვით. სააგენტო უფლებამოსილია, მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას წერილობით შეტყობინებაში არსებული ინფორმაციის დაზუსტება, მიიღოს დაინტერესებული პირებისგან სხვა დამატებითი ინფორმაცია, რაც აუცილებელია პირის შავ სიაში დარეგისტრირების საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, მოიწვიოს სააგენტოში დაინტერესებული მხარეები ზეპირ განხილვაზე. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძველი: ა)არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები; ბ)შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და თანაზომიერების პრინციპები. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მაგრამ შავ სიაში დასარეგისტრირებელი პრეტენდენტის/მიმწოდებლის ქმედებით მიყენებული ზიანი უმნიშვნელოა, ასეთი პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დადგება არათანაზომიერი შედეგი ან/და დარღვეული იქნება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, სააგენტო უფლებამოსილია, ამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიმართ ერთხელ გამოიყენოს გაფრთხილება, რომელიც მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში. ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო წერილობით შეტყობინებაში მითითებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს არეგისტრირებს შავ სიაში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ– დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

დასახელებული ნორმის ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, უპირველეს ყოვლისა იკვლევს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს თუ არა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 24-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შემდგომ კი სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში სრულყოფილად უნდა იქნეს გამოკვლეული წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში რეგისტრაცია იწვევს გარკვეული უფლებების შეზღუდვას და გარკვეული ზიანის მომტანი შესაძლოა აღმოჩნდეს მხარისათვის.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 24-ე მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, იმ შემთხვევაში, თუ წერილობით შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტი/მიმწოდებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამის ორგანოში გაასაჩივრებს მის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელითაც წარმოიშვა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული გარემოებები და რასაც უშუალოდ უნდა დაეყრდნოს სააგენტო წერილობითი შეტყობინების განხილვის შედეგად შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო უფლებამოსილია, დაინტერესებული მხარის დასაბუთებული წერილობითი მომართვის საფუძველზე შეაჩეროს ადმინისტრაციული წარმოება შესაბამისი დავის საბოლოო გადაწყვეტის ვადით. ამასთან, შემსყიდველმა ორგანიზაციამ და წერილობით შეტყობინებაში მითითებულმა პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ სააგენტოს დავაზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ და წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია სააგენტოში. ადმინისტრაციული წარმოების გასაგრძელებლად საკმარისია ერთ-ერთი მხარის მიერ სააგენტოში შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

 

4.2.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სახეზე იყო შპს “უ-----ს“ შავ სიაში დარეგისტრირების წინაპირობა და რომ არ არსებობდა მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის და/ან გაფრთხილების საფუძველი, რამეთუ როგორც აღინიშნა, შპს „უ----მა“ ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებით სარჩელი წარადგინა სასამართლოში. ამდენად, ამ ეტაპზე, მაშინ როდესაც მხარეს სასარჩელო წარმოების წესით, სადავოდ ჰქონდა გამხდარი ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების საკითხი,- სასამართლოს მოსაზრებით მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიეღო იმგვარად, რომ არ შელახულიყო პირის კანონით გარანტირებული უფლებები.

 

4.2.3. სასამართლო აქვე დამატებით მიუთითებს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესსზე, რომელსაც ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. კერძოდ,- მითითებული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

სასამართლო, ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელშიც რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

მითითებულ ნორმათა გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით, კანონმდებლობა კი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილება მიიღოს თანასწორობის პრინციპის დაცვით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისა. ამავე დროს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბარ აღიარებას, რომლებიც იმყოფებიან თანაბარ პირობებში, ხოლო მმართველობის კანონიერება გულისხმობს, რომ თანაბარ გარემოებებში მყოფი ადამიანებისათვის მოხდეს თანაბარი პრივილეგიების მინიჭება და შესაბამისად, თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრება. კანონის წინაშე თანასწორობა მოითხოვს პირის უფლებას კანონით უზრუნველყოფილ ისეთივე დაცვაზე, რითაც სარგებლობს სხვა მსგავს პირობებსა და გარემოებებში. შესაბამისად, მსგავსი მოცემულობების მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ერთგვაროვანი მიდგომები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს სახელმწიფო ადმინისტრაციის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას და არსებითად იდენტური საქმის გარემოებების თვითნებურად არათანაბრად შეფასებისა და აქედან გამომდინარე, უკანონო გადაწყვეტილების მიღების დაუშვებლობას. შესაბამისიდ, თუკი ადმინისტრაციულმა ორგანომ რაიმე კონკრეტულ გარემოებათა არსებობისას თავისი დისკრეციული უფლებამოსილებებიდან გამოიყენა ერთ-ერთი, მაშინ იგი ვალდებულია ყველა სხვა ანალოგიური საქმის გარემოებების არსებობის შემთხვევაში მიიღოს იგივე გადაწყვეტილება, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია კანონი ერთნაირად გამოიყენოს ყველას მიმართ. თანასწორობის პრინციპი ირღვევა, როდესაც მსგავსი შემთხვევები განსხვავებულად განიხილება, თუკი მათ შორის არსებული მცირედი განსხვავება არ ამართლებს მათდამი განსხვავებულ მოპყრობას.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. ყოველივე ზ----აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძველს.

 

6. სასამართლო ხარჯები:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს პირველი ინსტაციის სასამართლოში -100 ლარის ოდენობით (ტ. 1; ს.ფ. 21-22).

 

სააპელაციო საჩივარზე აპელნტის სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს 150 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

ამდენად სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უნდა დაეკისროს შპს ,,უ----- U---’’-ის სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 250 ლარის გადახდა;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით და მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,უ----- U---’’-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2-----–-–----------------------------- განკარგულება შპს ,,უ----- U---’’ -ის შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ.

 

4. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შპს ,,უ----- U---’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 250 ლარის გადახდა;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 (ოცდაერთი) დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

თავმჯდომარე ნათია ქუთათელაძე

 

მოსამართლეები გიორგი ტყავაძე

 

მარიამ ცისკაძე