განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001402358
საქმე № 3ბ/2031-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 იანვარი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია;
წარმომადგენელი - ფ---------------–---–ი;
აპელანტი (მოპასუხე) – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ფ-----ა ჩ-------ძე;
წარმომადგენელი - ნ--------–--–--ი;
მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
წარმომადგენელი - ნ----------------ე;
მესამე პირი - ა------- ჩ-------ძე;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება;
1. აპელანტების სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ფ-----ა ჩ-------ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ,,სახელმწიფო ქონების და ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 14 სექტემბრის №1------- განკარგულება ფ-----ა ჩ-------ძის, მ------ პ–---–-–---–ის, ლ---- პ–---–-–---–ის და ს-----–---–-–---–ის ნაწილში. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ა------- ჩ-------ძეს შორის 2012 წლის 16 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, მ--------ს ქუჩა 75 (ს/კ 0----------------------), ფ-----ა ჩაკვეტაძის, მ------ პ–---–-–---–ის, ლ---- პ–---–-–---–ის და ს-----–---–-–---–ის ნაწილში. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ცვლილების განხორციელბა იმის თაობაზე, რომ ფ-----ა ჩ-------ძეს, მ------ პ–---–-–---–ს, ლ---- პ–---–-–---–ს და ს-----–---–-–---–ს, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნელყოფის ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი (მათ შორის, ქ. თბილისში, მ--------ს ქ. 75-ში მდებარე საცხოვრებელი ფართი) საკუთრებაში არ გადასცემიათ. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 17 მაისის №0------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა ფ-----ა ჩ-------ძის 2016 წლის 10 მაისის №2------- განცხადების განხილვა.
2.1.დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. დადგენილია, რომ ფ-----ა ჩ-------ძე, მ------ პ–---–-–---–ი, ლ---- პ–---–-–---–ი და ს-----–---–-–---–ი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები და მინიჭებული აქვთ დევნილთა სტატუსები.
2.1.2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პროვატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 14 სექტემბრის №1------- განკარგულებით, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 01 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცათ ამავე დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს, მათ შორის, ა------- ჩ-------ძეს (ოჯახის უფროსი), ნ----- ბ-----ს, ი-–----ა ჩ-------ძეს, გ--------ი ჩ-------ძეს, ფ-----ა ჩ-------ძეს, მ------ პ–---–-–---–ს, ლ----ი პ–---–-–---–ს, ნ---- ა---–-----ნს და ს-----–---–-–---–ს.
2.1.3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდეგში ,,გამყიდველი’’) და ა------- ჩ-------ძეს (შემდგომში ,,მყიდველი’’) შორის, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 14 სექტემბრის №1------- განკარგულების საფუძველზე, 2012 წლის 16 სექტემბერს, გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ა------- ჩ-------ძეს გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, მ--------ს ქუჩა №75, ბინა 10, მეორე სართულზე, ფართი: 121,90 კვ.მ; საკადასტრო კოდი 0----------------------.
ხელშეკრულების 2.2. მუხლის თანახმად, ა------- ჩ-------ძემ აიღო ვალდებულება ნ----- ბ-----, გ--------ი ჩ-------ძე, ი-–----ა ჩ-------ძე და ნ---- ა---–-----ნი უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ქონებაში. 2.3. პუნქტის თანახმად, მყიდველმა დაადასტურა, რომ ამ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის მყიდველი და ხელშეკრულების 2.2. პუნქტში ჩამოთვლილ პირები, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, არ სარგებლობენ და არ ფლობენ სხვა რაიმე სახის საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართს, გარდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებისა.
ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად, მყიდველმა დაადასტურა, რომ ამ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის მყიდველი და ხელშეკრულების 2.2. პუნქტში ჩამოთვლილი ოჯახის წევრები არ იქნებიან უფლებამოსილნი მოითხოვონ სახელმწიფოსაგან ან ადგილობრივი თვითმართველი ერთეულისაგან ან სხვა პირისაგან რაიმე სახის კონპენსაცია, გარდა საქართველო კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემას მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონებისა. ხელშეკრულების 2.5. პუნქტით დადგინდა, ა------- ჩ-------ძის ვალდებულება - საკუთრების უფლების გადასვლის შემდეგ იგი ვალდებულია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონება გამოიყენოს ისე, რომ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირები უზრუნველყოფილი იქნენ საცხოვრებელი პირობებით.
ხელშეკრულების 3.1. მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. ხოლო 3.2. მუხლის თანახმად, მყიდველის მიერ ამ ხელშეკრულების პირობების, გარდა ამ ხელშეკრულების 2.3. და 2.4. პუნქტებით გათვალისწინებული პირობებისა, შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 500 ლარით.
2.1.4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2013 წლის 21 ოქტომბრის
№0------------- წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ 2012 წლის 16 სექტემბერს მოქალაქე ა------- ჩ-------ძესა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის №1------- განკარგულების საფუძველზე დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება ქ. თბილისის, მ--------ს ქ. №75, მეორე სართულზე ბინა 10, საცხოვრებელი ფართით 121.90კვ.მ კერძო საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, სადაც 2.2 პუნქტში ოჯახის წევრებად დასახელებული არიან ბ----- ნ-----, ჩ-------ძე გ--------ი, ჩ-------ძე ი-–----ა და ა---–-----ნი ნ----, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის №1------- განკარგულებაში აღნიშნული ოჯახის შემადგენლობაში შეყვანილნი არიან, ასევე, ჩ-------ძე ფ-----ა, პ–---–-–---–ი მ------, პ–---–-–---–ი ლ----ი და პ–---–-–---–ი საბა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია შესწორება შესულიყო საქართველოს პრეზიდენტის №1------- განკარგულებაში და ჩ-------ძე ფ-----ა, პ–---–-–---–ი მ------, პ–---–-–---–ი ლ----ი და პ–---–-–---–ი საბა ამოღებული ყოფილიყვნენ ა------- ჩ-------ძის ოჯახიდან.
2.1.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 17 მაისის №0------------- ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ფ-----ა ჩ-------ძეს 2016 წლის 10 მაისის №2------- საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ განცხადების პასუხად ეცნობა, რომ მისი ოჯახის საცხოვრებელი პირობების ხელმეორედ განხილვა საკანონმდებლო ნორმებით გათვალისწინებული არ არის, ვინაიდან სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის ფ-----ა ჩ-------ძის ოჯახს, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, სახელმწიფოსგან საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, მ--------ს ქ. №75 მისამართზე მდებარე არსებული საცხოვრებელი ფართი, ხოლო საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 მაისის №--- განკარგულების თანახმად, ,,დევნილთა ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფოს ან კერძო ინვესტორის მიერ, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართი ან/და საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაცია, ჩაითვლებიან როგორც სახელმწიფოს მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში დაკმაყოფილებულნი და მათი ხელახლა დაკმაყოფილების საკითხი სახელმწიფოს მიერ აღარ განიხილება’’.
2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.2.1. სასამართლო, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნევს, რომ ფ-----ა ჩ-------ძე და მის შვილები სადავო ხელშეკრულების გაფორმების დროს არ ცხოვრობდნენ ა------- ჩ-------ძესთან ერთად ერთ ოჯახად. სასამართლო, ასევე, დადგენილად მიიჩნევს, რომ ფ-----ა ჩ-------ძეს თანხმობა არ განუცხადებია 2012 წლის 16 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებაზე.
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირის დევნილად ცნობის, მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. დასახელებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად − დევნილად (შემდგომ − დევნილი) ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო, ან ამ კანონის მეორე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
დადგენილია, რომ ფ-----ა ჩ-------ძე, მ------ პ–---–-–---–ი, ლ---- პ–---–-–---–ი და ს-----–---–-–---–ი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. შესაბამისად, მათზე ვრცელდება აღნიშნული კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.
2.3.2. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №-- განკარგულებით დამტკიცებული იქნა იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია. აღნიშნული დოკუმენტი აყალიბებს საქართველოს მთავრობის მიდგომას იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ, აანალიზებს არსებულ პრობლემებს და სახავს სახელმწიფოს ორ უმთავრეს მიზანს: 1.პირობების შექმნა დევნილთა ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნებისათვის; 2.დევნილი მოსახლეობისათვის ღირსეულად ცხოვრების პირობების მხარდაჭერა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩაბმა. დასახელებული განკარგულების V თავის თანახმად, დევნილი მოსახლეობის ინტეგრაციის ამოცანის გადასაჭრელად სახელმწიფო სტრატეგია მიზნად ისახავს დევნილთათვის საბინაო და სოციალური პირობების, მათი ჯანმრთელობისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებების, აგრეთვე აუცილებელი საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელებას. აღნიშნული პროგრამები უნდა ეფუძნებოდეს დევნილთა კატეგორიების განსაზღვრას მათი სიღატაკის ხარისხის (თუ რა ტიპის ზრუნვას საჭიროებს) და უნარშესაძლებლობების (შეუძლია თუ არა თვითკმარობის მიღწევა) მიხედვით, რაც მოითხოვს შესაბამისი ინდიკატორების შემუშავებას.
2.3.3. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულებით დამტკიცებული იქნა ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა მიმართ 2012- 2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა’’. დასახელებული განკარგულებით განისაზღვრა, რომ სახელმწიფო დევნილთა საცხოვრებელი პირობების გრძელვადიან გადაწყვეტას ახორციელებს მათთვის საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის გზით დამტკიცებული ეტაპების მიხედვით; აღნიშნული განკარგულების 2.1.1. პუნქტის მიხედვით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის ღონისძიებები განხორციელდება სამ ეტაპად – სამ ფაზად. პირველი ფაზა მოიცავს კომპაქტურად განსახლებულ დევნილებს, რომლებიც საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას და სახელმწიფო სთავაზობს მათი ფაქტობრივი ჩასახლების ადგილებს. მეორე ფაზა მოიცავს დევნილებს, რომლებიც ცხოვრობენ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში, თუმცა არსებულ შენობას სახელმწიფო არ სთავაზობს დევნილებს გრძელვადიანი განსახლების მიზნით (შენობები ავარიულია, რეაბილიტაცია მიზანშეუწონელია, სტრატეგიული მნიშვნელობისაა, კერძო საკუთრებაა), ასევე კერძო სექტორში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ დევნილებს, რომლებიც საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას. მესამე ფაზაზე განიხილება იმ დევნილთა დახმარების ალტერნატიული შესაძლებლობები, რომლებიც უარს აცხადებენ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ გრძელვადიანი განსახლების ალტერნატივებზე. ამავე განკარგულების 2.2.1. პუნქტის მიხედვით საცხოვრებელი ფართობი – ბინა დევნილ ოჯახებს საკუთრებაში გადაეცემათ სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად. არსებობს დევნილთათვის საკუთრებაში გადასაცემი ობიექტების ორი კატეგორია: ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ცენტრები; ბ) ცენტრები, რომლებსაც სახელმწიფო შეისყიდის კერძო მესაკუთრეთაგან და შესთავაზებს დევნილებს. დევნილებს, რომელთაც ესაჭიროებათ გრძელვადიანი განსახლება და აკმაყოფილებენ შესაბამის პირობებს, მიეცემათ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება და თანხმობა ან უარი განაცხადონ შეთავაზებაზე. კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ დევნილთა უფლება, იცხოვრონ კანონით დადგენილი წესით დაკავებულ ფართობებში, რჩება ხელშეუხებელი კოლექტიური ცენტრების პრივატიზებისა და რეაბილიტაციის მიუხედავად, ვიდრე დევნილი არ განაცხადებს თანხმობას ერთ-ერთ ალტერნატიულ შეთავაზებაზე.
2.3.4. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულებით დამტკიცებული დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამაში დეტალურად იქნა მითითებული ის სახელმწიფო ორგანოები და უწყებები და ასევე მათი საქმიანობის სფერო, რომელთა მიერაც უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბინების დევნილთა საკუთრებაში გადაცემა; მითითებული განკარგულების მიხედვით საპრივატიზებოდ შერჩეული კომპაქტური ჩასახლების ობიექტები მათი რეაბილიტაციის შემდგომ საკუთრებაში გადაეცემათ ამ ობიექტებში ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილებს, ხოლო მათში რეალურად მცხოვრები დევნილების დადგენას ახდენს სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო დევნილთა ჩასახლებებში ჩატარებული რეგისტრაციის შედეგად; შესაბამისად, სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო საპრივატიზებოდ შერჩეულ დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტში აღწერდა ამ ობიექტში რეალურად მცხოვრებ დევნილებს, ადგენდა მათი ოჯახების შემადგენლობას და აღნიშნულ ინფორმაციას აწვდიდა შესაბამის ორგანოს, რომელიც „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე და „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1– 1/1537 ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, ახდენდა დევნილის ოჯახის წარმომადგენელთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას.
2.3.5. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზება ხორციელდება აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის და პირდაპირი მიყიდვის კონკურენტული შერჩევის ფორმებით, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმითა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ქონების მმართველის მიერ, ამ კანონის 181 მუხლით დადგენილი წესით. მითითებული კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს), ხოლო თუ პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე – საკუთრების უფლება მიენიჭოს იმ დაინტერესებულ პირს (პოტენციურ ინვესტორს), რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს).
„სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1–1/1537 ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, დებულების 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგეს საქართველოს პრეზიდენტი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტისათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საკითხს ამზადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ზემოაღნიშნული დებულების მე-3 მუხლის კი არეგულირებს სამინისტროსა და ქონების შემძენს შორის გარიგების გაფორმების წესს, სამინისტრო სახელმწიფო ქონების შემძენთან ნასყიდობის ხელშეკრულებას დებს პირდაპირი მიყიდვის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი აქტის გამოცემიდან 03 (სამი) თვის ვადაში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 14 სექტემბრის №1------- განკარგულებით, განკარგულების დანართით გათვალისწინებული ქონება, მდებარე: თბილისი, მ--------ს ქუჩა №75, ბინა №10, მე-2 სართული, 121,90 კვ.მ., პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთი) ლარად გადაეცათ ა------- ჩ-------ძეს, ნ----- ბ-----ს, ი-–----ა ჩ-------ძეს, გ--------ი ჩ-------ძეს, ფ-----ა ჩ-------ძეს, მ------ პ–---–-–---–ს, ლ---- პ–---–-–---–ს, ნ---- ა---–-----ნი და ს-----–---–-–---–ს. დადგენილია, ასევე, რომ, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 14 სექტემბრის №1------- განკარგულების საფუძველზე, 2012 წლის 16 სექტემბერს, ერთის მხრივ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (შემდეგში ,,გამყიდველი’’) და მეორეს მხრივ ა------- ჩ-------ძეს (შემდგომში ,,მყიდველი’’) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ა------- ჩ-------ძეს გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, მ--------ს ქუჩა №75, ბინა №10, მე-2 სართულზე მდებარე 121,90 კვ.მ.
2.3.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას.
იმავე კოდექსის 67-ე მუხლის პირველი თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. მე-2 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება.
სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების დადების მომენტიდან მყიდველი და ხელშეკრულების 2.2. პუნქტში ჩამოთვლილი ოჯახის წევრები არ იქნებიან უფლებამოსილნი მოითხოვონ სახელმწიფოსგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისგან ან სხვა პირისგან რაიმე სახის კომპენსაცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემას მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონებისა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების ზემოაღნიშნული დათქმა ხელშეკრულების 2.2. პუნქტში ჩამოთვლილი პირებს უზღუდავს უფლებას და მათ მომავალში უკარგავს შესაძლებლობას, სახელმწიფოსაგან, როგორც დევნილებმა, მოითხოვონ საცხოვრებელი ფართი. აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს ავალდებულებდა, ხელშეკრულების დადების შესახებ ეცნობებინა მესამე პირებისთვის და მოეთხოვა წერილობითი თანხმობის წარდგენა. სადავო ხელშეკრულების დადებისას არ არსებობდა ფ-----ა ჩ-------ძის წერილობითი თანხმობა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული 67-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნებს.
ყოვლივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ა------- ჩ-------ძეს შორის 2012 წლის 16 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ფ-----ა ჩ-------ძის, მ------ პ–---–-–---–ის, ლ---- პ–---–-–---–ის და ს-----–---–-–---–ის ნაწილში ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ასევე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ფ-----ა ჩ-------ძის, მ------ პ–---–-–---–ის, ლ---- პ–---–-–---–ის და ს-----–---–-–---–ის ნაწილში საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 14 სექტემბრის
№1------- განკარგულება, რამეთუ მის მიზანს წარმოადგენდა სწორედ უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაცემა და მის საფუძველზე ხელშეკრულებით დადების გზით ამ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.
2.3.7. მოსარჩელე, ასევე, ითხოვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის დევნილთა მომაცემთა ელექტრონულ ბაზაში ცვლილების განხორციელბის დავალებას. სასამართლო განმარტავს, რომ დევნილთა მომაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფ-----ა ჩ-------ძის, მ------ პ–---–-–---–ის, ლ---- პ–---–-–---–ის და ს-----–---–-–---–ის სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულ პირებად მითითებას საფუძვლად დაედო საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 14 სექტემბრის №1------- განკარგულება და 2012 წლის 16 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება.
სასამართლომ ჩათვალა, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 14 სექტემბრის №1------- განკარგულება და 2012 წლის 16 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება აღნიშნული პირების ნაწილში, სარჩელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის დევნილთა მომაცემთა ელექტრონულ ბაზაში ცვლილების განხორციელბის დავალების ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, მითითებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება განაპირობებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 17 მაისის №0------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და სამინისტროსთვის ფ-----ა ჩ-------ძის 2016 წლის 10 მაისის №2------- განცხადების განხილვის დავალების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას, ვინაიდან სამინისტრომ მოსარჩელის განცხადების განხილვაზე უარს საფუძვლად დაედო სწორედ დევნილთა მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემები.
3.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და თვლის, რომ სამინისტროს მონაცემთა ბაზაში შეტანილი მონაცემები არ უნდა შეიცვალოს, მოსარჩელის ოჯახი ერთხელ უკვე დაკმაყოფილდა სახელმწიფოს მხრიდან და მისი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი მეორედ აღარ განიხილება. საკითხი მოწესრიგებულია რიგი ნორმებით. კერძოდ, აპელანტი მიუთითებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებზე. აგრეთვე, ის მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის N1162 განკარგულების 2.1.1. ქვეპუნქტზე.
აპელანტი განმარტავს, რომ ზემოთ მოყვანილ კანონში, ისევე როგორც განკარგულებაშიც ნახსენებია დევნილთა ოჯახები და არა მისი რომელიმე წევრი ცალ-ცალკე, ხოლო ის ფაქტი, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში არ იქნა მოსარჩელე და მისი შვილები შეყვანილი ვერ გახდება სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ბაზაში ცვლილებების საფუძველი, ვინაიდან სამინისტრო დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშვნას ახორციელებდა პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, სადაც მოსარჩელის ოჯახის წევრები სრულად (9 სული) არიან მითითებული.
აპელანტი ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის განკარგულების ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფოს 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის’’ 5.6 პუნქტზე. რომლიდან გამომდინარეც, სამინისტროს კომპეტენცია საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესში განსაზღვრულია მხოლოდ სამოქმედო გეგმის განხორციელების კოოორდინაციაზე. უშუალოდ უძრავი ქონების, მიწის და შენობების გამოყოფაზე პასუხისმგებელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას საცხოვრებლის საკუთრებაში გადაცემაზე იღებს საქართველოს მთავრობა ერთჯერადი განკარგულებით, საცხოვრებელი ფართობი - ბინა დევნილ ოჯახებს საკუთრებაში გადაეცემათ სიმბოლურ ფასად 1 ლარად, ხოლო იმ პერიოდისთვის, როდესაც მოსარჩელის ოჯახთან ხელშეკრულება დაიდო საბოლოოო გადაწყვეტილებას იღებდა საქართველოს პრეზიდენტი. საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემას სამინისტრო არ ახორციელებს, სამინისტრო ვალდებულია დევნილის დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფაზე, რაც ამ შემთხვევაში დაცულია.
აპელანტი განმარტავს, რომ ზემომითითებული ნორმების შესაბამისად სამინისტროს მოქმედება მხოლოდ და მხოლოდ პროექტის კოორდინაციით შემოიფარგლებოდა. იმ შემთხვევაში, როდესაც გადაწყდებოდა, რომ ესა თუ ის ობიექტი გადაეცათ დევნილთათვის საკუთრებაში სამინისტრო ზემოჩამოთვლილ უწყებებს აწვდიდა ამ ობიექტებში დარეგისტრირებულ პირთა სიებს, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ საკუთრებაში გადაცემა ხდებოდა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე და ამ განკარგულების დანართში მითითებული პირები დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღინიშნებოდნენ, როგორც გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილებად. რაც შეეხება ნასყიდობის ხელშეკრულებას, აპელანტი მოითითებს, რომ სამინისტროში ხელშეკრულებები არ ინახებოდა, ვინაიდან ამ ხელშეკრულების მონაწილე მხარე არ ყოფილა. როდესაც სამინისტროსათვის ცნობილი გახდა, რომ მოსარჩელე და მისი ოჯახი არ იყვნენ გათვალისწინებული ხელშეკრულებაში სამინისტრომ მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესწორება შესულიყო პრეზიდენტის განკარგულებაში და ამოღებული ყოფილიყვნენ განკარგულების დანართისგან, თუმცა განკარგულებაში შესწორება არ შესულა, შესაბამისად დარჩა იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს გვაქვს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი სააპელაციო სასამართლოს მიმართავს, რომ გააუქმოს მის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიიღოს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქმევა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3.2. საქართველოს პრეზიდენტის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ხოლო მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, შეუძლებელია სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტი მიუთითებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტსა და მე-3 პუნქტზე. აგრეთვე ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე.
აპელანტის აზრით, სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში არ უთითებს არც ერთ სამართლებრივ საფუძველს და არც ფაქტობრივ გარემოებას, რაც იქნებოდა საკმარისი საფუძველი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისთვის.
გარდა ამისა, აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ უმსჯელია ხანდაზმულობის ვადებზე. აპელანტის აზრით სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში ხანდაზმულია, ვინაიდან როგორც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის, ასევე ამჟამად მოქმედი ,,სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს. ამასთან ერთად, აპელანტი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება და სასამართლომ მიიღოს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი ადგენს: თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
რამდენადაც სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებსა და სამართლებრივ შეფასებებს, განჩინების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და თავის მხრივ დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
4.1.1. პალატა აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირის დევნილად ცნობის, მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. დასახელებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად − დევნილად (შემდგომ − დევნილი) ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო, ან ამ კანონის მეორე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
დადგენილია, რომ ფ-----ა ჩ-------ძე, მ------ პ–---–-–---–ი, ლ---- პ–---–-–---–ი და ს-----–---–-–---–ი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. შესაბამისად, მათზე ვრცელდება აღნიშნული კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.
4.1.2. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 14 სექტემბრის №1------- განკარგულებას და სადავო ხელშეკრულებას საფუძვლად უდევს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის N1162 განკარგულებით დამტკიცებული ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა”. აღნიშნული გეგმა მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა) სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. ამ მიზნის მისაღწევად სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გრძელვადიან გადაწყვეტას, სახელმწიფოზე მათი დამოკიდებულების შემცირებასა და დაუცველი დევნილების სახელმწიფო სოციალურ პროგრამებში ინტეგრირებას ობიექტური და გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე, ვიდრე შესაძლებელი გახდება მათი დაბრუნება.ზემოთ აღნიშნული მიზნის მისაღწევად სტრატეგია ითვალისწინებს განსახლებისა და ინტეგრაციის ხელშემწყობ სხვადასხვა ღონისძიებებს. კონცეფცია ეფუძნება სახელმწიფო სტრატეგიის დამატებას და განხორციელდება სამ ეტაპად; სახელმწიფო სტრატეგიაში ასახული სახელმწიფო სტრატეგიის გატარების ყველა მთავარი პრინციპი (თავი VI) სრულად იქნება დაცული სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა დევნილთა მიერ ნებაყოფლობითი და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას და თავისუფალ არჩევანს, დიალოგს დევნილებთან და მათ მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, გენდერულ თანასწორობას, ბავშვთა უფლებების დაცვასა და ადამიანის სხვა აღიარებული უფლებების დაცვას. ყოველივე ეს უზრუნველყოფილი იქნება იურიდიული კონსულტაციისა და საინფორმაციო კამპანიის გზით. სამოქმედო გეგმა განხორციელდება ობიექტური და გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე და უზრუნველყოფს დევნილთა სრულ ჩართულობას დაგეგმვის პროცესში და მათი მხრიდან კარგად ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებას ყველა იმ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, რომლებიც მათ ეხებათ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას.
სააპელაციო სასამართლოსათვის საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოებს არ გააჩნიათ შესაბამისი არგუმენტები იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ არ ჰქონია ადგილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნის დარღვევას. აღნიშნული მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მე-3 პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ; ხოლო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება.
4.1.3. პალატა ყურადღებას მიაქცევს სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების 2.4. პუნქტს, რომლის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების დადების მომენტიდან მყიდველი და ხელშეკრულების 2.2. პუნქტში ჩამოთვლილი ოჯახის წევრები არ იქნებიან უფლებამოსილნი მოითხოვონ სახელმწიფოსგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისგან ან სხვა პირისგან რაიმე სახის კომპენსაცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემას მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონებისა.
პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების ზემოაღნიშნული დათქმა ხელშეკრულების 2.2. პუნქტში ჩამოთვლილი პირებს უზღუდავს უფლებას და მათ მომავალში უკარგავს შესაძლებლობას, სახელმწიფოსაგან, როგორც დევნილებმა, მოითხოვონ საცხოვრებელი ფართი. აღნიშნული კი ადმინისტრაციული ორგანოს ავალდებულებდა, ხელშეკრულების დადების შესახებ ეცნობებინა მესამე პირებისთვის და მოეთხოვა წერილობითი თანხმობის წარდგენა. დადგენილი გარემოებაა, რომ სადავო ხელშეკრულების დადებისას არ არსებობდა ფ-----ა ჩ-------ძის წერილობითი თანხმობა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული 67-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნებს.
პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განკარგულებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ა------- ჩ-------ძეს შორის 2012 წლის 16 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიზღუდა მოსარჩელის ინტერესი. იქედან გამომდინარე, რომ თავად სახელმწიფოს პოლიტიკა ითვალისწინებს დევნილთა უფლებების დაცვას და მათ უზრუნველყოფას, დაუშვებელია ასეთ პირებს ხელი შეეშალოთ საკუთარი უფლებებით სარგებლობასა და რეალიზაციაში.
რაც შეეხება აპელანტის მითითებებს ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ რა თქმა უნდა პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა 3 წელს შეადგენს, თუმცა საყურადღებოა აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი, რომელიც ხანდაზმულობის ვადის დაწყებას უკავშირებს მოთხოვნის წარმოშობის მომენტს. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი მიიჩნევს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
პალატა განმარტავს, რომ მოპასუხეები ვერ მიუთითებენ ისეთ გარემოებებზე, რომელიც შესაძლებლობას მისცემს სასამართლოს დაადგინოს მოთხოვნის
წარმოშობის ზუსტი მომენტი. შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებებს ამ საკითხთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი და გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები პირველი ინსტანციის სასამართლოს აძლევდა საფუძველს თავისი გადაწყვეტილებით დაეკმაყოფილებინა ფ-----ა ჩ-------ძის სასარჩელო მოთხოვნა. შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
საპროცესო ხარჯები:
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე: ილონა თოდუა