განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.01.2018
საქმის ნომერი
180310016001392818
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
25.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 180310016001392818

საქმე №3ბ/1381-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

25 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი) - შოთა გეწაძე

მოსამართლეები - გიორგი გოგიაშვილი, ილონა თოდუა

 

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - „ნ-----–----------–------“ (გ--–------ა ა.ს უფლებამონაცვლე);

წარმომადგენელი - ე---------- ნ-----ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტი”;

წარმომადგენელი- თ----------------ე, გ------------–---–-ია

 

მესამე პირი (16.2) – „ნ-------------“

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1.ბათილად იქნეს ცნობილი საქპატენტის სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2016 წლის 18 აპრილის N8- ბრძანება და 2016 წლის 18 აპრილის N1------- სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება.

 

1.2. საქპატენტის სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 7 დეკემბრის #2------ ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, განცხადებული სასაქონლო ნიშნისათვის განაცხადი ნომრით 7------- რეგისტრაციის მინიჭება საქონლისა და მომსახურების სრული განცხადებული ჩამონათვალისათვის, მე-5 კლასში.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარმოდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირის პოზიცია:

 

3.1. მესამე პირის ,,ნ-------------”-ს წარმომადგენელი, რომელიც სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. სასამართლომ სარჩელი განიხილა გამოუცხადებელი მხარის დასწრების გარეშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე. თუმცა, წარმოდგენილია თანხმობის წერილი, რომლის მიხედვითაც ის მხარს უჭერს სასარჩელო მოთხოვნას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

4.1 გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

მოსარჩელის ,,გ--–------ა ა.ს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

5.1. კომპანია ,,გ--–------ა ა.ს-მ” საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრ საქპატენტში წარადგინა განცხადება მისი კუთვნილი სასაქონლო ნიშნის ”N-------” საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-3, მე-5, მე-10 და 44-ე კლასის საქონლისა და მომსახურებებისათვის საქართველოში რეგისტრაციის მოთხოვნით. საქპატენტის სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 7 დეკემბრის N2------ ბრძანებაზე თანდართული ექპერტიზის დასკვნის თანახმად განცხადებულ სასაქონლო ნიშანს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე მე-5 კლასის ჩამონათვალის მიმართ იმ მოტივით, რომ განცხადებული სასაქონლო ნიშანი მსგავსია კომპანია „ნ--------------ს“ სახელზე მე-5 კლასის მსგავსი საქონლისათვის რეგისტრირებული და საქართველოში გავრცელებული სასაქონლო ნიშნებისა; „N----------------7“ „N---------------------; და „N------------------“.

 

5.2. სასაქონლო ნიშნის მფლობელმა კომპანიამ „გ--–------ა ა.ს“ საქპატენთან არსებულ სააპელაციო პალატას მიმართა სააპელაციო საჩივრით (სიად. #1-------) და მოითხოვა საქპატენტის სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 7 დეკემბრის #2------ ბრძანების ბათილად ცნობა. საქპატენტის სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2016 წლის 18 აპრილის #8- ბრძანებით დამტკიცებული 2016 წლის 18 აპრილის #1------- სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით არ დაკამყოფილდა სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა გასაჩივრებული ბრაძანება.

 

5.3. სასაქონლო ნიშნებისა, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის არსობრივი ექსპერტიზის დასკვნით #7------ დადგენილია, რომ განცხადებული ნიშანი მსგავსია კომპანიის „ნ-------------“ (მის:4-------------- სახელზე მე-5 კლასის მსგავსი საქონლისათვის რეგისტრირებული და საქართველოზე გავრცელებული სასაქონლო ნიშნებისა „N------------“ (რეგისტრაციის ნომერი N5---; რეგისტრაციის თარიღი: 1---------); „N------------“ (I--------; საერთაშორისო თარიღი: 2---------; გავრცელების თარიღი:2---------) და „N------------“ (რეგისტრაციის ნომერი N5---; რეგისტრაციის თარიღი:1---------). ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი და დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნები სიტყვიერია და შესრულებულია ლათინური ანბანით. დაპირისპირებული ნიშნები საერთო შთაბეჭდილებით აღრევამდე მსგავსია, როგორც ვიზუალურად, ასევე ფონეტიკურად. სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ნიშანი ქართულ ენაზე გამოითქმის, როგორც „ნ-------------“, ხოლო რეგისტრირებული ნიშნები „ნ-----------------ს“, „ნ-------------------“ და „ნ-------------------“. რაც შეეხება რეგისტრირებულ ნიშნებში შემავალ სიტყვას - „ტ---“, იგი ვერ სძენს ნიშნებს განმასხვავებლობას და შესაბამისად ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა. შესაბამისად წარმოდგენილ ნიშანს უარი უნდა ეთქვას ნიშნის რეგისტრაციაზე მე-5 კლასის საქონლის ჩამონათვლის ნაწილისათვის, კერძოდ: „დერმატოლოგიური დანიშნულების ფარმაცევტული ნაწარმისათვის“, ვინაიდან რეგისტრირებული ნიშნის მე-5 კლასის საქონლის ჩამონათვალი: „ფარმაცევტული ნაწარმი“ მოიცავს სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი საქონლის ჩამონათვალის ნაწილს. აღნიშნულის გამო, `სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის `გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ სასაქონლო ნიშანს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე მე-5 კლასის განცხადებული საქონლის ჩამონათვალის ნაწილის მიმართ.

 

6. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

6.1. სასამართლომ მიიჩნია, რომ დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნები წარმოადგენს სიტყვიერ სასაქონლო ნიშნებს და მათ არ ახლავთ გამოსახულებითი ელემენტები. ამასთან, დაპირისპირებული ნიშნები შესრულებულია სტანდარტული ლათინური ასომთავრული ასოებით. მსგავსია ნიშნების საწყისი ნაწილები - „N----“, „N----“ და „N----“. რაც შეეხება ნიშნების დაბოლოებას „D---“, იგი წარმოადგენს ე.წ. ფორმანტს მე-5 კლასის საქონლის მიმართ და შესაბამისად, სუსტი დაცვის ელემენტია ნიშნებში. მართალია, დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნები დამატებით შეიცავს აღნიშვნას „T--“, მაგრამ აღნიშნული ვერ სძენს ნიშნებს საკმარის განმასხვავებლობას, ვინაიდან ნიშნებში დომინანტი ელემენტია „N----D---“ და „N----D---“, რომელიც აღრევამდე მსგავსია განცხადებული ნიშნისა.

 

დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნები მსგავსია ფონეტიკურად, რადგან განცხადებული ნიშანი ქართველი მომხმარებლის მიერ გამოითქმის, როგორც „ნ-------------ი“, ხოლო დაპირისპირებული ნიშნები როგორც „ნ-------------------“ და „ნ-----------------ს“.

 

მსგავსია ასევე, განცხადებული და დაპირისპირებული ნიშნების მე-5 კლასის საქონლის ჩამონათვალი. კერძოდ, განცხადებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოითხოვება მე-5 კლასის საქონლის შემდეგი ჩამონათვალის მიმართ: „დერმატოლოგიური დანიშნულების ფარმაცევტული ნაწარმი“, ხოლო დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნები რეგისტრირებულია მე-5 კლასის შემდეგი განცხადებული ჩამონათვალისათვის: „ფარმაცევტული ნაწარმი“, „სამედიცინო რეცეპტებზე გასაყიდი ტრანსდერმატიტული დანიშნულების მედიკამენტები“. დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნის საქონლის ჩამონათვალი - „ფარმაცევტული ნაწარმი“ მთლიანად მოიცავს განცხადებული ნიშნის საქონლის ჩამონათვალს. „დერმატოლოგიური დანიშნულების ფარმაცევტული ნაწარმი“ და „სამედიცინო რეცეპტებზე გასაყიდი ტრანსდერმატიტული დანიშნულების მედიკამენტები“ წარმოადგენს ერთგვაროვან ფარმაცევტულ პრეპარატებს, ვინაიდან ორივე კანის სამკურნალო ფარმაცევტულ საშუალებებს წარმოადგენს. აღნიშნული უფრო ზრდის ნიშნებს შორის აღრევისა და შესაბამისად, მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას.

 

სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნების მფლობელი კომპანიის „ნ-------------“ თანხმობის წერილი, რომლის მიხედვით „ნ-------------“ თანახმაა განცხადებული სასაქონლო ნიშნის „N-------“ (საიდ. №7-------) საქართველოში რეგისტრაციასა და გამოყენებაზე, კომპანიის „გ--–------ა ა.ს.“ სახელზე, მე-5 კლასის სრული განცხადებული საქონლის ჩამონათვლისათვის, დერმატოლოგიური დანიშნულების ფარმაცევტული ნაწარმის ჩათვლით. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნის შესახებ მე-4 და მე-5 მუხლები აწესებს იმპერატიულ დათქმას იმის თაობაზე, თუ რა შემთხვევაში უნდა დარეგისტრირდეს ან უარი ეთქვას რეგისტრაციაზე სასაქონლო ნიშანს და არ აძლევს მხარეებს საშუალებას, რომ ერთმანეთში შეთახმდნენ, კანონში არ არის ჩანაწერი შეთახმების თაობაზე და არ იძლევა ამის შესაძლებლობას.

 

7. ,,გ--–------ა ა.ს-ს” სააპელაციო მოთხოვნა:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

7.1. ,,გ--–------ა ა.ს-ს” სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ პუნქტის შინაარსზე, დავის ფაქტობრივ გარემოებებზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე, აღნიშნავს, რომ დაპირისპირებული და განცხადებული ნიშნების მსგავსების მიუხედავად მათ შორის არსებობს იმ დონის განსხვავება, რომელიც საკმარისია იმისათვის, რომ არ მოხდეს სასაქონლო ნიშნების ერთმანეთში აღრევა მომხმარებლის მიერ.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ არ არსებობს საფუძველი სასაქონლო ნიშნის საქართველოში რეგისტრაციაზე უარის თქმისა მე-5 კლასის საქონლისათვის, საქართველოს კანონის „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ მე-5 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად. აპელანტი ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნისათვის ”N----D---” განაცხადის ნომრით 7------- საქართველოში მე-5 კლასის განცხდებული საქონლისათვის უარის თქმის შესახებ და მოხდეს ზემოთ აღნიშნული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია საქართველოში სრული განცხადებული საქონლისათვის მე-5 კლასში.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ საქპატენტის სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა სააპელაციო განცხდებაში მოყვანილი არგუმენტები მოსარჩელის სასაქონლო ნიშანსა ”N----D---” და დაპირისპირებულ სასაქონლო ნიშნებს N------------; N------------ და N------------ შორის არსებული განმასხვავებელი ნიშნების შესახებ.

 

სახელდობრ, განცხადებულ სასაქონლო ნიშანსა და დაპირისპირებულ სასაქონლო ნიშნებს შორის არსებობს საკმარისი დონის განსხვავება, რათა არ მოხდეს მომხმარებლის მხრიდან ამ ნიშნებით მონიშნული მე-5 კლასის საქონლის მწარმოებელი კომპანიების ერთმანეთში აღრევა. როგორც განცხადებული, ასევე დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნები ჩაწერილია ლათინური შრიფტით. ოთხივე სასაქონლო ნიშანი მოიცავს ე.წ ფორმანტს D---, რაც ნიშნავს კანს და რომელიც ფართოდ გამოიყენება კანის მკურნალობისა და მოვლასთან დაკავშირებულ სამედიცინო, ფარმაცევტულ, და კოსმეტიკურ სფეროში და მომხმარებელს მიანიშნებს ამ ფორმანტის შემცვლელი სასაქონლო ნიშნით მონიშნული საქონლის, ამ შემთხვევაში ფარმაცევტული ნაწარმის, დანიშნულებაზე. სამივე დაპირისპირებული სასაქონლო ნიშანი შედგება ორი სიტყვიერი ნაწილისაგან, რომელთაგან მეორე T-- არის აბრევიატურა ფრაზისა Transdermal Therapeutic Sistem, რაც ქართულ ენაზე ნიშნავს - კანსგავლითი (ტრანსდერმული) თერაპიული სისტემები და მიანიშნებს ამ აბრევიატურის შემცველი სასაქონლო ნიშნით მონიშნული პრეპარატის გამოყენების მეთოდს. ზემოთთქმულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ როგორც ფორმანტი D---, ასევე აბრევიატურა T-- მე-5 კლასის განცხადებული საქონლისათვის არის აღწერილობითი და არ გააჩნია განმასხვავებელი უნარი. აპელანტის აზრით, ზემოთ მოყვანილი არგუმენტები მიუთითებს, რომ სასაქონლო ნიშნების მსგავსების ხარისხი დამოკიდებულია განცხდებული და დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნების პირველ ხუთასოიან ელემენტზე, კერძოდ : განცხადებული სასაქონლო ნიშანი N---- ქართული ტრანსლიტერაცია „ ნ-------“; დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნები : N---- ქართული ტრანსლიტერაცია “ნ------“, N---- -ქართული ტრანსლიტერაცია “ნ-------“. ყველა ამ ელემენტში თანხმოვანი ასო - ბგერები იდენტურია და ერთნაირადაა განლაგებული, რაც შეეხება ხმოვან ასო-ბგერებს, განცხდებული სასაქონლო ნიშნის პირველი ელემენტის ხმოვანი ასო-ბგერები „U“ და „ A“, რომელთა ქართული ტრანსლიტერაცია შესაბამისად არის „უ“ და „ა“, არ არის მსგავსი დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნების შესაბამის ელემენტში არსებული ხმოვანი ასო-ბგერებისა: „I” და “I” (ქართული ტრანსლიტერაცია „ი“ და „ი“ ) „I” და “O” (ქართული ტრანსლიტერაცია „ი“ და „ო“) აშკარაა, რომ ხმოვანი ასო-ბგერების ვიზუალური და მით უმეტეს ჟღერადობის განსხვავების გამო განსხვავებულია განცხადებული და დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნების პირველი ელემენტებიც და შესაბამისად სასაქონლო ნიშნებიც. განსხვავების ეს დონე სრულიად საკმარისია იმისათბის, რათა არ მოხდეს ამ სასაქონლო ნიშნებით მონიშნული ფარმაცევტული ნაწარმის მწარმოებელი კომპანიების ერთმანეთში აღრევა მომხმარებლის მხრიდან.

 

აპელანტის აზრით გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მე-5 კლასის საქონელი - დერმატოლოგიური დანიშნულების ფარმაცევტული ნაწარმი, რომლის მიმართაც სასაქონლო ნიშანს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, წარმოადგენს უშუალოდ კანის მოსავლელ და/ან სამკურნალო საშუალებას. ეს არის სხვადასხვა ფორმით (კრემი, ლოსიონი, სპრეი და ა.შ) დამზადებული კანის მოსავლელი და სამკურნალო საშუალებები, მაშინ როცა დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნები რეგისტრირებულია მე-5 კლასის შემდეგი საქონლისათვის „სამედიცინო რეცეპტებზე გასაყიდი ტრანსდერმატიტული დანიშნულების მედიკამენტები“. ამ ნიშნებში ჩართული აბრევიატურა T-- Transdermal Therapeutic Sistem, რომლის ქართულ ენაზე შესატყვისი არის - კანგავლითი (ტრანსდერმული) თერაპიული სისტემები, მიანიშნებს ამ ნიშნებით მონიშნული ფარმაცევტული ნაწარმის გამოყენების მეთოდზე. კანგავლითი (ტრანსდერმული) თერაპიული სისტემები არ წარმოადგენენ კანის სამკურნალო საშუალებებს. კანგავლითი (ტრანსდერმული) თერაპიული სისტემები ძირითადად გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები. ისინი სხვადასვა საშუალებით (პლასტირი, თაბაშირი და სხვ.) დაიტანება ადამიანის კანზე საიდანაც ხდება მათი თანდათანობით შეღწევა კანქვეშა ქსოვილებში და შემდეგ სისხლში, ანუ მეორენაირად რომ ვთქვათ, დაპირისპირებულ სასაქონლო ნიშნებში, საქონლის ერთგვაროვნების მიუხედავად, გასათვალისწინებელია მათი თერაპიული დანიშნულება, რაც ამცირებს აღრევის შესაძლებლობას.

 

მოსარჩელე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ როგორც განცხდებული, ასევე დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნები რეგისტრირებულია და მშვიდობიანად თანაარსებობენ წარმოშობის ქვეყანაში შვეიცარიაში.

 

N----D--- რეგისტრაციის N 6-----, რეგისტრაციის თარიღი 23.02.2015 N------------ - რეგისტრაციის N 2--------, რეგისტრაციის თარიღი 30.04.1980

 

აპელანტმა სააპელაციო პალატას წარუდგინა დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნების მფლობელი კომპანიის ნ------------- თანხმობის დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც ნ------------- თანახმაა განცხდებული სასაქონლო ნიშნის N----D---, განაცხადის საიდენ. N 7-------, საქართველოში კომპანიის გ--–------ა ა.ს. სახელზე რეგისტრაციისა და გამოყენებაზე მე-5 კლასის სრული განცხადებული საქონლისათვის, დერმატოლოგიური დანიშნულების ფარმაცევტული ნაწარმის ჩათვლით.

 

8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

8.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე, სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით კი აღნიშნავს შემდეგს:

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლით რეგლამენტირებულია ამ კანონის მიზანი, კერძოდ, მითითებული მუხლი ადგენს, რომ ეს კანონი აწესრიგებს სასაქონლო, მომსახურებისა და კოლექტიური ნიშნების რეგისტრაციასა და დაცვასთან, აგრეთვე მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით. ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც: ა) არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს; გ) არაგანმასხვავებელუნარიანია შესაბამისი საქონლის მიმართ; ხსენებული საკანონმდებლო აქტის მე-5 მუხლით განსაზღვრულია რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებითი საფუძვლები, რომლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი - იდენტური ან იმდენად მსგავსი , რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის , მათ შორის , ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა . ხოლო ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნტის თანახმად, მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე ისეთი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსია, რომელსაც საქართველოში აქვს კარგი რეპუტაცია და ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენება განმცხადებელს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს დაცული სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა.

 

,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის I–V თავებში გამოყენებული ტერმინის „რეგისტრაცია“ ნაცვლად საერთაშორისო სასაქონლო ნიშნებთან მიმართებაში გამოიყენება ტერმინი „დაცვა“.

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს №05 ბრძანება ,,სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე ინტრუქციის მე-15 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად დადგენილია შემდეგი: არსობრივი ექსპერტიზის ეტაპზე ექსპერტი ამოწმებს, არსებობს თუ არა წარდგენილი სიმბოლოს რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის მე- 4 და მე-5 მუხლებში მოცემული საფუძვლები. იმის დასადგენად, არსებობს თუ არა რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით და მე-5 მუხლის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,ე“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, წარდგენილი სიმბოლო უნდა შედარდეს პარიზის კონვენციის 6 ter მუხლით დაცულ სიმბოლოებს, საქართველოში დაცულ გეოგრაფიულ აღნიშვნებს ან ადგილწარმოშობის დასახელებებს, საქართველოში დაცულ დიზაინს, ეროვნული ან საერთაშორისო რეგისტრაციით საქართველოში დაცულ სასაქონლო ნიშნებს და საქპატენტში სარეგისტრაციოდ წარდგენილ სიმბოლოებს. ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შედარების დროს, სიმბოლოების მსგავსების დადგენის ძირითადი კრიტერიუმი შეიძლება იყოს სიმბოლოების სმენითი (ფონეტიკა, მუსიკალური ჟღერადობა), მხედველობითი (გრაფიკა, ფერთა შეხამება), აზრობრივი (სემანტიკა, არსი) მსგავსება. სიმბოლოების შედარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საერთო შთაბეჭდილებას. მოცემულ კონკრეტულ შემთხევაში სასაქონლო ნიშნებისა, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის არსობრივი ექსპერტიზის დასკვნით №7------ დადგენილია, რომ განცხადებული ნიშანი მსგავსია კომპანიის „ნ-------------“ (მის:4-------------- სახელზე მე-5 კლასის მსგავსი საქონლისათვის რეგისტრირებული და საქართველოზე გავრცელებული სასაქონლო ნიშნებისა „ (რეგისტრაციის ნომერი N5---; რეგისტრაციის თარიღი: 1---------); „N----D--- T--“ (I-------1; საერთაშორისო თარიღი: 2---------; გავრცელების თარიღი:2---------) და „N------------“ (რეგისტრაციის ნომერი N5---; რეგისტრაციის თარიღი:1---------). ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი და დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნები სიტყვიერია და შესრულებულია ლათინური ანბანით.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ დაპირისპირებული ნიშნები საერთო შთაბეჭდილებით აღრევამდე მსგავსია, როგორც ვიზუალურად ასევე, ფონეტიკურად. სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ნიშანი ქართულ ენაზე გამოითქმის, როგორც „ნ------------- “, ხოლო რეგისტრირებული ნიშნები „ნ-----------------ს“, „ნ-------------------“ და „ნ-------------------“. რაც შეეხება რეგისტრირებულ ნიშნებში შემავალ სიტყვას - „ტ---“, იგი ვერ სძენს ნიშნებს განმასხვავებლობას და შესაბამისად ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა. შესაბამისად წარმოდგენილ ნიშანს უარი უნდა ეთქვას ნიშნის რეგისტრაციაზე მე-5 კლასის საქონლის ჩამონათვლის ნაწილისათვის, კერძოდ: „დერმატოლოგიური დანიშნულების ფარმაცევტული ნაწარმისათვის“, ვინაიდან რეგისტრირებული ნიშნის მე-5 კლასის საქონლის ჩამონათვალი: „ფარმაცევტული ნაწარმი“ მოიცავს სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი საქონლის ჩამონათვალის ნაწილს. აღნიშნულის გამო, „სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ სასაქონლო ნიშანს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე მე-5 კლასის განცხადებული საქონლის ჩამონათვალის ნაწილის მიმართ.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი „მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი – იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა“.

 

„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე ისეთი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსია, რომელსაც საქართველოში აქვს კარგი რეპუტაცია, და ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენება განმცხადებელს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს დაცული სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა.“ დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნები მსგავსია როგორც ვიზუალური, ისე ფონეტიკური თვალსაზრისით.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი სასაქონლო ნიშანი ” N----D--- ” (საიდ .№7---- /03) და დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნები: „„N----D--- T--“ (რეგ. N5---), „N----D--- T--“ (IR 4-----) და „N----D--- T--“ (რეგ. N5---) აღრევამდე მსგავსია, როგორც ვიზუალურად ისე ფონეტიკურად. დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნები წარმოადგენს სიტყვიერ სასაქონლო ნიშნებს და მათ არ ახლავთ გამოსახულებითი ელემენტები. ამასთან, დაპირისპირებული ნიშნები შესრულებულია სტანდარტული ლათინური ასომთავრული ასოებით. მსგავსია ნიშნების საწყისი ნაწილები - - „N----“, „N----“ და „N----“. რაც შეეხება ნიშნების დაბოლოებას „D---“, იგი წარმოადგენს ე.წ. ფორმანტს მე-5 კლასის საქონლის მიმართ და შესაბამისად, სუსტი დაცვის ელემენტია ნიშნებში. მართალია, დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნები დამატებით შეიცავს აღნიშვნას „T--“, მაგრამ აღნიშნული ვერ სძენს ნიშნებს საკმარის განმასხვავებლობას, ვინაიდან ნიშნებში დომინანტი ელემენტია „N----D---“ და „N----D--- “, რომელიც აღრევამდე მსგავსია განცხადებული ნიშნისა. დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნები მსგავსია ფონეტიკურად, რადგან განცხადებული ნიშანი ქართველი მომხმარებლის მიერ გამოითქმის, როგორც „ნ-------------ი “, ხოლო დაპირისპირებული ნიშნები როგორც „ნ-------------------“ და „ნ-----------------ს“.

 

მსგავსია ასევე, განცხადებული და დაპირისპირებული ნიშნების მე-5 კლასის საქონლის ჩამონათვალი. კერძოდ, განცხადებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოითხოვება მე-5 კლასის საქონლის შემდეგი ჩამონათვალის მიმართ: „დერმატოლოგიური დანიშნულების ფარმაცევტული ნაწარმი“, ხოლო დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნები რეგისტრირებულია მე-5 კლასის შემდეგი განცხადებული ჩამონათვალისათვის: „ფარმაცევტული ნაწარმი“, „სამედიცინო რეცეპტებზე გასაყიდი ტრანსდერმატიტული დანიშნულების მედიკამენტები“. დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნის საქონლის ჩამონათვალი - „ფარმაცევტული ნაწარმი“ მთლიანად მოიცავს განცხადებული ნიშნის საქონლის ჩამონათვალს. „დერმატოლოგიური დანიშნულების ფარმაცევტული ნაწარმი“ და „სამედიცინო რეცეპტებზე გასაყიდი ტრანსდერმატიტული დანიშნულების მედიკამენტები“ წარმოადგენს ერთგვაროვან ფარმაცევტულ პრეპარატებს, ვინაიდან ორივე კანის სამკურნალო ფარმაცევტულ საშუალებებს წარმოადგენს. აღნიშნული უფრო ზრდის ნიშნებს შორის აღრევისა და შესაბამისად, მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებას და სააპელაციო საჩივრის ავტორის ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნის შესახებ მე-4 და მე-5 მუხლები აწესებს იმპერატიულ დათქმას იმის თაობაზე, თუ რა შემთხვევაში უნდა დარეგისტრირდეს ან უარი ეთქვას რეგისტრაციაზე სასაქონლო ნიშანს და არ აძლევს მხარეებს საშუალებას, რომ ერთმანეთში შეთანხმდნენ, კანონში არ არის ჩანაწერი შეთახმების შესაძლებლობის თაობაზე.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებანი. კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლის შემთხვევას, კერძოდ; როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე - მოპასუხე სუბიქტზე. მიუხედავად ამისა, მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ხოლო სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ საქმის განხილვის არცერთ სტადიაზე არ ყოფილა წარმოდგენილი იმ სახის მტკიცებულება, რომელიც შექმნიდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან/და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

9. პროცესის ხარჯები:

 

9.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. „ნ-----–----------–------“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიჯეტში გადახდილად.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლეები:

 

შოთა გეწაძე -

 

ილონა თოდუა -

 

გიორგი გოგიაშვილი -